პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ აღკვეთას მომისჯიან, დავემორჩილები, გიჟი ხომ არ ვარ" - ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა
"თუ აღკვეთას მომისჯიან, დავემორჩილები, გიჟი ხომ არ ვარ" - ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა

ნიკა გვა­რა­მი­ამ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი ოფი­ცი­ა­ლუ­რად თქვა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ გი­რა­ოს გა­დახ­დას არ აპი­რებს და თუ მისი ბრა­ლი ამის გამო დამ­ძიმ­დე­ბა, ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავს. „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და მის­მა ად­ვო­კატ­მა დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა ცოტა ხნის წინ და­ტო­ვეს.

„გი­რა­ოს უნი­კა­ლუ­რი კო­დის გად­მო­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა იყო, შეგ­ნე­ბუ­ლად არც ჩა­მი­ხე­დავს ამ დო­კუ­მენ­ტში და მით უმე­ტეს, არც ჩა­მი­ბა­რე­ბია. ანუ, მე ეს უნი­კა­ლუ­რი კოდი არ ვიცი, იცის მხო­ლოდ ამ უწყე­ბამ და ამი­ე­რი­დან თუ ვინ­მემ რამე შე­ი­ტა­ნა ჩემს ან­გა­რიშ­ზე, არის მხო­ლოდ ამ უწყე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, მხო­ლოდ მათ შე­იძ­ლე­ბა გათ­ქვან ეს უნი­კა­ლუ­რი კოდი, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე არ ვფლობ. გი­რა­ოს გა­დახ­დას არ ვა­პი­რებ, გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ შე­იძ­ლე­ბა, ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამის გამო დამ­ძიმ­დეს. დამ­ძიმ­დეს, მე ვერ ვხე­დავ პრობ­ლე­მას, იმ­თა­ვით­ვე ვთქვი, რომ ამის­თვის მზად ვარ. თუ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბას მო­მის­ჯი­ან, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, ანუ აღ­კვე­თას, მე და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბი, გიჟი ხომ არ ვარ, სა­ხელ­მწი­ფოა და კი ბა­ტო­ნო, აღ­მიკ­ვე­თონ თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

ასე­ვე, ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სა­სა­მარ­თლომ გვა­რა­მი­ას ად­ვო­კა­ტის, დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი, გა­სა­ჩივ­რე­ბის კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ვა­დის დარ­ღვე­ვის გამო, და­უშ­ვებ­ლად ცნო.

„ამას ჩვენ ვაგ­რო­ვებთ იმის­თვის, რომ მერე გვქონ­დეს საქ­მე შეკ­რუ­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი ილუ­ზია არ მქონ­და, რომ ის გა­ნი­ხი­ლავ­და ამ საქ­მეს. ეს მა­სა­ლე­ბი იქ­ნე­ბა და შე­ად­გენს ჩემი პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბის საქ­მეს“, - აღ­ნიშ­ნა „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა.

ავტორი:

"თუ აღკვეთას მომისჯიან, დავემორჩილები, გიჟი ხომ არ ვარ" - ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა

"თუ აღკვეთას მომისჯიან, დავემორჩილები, გიჟი ხომ არ ვარ" - ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა

ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა. მან აღნიშნა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და თუ მისი ბრალი ამის გამო დამძიმდება, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვეს.

„გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, შეგნებულად არც ჩამიხედავს ამ დოკუმენტში და მით უმეტეს, არც ჩამიბარებია. ანუ, მე ეს უნიკალური კოდი არ ვიცი, იცის მხოლოდ ამ უწყებამ და ამიერიდან თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის მხოლოდ ამ უწყების დამსახურება, მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ შეიძლება, ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო დამძიმდეს. დამძიმდეს, მე ვერ ვხედავ პრობლემას, იმთავითვე ვთქვი, რომ ამისთვის მზად ვარ. თუ იმ ღონისძიებას მომისჯიან, რომელიც იძულებას გულისხმობს, ანუ აღკვეთას, მე დავემორჩილები, გიჟი ხომ არ ვარ, სახელმწიფოა და კი ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება“, - განაცხადა გვარამიამ.

ასევე, ის გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სასამართლომ გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო.

„ამას ჩვენ ვაგროვებთ იმისთვის, რომ მერე გვქონდეს საქმე შეკრული თავიდან ბოლომდე. სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით არავითარი ილუზია არ მქონდა, რომ ის განიხილავდა ამ საქმეს. ეს მასალები იქნება და შეადგენს ჩემი პოლიტპატიმრობის საქმეს“, - აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს