Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Victoria’s Secret-ს პირველი ტრანსგენდერი მოდელი ჰყავს
Victoria’s Secret-ს პირველი ტრანსგენდერი მოდელი ჰყავს

ქა­ლე­ბის თეთ­რე­უ­ლის სუ­პერ­პო­პუ­ლა­რულ­მა ბრენდმა Victoria’s Secret-მა მისი "ან­გე­ლო­ზე­ბის" რი­გებს პირ­ვე­ლად ბრენ­დის ის­ტო­რი­ა­ში, ტრანსგენ­დე­რი მო­დე­ლი შე­მა­ტა.

ბრა­ზი­ლი­ე­ლი მო­დე­ლი ვა­ლენ­ტი­ნა სამ­პა­იო Victoria’s Secret-მა ბრენ­დის ვარ­დის­ფე­რი ხა­ზის კამ­პა­ნი­ის­თვის აიყ­ვა­ნა, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვებ­ში შედ­გე­ბა.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ვა­ლენ­ტი­ნას მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და მის­მა კო­ლე­გამ Victoria’s Secret-დან. ლაის რი­ბე­ი­რომ "ტვი­ტე­რის" პი­რად გვერ­დზე ასე მი­უ­ლო­ცა სამ­პა­ი­ოს: "პირ­ვე­ლი ტრანსგენ­დე­რი VS-ის გა­და­ღე­ბებ­ზე! ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს!".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ფაქ­ტამ­დე ცოტა ხნით ადრე, 2018 წელს Victoria’s Secret-ის შვი­ლო­ბი­ლი ბრენ­დის L-Brand-ის მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი ედ რა­ზე­კი, რო­მე­ლიც VS-ში საკ­მა­ოდ წო­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა, სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, როცა თქვა, რომ ბრენ­დს არ აქვს ინ­ტე­რე­სი "პლი­უს ზო­მის" და ტრანსგენ­დე­რი მო­დე­ლე­ბი წა­რად­გი­ნოს ყო­ველ­წლი­ურ შო­უ­ზე. ამის გამო რა­ზეკ­მა ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ვა­ლენ­ტი­ნა სამ­პა­ი­ოს, ის 22 წლი­საა და სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო 2016 წლი­დან.

ვა­ლენ­ტი­ნა ბრა­ზი­ლი­ა­ში, მე­თევ­ზე­თა სო­ფელ­ში და­ი­ბა­და. 8 წლის ასაკ­ში ფსი­ქო­ლოგ­მა მისი, რო­გორც ტრანსგენ­დე­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, თუმ­ცა 12 წლის ასა­კამ­დე ის კვლავ ინარ­ჩუ­ნებ­და ძველ, ბი­ჭის სა­ხელს და მხო­ლოდ 12 წლი­დან და­ირ­ქვა ვა­ლენ­ტი­ნა.

მო­დე­ლი ამ­ბობს, რომ თავს ყო­ველ­თვის გო­გო­ნად მი­იჩ­ნევ­და, მისი მშობ­ლე­ბი კი გვერ­დში ედგნენ და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გამ­ხდა­რა ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი.

16 წლამ­დე სამ­პა­იო არ­ქი­ტექ­ტუ­რას სწავ­ლობ­და, შემ­დეგ კი სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბა და სა­მო­დე­ლო სკო­ლა­ში მი­ვი­და. 2016 წელს ის პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და სან პა­ო­ლოს მო­დის კვი­რე­ულ­ზე. ცოტა ხან­ში გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი ბრენ­დის - L'Oréal-ის ელჩი გახ­და. 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში ვა­ლენ­ტი­ნა გახ­და პირ­ვე­ლი ტრანსგენ­დე­რი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ფრან­გუ­ლი Vogue-ის გა­რე­კან­ზე და­ი­ბეჭ­და.

ვა­ლენ­ტი­ნა სამ­პა­ი­ომ უკვე იმუ­შა­ვა ისეთ ცნო­ბილ ბრენ­დებ­თან, რო­გო­რი­ცაა: Dior, Marc Jacobs, Moschino და სხვა.

Marvel
0

მამალია მამალიი :) ქალებო ესენი დაგღუპავენ :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

Victoria’s Secret-ს პირველი ტრანსგენდერი მოდელი ჰყავს

Victoria’s Secret-ს პირველი ტრანსგენდერი მოდელი ჰყავს

ქალების თეთრეულის სუპერპოპულარულმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა მისი "ანგელოზების" რიგებს პირველად ბრენდის ისტორიაში, ტრანსგენდერი მოდელი შემატა.

ბრაზილიელი მოდელი ვალენტინა სამპაიო Victoria’s Secret-მა ბრენდის ვარდისფერი ხაზის კამპანიისთვის აიყვანა, რომლის პრეზენტაციაც აგვისტოს შუა რიცხვებში შედგება.

სოციალურ მედიაში ვალენტინას მხარდაჭერა გამოუცხადა მისმა კოლეგამ Victoria’s Secret-დან. ლაის რიბეირომ "ტვიტერის" პირად გვერდზე ასე მიულოცა სამპაიოს: "პირველი ტრანსგენდერი VS-ის გადაღებებზე! ეს ფაქტი ძალიან მაბედნიერებს!".

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წელს Victoria’s Secret-ის შვილობილი ბრენდის L-Brand-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ედ რაზეკი, რომელიც VS-ში საკმაოდ წონიანი ფიგურაა, სერიოზულ სკანდალში გაეხვა, როცა თქვა, რომ ბრენდს არ აქვს ინტერესი "პლიუს ზომის" და ტრანსგენდერი მოდელები წარადგინოს ყოველწლიურ შოუზე. ამის გამო რაზეკმა ბოდიშიც მოიხადა.

რაც შეეხება თავად ვალენტინა სამპაიოს, ის 22 წლისაა და სამოდელო სფეროში აქტიურად ჩაერთო 2016 წლიდან.

ვალენტინა ბრაზილიაში, მეთევზეთა სოფელში დაიბადა. 8 წლის ასაკში ფსიქოლოგმა მისი, როგორც ტრანსგენდერის იდენტიფიცირება მოახდინა, თუმცა 12 წლის ასაკამდე ის კვლავ ინარჩუნებდა ძველ, ბიჭის სახელს და მხოლოდ 12 წლიდან დაირქვა ვალენტინა.

მოდელი ამბობს, რომ თავს ყოველთვის გოგონად მიიჩნევდა, მისი მშობლები კი გვერდში ედგნენ და არც საზოგადოებაში გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.

16 წლამდე სამპაიო არქიტექტურას სწავლობდა, შემდეგ კი სწავლას თავი დაანება და სამოდელო სკოლაში მივიდა. 2016 წელს ის პირველად გამოვიდა სან პაოლოს მოდის კვირეულზე. ცოტა ხანში გოგონა ცნობილი ფრანგული ბრენდის - L'Oréal-ის ელჩი გახდა. 2017 წლის თებერვალში ვალენტინა გახდა პირველი ტრანსგენდერი მოდელი, რომელიც ფრანგული Vogue-ის გარეკანზე დაიბეჭდა.

ვალენტინა სამპაიომ უკვე იმუშავა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა: Dior, Marc Jacobs, Moschino და სხვა.