მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არხზე იქნება "ჩემი ცოლის დაქალები" და კიდევ ერთი სერიალი" - ახალი დეტალები ტელეკომპანია "ფორმულაზე", რომელსაც, სავარაუდოდ კეზერაშვილი დააფინანსებს
"არხზე იქნება "ჩემი ცოლის დაქალები" და კიდევ ერთი სერიალი" - ახალი დეტალები ტელეკომპანია "ფორმულაზე", რომელსაც, სავარაუდოდ კეზერაშვილი დააფინანსებს

ახა­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა", რო­მელ­საც "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი" ხსნის, მა­უ­წყებ­ლო­ბას ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყებს. რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ის მო­მა­ვალ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზუკა გუმ­ბა­რი­ძემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, მა­უ­წყებ­ლო­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას მათ დღეს მი­მარ­თეს.

გუმ­ბა­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ფორ­მუ­ლას“ მა­უ­წყებ­ლო­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გავ­რცელ­დე­ბა. ამას­თან, მისი ყუ­რე­ბა რო­გორც სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის, ისე სა­ტე­ლი­ტუ­რი და სტან­დარ­ტუ­ლი ან­ტე­ნე­ბი­თაც იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის წყა­როს, გუმ­ბა­რი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბა ინ­ვეს­ტო­რებ­თან ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ შო­რის, ერთ-ერთი თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლია.

"ახლა გავ­დი­ვართ ინ­ვეს­ტო­რებ­თან სა­ბო­ლოო დე­ტა­ლებს და ცოტა ხან­ში უფრო ღიად ვი­ტყვით, ვინ იქ­ნე­ბა. მათ შო­რის, ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ ამ თე­მა­ზე და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თა­ნაც გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ზუკა გუმ­ბა­რი­ძე გან­მარ­ტავს, რომ „ფორ­მუ­ლას“ კლა­სი­კუ­რი სა­ერ­თო მა­უ­წყებ­ლის ფორ­მა­ტი ექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ტე­ლე­ვი­ზიო პროგ­რა­მას მო­ი­ცავს.

"ეს იქ­ნე­ბა კლა­სი­კუ­რი სა­ერ­თო მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­დაც იქ­ნე­ბა ნი­უ­სის სეგ­მენ­ტი, თოქ-შო­უ­ე­ბი, გა­სარ­თო­ბი სეგ­მენ­ტი. იქ­ნე­ბა ჩვე­ნი­ვე, „ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" წარ­მო­ე­ბის სე­რი­ა­ლი - „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ და კი­დევ ერთი სე­რი­ა­ლი, რო­მე­ლიც ეთერ­ში და­ე­მა­ტე­ბა ამ წლის ბო­ლო­დან. ეს არის ახა­ლი სე­რი­ა­ლი, რომ­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­ის პრო­ცე­სიც და­წყე­ბუ­ლი გვაქვს და ცოტა ხან­ში გა­და­ღე­ბა­საც და­ვი­წყებთ", - გან­მარ­ტა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში "ფორ­მუ­ლას" მო­მა­ვალ­მა დი­რექ­ტორ­მა.

"ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძემ ახა­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შექ­მნის შე­სა­ხებ 1-ელ აგ­ვის­ტოს და­ა­ა­ნონ­სა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე კი, ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ფუძ­ნე­ბის სურ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პოს­ტში გა­ამ­ჟღავ­ნა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა.

"კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი" თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ქმნის ახალ მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მას. გვაქვს სურ­ვი­ლი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, შევ­ქმნათ ხა­რის­ხი­ა­ნი, უკომ­პრო­მი­სო, სან­დო, ოპე­რა­ტი­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბა, ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზია, სა­დაც ას­პა­რე­ზი და პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, პარ­ტი­ას და ჯგუფს, ვის­თვი­საც სუ­ლერ­თი არ არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი" - ნათ­ქვა­მი იყო "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"არხზე იქნება "ჩემი ცოლის დაქალები" და კიდევ ერთი სერიალი" - ახალი დეტალები ტელეკომპანია "ფორმულაზე", რომელსაც, სავარაუდოდ კეზერაშვილი დააფინანსებს

"არხზე იქნება "ჩემი ცოლის დაქალები" და კიდევ ერთი სერიალი" - ახალი დეტალები ტელეკომპანია "ფორმულაზე", რომელსაც, სავარაუდოდ კეზერაშვილი დააფინანსებს

ახალი ტელეკომპანია "ფორმულა", რომელსაც "ფორმულა კრეატივი" ხსნის, მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს. როგორც ტელევიზიის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, მაუწყებლობის ავტორიზაციის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მათ დღეს მიმართეს.

გუმბარიძის ინფორმაციით, „ფორმულას“ მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. ამასთან, მისი ყურება როგორც საკაბელო კომპანიების, ისე სატელიტური და სტანდარტული ანტენებითაც იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, გუმბარიძე განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ინვესტორებთან ახლაც მიმდინარეობს. მათ შორის, ერთ-ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

"ახლა გავდივართ ინვესტორებთან საბოლოო დეტალებს და ცოტა ხანში უფრო ღიად ვიტყვით, ვინ იქნება. მათ შორის, ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო, რომ ამ თემაზე დავით კეზერაშვილთანაც გვაქვს მოლაპარაკებები“, - აღნიშნა მან.

ზუკა გუმბარიძე განმარტავს, რომ „ფორმულას“ კლასიკური საერთო მაუწყებლის ფორმატი ექნება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო პროგრამას მოიცავს.

"ეს იქნება კლასიკური საერთო მაუწყებელი, სადაც იქნება ნიუსის სეგმენტი, თოქ-შოუები, გასართობი სეგმენტი. იქნება ჩვენივე, „ფორმულა კრეატივის" წარმოების სერიალი - „ჩემი ცოლის დაქალები“ და კიდევ ერთი სერიალი, რომელიც ეთერში დაემატება ამ წლის ბოლოდან. ეს არის ახალი სერიალი, რომლის რეპროდუქციის პროცესიც დაწყებული გვაქვს და ცოტა ხანში გადაღებასაც დავიწყებთ", - განმარტა AMBEBI.GE-სთან საუბარში "ფორმულას" მომავალმა დირექტორმა.

"ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებელმა ირაკლი საღინაძემ ახალი ტელეკომპანიის შექმნის შესახებ 1-ელ აგვისტოს დააანონსა. რამდენიმე საათით ადრე კი, ტელევიზიის დაფუძნების სურვილი "ფეისბუქის" პოსტში გაამჟღავნა ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა.

"კომპანია "ფორმულა კრეატივი" თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ქმნის ახალ მედიაპლატფორმას. გვაქვს სურვილი და ვალდებულება, შევქმნათ ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური მედია-საშუალება, ახალი ტელევიზია, სადაც ასპარეზი და პოზიციის გამოხატვის საშუალება ექნება ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, პარტიას და ჯგუფს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის განვითარებული და ცივილიზირებული მომავალი" - ნათქვამი იყო "ფორმულა კრეატივის" განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ