10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სიცოცხლისთვის საშიში 2700 გაზის დანადგარი ჩაჭრეს - „თბილისი ენერჯი“ სტატისტიკას აქვეყნებს
თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სიცოცხლისთვის საშიში 2700 გაზის დანადგარი ჩაჭრეს - „თბილისი ენერჯი“ სტატისტიკას აქვეყნებს

„თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ 2019 წლის ივ­ლი­სის თვის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ნად­გა­რე­ბის ჩაჭ­რის სტა­ტის­ტი­კას აქ­ვეყ­ნებს.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბო­ნენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ინ­ტენ­სი­უ­რად მოწ­მდე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი და გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გაზ­და­ნად­გა­რე­ბი.

„თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მხო­ლოდ ივ­ლი­სის თვე­ში, თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში 2702 დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მათი უმე­ტე­სო­ბა, კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო გა­ზის და­ნად­გა­რია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ აბო­ნენ­ტთა უმე­ტე­სო­ბა ერთხელ უკვე გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე, გა­ზის და­ნად­გა­რე­ბი კი ჩახ­სნი­ლი. თუმ­ცა, პირ­ველ ჯერ­ზე მათ ეს გაფრ­თხი­ლე­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ქსელ­ზე წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბი და გა­მათ­ბობ­ლე­ბი თვით­ნე­ბუ­რად მი­ა­ერ­თეს.

"კომ­პა­ნია კი­დევ ერთხელ გაფრ­თხი­ლებთ - კუს­ტა­რუ­ლად და თვით­ნე­ბუ­რად მი­ერ­თე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ღია კა­მე­რი­ა­ნი გა­ზის და­ნად­გა­რე­ბი სა­ში­შია რო­გორც თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, ისე თქვენს მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც.

კომ­პა­ნია მად­ლო­ბას უხ­დის იმ აბო­ნენ­ტებს, რომ­ლებ­მაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვე­ბი, შეც­ვა­ლეს ან მო­ა­წეს­რი­გეს შიდა გაყ­ვა­ნი­ლო­ბა და გაზ­და­ნად­გა­რე­ბი. მად­ლო­ბა კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მო­ბენ, რათა ყვე­ლა აბო­ნენ­ტი და­არ­წმუ­ნონ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში" - ნათ­ქვა­მია „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გთა­ვა­ზობთ, 2019 წლის ივ­ლის­ში, თბი­ლის­ში სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ნად­გა­რე­ბის ჩაჭ­რის სტა­ტის­ტი­კას უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით (სულ 2702):

  1. ისა­ნი-ვა­ზი­სუ­ბა­ნი 557
  2. სან­ზო­ნა 332
  3. ჩუ­ღუ­რე­თი 277
  4. სამ­გო­რი 276
  5. წყნე­თი 257
  6. გლ­და­ნი 197
  7. კრწა­ნი­სი 184
  8. სა­ბურ­თა­ლო 174
  9. ნა­ძა­ლა­დე­ვი 171
  10. ნუ­ცუ­ბი­ძე 93
  11. დი­დუ­ბე 65
  12. დი­ღო­მი 51
  13. ვაკე 40
  14. მთაწ­მინ­და 28
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სიცოცხლისთვის საშიში 2700 გაზის დანადგარი ჩაჭრეს - „თბილისი ენერჯი“ სტატისტიკას აქვეყნებს

თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სიცოცხლისთვის საშიში 2700 გაზის დანადგარი ჩაჭრეს - „თბილისი ენერჯი“ სტატისტიკას აქვეყნებს

„თბილისი ენერჯი“ 2019 წლის ივლისის თვის სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს.

კომპანიის ინფორმაციით, აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად მოწმდება საცხოვრებელი ფართები და გაზგაყვანილობა, კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარები.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა მხოლოდ ივლისის თვეში, თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2702 დარღვევა აღმოაჩინეს. მათი უმეტესობა, კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი. თუმცა, პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობლები თვითნებურად მიაერთეს.

"კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.

კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები. მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში" - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

გთავაზობთ, 2019 წლის ივლისში, თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით (სულ 2702):

  1. ისანი-ვაზისუბანი 557
  2. სანზონა 332
  3. ჩუღურეთი 277
  4. სამგორი 276
  5. წყნეთი 257
  6. გლდანი 197
  7. კრწანისი 184
  8. საბურთალო 174
  9. ნაძალადევი 171
  10. ნუცუბიძე 93
  11. დიდუბე 65
  12. დიღომი 51
  13. ვაკე 40
  14. მთაწმინდა 28

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი