პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურიზმის მხარდასაჭერად "რომპეტროლ საქართველომ" 10 უცხოელ ბლოგერს და ჟურნალისტს უმასპინძლა
ტურიზმის მხარდასაჭერად "რომპეტროლ საქართველომ" 10 უცხოელ ბლოგერს და ჟურნალისტს უმასპინძლა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბის და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, "რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლო" რუ­მი­ნეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს, მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს დგამს.

„რომ­პეტ­რო­ლის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­მი­ნუ­ლი და ყა­ზა­ხუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის 10 ჟურ­ნა­ლის­ტი, მოგ­ზა­უ­რი და ბიზ­ნეს ბლო­გე­რი ჩა­მო­ვი­და. უცხო­ელ­მა სტუმ­რებ­მა თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი უბ­ნე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, ეს­ტუმრნენ კა­ხეთს, და­ა­გე­მოვ­ნეს უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და ღვი­ნო და გა­ეც­ნენ ქარ­თულ კულ­ტუ­რას.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, პრეს-ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი, რუ­მი­ნე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი რადუ-ლი­ვიუ ჰო­რუმ­ბა, ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი ბა­ურ­ჟან მუ­ხა­მე­ჯა­ნო­ვი და “რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლოს” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ზა­მან­ბეკ მირ­ზა­ი­ა­ნო­ვიც შეხ­ვდნენ.

„ტუ­რის­ტუ­ლი დარ­გის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ უფრო მეტი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და იმე­დი გვაქვს “რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლოს” ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა კი­დევ უფრო მე­ტად გაზ­რდის ტუ­რის­ტულ ნა­კადს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მცი­რე­ო­დენ წვლილს შე­ი­ტანს ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.“ - გა­ნა­ცხა­და „რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ზა­მან­ბეკ მირ­ზა­ი­ა­ნოვ­მა.

შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რომ ყა­ზა­ხეთ­სა და რუ­მი­ნეთ­ში ხალ­ხს გა­ვაც­ნოთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ტე­ბი და პო­ტენ­ცი­ა­ლი, ნათ­ლად და­ვა­ნა­ხოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის უსაფრ­თხო ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ კერ­ძო სექ­ტორ­თან ერ­თად, ამ შემ­თხვე­ვა­ში „რომ­პეტ­როლ­თან“ ერ­თად ვმას­პინ­ძლობთ წამ­ყვან რუ­მი­ნელ და ყა­ზახ ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ბლო­გე­რებს. მათ ვაჩ­ვე­ნებთ, თუ რო­გო­რი ლა­მა­ზია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და რამ­ხე­ლა ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ოთხსე­ზო­ნი­ან ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რო­გორც ყა­ზა­ხეთ­ში ასე­ვე რუ­მი­ნეთ­ში ხალ­ხს გა­ვაც­ნოთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ტე­ბი და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნე­ო­ბე­ბი“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა.

ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რით მო­ხიბ­ლუ­ლი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით სავ­სე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ბლო­გე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან უკვე გა­ემ­გზავრნენ. ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უცხო­ურ მე­დი­ა­ში გა­სა­შუ­ქებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლურ რე­პორ­ტა­ჟებს და სტა­ტი­ებს მო­ამ­ზა­დე­ბენ.

„რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლო“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ „KMG International”-ის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის 11 ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რი­რებს და ეწე­ვა ისეთ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­გო­რი­ცაა ვაჭ­რო­ბა, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა, სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბა, მარ­კე­ტინ­გი და ნავ­თო­ბის ინ­დუსტრი­ის სხვა სერ­ვი­სე­ბი.

ამა­ვე ჯგუ­ფის მფლო­ბე­ლო­ბა­შია სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და შავი ზღვის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ნავ­თო­ბა­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა „პეტ­რო­მი­დია“, რო­მე­ლიც რუ­მი­ნე­თის ქა­ლაქ ნო­ვო­დარ­ში მდე­ბა­რე­ობს და რო­მე­ლიც რომ­პეტ­როლს ევრო 5 სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვით ამა­რა­გებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ტურიზმის მხარდასაჭერად "რომპეტროლ საქართველომ" 10 უცხოელ ბლოგერს და ჟურნალისტს უმასპინძლა

ტურიზმის მხარდასაჭერად "რომპეტროლ საქართველომ" 10 უცხოელ ბლოგერს და ჟურნალისტს უმასპინძლა

საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის და პოპულარიზაციის მიზნით, "რომპეტროლ საქართველო" რუმინეთში, ყაზახეთსა და ყველა იმ ქვეყანაში სადაც კომპანია ოპერირებს, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

„რომპეტროლის“ ორგანიზებით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში რუმინული და ყაზახური გამომცემლობების 10 ჟურნალისტი, მოგზაური და ბიზნეს ბლოგერი ჩამოვიდა. უცხოელმა სტუმრებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს, ესტუმრნენ კახეთს, დააგემოვნეს უნიკალური ქართული სამზარეულო და ღვინო და გაეცნენ ქართულ კულტურას.

ვიზიტის ფარგლებში, პრეს-ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი და “რომპეტროლ საქართველოს” გენერალური დირექტორი ზამანბეკ მირზაიანოვიც შეხვდნენ.

„ტურისტული დარგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია და იმედი გვაქვს “რომპეტროლ საქართველოს” ეს ინიციატივა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ტურისტულ ნაკადს საქართველოში და მცირეოდენ წვლილს შეიტანს ქართული ეკონომიკის განვითარებაში.“ - განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაიანოვმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ყაზახეთსა და რუმინეთში ხალხს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტები და პოტენციალი, ნათლად დავანახოთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული მიმართულება.

„მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთად, ამ შემთხვევაში „რომპეტროლთან“ ერთად ვმასპინძლობთ წამყვან რუმინელ და ყაზახ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს. მათ ვაჩვენებთ, თუ როგორი ლამაზია ჩვენი ქვეყანა და რამხელა ტურისტული პოტენციალი გააჩნია საქართველოს, როგორც ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ყაზახეთში ასევე რუმინეთში ხალხს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტები და ღირსშესანიშნეობები“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქართული კულტურით მოხიბლული და შთაბეჭდილებებით სავსე ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოდან უკვე გაემგზავრნენ. ტურის მონაწილეები უცხოურ მედიაში გასაშუქებლად საქართველოს შესახებ სპეციალურ რეპორტაჟებს და სტატიებს მოამზადებენ.

„რომპეტროლ საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ „KMG International”-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და ეწევა ისეთ საქმიანობას, როგორიცაა ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები.

ამავე ჯგუფის მფლობელობაშია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული ყველაზე მსხვილი და ულტრათანამედროვე ნავთობაგადამამუშავებელი ქარხანა „პეტრომიდია“, რომელიც რუმინეთის ქალაქ ნოვოდარში მდებარეობს და რომელიც რომპეტროლს ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის საწვავით ამარაგებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"