პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში Bocuse d'Or-ის გამარჯვებული შეფის რესტორანი გაიხსნა
თბილისში Bocuse d'Or-ის გამარჯვებული შეფის რესტორანი გაიხსნა

თბი­ლის­ში, Tbilisi Hills Golf and Residences-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­იხ­სნა რეს­ტო­რა­ნი, რომ­ლის ტე­რა­საც გოლ­ფის მო­ე­დანს გა­დაჰ­ყუ­რებს და სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კერ­ძე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად. რეს­ტორ­ნის შეფი ვლა­დის­ლავ ჯა­ცუ­კია - Estonia Bocuse d’Or-ის ფი­ნა­ლის­ტი, რომ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა 10 წელ­ზე მეტს ით­ვლის. ის რამ­დენ­ჯერ­მე და­სა­ხელ­და ეს­ტო­ნე­თის სა­უ­კე­თე­სო შე­ფად და წლე­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ რეს­ტორ­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად, შეფ ვლა­დის­ლა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­ის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, სა­ქარ­თვე­ლოს Bocuse d’Or-ის პრე­ზი­დენტს ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­სა და “გას­ტრო­ნავ­ტის” რეს­ტო­რა­ტორ­სა და პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერს - ლე­ვან ქო­ქი­აშ­ვილს შეხ­ვდა.

შეხ­ვედ­რა­ზე შე­ფებ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე ისა­უბ­რეს. შეფ ვლა­დის­ლავ­მა ქარ­თველ კო­ლე­გებს გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­უ­ზი­ა­რა, რად­გან შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი Bocuse d’Or წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა. ვლა­დის­ლა­ვი 2008 წლის ეს­ტო­ნუ­რი Bocuse d’Or-ის ფი­ნა­ლის­ტი და ახლა უკვე ჩემ­პი­ო­ნა­ტის პრე­ზი­დენ­ტია.

კონ­კურ­სის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი უკვე და­წყე­ბუ­ლია, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 2020 წელს, Bocuse d’Or -ის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ეს­ტო­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია “გას­ტრო­ნავ­ტია”.

შე­ფებ­მა შეხ­ვედ­რა­ზე მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რეს. ოქ­ტომ­ბერ­ში მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იგეგ­მე­ბა გალა ვახ­შა­მი, რო­მე­ლიც კუ­ლი­ნა­რი­ის ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იქ­ნე­ბა. შე­ფე­ბის კო­ლა­ბო­რა­ცია ქარ­თულ-ეს­ტო­ნუ­რი მე­გობ­რო­ბის კი­დევ ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

თბილისში Bocuse d'Or-ის გამარჯვებული შეფის რესტორანი გაიხსნა

თბილისში Bocuse d'Or-ის გამარჯვებული შეფის რესტორანი გაიხსნა

თბილისში, Tbilisi Hills Golf and Residences-ის ტერიტორიაზე გაიხსნა რესტორანი, რომლის ტერასაც გოლფის მოედანს გადაჰყურებს და საუკეთესო ადგილია არაჩვეულებრივი კერძების დასაგემოვნებლად. რესტორნის შეფი ვლადისლავ ჯაცუკია - Estonia Bocuse d’Or-ის ფინალისტი, რომლის პროფესიული გამოცდილება 10 წელზე მეტს ითვლის. ის რამდენჯერმე დასახელდა ესტონეთის საუკეთესო შეფად და წლების მანძილზე ყველაზე ცნობილ რესტორნებთან თანამშრომლობდა.

გამოცდილების გასაზიარებლად, შეფ ვლადისლავი საქართველოს კულინარიის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს Bocuse d’Or-ის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილსა და “გასტრონავტის” რესტორატორსა და პროექტის მენეჯერს - ლევან ქოქიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე შეფებმა ნაციონალური სამზარეულოს თავისებურებებზე ისაუბრეს. შეფ ვლადისლავმა ქართველ კოლეგებს გამოცდილებაც გაუზიარა, რადგან შეფ-მზარეულების მსოფლიო ჩემპიონატი Bocuse d’Or წელს საქართველოში პირველად ტარდება. ვლადისლავი 2008 წლის ესტონური Bocuse d’Or-ის ფინალისტი და ახლა უკვე ჩემპიონატის პრეზიდენტია.

კონკურსის შესარჩევი ეტაპი უკვე დაწყებულია, კონკურსის გამარჯვებულები 2020 წელს, Bocuse d’Or -ის ევროპის ჩემპიონატზე, ესტონეთში გაემგზავრებიან. საქართველოში პროექტის ორგანიზატორი კომპანია “გასტრონავტია”.

შეფებმა შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის დეტალებზეც ისაუბრეს. ოქტომბერში მათი მონაწილეობით იგეგმება გალა ვახშამი, რომელიც კულინარიის ნამდვილი დღესასწაული იქნება. შეფების კოლაბორაცია ქართულ-ესტონური მეგობრობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

R

უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისაგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ

არის თუ არა საფრთხის შემცველი ორსულისთვის ექოსკოპიის ხშირად გაკეთება - რადიოლოგ ალექსანდრე გვასალიას რჩევები

90-იანი წლების პროდუქტები, რომლებზეც უარი ვთქვით - გრძელდება თუ არა ეს პროცესი?