საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად საშიშია კანის სიმსივნეები და რა იწვევს მელანომას - ონკოქირურგის რეკომენდაციები
რამდენად საშიშია კანის სიმსივნეები და რა იწვევს მელანომას - ონკოქირურგის რეკომენდაციები

კა­ნი­სა და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბი ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბია.

კა­ნის სა­ფარ­ზე არ­სე­ბუ­ლი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი, მათი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის, ზო­მი­სა და ფე­რის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ, რო­მელ­თა გარ­ჩე­ვა და ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის დას­მა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნალ ექიმს შე­უძ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში, უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია, ამ ტი­პის სიმ­სივ­ნე­ებს წარ­მა­ტე­ბუ­ლად მკურ­ნა­ლო­ბენ.

რო­გორ ვლინ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და რა ეტაპ­ზე აქვს მკურ­ნა­ლო­ბას ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­დე­გი? - ამ თე­მებ­ზე თო­დუ­ას კლი­ნი­კის კა­ნის, რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბი­სა და ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ონ­კო­ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი სან­დრო ჩი­რი­ნაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
15:06 / 13-09-2019

რატომ გვიშტერდება თვალი?

– რა როლი აქვს კანს ორ­გა­ნიზ­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში?

– კა­ნის სა­ფა­რი ორ­გა­ნიზ­მის ერ­თგვა­რი ეკ­რა­ნია, რო­მელ­ზეც ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს. ამი­ტომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ას ვერ გა­ა­კე­თებს – საქ­მე კა­ნის პა­თო­ლო­გი­ას ეხე­ბა თუ ეს რო­მე­ლი­მე სხვა და­ა­ვა­დე­ბის მე­ო­რა­დი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. მას არ შე­უძ­ლია გან­სა­ზღვროს, რის­გან არის გა­მოწ­ვე­უ­ლი კა­ნის ცვლი­ლე­ბა – კა­ნის და­ა­ვა­დე­ბი­სა­გან თუ ორ­გა­ნიზ­მში ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მოშ­ლის­გან, ღვიძ­ლის­გან თუ სხვა ორ­გა­ნოს­გან, ალერ­გი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა­გან, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა­გან და ა. შ.

ამის­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტთან კონ­სულ­ტა­ცია და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კაა სა­ჭი­რო. უნდა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბის სიხ­ში­რით კა­ნი­სა და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა, ხოლო ძვალ-სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის ( ოს­ტე­ო­გე­ნუ­რი სარ­კო­მა, სი­ნო­ვი­ა­ლუ­რი სარ­კო­მა და ა.შ ) სულ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­სირ­დეს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

– რამ­დე­ნად სა­ში­შია კა­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბი?

– კა­ნის კიბო არის უჯრე­დე­ბის არას­წო­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გი, ანუ ის იწყე­ბა მა­შინ, როცა უჯრე­დე­ბი გა­დაგ­ვა­რე­ბას გა­ნიც­დის. არ­სე­ბობს კა­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი და მათ შო­რის არის, აგ­რეთ­ვე, გარ­და­მა­ვა­ლი ფორ­მე­ბიც.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კა­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კი­ბოს ტი­პე­ბი. ესე­ნია: ბა­ზა­ლუ­რუ­ჯრე­დო­ვა­ნი და ბრტყე­ლუ­ჯრე­დო­ვა­ნი კიბო. სხვა­დას­ხვა პროგ­ნო­ზი­თა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით.

კა­ნის ბრტყე­ლუ­ჯრე­დო­ვან სიმ­სივ­ნეს ახა­სი­ა­თებს მე­ტას­ტა­ზი­რე­ბა ჯერ ახ­ლომ­დე­ბა­რე რე­გი­ო­ნულ ლიმ­ფურ კვან­ძებ­ში და თუ სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი დრო­უ­ლად არ იქნა მი­ღე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა, მე­ტას­ტა­ზებ­მა შო­რე­ულ ორ­გა­ნო­ე­ბამ­დეც მი­აღ­წი­ოს. დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის გა­რე­შე ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გი უმე­ტე­სად მძი­მეა, რად­გან გვი­ან სტა­დი­ა­ზე მყო­ფი ბრტყე­ლუ­ჯრე­დო­ვა­ნი კი­ბოს შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი გახ­დეს (ეს ეხე­ბა და­ა­ვა­დე­ბის მე-3 მე-4 სტა­დი­ას ).

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ზა­ლუ­რუ­ჯრე­დო­ვან კი­ბოს, ის არ მე­ტას­ტა­ზი­რებს, ამი­ტომ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლია. ის ად­გი­ლობ­რი­ვად იწ­ვევს კა­ნის დესტრუქ­ცი­ას. თუმ­ცა, შორსწა­სუ­ლი პრო­ცე­სის შე­დე­გად ვი­ღებთ სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მა­უ­ა­რე­სე­ბელ და­ზი­ა­ნე­ბებს, რაც შე­საძ­ლოა, ორ­გა­ნოს და­კარ­გვამ­დეც მი­ვი­დეს. ( ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით )

კა­ნის კი­ბოს ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა მე­ლა­ნო­მა, რო­მე­ლიც ცალ­კე და­ა­ვა­დე­ბაა და ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს.

– რა შემ­თხვე­ვა­ში, რა გა­რეგ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბით უნდა მი­მარ­თოს ადა­მი­ან­მა ექიმს?

– თუ კან­ზე არ­სე­ბუ­ლი პიგმენ­ტუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი არის ასი­მეტ­რი­უ­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის, ეს უკვე ერთ-ერთი სიმპტო­მია, რომ რა­ღაც ხდე­ბა. მე­ო­რე ნი­შა­ნია ფე­რის შეც­ვლა სი­მუ­ქი­სა­კენ და გან­სა­კუთ­რე­ბით პიგმენ­ტის პე­რი­ფე­რი­უ­ლი გან­ლა­გე­ბა, ასე­ვე, ზო­მა­ში ზრდა. ამ გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის გა­ჩე­ნას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის შე­სამ­ჩნე­ვია. რაც უფრო ადრე მი­მარ­თავს პა­ცი­ენ­ტი ექიმს, მით უფრო შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან მინ­და გი­თხრათ, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სტა­ტის­ტი­კუ­რად, პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გვი­ან მოგ­ვმარ­თავს, რაც სტა­ტის­ტი­კის გან­ხილ­ვი­სას ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი ხში­რად ხდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემი მი­ზა­ნია ყვე­ლა­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტსაც კი მივ­ცე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის იმე­დი მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით.

– რა იწ­ვევს მე­ლა­ნო­მას და რო­გო­რი გან­ვი­თა­რე­ბა ახა­სი­ა­თებს ამ და­ა­ვა­დე­ბას?

– მე­ლა­ნო­მა არის კა­ნის კი­ბოს ყვე­ლა­ზე ვე­რა­გი ფორ­მა, რო­მე­ლიც თან­და­ყო­ლი­ლი ან შე­ძე­ნი­ლი ხა­ლის გა­ავ­თვი­სე­ბი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. მას ახა­სი­ა­თებს მე­ტას­ტა­ზი­რე­ბა რო­გორც ლიმ­ფო­გე­ნუ­რი, ისე ჰე­მა­ტო­გე­ნუ­რი გზით. ანუ მისი მე­ტას­ტა­ზე­ბი შე­საძ­ლოა გავ­რცელ­დეს ლიმ­ფურ კვან­ძებ­ში და ამა­ვე დროს მო­იც­ვას სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო: ფილ­ტვი, ტვი­ნი, ძვა­ლი, ღვიძ­ლი და ა.შ. მე­ლა­ნო­მა შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან სწრა­ფად გან­ვი­თარ­დეს.

იმის­თვის, რომ მისი გა­ჩე­ნის­გან თავი და­იც­ვას, ადა­მი­ა­ნი უნდა მო­ე­რი­დოს ამ შემ­თხვე­ვა­ში, ორ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტორს, მზე­სა და ტრავ­მას.

ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ჭარ­ბი მი­ღე­ბა არის მე­ლა­ნო­მის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ტრავ­მა­ზე, რაც მე­ლა­ნო­მის გა­მოწ­ვე­ვის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ სო­ლა­რი­უ­მის თე­მა­ზე, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს მას. და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, სა­დაც რუ­ჯის ეფექ­ტი ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბით მი­ი­ღე­ბა, უშუ­ა­ლო ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს კან­ზე. ზღვა­ზე ეს პრო­ცე­სი შე­და­რე­ბით იოლ ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან, მზის გა­მოს­ხი­ვე­ბას ოზო­ნის შრე ანე­იტ­რა­ლებს. პა­ცი­ენტს არ შე­უძ­ლია თა­ვად გან­სა­ზღვროს, ხალი უწყი­ნა­რია, თუ მე­ლა­ნო­მაა. ეს მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის კომ­პე­ტენ­ცი­აა. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რუ­ჯის მი­ღე­ბამ­დე ადა­მი­ან­მა კა­ნის სა­ფა­რის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ექი­მის­გან მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ხა­ლის გა­ავ­თვი­სე­ბი­ა­ნო­ბის რის­კი.

– კა­ნის კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის რა მე­თო­დო­ლო­გი­აა და­ნერ­გი­ლი თქვენს კლი­ნი­კა­ში?

– პირ­ველ რიგ­ში, არის ფი­ზი­კა­ლუ­რი გა­სინ­ჯვა, კა­ნის სა­ფა­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, შემ­დეგ კი დერ­მა­ტოს­კო­პია, (მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­დი­დე­ბით გა­სინ­ჯვა ) ზო­გა­დად, დერ­მა­ტოს­კო­პი­ით დი­აგ­ნო­ზე­ბის 90% ის­მე­ბა. დი­აგ­ნო­ზის ვე­რი­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დი­თაც ( ცი­ტო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა და ბი­ოფ­სია ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სათ­ვის ), რა­საც მე­ლა­ნო­მის შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მივ­მარ­თოთ, თუმ­ცა ეს მე­თო­დი მი­სა­ღე­ბია და ზოგ­ჯერ აუ­ცი­ლე­ბე­ლიც ბა­ზა­ლუ­რუ­ჯრე­დო­ვა­ნი და ბრყე­ლუ­ჯრე­დო­ვა­ნი კი­ბოს დროს. ეს არის ტრავ­მუ­ლი მე­თო­დი, ანუ ჩვენ უნდა მოვ­ფხი­კოთ საკ­ვლე­ვი არე რა­საც მე­ლა­ნო­მის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს და­ა­ვა­დე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და მე­ტას­ტა­ზი­რე­ბა. ამი­ტომ ექიმს დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი მე­თო­დის გან­სა­ზღვრი­სას დიდი სიფრ­ხი­ლე მარ­თებს.

გარ­და ამი­სა, ჩვენს კლი­ნი­კა­ში დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი არ­სე­ბობს, რაც მცი­რედ უზუს­ტო­ბა­საც კი გა­მო­რი­ცხავს. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლია მე­ლა­ნო­მის დროს პო­ზიტ­რო­ნულ-ემი­სი­უ­რი ტო­მოგ­რა­ფია, იგი­ვე პეტი . ამ გა­მოკ­ვლე­ვით უმ­ცი­რე­სი პა­თო­ლო­გი­ის კე­რის არ­სე­ბო­ბაც კი შეგ­ვიძ­ლია აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ. ასე­ვე, ვა­ტა­რებთ ონ­კო­გე­ნე­ტი­კურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვას. ეს უკა­ნას­კნე­ლი მე­ლა­ნო­მის დროს სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის ეფექ­ტუ­რო­ბის გან­სა­ზღვრას გვიჩ­ვე­ნებს, ანუ წი­ნას­წარ ვსა­ზღვრავთ, იქ­ნე­ბა თუ არა შე­დე­გი­ა­ნი პრე­პა­რა­ტის მი­ცე­მა. ამის წყა­ლო­ბით ადა­მი­ანს საკ­მა­ოდ დიდი ფუ­ლა­დი და დრო­ის რე­სურ­სის და­ზოგ­ვა შე­უძ­ლია.

– რას მო­ი­ცავს რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბი და რა მე­თო­დებს მი­მარ­თავთ მათი მკურ­ნა­ლო­ბი­სას?

– რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბი ძი­რი­თად­ში კუნთმყე­სო­ვა­ნი სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბია, თუმ­ცა ის შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ცხი­მო­ვა­ნი, სის­ხლძარ­ღო­ვა­ნი და სხვა ქსო­ვი­ლო­ვა­ნი შე­მად­გენ­ლი­სა­გან. მა­საც, ასე­ვე, აქვს რო­გორც კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი, ისე ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი ფორ­მე­ბი. კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნის დროს შე­საძ­ლოა, ეს­თე­ტი­კუ­რი და ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი კუ­თხით პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას ორ­გა­ნოს, თუმ­ცა პრობ­ლე­მა მარ­ტი­ვად, კე­თილ­სა­ი­მე­დო პროგ­ნო­ზი­თა და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით გვარ­დე­ბა.

რბილ­ქსო­ვი­ლო­ვა­ნი სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი ტან­ზე და კი­დუ­რებ­ზე დე­ფორ­მა­ცი­ას წარ­მო­შობს, ამი­ტომ ხე­ლით ისინ­ჯე­ბა, ან პა­ცი­ენ­ტი კან­ქვეშ სი­მაგ­რეს გრძნობს. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­თვი­სე­ბი­ან ფორ­მებს, ანუ სარ­კო­მებს, რა­საც მხო­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით შეგ­ვიძ­ლია ვუმ­კურ­ნა­ლოთ. თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ზო­მებს, კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­სა და ტო­პოგ­რა­ფი­ულ მდე­ბა­რე­ო­ბას. ყვე­ლა ოპე­რა­ცია არის იმპრო­ვი­ზა­ცია, რად­გან არ­ცერ­თი ოპე­რა­ცია არ ჰგავს ერ­თმა­ნეთს. სარ­კო­მე­ბი ატი­პი­უ­რად იზ­რდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არეც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მის თი­თო­ე­ულ ოპე­რა­ცი­ას 2 მი­ზა­ნი აქვს. პირ­ვე­ლი – პა­თო­ლო­გი­უ­რი წარ­მო­ნაქ­მნის რა­დი­კა­ლუ­რი ამოკ­ვე­თა და მე­ო­რე – ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რად­გან გვი­ან სტა­დი­ა­ზე საქ­მე უკვე კი­დუ­რის და­კარ­გვას ეხე­ბა. რაც უნდა რთუ­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის შემ­თხვე­ვა იყოს, ჩემი და კლი­ნი­კის ამო­ცა­ნაა ონ­კო­ლო­გი­უ­რი რა­დი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა – შერ­წყმუ­ლი კი­დუ­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან და აღ­დგე­ნით-რე­კონ­სტრუქ­ცი­ულ ეტა­პთან.

– კონ­კრე­ტუ­ლად რა ტი­პის ოპე­რა­ცი­ებს აკე­თებთ და რო­გო­რია შე­დე­გე­ბი?

– კა­ნის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხი­ვუ­რი თე­რა­პია, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, ან ორი­ვე ერ­თად შერ­წყმუ­ლი. მე­ლა­ნო­მის დროს ვი­ყე­ნებთ მხო­ლოდ ქი­რურ­გი­ას და იმუ­ნო­თე­რა­პი­ას.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი უმე­ტე­სად გვი­ან სტა­დი­ა­ზე, დიდი ზო­მის სიმ­სივ­ნე­ე­ბით მო­დი­ან, გვი­წევს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა. კა­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის დროს, სა­ო­პე­რა­ციო ვე­ლის ტექ­ნი­კუ­რი შემ­ცი­რე­ბის­თვის ზოგ­ჯერ ვი­ყე­ნებთ სხი­ვურ თე­რა­პი­ას. შემ­დეგ კი ვა­კე­თებთ ოპე­რა­ცი­ას. გარ­და ამი­სა, როცა დე­ფექ­ტი რჩე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ჭი­რო­ებს აღ­დგე­ნას. ამი­ტომ ვა­ტა­რებთ აღ­დგე­ნით-რე­კონ­სტრუქ­ცი­ულ ოპე­რა­ცი­ებს რო­ტა­ცი­უ­ლი ნაფ­ლე­თის გა­მო­ყე­ნე­ბით, ან გა­და­ნერგვით. შე­მიძ­ლია, თა­მა­მად ვთქვა, რომ კა­ნის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­სას პრაქ­ტი­კუ­ლად სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვაღ­წევთ.

მე­ლა­ნო­მის შემ­თხვე­ვა­ში სი­ტუ­ა­ცია გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რად­გან აქ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა სას­ტარ­ტო ვი­თა­რე­ბას ენი­ჭე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა სწრა­ფად პროგ­რე­სი­რებს, ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტებს ვურ­ჩევ, დრო­უ­ლად მი­მარ­თონ ექიმს.

მე­ლა­ნო­მის მკურ­ნა­ლო­ბა იწყე­ბა ოპე­რა­ცი­ით, შემ­დეგ კი მო­დის ქი­მიო და იმუ­ნო­თე­რა­პი­ის კურ­სი.

მინ­და ვუ­თხრა პა­ცი­ენ­ტებს, რომ სას­ტარ­ტო ვი­თა­რე­ბას ყვე­ლა ამ პა­თო­ლო­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. კა­ნის სა­ფარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­ნაქ­მნი უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვონ და დრო­უ­ლად ჩა­ი­ტა­რონ კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რამდენად საშიშია კანის სიმსივნეები და რა იწვევს მელანომას - ონკოქირურგის რეკომენდაციები

რამდენად საშიშია კანის სიმსივნეები და რა იწვევს მელანომას - ონკოქირურგის რეკომენდაციები

კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეები ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიებია.

კანის საფარზე არსებული წარმონაქმნები, მათი კონფიგურაციის, ზომისა და ფერის მიხედვით, სხვადასხვა დაავადებაზე მიუთითებენ, რომელთა გარჩევა და ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ პროფესიონალ ექიმს შეუძლია.

საქართველოში, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში, უკვე მრავალი წელია, ამ ტიპის სიმსივნეებს წარმატებულად მკურნალობენ.

როგორ ვლინდება აღნიშნული დაავადებები და რა ეტაპზე აქვს მკურნალობას ყველაზე კარგი შედეგი? - ამ თემებზე თოდუას კლინიკის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვალსახსროვანი პათოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, ონკოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სანდრო ჩირინაშვილი გვესაუბრება.

– რა როლი აქვს კანს ორგანიზმის ფუნქციონირებაში?

– კანის საფარი ორგანიზმის ერთგვარი ეკრანია, რომელზეც ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა დაავადების პათოლოგიური პროცესი შეიძლება აისახოს. ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანი დიფერენციაციას ვერ გააკეთებს – საქმე კანის პათოლოგიას ეხება თუ ეს რომელიმე სხვა დაავადების მეორადი გამოვლინებაა. მას არ შეუძლია განსაზღვროს, რისგან არის გამოწვეული კანის ცვლილება – კანის დაავადებისაგან თუ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლისგან, ღვიძლისგან თუ სხვა ორგანოსგან, ალერგიული მოვლენებისაგან, ენდოკრინოლოგიური პრობლემებისაგან და ა. შ.

ამისთვის სპეციალისტთან კონსულტაცია და კვალიფიციური დიაგნოსტიკაა საჭირო. უნდა ითქვას, რომ საქართველოში გავრცელების სიხშირით კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეები გამოირჩევა, ხოლო ძვალ-სახსროვანი სისტემის ავთვისებიანი სიმსივნის ( ოსტეოგენური სარკომა, სინოვიალური სარკომა და ა.შ ) სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს წლის განმავლობაში.

– რამდენად საშიშია კანის სიმსივნეები?

– კანის კიბო არის უჯრედების არასწორი განვითარების შედეგი, ანუ ის იწყება მაშინ, როცა უჯრედები გადაგვარებას განიცდის. არსებობს კანის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები და მათ შორის არის, აგრეთვე, გარდამავალი ფორმებიც.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კანის ავთვისებიანი კიბოს ტიპები. ესენია: ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კიბო. სხვადასხვა პროგნოზითა და მიმდინარეობით.

კანის ბრტყელუჯრედოვან სიმსივნეს ახასიათებს მეტასტაზირება ჯერ ახლომდებარე რეგიონულ ლიმფურ კვანძებში და თუ სათანადო ზომები დროულად არ იქნა მიღებული, შეიძლება, მეტასტაზებმა შორეულ ორგანოებამდეც მიაღწიოს. დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე ამ დაავადების შედეგი უმეტესად მძიმეა, რადგან გვიან სტადიაზე მყოფი ბრტყელუჯრედოვანი კიბოს შემთხვევა შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელი გახდეს (ეს ეხება დაავადების მე-3 მე-4 სტადიას ).

რაც შეეხება ბაზალურუჯრედოვან კიბოს, ის არ მეტასტაზირებს, ამიტომ შედარებით ნაკლებად აგრესიულია. ის ადგილობრივად იწვევს კანის დესტრუქციას. თუმცა, შორსწასული პროცესის შედეგად ვიღებთ სიცოცხლის ხარისხის მნიშვნელოვნად გამაუარესებელ დაზიანებებს, რაც შესაძლოა, ორგანოს დაკარგვამდეც მივიდეს. ( ლოკალიზაციის გათვალისწინებით )

კანის კიბოს ყველაზე აგრესიული მიმდინარეობით გამოირჩევა მელანომა, რომელიც ცალკე დაავადებაა და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს.

– რა შემთხვევაში, რა გარეგნული სიმპტომებით უნდა მიმართოს ადამიანმა ექიმს?

– თუ კანზე არსებული პიგმენტური წარმონაქმნი არის ასიმეტრიული კონფიგურაციის, ეს უკვე ერთ-ერთი სიმპტომია, რომ რაღაც ხდება. მეორე ნიშანია ფერის შეცვლა სიმუქისაკენ და განსაკუთრებით პიგმენტის პერიფერიული განლაგება, ასევე, ზომაში ზრდა. ამ გამოვლინებების გაჩენას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომელიც პაციენტისათვის შესამჩნევია. რაც უფრო ადრე მიმართავს პაციენტი ექიმს, მით უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა. ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, სტატისტიკურად, პაციენტების უმეტესი ნაწილი გვიან მოგვმართავს, რაც სტატისტიკის განხილვისას ჩვენი ევროპელი კოლეგების შეშფოთების მიზეზი ხშირად ხდება. მიუხედავად ამისა, ჩემი მიზანია ყველაზე მძიმე პაციენტსაც კი მივცე გამოჯანმრთელების იმედი მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შეთავაზებით.

– რა იწვევს მელანომას და როგორი განვითარება ახასიათებს ამ დაავადებას?

– მელანომა არის კანის კიბოს ყველაზე ვერაგი ფორმა, რომელიც თანდაყოლილი ან შეძენილი ხალის გაავთვისებიანებას გულისხმობს. მას ახასიათებს მეტასტაზირება როგორც ლიმფოგენური, ისე ჰემატოგენური გზით. ანუ მისი მეტასტაზები შესაძლოა გავრცელდეს ლიმფურ კვანძებში და ამავე დროს მოიცვას სხვადასხვა ორგანო: ფილტვი, ტვინი, ძვალი, ღვიძლი და ა.შ. მელანომა შესაძლოა, ძალიან სწრაფად განვითარდეს.

იმისთვის, რომ მისი გაჩენისგან თავი დაიცვას, ადამიანი უნდა მოერიდოს ამ შემთხვევაში, ორ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, მზესა და ტრავმას.

ულტრაიისფერი სხივების ჭარბი მიღება არის მელანომის მაპროვოცირებელი ფაქტორი. იგივე შეიძლება ითქვას ტრავმაზე, რაც მელანომის გამოწვევის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ სოლარიუმის თემაზე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს მას. დახურულ სივრცეში, სადაც რუჯის ეფექტი ულტრაიისფერი სხივებით მიიღება, უშუალო ზემოქმედებას ახდენს კანზე. ზღვაზე ეს პროცესი შედარებით იოლ ფორმებში მიმდინარეობს, რადგან, მზის გამოსხივებას ოზონის შრე ანეიტრალებს. პაციენტს არ შეუძლია თავად განსაზღვროს, ხალი უწყინარია, თუ მელანომაა. ეს მხოლოდ პროფესიონალის კომპეტენციაა. ამიტომ აუცილებელია, რუჯის მიღებამდე ადამიანმა კანის საფარის მდგომარეობის შესახებ ექიმისგან მიიღოს ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილოს ხალის გაავთვისებიანობის რისკი.

– კანის კიბოს დიაგნოსტირებისთვის რა მეთოდოლოგიაა დანერგილი თქვენს კლინიკაში?

– პირველ რიგში, არის ფიზიკალური გასინჯვა, კანის საფარის დათვალიერება, შემდეგ კი დერმატოსკოპია, (მრავალჯერადი გადიდებით გასინჯვა ) ზოგადად, დერმატოსკოპიით დიაგნოზების 90% ისმება. დიაგნოზის ვერიფიცირება ხდება ინვაზიური მეთოდითაც ( ციტოლოგიური კვლევა და ბიოფსია ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის ), რასაც მელანომის შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ, თუმცა ეს მეთოდი მისაღებია და ზოგჯერ აუცილებელიც ბაზალურუჯრედოვანი და ბრყელუჯრედოვანი კიბოს დროს. ეს არის ტრავმული მეთოდი, ანუ ჩვენ უნდა მოვფხიკოთ საკვლევი არე რასაც მელანომის შემთხვევაში შეიძლება მოჰყვეს დაავადების პროვოცირება და მეტასტაზირება. ამიტომ ექიმს დიაგნოსტიკური მეთოდის განსაზღვრისას დიდი სიფრხილე მართებს.

გარდა ამისა, ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტირების ყველა თანამედროვე მეთოდი არსებობს, რაც მცირედ უზუსტობასაც კი გამორიცხავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ინფორმატიულია მელანომის დროს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, იგივე პეტი . ამ გამოკვლევით უმცირესი პათოლოგიის კერის არსებობაც კი შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. ასევე, ვატარებთ ონკოგენეტიკურ ლაბორატორიულ კვლევას. ეს უკანასკნელი მელანომის დროს სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობის განსაზღვრას გვიჩვენებს, ანუ წინასწარ ვსაზღვრავთ, იქნება თუ არა შედეგიანი პრეპარატის მიცემა. ამის წყალობით ადამიანს საკმაოდ დიდი ფულადი და დროის რესურსის დაზოგვა შეუძლია.

– რას მოიცავს რბილი ქსოვილების სიმსივნეები და რა მეთოდებს მიმართავთ მათი მკურნალობისას?

– რბილი ქსოვილების სიმსივნეები ძირითადში კუნთმყესოვანი სისტემის ონკოლოგიური პათოლოგიებია, თუმცა ის შეიძლება განვითარდეს ცხიმოვანი, სისხლძარღოვანი და სხვა ქსოვილოვანი შემადგენლისაგან. მასაც, ასევე, აქვს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი ფორმები. კეთილთვისებიანი წარმონაქმნის დროს შესაძლოა, ესთეტიკური და ფუნქციონალური კუთხით პრობლემა შეექმნას ორგანოს, თუმცა პრობლემა მარტივად, კეთილსაიმედო პროგნოზითა და ქირურგიული ჩარევით გვარდება.

რბილქსოვილოვანი სიმსივნური წარმონაქმნი ტანზე და კიდურებზე დეფორმაციას წარმოშობს, ამიტომ ხელით ისინჯება, ან პაციენტი კანქვეშ სიმაგრეს გრძნობს. რაც შეეხება ავთვისებიან ფორმებს, ანუ სარკომებს, რასაც მხოლოდ ქირურგიული ჩარევით შეგვიძლია ვუმკურნალოთ. თითოეულ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზომებს, კონფიგურაციასა და ტოპოგრაფიულ მდებარეობას. ყველა ოპერაცია არის იმპროვიზაცია, რადგან არცერთი ოპერაცია არ ჰგავს ერთმანეთს. სარკომები ატიპიურად იზრდება, შესაბამისად, დაზიანებული არეც განსხვავებულია. მის თითოეულ ოპერაციას 2 მიზანი აქვს. პირველი – პათოლოგიური წარმონაქმნის რადიკალური ამოკვეთა და მეორე – ორგანოს ფუნქციის შენარჩუნება, რადგან გვიან სტადიაზე საქმე უკვე კიდურის დაკარგვას ეხება. რაც უნდა რთული კონფიგურაციის შემთხვევა იყოს, ჩემი და კლინიკის ამოცანაა ონკოლოგიური რადიკალური ოპერაციის ჩატარება – შერწყმული კიდურების შენარჩუნებასთან და აღდგენით-რეკონსტრუქციულ ეტაპთან.

– კონკრეტულად რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ და როგორია შედეგები?

– კანის კიბოს მკურნალობისას გამოიყენება სხივური თერაპია, ქირურგიული ჩარევა, ან ორივე ერთად შერწყმული. მელანომის დროს ვიყენებთ მხოლოდ ქირურგიას და იმუნოთერაპიას.

იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტები უმეტესად გვიან სტადიაზე, დიდი ზომის სიმსივნეებით მოდიან, გვიწევს ფართომასშტაბიანი ქირურგიული ოპერაციების გაკეთება. კანის სიმსივნეების დროს, საოპერაციო ველის ტექნიკური შემცირებისთვის ზოგჯერ ვიყენებთ სხივურ თერაპიას. შემდეგ კი ვაკეთებთ ოპერაციას. გარდა ამისა, როცა დეფექტი რჩება, ბუნებრივია, საჭიროებს აღდგენას. ამიტომ ვატარებთ აღდგენით-რეკონსტრუქციულ ოპერაციებს როტაციული ნაფლეთის გამოყენებით, ან გადანერგვით. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ კანის კიბოს დიაგნოზის დროული გამოვლენისას პრაქტიკულად სრულ გამოჯანმრთელებას ვაღწევთ.

მელანომის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია, რადგან აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა სასტარტო ვითარებას ენიჭება. დაავადება სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ პაციენტებს ვურჩევ, დროულად მიმართონ ექიმს.

მელანომის მკურნალობა იწყება ოპერაციით, შემდეგ კი მოდის ქიმიო და იმუნოთერაპიის კურსი.

მინდა ვუთხრა პაციენტებს, რომ სასტარტო ვითარებას ყველა ამ პათოლოგიის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კანის საფარზე არსებული ნებისმიერი წარმონაქმნი უყურადღებოდ არ დატოვონ და დროულად ჩაიტარონ კვალიფიცირებული კონსულტაცია.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის