საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინი 40 დღე ყოველდღე ადიოდა საფლავზე და პანაშვიდს უხდიდა მამას" - ლალი ბადურაშვილი შვილის უკანასკნელ დღეებს იხსენებს
"ნინი 40 დღე ყოველდღე ადიოდა საფლავზე და პანაშვიდს უხდიდა მამას" - ლალი ბადურაშვილი შვილის უკანასკნელ დღეებს იხსენებს

მსა­ხი­ობ ლალი ბა­დუ­რაშ­ვილს ცოტა ხნის წინ დიდი უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდა თავს - მისი ერ­თა­დერ­თი ვაჟი, სცე­ნა­რის­ტი და რე­ჟი­სო­რი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი 57 წლის ასაკ­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბა გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და, თვი­თო­ნაც უკ­ვირს, რო­გორ გა­უძ­ლო მის­მა გულ­მა.

ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, მსა­ხი­ობ­მა შვი­ლის სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი გა­იხ­სე­ნა:

"ბო­ლოს თურ­ქულ-ქარ­თულ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და და მა­სა­ლას ამ­ზა­დებ­და - მთაწ­მინ­დის ტრამ­ვა­ი­დან იღებ­და ხე­დებს. ქა­რი­ა­ნი დღე­ე­ბი იყო. გა­და­ღე­ბი­დან მო­სულს აჟ­რი­ა­ლებ­და, სი­ცხე მის­ცა... სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხეთ. მე­ო­რე დღე­საც ჰქონ­და სი­ცხე და მა­შინ სას­წრა­ფოს ექიმ­მა უთხრა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხართ გა­და­საყ­ვა­ნი, ფილ­ტვე­ბი არ მოგ­ვწონ­სო.

მათი ნათ­ქვა­მი არაფ­რად ჩა­აგ­დო - ასე­თი გრი­პე­ბია მო­დე­ბუ­ლი და ამათ ყვე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ყავ­თო...

მე­სა­მე, მე­ო­თხე დღე­საც იგი­ვე გან­მე­ორ­და, მე­ხუ­თე დღეს სუნ­თქვა გა­უ­ჭირ­და. მი­თხრა: "დედა, მგო­ნი ვიხ­რჩო­ბიო". სას­წრა­ფომ წა­იყ­ვა­ნა და თურ­მე, უკვე ფილ­ტვე­ბის ურ­თუ­ლე­სი ან­თე­ბა ჰქონ­და. თირკმლე­ბი ჰქონ­და ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი ერეკ­ლეს, ავად­მყო­ფო­ბამ თირკმე­ლი გა­უ­თი­შა და ვე­ღარ უშ­ვე­ლეს... ორი დღით ადრე რომ წაჰ­ყო­ლო­და სას­წრა­ფოს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წო­ლი­ლი­ყო, გა­დარ­ჩე­ბო­და...

ძა­ლი­ან გა­დაბ­მუ­ლი დედა-შვი­ლი ვი­ყა­ვით. ჯერ ერთი, კინო გვა­ერ­თი­ა­ნებ­და, სა­ერ­თო წრე გვყავ­და, სტუ­დი­ა­ში ერ­თად ვი­ყა­ვით. სულ სხვაა, როცა დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ერთ სტუ­დი­ა­ში ხართ და გა­და­ღე­ბე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო გაქვთ.

ერეკ­ლე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი და ასე­თი­ვე მამა გახ­ლდათ. ნი­ნის ამი­ტო­მაც უჭირს ასე... 40 დღე ყო­ველ­დღე სა­საფ­ლა­ო­ზე ადი­ო­და და პა­ნაშ­ვიდს უხ­დი­და მა­მას. ნინი ამ­ბობს, მის გა­რე­შე მი­ჭირს, რად­გან არამ­ხო­ლოდ მამა, მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე, ვი­საც ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბო­დიო..." - ამ­ბობს "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი.

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ავტორი:

"ნინი 40 დღე ყოველდღე ადიოდა საფლავზე და პანაშვიდს უხდიდა მამას" - ლალი ბადურაშვილი შვილის უკანასკნელ დღეებს იხსენებს

"ნინი 40 დღე ყოველდღე ადიოდა საფლავზე და პანაშვიდს უხდიდა მამას" - ლალი ბადურაშვილი შვილის უკანასკნელ დღეებს იხსენებს

მსახიობ ლალი ბადურაშვილს ცოტა ხნის წინ დიდი უბედურება დაატყდა თავს - მისი ერთადერთი ვაჟი, სცენარისტი და რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა.

ლალი ბადურაშვილი ამბობს, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ მისი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, თვითონაც უკვირს, როგორ გაუძლო მისმა გულმა.

ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში, მსახიობმა შვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაიხსენა:

"ბოლოს თურქულ-ქართულ პროექტზე მუშაობდა და მასალას ამზადებდა - მთაწმინდის ტრამვაიდან იღებდა ხედებს. ქარიანი დღეები იყო. გადაღებიდან მოსულს აჟრიალებდა, სიცხე მისცა... სასწრაფო გამოვიძახეთ. მეორე დღესაც ჰქონდა სიცხე და მაშინ სასწრაფოს ექიმმა უთხრა, საავადმყოფოში ხართ გადასაყვანი, ფილტვები არ მოგვწონსო.

მათი ნათქვამი არაფრად ჩააგდო - ასეთი გრიპებია მოდებული და ამათ ყველა საავადმყოფოში გადაყავთო...

მესამე, მეოთხე დღესაც იგივე განმეორდა, მეხუთე დღეს სუნთქვა გაუჭირდა. მითხრა: "დედა, მგონი ვიხრჩობიო". სასწრაფომ წაიყვანა და თურმე, უკვე ფილტვების ურთულესი ანთება ჰქონდა. თირკმლები ჰქონდა ნაოპერაციები ერეკლეს, ავადმყოფობამ თირკმელი გაუთიშა და ვეღარ უშველეს... ორი დღით ადრე რომ წაჰყოლოდა სასწრაფოს და საავადმყოფოში დაწოლილიყო, გადარჩებოდა...

ძალიან გადაბმული დედა-შვილი ვიყავით. ჯერ ერთი, კინო გვაერთიანებდა, საერთო წრე გვყავდა, სტუდიაში ერთად ვიყავით. სულ სხვაა, როცა დილიდან საღამომდე ერთ სტუდიაში ხართ და გადაღებებიდან დაწყებული ყველაფერი საერთო გაქვთ.

ერეკლე არაჩვეულებრივი, მოსიყვარულე ადამიანი და ასეთივე მამა გახლდათ. ნინის ამიტომაც უჭირს ასე... 40 დღე ყოველდღე სასაფლაოზე ადიოდა და პანაშვიდს უხდიდა მამას. ნინი ამბობს, მის გარეშე მიჭირს, რადგან არამხოლოდ მამა, მეგობარი დავკარგე, ვისაც ყველაფერს ვუყვებოდიო..." - ამბობს "სარკესთან" ინტერვიუში ლალი ბადურაშვილი.

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"

ხმაური პარლამენტთან - სამართალდამცველებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ვინ არის მილიონერ კობა ნაყოფიას ერთადერთი ქალიშვილი - ნატალი ნაყოფიას ფოტოები "ინსტაგრამიდან"

#შექმენიბიბლიოთეკა - კამპანიის  ფარგლებში, "სასტუმრო ტერასა 8 მგზავრებში" ლიტერატურული კაფე გაიხსნა