პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 33 წლის მაიორი, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა
ვინ არის 33 წლის მაიორი, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს ახა­ლი დი­რექ­ტო­რი ყავს. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი ვაჟა სი­რა­ძე და­ი­ნიშ­ნა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­რა­ძე 2019 წლის თე­ბერ­ვლი­დან აგ­ვის­ტომ­დე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

სხვა­დას­ხვა წლებ­ში იყო შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ასე­ვე სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მეს­ტი­ის (ზემო სვა­ნე­თი) რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. 2015 წელს და­ი­ნიშ­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს II გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ.

2015-2016 წლებ­ში ვაჟა სი­რა­ძემ საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რძო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ა­ზე. 2016-2018 წლებ­ში ეკა­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის კას­პის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა.

2018 წელს და­ი­ნიშ­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ა­ზე.

2018-2019 წლებ­ში საქ­მი­ა­ნობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

2015 და 2018 წელს ვაჟა სი­რა­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ა­ჯილ­დო­ვა მედ­ლით - "მა­მა­ცო­ბის­თვის“.

33 წლის სი­რა­ძეს ჰყავს მე­უღ­ლე და 1 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი.

მა­ი­ო­რის მე­უღ­ლე მა­რი­კა ქავ­თა­რა­ძე, ხო­ბის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის ლე­ვან ქავ­თა­რა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ქავ­თა­რა­ძის ხობ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი გა­ქურ­დეს და რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას თქვა, ქურ­დო­ბა ღა­მით მოხ­და, როცა ოჯა­ხის წევ­რებს ეძი­ნათ. მი­სი­ვე თქმით, სახ­ლი­დან წა­ღე­ბუ­ლია ნაღ­დი ფული და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ არის 33 წლის მაიორი, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

ვინ არის 33 წლის მაიორი, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ყავს. ამ თანამდებობაზე პოლიციის მაიორი ვაჟა სირაძე დაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, სირაძე 2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სხვადასხვა წლებში იყო შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს II განყოფილების უფროსის მოადგილედ.

2015-2016 წლებში ვაჟა სირაძემ საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო ხაშურის რაიონული სამმართველო უფროსის პოზიციაზე. 2016-2018 წლებში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა.

2018 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.

2018-2019 წლებში საქმიანობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

2015 და 2018 წელს ვაჟა სირაძე შინაგან საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა მედლით - "მამაცობისთვის“.

33 წლის სირაძეს ჰყავს მეუღლე და 1 წლის ქალიშვილი.

მაიორის მეუღლე მარიკა ქავთარაძე, ხობის საკრებულოს წევრის ლევან ქავთარაძის ქალიშვილია. რამდენიმე დღის წინ, ქავთარაძის ხობში მდებარე სახლი გაქურდეს და როგორც საკრებულოს წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ქურდობა ღამით მოხდა, როცა ოჯახის წევრებს ეძინათ. მისივე თქმით, სახლიდან წაღებულია ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები.

ირაკლი ორქუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს