ავტორი:

"იმედის" ჟურნალისტები აპროტესტებენ ფილმს აგვისტოს ომზე, რომელიც ტელეკომპანიის ეთერით გავიდა

"იმედის" ჟურნალისტები აპროტესტებენ ფილმს აგვისტოს ომზე, რომელიც ტელეკომპანიის ეთერით გავიდა

ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლები - “ქრონიკის“ ჟურნალისტები და imedinews-ის რედაქტორები რუსეთ-საქართველოს ომზე ტელეკომპანიის ეთერით გასული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რასაც “ფეისბუკზე“ ფლეშმობით აპროტესტებენ.

“არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, - ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის“ საინფორმაციო გამოშვების, „ქრონიკის“ ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

პროტესტს ფეისბუქის პირად გვერდებზე გამოხატავენ: თეონა გეგელია, ნანა ლეჟავა, ნატალია მახვილაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, ნათია ორველაშვილი, ნანუკა ქაჯაია, ნუცა ტრაპაიძე, ლევან კვატაშიძე და სხვა ცნობილი სახეები.

საქმე ეხება ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით ფილმთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა.

“პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა.

ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას.

აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის“, - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ