პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, შვილები გყავდეთ - ანტი-ნატალიზმი მსოფლიოში ფეხს იკიდებს
ვინ არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, შვილები გყავდეთ - ანტი-ნატალიზმი მსოფლიოში ფეხს იკიდებს

"უკე­თე­სი არ იქ­ნე­ბა, დე­და­მი­წას ერთი დიდი ხვრე­ლი გა­ვუ­კე­თოთ და და­ვას­რუ­ლოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი?" - 29 წლის ტო­მა­სი ინ­გლის­ში ცხოვ­რობს, მისი იდეა დე­და­მი­წის აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ აზ­რობ­რი­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტია და არა რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი, თუმ­ცა ის ერთ რა­მე­ში მა­ინც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია - ადა­მი­ა­ნებს ბავ­შვე­ბი არ უნდა ჰყავ­დეთ და ადა­მი­ა­ნი, რო­გორც "სა­ხე­ო­ბა", დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­შენ­დეს.

ანტი-ნა­ტა­ლიზ­მი - ეს არის ფი­ლო­სო­ფია, რომ­ლი­თაც მსოფ­ლი­ო­ში უკვე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აზ­როვ­ნებს ტო­მა­სის მსგავ­სად. მათი შე­ხე­დუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ბავ­შვის და­ბა­დე­ბას ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე აქვს. ანტი-ნა­ტა­ლიზ­მი ჯერ კი­დევ ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში ჩა­ი­სა­ხა, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ხა­ნა­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბამ მის გავ­რცე­ლე­ბას ხელი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო.

თა­ნა­მედ­რო­ვე ანტი-ნა­ტა­ლის­ტე­ბის იდე­ო­ლო­გად შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ 53 წლის სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი - დე­ვიდ ბე­ნა­ტა­რი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი წიგნ­ში - "უმ­ჯო­ბე­სია არ ვარ­სე­ბობ­დეთ: და­ბა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლი" გად­მოს­ცა.

მხო­ლოდ Facebook-სა და Reddit-ზე რამ­დე­ნი­მე თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფია, რომ­ლებ­საც ათო­ბით ათა­სი გა­მომ­წე­რი და მიმ­დე­ვა­რი ჰყავს, მათ შო­რის ერთ-ერთი r/antinatalism-ია, რო­მელ­საც 35 ათას­ზე მეტი "ფო­ლო­ვე­რი" ჰყავს. ანტი-ნა­ტა­ლიზ­მის მიმ­დევ­რე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში არი­ან გაბ­ნე­ულ­ნი და მათ "რწმე­ნას" ისე­თი მყა­რი სა­ფუძ­ვლე­ბი აქვს, რო­გო­რიც გე­ნე­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა - მათ არ სურთ რომ ბავ­შვე­ბი იტან­ჯე­ბოდ­ნენ, ასე­ვე ჭარ­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და გა­რე­მოს დაც­ვა აწუ­ხებთ.

ანტი-ნა­ტა­ლის­ტე­ბი ერ­თი­ა­ნე­ბი არი­ან სა­კუ­თარ სურ­ვილ­ში, შე­ა­ჩე­რონ შო­ბა­დო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მარ­გი­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა, ზო­გი­ერ­თი მათი მო­საზ­რე­ბა, თუნ­დაც ის, რო­მე­ლიც ეხე­ბა გა­რე­მოს სა­კი­თხებს, სულ უფრო ხში­რად ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო წრე­ე­ბის მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი. აი მა­გა­ლი­თად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ანტი-ნა­ტა­ლის­ტი სუ­ლაც არ არის, პრინცმა ჰა­რიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ის და მე­გან მარ­კლი მაქ­სი­მუმ ორი შვი­ლის ყო­ლას გეგ­მა­ვენ, რაც მათი გან­მარ­ტე­ბით, ეკო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

თა­ვად ტო­მასს, რო­მე­ლიც ახლა დე­და­მი­წის აფეთ­ქე­ბის თე­ო­რი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ფიქ­რობს, სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ანტი-ნა­ტა­ლიზ­მზე არა­ფე­რი გა­ე­გო, ეს სი­ტყვა კი Youtube-ზე და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი­დან შე­ის­წავ­ლა. ახლა ის ანტი-ნა­ტა­ლის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რია და სი­ა­მოვ­ნე­ბით იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ფი­ლო­სო­ფი­ურ მსჯე­ლო­ბებ­სა და დე­ბა­ტებ­ში, რო­გორც იდე­ის მომ­ხრე­ებ­თან, ასე­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან. ის ანტი-ნა­ტა­ლის­ტი არა მხო­ლოდ სი­ტყვით, არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც გახ­და და ვა­ზექ­ტო­მი­ის (თელსგა­მომ­ტა­ნი სა­დინ­რის მთლი­ა­ნი ამოკ­ვე­თა, უფრო ხში­რად იყე­ნე­ბენ, რო­გორც ადა­მი­ა­ნის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას) გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ სამ­სა­ხურ­ში, პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი უთხრეს.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ანტი-ნა­ტა­ლის­ტე­ბის "რწმე­ნის" მი­ხედ­ვით, გა­ჩე­ნა ან გა­ნად­გუ­რე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის თან­ხმო­ბას სა­ჭი­რო­ებს, რო­მე­ლიც უნდა და­ი­ბა­დოს ან მოკ­ვდეს. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი შო­ბა­დო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან იმ მი­ზე­ზით, რომ მათ­თვის არა­ვის უკი­თხავს სურ­დათ თუ არა აქ - დე­და­მი­წა­ზე მოვ­ლე­ნი­ლიყ­ვნენ. ანტი-ნა­ტა­ლის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა მი­ვი­დეს იმ დას­კვნამ­დე, რომ შვი­ლე­ბი აღარ იყო­ლი­ონ. ამ მო­საზ­რე­ბას ისი­ნი იმით გა­ნამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ადა­მი­ან­მა არას­დროს არ იცის, რა გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ახალ­შო­ბი­ლი და რო­გორ მო­უ­წევს ტან­ჯვა იმის­თვის, რომ იცხოვ­როს.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ გსურ­დეს ბავ­შვის ყოლა, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ბავ­შვე­ბი არ მოგ­წონს ან არ გიყ­ვარს.

„ასე ვი­ტყო­დი, მე პი­რა­დად მიყ­ვარს ბავ­შვე­ბი და სწო­რედ იმის გამო, რომ ასე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, არ მსურს ისი­ნი იტან­ჯე­ბოდ­ნენ. შე­საძ­ლოა ბავ­შვის ყო­ლამ სი­ა­მოვ­ნე­ბაც მო­მა­ნი­ჭოს, მაგ­რამ შე­საძ­ლო საფრ­თხე იმ­დე­ნად დი­დია, რომ არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ეს ამად ღირს" - გან­მარ­ტა ერ­თმა ანტი-ნა­ტა­ლის­ტმა ნენ­სიმ.

ანტი-ნა­ტა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლი ასე­ვე უჭე­რენ მხარს მო­საზ­რე­ბას, რომ ბავ­შვე­ბი არ უნდა იბა­დე­ბოდ­ნენ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნებ­ში, იქ სა­დაც დიდი შან­სია, ამ ბავ­შვე­ბის ად­რე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­სა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის, ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ ბავ­შვებს არც და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ოჯა­ხე­ბი უნდა აჩენ­დნენ...

ას
0

მსოფლიო სულიარებას და საღ ზრს სულ უფრო სცილდება და კოლექტიური სიგიჟისა და გამოთაყვანებისკენ მივდივართ ანტიქრისტეს სული სულ უფრო მძლავრობს თანამედროვე მსფლიოში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ვინ არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, შვილები გყავდეთ - ანტი-ნატალიზმი მსოფლიოში ფეხს იკიდებს

ვინ არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, შვილები გყავდეთ - ანტი-ნატალიზმი მსოფლიოში ფეხს იკიდებს

"უკეთესი არ იქნება, დედამიწას ერთი დიდი ხვრელი გავუკეთოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერი?" - 29 წლის ტომასი ინგლისში ცხოვრობს, მისი იდეა დედამიწის აფეთქების შესახებ, მხოლოდ აზრობრივი ექსპერიმენტია და არა რეალური მიზანი, თუმცა ის ერთ რამეში მაინც დარწმუნებულია - ადამიანებს ბავშვები არ უნდა ჰყავდეთ და ადამიანი, როგორც "სახეობა", დროთა განმავლობაში უნდა გადაშენდეს.

ანტი-ნატალიზმი - ეს არის ფილოსოფია, რომლითაც მსოფლიოში უკვე ათასობით ადამიანი აზროვნებს ტომასის მსგავსად. მათი შეხედულების თანახმად, ბავშვის დაბადებას ბევრი ნეგატიური მხარე აქვს. ანტი-ნატალიზმი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჩაისახა, თუმცა თანამედროვე ხანაში, სოციალური ქსელების პოპულარობამ მის გავრცელებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

თანამედროვე ანტი-ნატალისტების იდეოლოგად შეიძლება დავასახელოთ 53 წლის სამხრეთ აფრიკელი ფილოსოფოსი - დევიდ ბენატარი, რომელმაც თავისი შეხედულებები წიგნში - "უმჯობესია არ ვარსებობდეთ: დაბადებით გამოწვეული ზარალი" გადმოსცა.

მხოლოდ Facebook-სა და Reddit-ზე რამდენიმე თემატური ჯგუფია, რომლებსაც ათობით ათასი გამომწერი და მიმდევარი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი r/antinatalism-ია, რომელსაც 35 ათასზე მეტი "ფოლოვერი" ჰყავს. ანტი-ნატალიზმის მიმდევრები მთელს მსოფლიოში არიან გაბნეულნი და მათ "რწმენას" ისეთი მყარი საფუძვლები აქვს, როგორიც გენეტიკური მემკვიდრეობაა - მათ არ სურთ რომ ბავშვები იტანჯებოდნენ, ასევე ჭარბი მოსახლეობის პრობლემები და გარემოს დაცვა აწუხებთ.

ანტი-ნატალისტები ერთიანები არიან საკუთარ სურვილში, შეაჩერონ შობადობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარგინალური მოძრაობაა, ზოგიერთი მათი მოსაზრება, თუნდაც ის, რომელიც ეხება გარემოს საკითხებს, სულ უფრო ხშირად ხდება საზოგადოების ფართო წრეების მსჯელობის საგანი. აი მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ანტი-ნატალისტი სულაც არ არის, პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ ის და მეგან მარკლი მაქსიმუმ ორი შვილის ყოლას გეგმავენ, რაც მათი განმარტებით, ეკოლოგიური საკითხებით არის განპირობებული.

თავად ტომასს, რომელიც ახლა დედამიწის აფეთქების თეორიულ შესაძლებლობაზე ფიქრობს, სულ რამდენიმე წლის წინ ანტი-ნატალიზმზე არაფერი გაეგო, ეს სიტყვა კი Youtube-ზე დაწერილი კომენტარებიდან შეისწავლა. ახლა ის ანტი-ნატალისტური ჯგუფების აქტიური წევრია და სიამოვნებით იღებს მონაწილეობას ფილოსოფიურ მსჯელობებსა და დებატებში, როგორც იდეის მომხრეებთან, ასევე მოწინააღმდეგეებთან. ის ანტი-ნატალისტი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პრაქტიკულადაც გახდა და ვაზექტომიის (თელსგამომტანი სადინრის მთლიანი ამოკვეთა, უფრო ხშირად იყენებენ, როგორც ადამიანის სტერილიზაციის საშუალებას) გაკეთება გადაწყვიტა, თუმცა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში, პროცედურის ჩატარებაზე უარი უთხრეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ანტი-ნატალისტების "რწმენის" მიხედვით, გაჩენა ან განადგურება იმ ადამიანის თანხმობას საჭიროებს, რომელიც უნდა დაიბადოს ან მოკვდეს. შესაბამისად, ისინი შობადობას ეწინააღმდეგებიან იმ მიზეზით, რომ მათთვის არავის უკითხავს სურდათ თუ არა აქ - დედამიწაზე მოვლენილიყვნენ. ანტი-ნატალისტები მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანი დამოუკიდებლად უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ შვილები აღარ იყოლიონ. ამ მოსაზრებას ისინი იმით განამტკიცებენ, რომ ადამიანმა არასდროს არ იცის, რა გენეტიკური დაავადების მატარებელი იქნება ახალშობილი და როგორ მოუწევს ტანჯვა იმისთვის, რომ იცხოვროს.

აქვე აღსანიშნავია, რომ არ გსურდეს ბავშვის ყოლა, არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები არ მოგწონს ან არ გიყვარს.

„ასე ვიტყოდი, მე პირადად მიყვარს ბავშვები და სწორედ იმის გამო, რომ ასე ძალიან მიყვარს, არ მსურს ისინი იტანჯებოდნენ. შესაძლოა ბავშვის ყოლამ სიამოვნებაც მომანიჭოს, მაგრამ შესაძლო საფრთხე იმდენად დიდია, რომ არ ვარ დარწმუნებული, ეს ამად ღირს" - განმარტა ერთმა ანტი-ნატალისტმა ნენსიმ.

ანტი-ნატალისტების ნაწილი ასევე უჭერენ მხარს მოსაზრებას, რომ ბავშვები არ უნდა იბადებოდნენ კონფლიქტის ზონებში, იქ სადაც დიდი შანსია, ამ ბავშვების ადრეული სიკვდილისა და დაზიანებების, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბავშვებს არც დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები უნდა აჩენდნენ...

"მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ "სკანდალური უთანასწორობაა", დოზების 75% მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის" - ჯანმო-ს გენდირექტორი

"შოკისმომგვრელია ის, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას "შოკისმომგვრელს“ უწოდებს" - მარია ზახაროვა

"ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი, თვითმფრინავის გატაცების შემთხვევა" - Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი