საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედიატრების რეკომენდაციები, რომელიც სასკოლო ზურგჩანთის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ
პედიატრების რეკომენდაციები, რომელიც სასკოლო ზურგჩანთის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

ერთი თვეც და სას­წავ­ლო წელი და­ი­წყე­ბა. მშობ­ლე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უკვე და­ი­წყო ნელ-ნელა სას­კო­ლოდ მზა­დე­ბა და ცდი­ლო­ბენ ძი­რი­თა­დი ნივ­თე­ბი შე­ი­ძი­ნონ - პე­ნა­ლი, სა­წე­რი კალ­მე­ბი, ფან­ქრე­ბი, რვე­უ­ლე­ბი და რა თქმა უნდა, ჩან­თა.

ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ დიდი არ­ჩე­ვა­ნია და თით­ქოს იო­ლია სა­სურ­ვე­ლის პოვ­ნა, თუნ­დაც ვი­ზუ­ა­ლუ­რად და ჩვენ­თვის ხელ­საყ­რე­ლი ფა­სის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლია, რა­საც უნდა მი­აქ­ცი­ოთ ჩან­თის შე­ძე­ნი­სას ყუ­რა­დღე­ბა, რომ ბავ­შვმა ის კომ­ფორ­ტუ­ლად ატა­როს, ხერ­ხე­მა­ლი არ და­უ­ზი­ა­ნოს და სხვა პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მნას.

მა­გა­ლი­თად, იცით თუ არა, რომ ჩან­თის ზომა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს გარ­კვე­ულ პა­რა­მეტ­რებს და რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კარგ ჩან­თას ჰქონ­დეს დე­ტა­ლე­ბი, რათა ბავ­შვის ხერ­ხე­მა­ლი სა­თა­ნა­დოდ იყოს და­ცუ­ლი?

მო­დით, დე­ტა­ლუ­რად ვნა­ხოთ, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი შე­ად­გი­ნეს პე­დი­ატ­რებ­მა და ორ­თო­პე­დებ­მა, შემ­დეგ კი ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ბრენ­დებ­მა, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ შე­მო­სა­ვალ­ზე ფიქ­რო­ბენ, არა­მედ ხა­რისხსა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც:

  • ცა­რი­ე­ლი ჩან­თა 700-800 გრამ­ზე მეტს არ უნდა იწო­ნი­დეს. მოს­წავ­ლემ ჩან­თით უნდა ატა­როს წიგ­ნე­ბი, რვე­უ­ლე­ბი, პე­ნა­ლი და ა.შ. ამი­ტომ ცა­რი­ე­ლი ჩან­თა თუ უკვე მძი­მე იქ­ნე­ბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უკვე გავ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნად რთუ­ლად სა­ტა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შვის­თვის.
  • ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ჩან­თა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ბავ­შვის წო­ნის 10 პრო­ცენტს. ანუ თუ თქვე­ნი პირ­ველკ­ლა­სე­ლი შვი­ლი 27 კი­ლოს იწო­ნის, მისი ჩან­თა 2 კი­ლო­სა და 700 გრამ­ზე მეტი არ უნ­და­ი­ყოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვს ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბა.
  • ჩან­თის ზო­მა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ჩან­თის სი­გა­ნე არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ბავ­შვის მხრე­ბის სი­გა­ნეს.
  • ჩან­თას უნდა ჰქონ­დეს ორი გა­ნი­ე­რი სამ­ხრე და ბავ­შვმა აუ­ცი­ლებ­ლად ორი­ვე მხარ­ზე უნდა მო­ი­კი­დოს ჩან­თა, თა­ნაც, ჯობს, სამ­ხრე­ე­ბის დამ­ჭე­რიც ჰქონ­დეს ჩან­თას, რო­მე­ლიც კარ­გად აფიქ­სი­რებს სამ­ხრე­ებს და წო­ნა­საც სწო­რად ანა­წი­ლებს ხერ­ხე­მალ­ზე. თა­ნაც, თი­თო­ე­უ­ლი სამ­ხრეს სი­გა­ნე 5-სმ-ზე ნაკ­ლე­ბი არ უნდა იყოს. უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტია - 7 სმ. ისიც უნდა იყოს დრე­კა­დი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ მყა­რი, გამ­ძლე. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სამ­ხრე­ე­ბის გან­ლა­გე­ბას: შორი-შორ გან­ლა­გე­ბუ­ლი მხრი­დან ჩა­მო­ცურ­დე­ბა. ახლო-ახლო - ბავ­შვს კი­სერ­ში წა­უ­ჭერს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

პედიატრების რეკომენდაციები, რომელიც სასკოლო ზურგჩანთის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

პედიატრების რეკომენდაციები, რომელიც სასკოლო ზურგჩანთის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

ერთი თვეც და სასწავლო წელი დაიწყება. მშობლების დიდმა ნაწილმა უკვე დაიწყო ნელ-ნელა სასკოლოდ მზადება და ცდილობენ ძირითადი ნივთები შეიძინონ - პენალი, საწერი კალმები, ფანქრები, რვეულები და რა თქმა უნდა, ჩანთა.

ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანია და თითქოს იოლია სასურველის პოვნა, თუნდაც ვიზუალურად და ჩვენთვის ხელსაყრელი ფასის მიხედვით, თუმცა ძალიან ბევრი დეტალია, რასაც უნდა მიაქციოთ ჩანთის შეძენისას ყურადღება, რომ ბავშვმა ის კომფორტულად ატაროს, ხერხემალი არ დაუზიანოს და სხვა პრობლემები არ შეუქმნას.

მაგალითად, იცით თუ არა, რომ ჩანთის ზომა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ პარამეტრებს და რომ აუცილებელია, კარგ ჩანთას ჰქონდეს დეტალები, რათა ბავშვის ხერხემალი სათანადოდ იყოს დაცული?

მოდით, დეტალურად ვნახოთ, რა კრიტერიუმები შეადგინეს პედიატრებმა და ორთოპედებმა, შემდეგ კი ეს გაითვალისწინეს ბრენდებმა, რომლებიც არა მხოლოდ შემოსავალზე ფიქრობენ, არამედ ხარისხსა და უსაფრთხოებაზეც:

  • ცარიელი ჩანთა 700-800 გრამზე მეტს არ უნდა იწონიდეს. მოსწავლემ ჩანთით უნდა ატაროს წიგნები, რვეულები, პენალი და ა.შ. ამიტომ ცარიელი ჩანთა თუ უკვე მძიმე იქნება, წარმოიდგინეთ, უკვე გავსებული რამდენად რთულად სატარებელი იქნება ბავშვისთვის.
  • ჩალაგებული ჩანთა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის წონის 10 პროცენტს. ანუ თუ თქვენი პირველკლასელი შვილი 27 კილოს იწონის, მისი ჩანთა 2 კილოსა და 700 გრამზე მეტი არ უნდაიყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ხერხემლის პრობლემა შეექმნება.
  • ჩანთის ზომასაც აქვს მნიშვნელობა. სპეციალისტების აზრით, ჩანთის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მხრების სიგანეს.
  • ჩანთას უნდა ჰქონდეს ორი განიერი სამხრე და ბავშვმა აუცილებლად ორივე მხარზე უნდა მოიკიდოს ჩანთა, თანაც, ჯობს, სამხრეების დამჭერიც ჰქონდეს ჩანთას, რომელიც კარგად აფიქსირებს სამხრეებს და წონასაც სწორად ანაწილებს ხერხემალზე. თანაც, თითოეული სამხრეს სიგანე 5-სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკეთესი ვარიანტია - 7 სმ. ისიც უნდა იყოს დრეკადი, მაგრამ საკმაოდ მყარი, გამძლე. ყურადღება მიაქციეთ სამხრეების განლაგებას: შორი-შორ განლაგებული მხრიდან ჩამოცურდება. ახლო-ახლო - ბავშვს კისერში წაუჭერს წაიკითხეთ ვრცლად

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის