Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი შენდება -  "ეს იქნება უმოკლეს ვადებში"
რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი შენდება -  "ეს იქნება უმოკლეს ვადებში"

ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­პირ­დით, რომ ძი­რი­თად, კრი­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და­ვას­რუ­ლებთ 2022 წლის ჩათ­ვლით, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას იმ ორ ძი­რი­თად ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მისი თქმით, ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. ესე­ნია - რი­კო­თის უღელ­ტე­ხი­ლი­სა და კობი-გუ­და­უ­რის ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლე­ბი. მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო დიდი ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი უკვე მო­ზი­დუ­ლია.

„ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­პირ­დით, რომ ძი­რი­თად, კრი­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და­ვას­რუ­ლებთ 2022 წლის ჩათ­ვლით. ეს არის მარ­თლაც ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბი. პირ­ვე­ლი - ეს არის ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლი რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე. ეს არის ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბა. მას­ში ძა­ლი­ან დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გვექ­ნე­ბა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ და ეს იქ­ნე­ბა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში. ყვე­ლას, ვინც აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და­სავ­ლე­თის­კენ გა­და­ად­გილ­დე­ბა, შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ი­ნა­ხოს ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი.

ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხელი მო­ე­წე­რე­ბა და წლის ბო­ლომ­დე და­ი­წყე­ბა მე­ო­რე ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი - ეს არის კობი-გუ­და­უ­რის ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლი. ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გრძე­ლი გვი­რა­ბის მქო­ნე მა­გის­ტრა­ლი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბა ევ­რო­პა­ში. მას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც უკვე მო­ზი­დუ­ლი და ხელ­მო­წე­რი­ლია.

რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა გვქონ­დეს, რა და­მა­ტე­ბით ეკო­ნო­მი­კურ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ეს ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თი იყო შარ­შან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი - ახა­ლი სა­ბა­გი­რო, რო­მელ­მაც კობი გუ­და­ურს და­უ­კავ­ში­რა. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ კობი გა­ცო­ცხლდა. ასეთ­მა პრო­ექ­ტმა სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, რომ მა­გა­ლი­თად, თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში ახა­ლი დი­ნა­მი­კა შეგ­ვე­ტა­ნა. ეს არის ორი­ენ­ტი­რი, რო­გორ უნდა გან­ვა­ვი­თა­როთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კა,“ - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი შენდება -  "ეს იქნება უმოკლეს ვადებში"

რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი შენდება -  "ეს იქნება უმოკლეს ვადებში"

ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას იმ ორ ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ისტორიული მნიშვნელობისაა. ესენია - რიკოთის უღელტეხილისა და კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალები. მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო დიდი ფინანსური ინვესტიციები უკვე მოზიდულია.

„ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტები. პირველი - ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა. მასში ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებთ და ეს იქნება უმოკლეს ვადებში. ყველას, ვინც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაადგილდება, შეუძლია საკუთარი თვალით დაინახოს ინტენსიური მუშაობის პროცესი.

ასევე, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული პროექტი - ეს არის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე მაგისტრალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. მას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები, რომელიც უკვე მოზიდული და ხელმოწერილია.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რა დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს. ამის კარგი მაგალითი იყო შარშან განხორციელებული პროექტი - ახალი საბაგირო, რომელმაც კობი გუდაურს დაუკავშირა. შედეგად მივიღეთ ის, რომ კობი გაცოცხლდა. ასეთმა პროექტმა საშუალება მოგვცა, რომ მაგალითად, თრუსოს ხეობაში ახალი დინამიკა შეგვეტანა. ეს არის ორიენტირი, როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოში ეკონომიკა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ