მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავატაროთ უქმეები ბათუმში
როგორ გავატაროთ უქმეები ბათუმში

ბა­თუმ­ში სულ მცი­რე – შა­ბა­თი-კვი­რის დას­ვე­ნე­ბა დიდ ქა­ლა­ქებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ სა­ცობს, ყო­ველ­დღე ზღვის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ნიშ­ნავს. რთულ დღეს თუ ზღვის­პი­რა კა­ფე­ში ას­რუ­ლებ ფინ­ჯა­ნი ყა­ვით, ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბა მსუ­ბუ­ქად გეჩ­ვე­ნე­ბა. მარ­თა­ლია, ეს ამ­ბა­ვი ბრი­ტა­ნელ მეც­ნი­ე­რებს ჯერ არ და­უდ­გე­ნი­ათ, მაგ­რამ ასეა და მეტ­საც გე­ტყვით – ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი, რო­გორ ლა­მაზ ქა­ლაქ­შიც არ უნდა ჩა­ვი­დეს, ზღვას ეძებს და ფიქ­რობს: ქა­ლა­ქი რა ქა­ლა­ქია, თუ მისი ქუ­ჩე­ბი ზღვის­კენ არ მი­ე­მარ­თე­ბაო.

ზა­ფხუ­ლია. სა­მუ­შაო დღე­ებ­ში კი, ცხა­დია, სამ­სა­ხუ­რის­კენ მი­იჩ­ქა­რი დღის გეგ­მით, ზღვის­გან მო­შო­რე­ბულ ქა­ლაქ­ში. ამ დროს, სა­დღაც ზღვას­თან ახ­ლოს ტუ­რის­ტე­ბი ბა­ტი­ბუ­ტის კნა­წუ­ნით, ტივ­ტი­ვე­ბით და შლა­პე­ბით აუჩ­ქა­რებ­ლად მი­უყ­ვე­ბი­ან გზას ბულ­ვა­რი­სა და ზღვის­კენ. შენ შენს ქა­ლაქ­ში იხუ­თე­ბი. ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი შეგ­რძნე­ბაა, ძა­ლი­ან.

თუმ­ცა ახ­ლოვ­დე­ბა შა­ბა­თი-კვი­რა და ალა­გებ ზურგჩან­თას, მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თი ბა­თუ­მის­კენ კარ­გა ხნის წინ გაქვს და­ჯავ­შნი­ლი. ცო­ტას ჩათ­ვლემ მა­ტა­რებ­ლე­ბის ბორ­ბლე­ბის ხმა­ურ­ში და როცა იღ­ვი­ძებ, უკვე ზღვის სა­ნა­პი­როს მი­უყ­ვე­ბა მა­ტა­რე­ბე­ლი. მალე შენც ბა­ტი­ბუტს აკ­ნა­წუ­ნებ, ტივ­ტი­ვაც გაქვს და დას­ვე­ნე­ბის მთე­ლი ორი დღეც ზე­დი­ზედ შე­ნია. მო­ქო­ქავ ვე­ლო­სი­პედს და პირ­ველ რიგ­ში, რას იზამ? რა თქმა უნდა, ზღვას მი­ა­შუ­რებ.

დი­ლით ზღვა მშვი­დი, კამ­კა­მა და სუფ­თაა, მხო­ლოდ ქოლ­გას ქი­რა­ობ, შეზ­ლონგს – არას­დროს. ვის­თვის რო­გორ, მაგ­რამ მზით გამთბარ, მა­რი­ლი­ან ქვებ­ზე წო­ლას ზა­ფხულ­ში არა­ფე­რი სჯობს, ამ დროს მზე შენი სხე­უ­ლის ნა­წი­ლი ხდე­ბა და ზუს­ტად იმ­დენ ენერ­გი­ას აგ­რო­ვებ, რამ­დე­ნიც ზამ­თრის ნაც­რის­ფე­რი დღე­ე­ბის და­საძ­ლე­ვა­დაა სა­ჭი­რო.

ზღვა სა­შინ­ლად აში­ებს. მაგ­რამ ზღვის­პი­რეთ­ში ცომ­გა­მოც­ლილ აჭა­რულ ხა­ჭა­პურ­თან შეხ­ვედ­რა სა­ვალ­დე­ბუ­ლო რი­ტუ­ა­ლია და ბევ­რსაც ვე­რა­ფერს გაკ­ლებს – ფე­ხით ან ვე­ლო­სი­პე­დით გა­ივ­ლი ბულ­ვა­რის ერთი ბო­ლო­დან მე­ო­რემ­დე და ეგაა.

და რა­ტომ მოს­წონთ ტუ­რის­ტებს ბა­თუ­მი? ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლო­საა ერ­თმა­ნეთ­თან, ქა­ლა­ქი პა­ტა­რაა. ზღვა­ში იბა­ნა­ვებ, კა­ტარ­ღით ან გე­მით გა­ი­სე­ირ­ნებ, წყა­ლი თუ მოგ­ბეზ­რდა და ცაში აჭრა გინ­და, სა­ბა­გი­რო­თი ან პა­რა­შუ­ტით გა­და­უქ­რო­ლებ ქა­ლაქს, ვე­ლო­სი­პე­დით ისე­ირ­ნებ ბულ­ვარ­ში და ათა­სი სხვა რამ.

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა, მთა­გო­რი­ა­ნი ქა­ლა­ქე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბა­თუმს გა­უ­მარ­თლა – ვა­კე­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და ვე­ლო­სი­პე­დით მშვე­ნივ­რად გა­და­ად­გილ­დე­ბა მონ­დო­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ქა­ლა­ქის თუნ­დაც ერთი ბო­ლო­დან მე­ო­რეს­კენ, ოღონდ ერთი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პით უნდა იარო: მხო­ლოდ ზღვის­პი­რა ვე­ლო­ბი­ლიკ­ზე, მერე კი ქა­ლა­ქის შიგ­ნით, შენ­თვის სა­სურ­ველ ად­გილ­ზე შე­უხ­ვიო – ასე მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვსაც ას­ცდე­ბი და გზას სი­ა­მოვ­ნე­ბად აქ­ცევ. თუ დი­ლა­ად­რი­ან ბულ­ვარ­ში ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბა გიყ­ვართ, უცებ მიხ­ვდე­ბით, რა სი­ა­მოვ­ნე­ბაც გე­ლით: ზღვის ტალ­ღე­ბი­სა და ვე­ლო­სი­პე­დის თვლე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო ხმა­ზე, ერ­თდრო­უ­ლად რომ ჩა­გეს­მის.

თუ სა­კუ­თა­რი ვე­ლო­სი­პე­დი არ გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ ბა­თუმ­ვე­ლოს ვე­ლო­სი­პე­დე­ბით ისარ­გებ­ლოთ, რის­თვი­საც ვე­ლო­ბა­რა­თის შე­ძე­ნა დაგ­ჭირ­დე­ბათ. ერ­თწ­ლი­ა­ნი ბა­რა­თი 20 ლარი ღირს (10 ლარი ბა­რა­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, 10 ლარი ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბა); ათ­დღი­ა­ნი – 10 ლარი (4 ლარი ბა­რა­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, 6 ლარი ირი­ცხე­ბა ან­გა­რიშ­ზე). ბა­რა­თის შე­ძე­ნა და ბა­ლან­სის შევ­სე­ბა ბულ­ვა­რის ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­ში მდე­ბა­რე ტუ­რის­ტულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრში შე­გიძ­ლი­ათ, ბა­რა­თის შე­ძე­ნი­სას თან უნდა გქონ­დეთ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბაც.

ვე­ლო­ბი­ლი­კი­დან სა­ბა­გი­რო­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლოთ. ცი­დან ქა­ლა­ქი სხვა­ნა­ი­რია. სა­ბა­გი­რო­დან ოცი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­გიძ­ლი­ათ და­აკ­ვირ­დეთ სა­ნა­პი­რო ზოლს, ლან­დშაფტს, ერთ, ვრცელ სუ­რა­თად აღიქ­ვათ სივ­რცე და ბა­თუმ­გო­რა­ზეც შე­ის­ვე­ნოთ, სა­ი­და­ნაც სა­თა­მა­შო­ე­ბი­ვით მო­ჩანს ზღვა­ში მი­მო­ფან­ტუ­ლი სხვა­დას­ხვა ფე­რის გე­მე­ბი.

სა­ბა­გი­რო­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ზღვა­ზე დიდი გე­მით სულ რა­ღაც 10 ლა­რად ისე­ირ­ნებთ ნა­ხე­ვარ სა­ათს. გემი ყო­ველ 15 წუთ­ში ერთხელ გა­დის ნავ­სად­გურ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე იახ­ტკლუ­ბი­დან. თუ მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­სე­ირ­ნე­ბა გსურთ, კა­ტარ­ღაც შე­გიძ­ლი­ათ და­ი­ქი­რა­ოთ. 4- 5 მგზავრზე გათ­ვლი­ლი კა­ტარ­ღით გა­სე­ირ­ნე­ბა 30 წუ­თით 80 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. 7-8-კა­ცი­ა­ნი იალ­ქნი­ა­ნი გე­მის და­ქი­რა­ვე­ბა კი 1 სა­ა­თით 200 ლარი ღირს.

პა­რა­შუ­ტით ფრე­ნა ერთხელ მა­ინც უნდა სცა­დოთ ცხოვ­რე­ბა­ში, ღირს ამის­თვის 100 ლა­რის გა­დახ­და და იმის გა­გე­ბა, თუ რას გრძნო­ბენ ჩი­ტე­ბი ფრე­ნი­სას.

ბა­თუმ­ში როცა ხარ, ვერც მე­თევ­ზე­ებს აუვ­ლი გვერდს. ივ­ნის-ივ­ლის­ში ბა­თუ­მის პორ­ტში, ძი­რი­თა­დად, კე­ფალ­სა და სტავ­რი­დას იჭე­რენ. პორ­ტში გავ­ლი­სას ამ ამ­ბე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბით… ერთ დღე­საც, შე­იძ­ლე­ბა ბა­თუმ­ში წა­მოს­ვლი­სას სა­კუ­თა­რი ან­კე­სი იყი­დოთ და ისე გა­მო­ე­შუ­როთ – მი­უდ­გე­ბით გვერ­დით მე­თევ­ზე­ებს და სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლავთ, რო­გორ მოყ­ვე­ბი­ან თევ­ზე­ბი მწკრი­ვე­ბად.

იცო­დით, რომ აჭა­რა­ში წყალ­ქვე­შაც შე­გიძ­ლი­ათ ჩაყ­ვინ­თოთ? – თუ და­ი­ვინ­გი გა­ინ­ტე­რე­სებთ, სარ­ფის წყალ­ქვე­შა სამ­ყა­როს და­გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე­ბენ, პი­რის­პირ შეხ­ვდე­ბით წყალმცე­ნა­რე­ებს, თევ­ზებს და კი­ბორჩხლებს, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი, წყალ­ქვე­შა ფო­ტო­სე­სი­ა­საც მო­გი­წყო­ბენ. ამის­თვის 150 ლარი დაგ­ჭირ­დე­ბათ.

თუ ბა­თუ­მი­დან შორს წას­ვლა არ გინ­დათ, მაგ­რამ ხალ­ხმრა­ვა­ლი პლა­ჟიც მოგ­ბეზ­რდათ, შე­გიძ­ლი­ათ კვა­რი­ათს მი­ა­შუ­როთ. აქ ზღვა გან­სა­კუთ­რე­ბით სუფ­თაა, დი­ლა­ო­ბით ხალ­ხი ნაკ­ლე­ბია ბა­თუმ­თან შე­და­რე­ბით და პლაჟ­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა ამ­წვა­ნე­ბუ­ლი მთე­ბი.

ბა­თუმ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რი შა­ბა­თის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად მო­გინ­დე­ბათ ქა­ლა­ქის­გან ცო­ტა­თი მო­შო­რე­ბა, მეტი სიმწვა­ნე და მთის სუფ­თა ჰა­ე­რი. ბა­თუ­მის უნი­კა­ლუ­რო­ბაც ამა­შია – თუ ზღვა მოგ­ბეზ­რდე­ბათ, ახ­ლომ­დე­ბა­რე, სულ სხვა სამ­ყა­რო­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­ხიზ­ვნა: ზუს­ტად ასე­თია ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, მუ­დამ მოყ­ვა­ვი­ლე, მშვი­დი, მწვა­ნე და მყუდ­რო. აქ შე­გიძ­ლი­ათ მთე­ლი დღე დაჰ­ყოთ, ისე­ირ­ნოთ, იკი­თხოთ, შე­ი­ძი­ნოთ იშ­ვი­ა­თი ნერ­გე­ბი და დატ­კბეთ ხე­დე­ბით ზურ­მუხ­ტის­ფერ ზღვა­ზე.

ვე­ლო­მოყ­ვა­რუ­ლი თუ ხართ, კვი­რა დღის და­გეგ­მვა ცო­ტა­თი უფრო სხვა­ნა­ი­რა­დაც შე­გიძ­ლი­ათ – ბა­თუ­მი­დან 27 კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ სო­ფელ მირ­ვეთ­ში. მირ­ვე­თი პა­ტა­რა სო­ფე­ლია, აქ სულ 16 ოჯა­ხი ცხოვ­რობს. სოფ­ლის ორ­ღო­ბე­ებ­ში, რომ­ლე­ბიც ხის ძველ სახ­ლებ­სა და ნა­ლი­ებს შო­რის მი­იკ­ლაკ­ნე­ბა, ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბია მო­წყო­ბი­ლი. თუ ბულ­ვარ­ში ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბი­სას ზღვის შრი­ალს უს­მენთ, მირ­ვეთ­ში ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კის ფონ­ზე შე­გიძ­ლი­ათ ისე­ირ­ნოთ უზარ­მა­ზა­რი ხე­ე­ბით და­ბუ­რულ, მწვა­ნე სო­ფელ­ში. მირ­ვე­თის ჩანჩქერ­თან, რო­მე­ლიც 20 მეტ­რი სი­მაღ­ლი­დან ეშ­ვე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ პიკ­ნი­კი მო­ა­წყოთ და იბა­ნა­ოთ კი­დეც. ჩანჩქე­რამ­დე უძ­ვე­ლე­სი კოლ­ხუ­რი ბზის ბი­ლი­კი მი­გიყ­ვანთ. სო­ფელ­ში ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი მარ­კი­რე­ბუ­ლია და ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად მი­აგ­ნებთ.

ჯერ კი­დევ სამ­სა­ხურ­ში ხართ, მაგ­რამ აგ­ვის­ტოს თვე დაგ­რჩათ – ოთხი, უძ­ვირ­ფა­სე­სი შა­ბა­თი-კვი­რით. ჩა­ა­ლა­გეთ ბარ­გი და მთა­ვა­რია, გეზი ბა­თუ­მის­კენ აი­ღეთ. და­სა­ლაშ­ქრ ად­გი­ლებ­ზე ნამ­დვი­ლად არ მო­გი­წევთ ფიქ­რი – აქეთ ლურ­ჯი ზღვა გვაქვს, იქეთ – მწვა­ნე მთე­ბი.

ავტორი:

როგორ გავატაროთ უქმეები ბათუმში

როგორ გავატაროთ უქმეები ბათუმში

ბათუმში სულ მცირე – შაბათი-კვირის დასვენება დიდ ქალაქებთან შედარებით ნაკლებ საცობს, ყოველდღე ზღვის ნახვის შესაძლებლობას ნიშნავს. რთულ დღეს თუ ზღვისპირა კაფეში ასრულებ ფინჯანი ყავით, ყველა დაბრკოლება მსუბუქად გეჩვენება. მართალია, ეს ამბავი ბრიტანელ მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, მაგრამ ასეა და მეტსაც გეტყვით – ზღვისპირა ქალაქში დასვენების შემდეგ ნებისმიერი ჩვენგანი, როგორ ლამაზ ქალაქშიც არ უნდა ჩავიდეს, ზღვას ეძებს და ფიქრობს: ქალაქი რა ქალაქია, თუ მისი ქუჩები ზღვისკენ არ მიემართებაო.

ზაფხულია. სამუშაო დღეებში კი, ცხადია, სამსახურისკენ მიიჩქარი დღის გეგმით, ზღვისგან მოშორებულ ქალაქში. ამ დროს, სადღაც ზღვასთან ახლოს ტურისტები ბატიბუტის კნაწუნით, ტივტივებით და შლაპებით აუჩქარებლად მიუყვებიან გზას ბულვარისა და ზღვისკენ. შენ შენს ქალაქში იხუთები. ძალიან სევდიანი შეგრძნებაა, ძალიან.

თუმცა ახლოვდება შაბათი-კვირა და ალაგებ ზურგჩანთას, მატარებლის ბილეთი ბათუმისკენ კარგა ხნის წინ გაქვს დაჯავშნილი. ცოტას ჩათვლემ მატარებლების ბორბლების ხმაურში და როცა იღვიძებ, უკვე ზღვის სანაპიროს მიუყვება მატარებელი. მალე შენც ბატიბუტს აკნაწუნებ, ტივტივაც გაქვს და დასვენების მთელი ორი დღეც ზედიზედ შენია. მოქოქავ ველოსიპედს და პირველ რიგში, რას იზამ? რა თქმა უნდა, ზღვას მიაშურებ.

დილით ზღვა მშვიდი, კამკამა და სუფთაა, მხოლოდ ქოლგას ქირაობ, შეზლონგს – არასდროს. ვისთვის როგორ, მაგრამ მზით გამთბარ, მარილიან ქვებზე წოლას ზაფხულში არაფერი სჯობს, ამ დროს მზე შენი სხეულის ნაწილი ხდება და ზუსტად იმდენ ენერგიას აგროვებ, რამდენიც ზამთრის ნაცრისფერი დღეების დასაძლევადაა საჭირო.

ზღვა საშინლად აშიებს. მაგრამ ზღვისპირეთში ცომგამოცლილ აჭარულ ხაჭაპურთან შეხვედრა სავალდებულო რიტუალია და ბევრსაც ვერაფერს გაკლებს – ფეხით ან ველოსიპედით გაივლი ბულვარის ერთი ბოლოდან მეორემდე და ეგაა.

და რატომ მოსწონთ ტურისტებს ბათუმი? ყველაფერი ახლოსაა ერთმანეთთან, ქალაქი პატარაა. ზღვაში იბანავებ, კატარღით ან გემით გაისეირნებ, წყალი თუ მოგბეზრდა და ცაში აჭრა გინდა, საბაგიროთი ან პარაშუტით გადაუქროლებ ქალაქს, ველოსიპედით ისეირნებ ბულვარში და ათასი სხვა რამ.

საქართველოს სხვა, მთაგორიანი ქალაქებისგან განსხვავებით, ბათუმს გაუმართლა – ვაკეზეა გაშენებული და ველოსიპედით მშვენივრად გადაადგილდება მონდომებული ადამიანი, ქალაქის თუნდაც ერთი ბოლოდან მეორესკენ, ოღონდ ერთი მთავარი პრინციპით უნდა იარო: მხოლოდ ზღვისპირა ველობილიკზე, მერე კი ქალაქის შიგნით, შენთვის სასურველ ადგილზე შეუხვიო – ასე მანქანების გამონაბოლქვსაც ასცდები და გზას სიამოვნებად აქცევ. თუ დილაადრიან ბულვარში ველოსიპედით სეირნობა გიყვართ, უცებ მიხვდებით, რა სიამოვნებაც გელით: ზღვის ტალღებისა და ველოსიპედის თვლების სასიამოვნო ხმაზე, ერთდროულად რომ ჩაგესმის.

თუ საკუთარი ველოსიპედი არ გაქვთ, შეგიძლიათ ბათუმველოს ველოსიპედებით ისარგებლოთ, რისთვისაც ველობარათის შეძენა დაგჭირდებათ. ერთწლიანი ბარათი 20 ლარი ღირს (10 ლარი ბარათის ღირებულებაა, 10 ლარი ანგარიშზე ირიცხება); ათდღიანი – 10 ლარი (4 ლარი ბარათის ღირებულებაა, 6 ლარი ირიცხება ანგარიშზე). ბარათის შეძენა და ბალანსის შევსება ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეგიძლიათ, ბარათის შეძენისას თან უნდა გქონდეთ პირადობის მოწმობაც.

ველობილიკიდან საბაგიროზე გადავინაცვლოთ. ციდან ქალაქი სხვანაირია. საბაგიროდან ოცი წუთის განმავლობაში შეგიძლიათ დააკვირდეთ სანაპირო ზოლს, ლანდშაფტს, ერთ, ვრცელ სურათად აღიქვათ სივრცე და ბათუმგორაზეც შეისვენოთ, საიდანაც სათამაშოებივით მოჩანს ზღვაში მიმოფანტული სხვადასხვა ფერის გემები.

საბაგიროდან დაბრუნების შემდეგ ზღვაზე დიდი გემით სულ რაღაც 10 ლარად ისეირნებთ ნახევარ საათს. გემი ყოველ 15 წუთში ერთხელ გადის ნავსადგურთან ახლოს მდებარე იახტკლუბიდან. თუ მეგობრებთან ერთად გასეირნება გსურთ, კატარღაც შეგიძლიათ დაიქირაოთ. 4- 5 მგზავრზე გათვლილი კატარღით გასეირნება 30 წუთით 80 ლარი დაგიჯდებათ. 7-8-კაციანი იალქნიანი გემის დაქირავება კი 1 საათით 200 ლარი ღირს.

პარაშუტით ფრენა ერთხელ მაინც უნდა სცადოთ ცხოვრებაში, ღირს ამისთვის 100 ლარის გადახდა და იმის გაგება, თუ რას გრძნობენ ჩიტები ფრენისას.

ბათუმში როცა ხარ, ვერც მეთევზეებს აუვლი გვერდს. ივნის-ივლისში ბათუმის პორტში, ძირითადად, კეფალსა და სტავრიდას იჭერენ. პორტში გავლისას ამ ამბების მაყურებელი აუცილებლად გახდებით… ერთ დღესაც, შეიძლება ბათუმში წამოსვლისას საკუთარი ანკესი იყიდოთ და ისე გამოეშუროთ – მიუდგებით გვერდით მეთევზეებს და საკუთარი თვალით იხილავთ, როგორ მოყვებიან თევზები მწკრივებად.

იცოდით, რომ აჭარაში წყალქვეშაც შეგიძლიათ ჩაყვინთოთ? – თუ დაივინგი გაინტერესებთ, სარფის წყალქვეშა სამყაროს დაგათვალიერებინებენ, პირისპირ შეხვდებით წყალმცენარეებს, თევზებს და კიბორჩხლებს, სურვილის შემთხვევაში კი, წყალქვეშა ფოტოსესიასაც მოგიწყობენ. ამისთვის 150 ლარი დაგჭირდებათ.

თუ ბათუმიდან შორს წასვლა არ გინდათ, მაგრამ ხალხმრავალი პლაჟიც მოგბეზრდათ, შეგიძლიათ კვარიათს მიაშუროთ. აქ ზღვა განსაკუთრებით სუფთაა, დილაობით ხალხი ნაკლებია ბათუმთან შედარებით და პლაჟთან ძალიან ახლოსაა ამწვანებული მთები.

ბათუმში გატარებული აქტიური შაბათის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ ქალაქისგან ცოტათი მოშორება, მეტი სიმწვანე და მთის სუფთა ჰაერი. ბათუმის უნიკალურობაც ამაშია – თუ ზღვა მოგბეზრდებათ, ახლომდებარე, სულ სხვა სამყაროში შეგიძლიათ გახიზვნა: ზუსტად ასეთია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მუდამ მოყვავილე, მშვიდი, მწვანე და მყუდრო. აქ შეგიძლიათ მთელი დღე დაჰყოთ, ისეირნოთ, იკითხოთ, შეიძინოთ იშვიათი ნერგები და დატკბეთ ხედებით ზურმუხტისფერ ზღვაზე.

ველომოყვარული თუ ხართ, კვირა დღის დაგეგმვა ცოტათი უფრო სხვანაირადაც შეგიძლიათ – ბათუმიდან 27 კილომეტრით დაშორებულ სოფელ მირვეთში. მირვეთი პატარა სოფელია, აქ სულ 16 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის ორღობეებში, რომლებიც ხის ძველ სახლებსა და ნალიებს შორის მიიკლაკნება, ველობილიკებია მოწყობილი. თუ ბულვარში ველოსიპედით სეირნობისას ზღვის შრიალს უსმენთ, მირვეთში ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე შეგიძლიათ ისეირნოთ უზარმაზარი ხეებით დაბურულ, მწვანე სოფელში. მირვეთის ჩანჩქერთან, რომელიც 20 მეტრი სიმაღლიდან ეშვება, შეგიძლიათ პიკნიკი მოაწყოთ და იბანაოთ კიდეც. ჩანჩქერამდე უძველესი კოლხური ბზის ბილიკი მიგიყვანთ. სოფელში ტურისტული ადგილები მარკირებულია და ყველაფერს მარტივად მიაგნებთ.

ჯერ კიდევ სამსახურში ხართ, მაგრამ აგვისტოს თვე დაგრჩათ – ოთხი, უძვირფასესი შაბათი-კვირით. ჩაალაგეთ ბარგი და მთავარია, გეზი ბათუმისკენ აიღეთ. დასალაშქრ ადგილებზე ნამდვილად არ მოგიწევთ ფიქრი – აქეთ ლურჯი ზღვა გვაქვს, იქეთ – მწვანე მთები.

დამატებითი დეტალები კორონავირუსის ახალ შემთხვევაზე - ამირან გამყრელიძე იტალიიდან დაბრუნებულებს მიმართავს

ირანელ პაციენტზე, რომელიც ინტერვიუს დროს ექიმებმა პალატაში შეაბრუნეს,  Daily Mail  წერს

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა