პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიჟური ღამე" "ბლექ სი არენაზე" - სცენაზე აფრიალებული საქართველოს დროშა და დაუვიწყარი შოუ 30 Seconds to Mars-ისგან
"გიჟური ღამე" "ბლექ სი არენაზე" - სცენაზე აფრიალებული საქართველოს დროშა და დაუვიწყარი შოუ 30 Seconds to Mars-ისგან

"სა­ქარ­თვე­ლო - ქვე­ყა­ნა, სა­დაც 10 წლის წინ უნდა ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით" - ამ სი­ტყვე­ბით გა­მო­ხა­ტა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე "არა­ნორ­მა­ლურ­მა" შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ჯა­რედ ლე­ტომ შეკ­ვე­თილ­ში, Black Sea Arena-ს სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას.

30 Seconds to Mars სა­ქარ­თვე­ლოს Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში 13 აგ­ვის­ტოს ეწ­ვია და „ბლექ სი არე­ნა­ზე“ მი­სულ ათა­სო­ბით მსმე­ნელს და­უ­ვი­წყა­რი შოუ აჩ­ვე­ნა, რაც, მეტ­წი­ლად, სწო­რედ სო­ლის­ტის, ჯა­რედ ლე­ტოს დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო.

ძმე­ბის - ჯა­რედ და შე­ნონ ლე­ტო­ე­ბის მიერ 1998 წელს შექ­მნი­ლი ბენ­დი, ენერ­გი­უ­ლი შეს­რუ­ლე­ბი­თა და სიმ­ღე­რის სიღ­რმი­სე­უ­ლი ტექ­სტე­ბით, მსმე­ნელს წლე­ბია ერ­თნა­ი­რი ემო­ცი­ით მუხ­ტავს. ამ მხრივ არც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი.

47 წლის "ოს­კა­რო­სან­მა" მსა­ხი­ობ­მა სცე­ნა­ზე ენერ­გია არ და­ი­შუ­რა და სიმ­ღე­რა­ში, ცეკ­ვა­სა და ყვე­ლა­ნა­ირ სი­გი­ჟე­ში აი­ყო­ლია მსმე­ნე­ლი.

სპე­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ­დე­ლი კონ­ცერ­ტის­თვის "ბლექ სი არე­ნას" სცე­ნის ფარ­თო­ბი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ გა­ი­ზარ­და და 15 მეტ­რამ­დე შე­ვი­და „გოლ­დენ რიგ­ში“. ეს უშუ­ა­ლოდ ჯა­რედ ლე­ტოს მო­თხოვ­ნა იყო, რად­გან მას სურ­და მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ვე­ბო­და ქარ­თველ მსმე­ნელს. მუ­სი­კოს­მა პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა და კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, სცე­ნა­ზე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი აიყ­ვა­ნა, რომ­ლებ­მაც სცე­ნი­დან გა­მოს­ცა­დეს 30 Seconds to Mars-ის გი­ჟუ­რი მუხ­ტი.

"შა­ნო­ნი ხელ­ზე შე­მე­ხო და მგო­ნი, ამ ხელს არას­დროს და­ვი­ბან! დღეს ოც­ნე­ბა ამის­რულ­და! პირ­ვე­ლი ემო­ცია, რაც გან­ვი­ცა­დე იყო პა­ნი­კა და ეი­ფო­რია! ეს ბენ­დი ჩემ­თვის იმ­დენს ნიშ­ნავს, რომ არც კი ვოც­ნე­ბობ­დი სცე­ნა­ზე ას­ვლა­ზე. როცა შა­ნო­ნი და ჯა­რე­დი და­ვი­ნა­ხე, მე­გო­ნა სიზ­მარ­ში ვი­ყა­ვი! ახ­ლაც მაჟ­რი­ა­ლებს, სი­ტყვე­ბით ვერ აღვწერ ამ ემო­ცი­ას, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. დიდი მად­ლო­ბა "ბლექ სი არე­ნას"! - აღ­ნიშ­ნა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სო­ფიო კიკ­ნა­ძემ - ის ერთ-ერთი იღ­ბლი­ა­ნია, ვინც ჯგუ­ფის წევ­რებ­მა სცე­ნა­ზე აიყ­ვა­ნეს.

"ამ კონ­ცერ­ტმა გა­ა­მარ­თლა მო­ლო­დი­ნი, ნამ­დვი­ლი შოუ შედ­გა და მად­ლო­ბა მუ­სი­კოსს ამი­სათ­ვის! ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი სა­ღა­მო იყო, თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რა ჯა­რეტ ლე­ტოს შეს­რუ­ლე­ბით, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო. მად­ლო­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ამ დღის­თვის!"- გვი­თხრა ერთ-ერ­თმა მსმე­ნელ­მა ხა­თუ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

არა­ნაკ­ლებ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მო­მენ­ტი, როცა ჯა­რედ ლე­ტომ ხელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა აიღო და მთე­ლი შეს­რუ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფ­რი­ა­ლა ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მსმე­ნე­ლის თვალ­წინ.

"ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი მო­მენ­ტი იყო, როცა ჯა­რედ ლე­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა აიღო ხელ­ში და ამ მო­მენ­ტად ღირს ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა და წვა­ლე­ბა, რაც პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში მთელ­მა გუნ­დმა გავ­წი­ეთ!

ეს კონ­ცერ­ტი არის შემ­თხვე­ვა, როცა ყვე­ლა­ზე მეტი უცხო­ე­ლი ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­გან­გე­ბოდ ამ დღის­თვის" - გა­ნა­ცხა­და "ბლექ სი არე­ნას" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ტატო ხარ­ჩი­ლა­ვამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

30 Seconds To Mars-მა ქარ­თველ მსმე­ნელს ძი­რი­თა­დად ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი შეს­თა­ვა­ზა, შოუს და­სას­რულს კი შე­ნონ ლე­ტომ სა­კუ­თა­რი დრა­მის ჯო­ხე­ბი სცე­ნი­დან გა­და­უ­ყა­რა მსმე­ნელს.

30 Seconds to Mars ამე­რი­კუ­ლი როკ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 1998 წელს ძმებ­მა - Jared და Shannon Leto-მ შექ­მნეს. ბენ­დის პირ­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა და აღი­ა­რე­ბა 2005 წელს გა­მო­სულ ალ­ბომს A Beautiful Lie-ს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­შიც ისე­თი ჰი­ტე­ბი შე­დის, რო­გო­რე­ბი­ცაა: Attack, The Kill, From Yesterday და A Beautiful Lie...

ავ­ტო­რე­ბი: სა­ლო­მე ჯი­ჯე­ლა­ვა, მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"გიჟური ღამე" "ბლექ სი არენაზე" - სცენაზე აფრიალებული საქართველოს დროშა და დაუვიწყარი შოუ 30 Seconds to Mars-ისგან

"გიჟური ღამე" "ბლექ სი არენაზე" - სცენაზე აფრიალებული საქართველოს დროშა და დაუვიწყარი შოუ 30 Seconds to Mars-ისგან

"საქართველო - ქვეყანა, სადაც 10 წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით" - ამ სიტყვებით გამოხატა აღფრთოვანება თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ყველაზე "არანორმალურმა" შემსრულებელმა ჯარედ ლეტომ შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენაზე გამოსვლისას.

30 Seconds to Mars საქართველოს Check in Georgia-ს ფარგლებში 13 აგვისტოს ეწვია და „ბლექ სი არენაზე“ მისულ ათასობით მსმენელს დაუვიწყარი შოუ აჩვენა, რაც, მეტწილად, სწორედ სოლისტის, ჯარედ ლეტოს დამსახურება იყო.

ძმების - ჯარედ და შენონ ლეტოების მიერ 1998 წელს შექმნილი ბენდი, ენერგიული შესრულებითა და სიმღერის სიღრმისეული ტექსტებით, მსმენელს წლებია ერთნაირი ემოციით მუხტავს. ამ მხრივ არც საქართველოში ჩატარებული კონცერტი იყო გამონაკლისი.

47 წლის "ოსკაროსანმა" მსახიობმა სცენაზე ენერგია არ დაიშურა და სიმღერაში, ცეკვასა და ყველანაირ სიგიჟეში აიყოლია მსმენელი.

სპეციალურად გუშინდელი კონცერტისთვის "ბლექ სი არენას" სცენის ფართობი უპრეცედენტოდ გაიზარდა და 15 მეტრამდე შევიდა „გოლდენ რიგში“. ეს უშუალოდ ჯარედ ლეტოს მოთხოვნა იყო, რადგან მას სურდა მაქსიმალურად მიახლოვებოდა ქართველ მსმენელს. მუსიკოსმა პირობა შეასრულა და კონკრეტულ მომენტში, სცენაზე რამდენიმე ათეული ადამიანი აიყვანა, რომლებმაც სცენიდან გამოსცადეს 30 Seconds to Mars-ის გიჟური მუხტი.

"შანონი ხელზე შემეხო და მგონი, ამ ხელს არასდროს დავიბან! დღეს ოცნება ამისრულდა! პირველი ემოცია, რაც განვიცადე იყო პანიკა და ეიფორია! ეს ბენდი ჩემთვის იმდენს ნიშნავს, რომ არც კი ვოცნებობდი სცენაზე ასვლაზე. როცა შანონი და ჯარედი დავინახე, მეგონა სიზმარში ვიყავი! ახლაც მაჟრიალებს, სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ემოციას, რომელიც არასდროს დამავიწყდება. დიდი მადლობა "ბლექ სი არენას"! - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში სოფიო კიკნაძემ - ის ერთ-ერთი იღბლიანია, ვინც ჯგუფის წევრებმა სცენაზე აიყვანეს.

"ამ კონცერტმა გაამართლა მოლოდინი, ნამდვილი შოუ შედგა და მადლობა მუსიკოსს ამისათვის! ძალიან ემოციური საღამო იყო, თითოეული სიმღერა ჯარეტ ლეტოს შესრულებით, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. მადლობა ორგანიზატორებს ამ დღისთვის!"- გვითხრა ერთ-ერთმა მსმენელმა ხათუნა გაფრინდაშვილმა.

არანაკლებ გამორჩეული იყო მომენტი, როცა ჯარედ ლეტომ ხელში საქართველოს დროშა აიღო და მთელი შესრულების განმავლობაში აფრიალა ქართველი და უცხოელი მსმენელის თვალწინ.

"ძალიან ამაღელვებელი და სიურეალისტური მომენტი იყო, როცა ჯარედ ლეტომ საქართველოს დროშა აიღო ხელში და ამ მომენტად ღირს ძალიან ბევრი შრომა და წვალება, რაც პროექტის განმავლობაში მთელმა გუნდმა გავწიეთ!

ეს კონცერტი არის შემთხვევა, როცა ყველაზე მეტი უცხოელი ჩამოვიდა საქართველოში, საგანგებოდ ამ დღისთვის" - განაცხადა "ბლექ სი არენას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

30 Seconds To Mars-მა ქართველ მსმენელს ძირითადად ახალი სიმღერები შესთავაზა, შოუს დასასრულს კი შენონ ლეტომ საკუთარი დრამის ჯოხები სცენიდან გადაუყარა მსმენელს.

30 Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ძმებმა - Jared და Shannon Leto-მ შექმნეს. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie-ს უკავშირდება, რომელშიც ისეთი ჰიტები შედის, როგორებიცაა: Attack, The Kill, From Yesterday და A Beautiful Lie...

ავტორები: სალომე ჯიჯელავა, მარიკო კეკელიძე

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს