საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომელთა პოვნა AMBEBI.GE-ის მკითხველებმა გვთხოვეს - გაიგე მეტი შენი წინაპრის შესახებ
ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომელთა პოვნა AMBEBI.GE-ის მკითხველებმა გვთხოვეს - გაიგე მეტი შენი წინაპრის შესახებ

AMBEBI.GE აგ­რძე­ლებს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მო­ძი­ე­ბას. ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალს ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის კო­მენ­ტა­რებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას გვთხო­ვენ.

გთა­ვა­ზობთ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ და მათ­მა შთა­მო­მავ­ლებ­მა AMBEBI.GE-ს სტა­ტი­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში ითხო­ვეს წი­ნაპ­რე­ბის მო­ძებ­ნა:

მი­ხე­ილ ზა­ხა­რის ძე ბე­რი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1898 წელს ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩუნ­ჩხა­ში. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 25 დე­კემ­ბერს. მისი საფ­ლა­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ოჯა­ხის მო­თხოვ­ნის შემ­დეგ.

ვა­სი­ლი ლონ­გი­ნო­ზის ძე ინა­სა­რი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბა­რა­ლეთ­ში. და­ი­ღუ­პა 1945 წლის 8 თე­ბერ­ვალს პო­ლო­ნეთ­ში, კა­ტო­ვი­ცა­ში. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია სო­ფელ მეშ­ნას სამ­ხედ­რო სა­საფ­ლა­ო­ზე.

ვა­სი­ლი ალექ­სან­დრეს ძე ინა­სა­რი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს, ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნის სო­ფელ­ში. და­ი­ღუ­პა პო­ლო­ნეთ­ში. ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში საფ­ლა­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­ზუს­ტე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ვა­სი­ლი ეფ­რე­მის ძე ინა­სა­რი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს, სო­ფელ გო­ბე­რეთ­ში. და­ი­ღუ­პა როს­ტო­ვის ოლ­ქში, ხუ­ტორ პავ­ლოვ­კა­ში 1942 წლის 1 აპ­რილს.

სე­მი­ონ ივა­ნეს ძე მაზ­მიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წელს, ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნის სო­ფელ­ში. 1942 წელს ტყვედ ჩა­ვარ­და ქერჩში, სა­დაც ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით 1944 წლის 27 იან­ვრამ­დე იყო.

მი­ტუ­შა (მი­როშ) შა­დი­მა­ნის ძე ბე­რი­ძე - და­ი­ღუ­პა 1944 წლის 24 თე­ბერ­ვალს ომში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად.

სი­მონ სო­ლო­მო­ნის ძე მაზ­მიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1907 წელს ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მთის­ძირ­ში, მე­უღ­ლე სარა სტე­ფა­ნეს ასუ­ლი. და­ი­ღუ­პა 1942 წლის იან­ვარ­ში.

სე­მი­ონ მატ­ვე­ის ძე მაზ­მიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი სო­ფელ კა­რა­ლეთ­ში, მე­უღ­ლე ანა თე­ო­დო­რეს ასუ­ლი. და­ი­ღუ­პა ყი­რიმ­ში.

აჰ­მედ მუს­ტა­ფას ძე ბა­კუ­რა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს, ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ონ­ში, ორ­თა­ბამ­თუ­მის თე­მის სო­ფე­ლი აგა­რა­ში. მე­უღ­ლე მერი ჰა­სა­ნის ასუ­ლი. და­ი­ღუ­პა 1942 წლის მა­ის­ში.

ლადო გი­ორ­გის ძე ჟი­ვი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1907 წელს ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცხა­ვატ­ში. ორ­ლოვ­სკის ოლ­ქში მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლე­ბი­სას, გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ და­დე­ბულ ნაღ­მზე აფეთ­ქდა.

მი­ხე­ილ სამ­სო­ნის ძე ბე­რი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს სო­ფელ მუ­დუ­ჟა­ი­ა­ში (სა­ვა­რა­უ­დოდ, შეც­დო­მი­თაა ჩა­ნიშ­ნუ­ლი). ტყვედ ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, 1944 წლის 28 ნო­ემ­ბერს გა­თა­ვი­სუფ­ლდა, თუმ­ცა, მა­ლე­ვე აღ­მოჩ­ნდა Штрафбат-ში - სა­ჯა­რი­მო ბა­ტა­ლი­ონ­ში, სა­დაც საბ­ჭო­თა ოფიც­რე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი უმ­ცი­რე­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვი­საც კი იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს. ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მე­ომ­რე­ბის­თვის იქ უმ­ძი­მე­სი პი­რო­ბე­ბი იყო.

სა­ჯა­რი­მო ბა­ტა­ლი­ო­ნებ­ში და ასე­უ­ლებ­ში, 490 000-ზე მეტ საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს მო­უ­წია ყოფ­ნა. მათი უმე­ტე­სო­ბა და­ი­ღუ­პა. ცო­ცხა­ლი ძა­ლის და­ნა­კარ­გი Штрафбат-ში ხუთ-ექ­ვსჯერ სჭარ­ბობ­და ჯა­რის სხვა ნა­წი­ლე­ბის და­ნა­კარგს... გერ­მა­ნელ­თა ტყვე­ო­ბას გა­დარ­ჩე­ნი­ლი მი­ხე­ილ ბე­რი­ძე საბ­ჭო­თა Штрафбат-ს გა­და­ურ­ჩა და 1944 წლის 25 ნო­ემ­ბერს უნ­გრეთ­ში, ომში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია ქა­ლაქ პი­უშ­პე­კა­დან­ში, გიმ­ნა­ზი­ის ეზო­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზ დიმიტრის ძე ...
0

ნიკოლოზ დიმიტრის ძე მძინარაშვილი გორის რაიონი სიფ.დიცი

1945 წ დაიღუპა გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია მის შესახებ გმადლობთ

მაია
0

განარჯობა ჩემი დიდი ბაბუა(წინაპარი)დაღუპულია ომში და ვერ მივაკვლიეთ მასალებს ვერსად იქნებ თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ,მადლობა წინასწან და ბოდიში.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომელთა პოვნა AMBEBI.GE-ის მკითხველებმა გვთხოვეს - გაიგე მეტი შენი წინაპრის შესახებ

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომელთა პოვნა AMBEBI.GE-ის მკითხველებმა გვთხოვეს - გაიგე მეტი შენი წინაპრის შესახებ

AMBEBI.GE აგრძელებს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების მონაცემების მოძიებას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩვენი მკითხველის კომენტარებს, რომლებიც თავიანთი წინაპრებისა და ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას გვთხოვენ.

გთავაზობთ, იმ ადამიანების მონაცემებს, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ და მათმა შთამომავლებმა AMBEBI.GE-ს სტატიების კომენტარებში ითხოვეს წინაპრების მოძებნა:

მიხეილ ზახარის ძე ბერიძე - დაბადებული 1898 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხაში. დაიღუპა 1942 წლის 25 დეკემბერს. მისი საფლავის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ოჯახის მოთხოვნის შემდეგ.

ვასილი ლონგინოზის ძე ინასარიძე - დაბადებული 1924 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში. დაიღუპა 1945 წლის 8 თებერვალს პოლონეთში, კატოვიცაში. დასაფლავებულია სოფელ მეშნას სამხედრო სასაფლაოზე.

ვასილი ალექსანდრეს ძე ინასარიძე - დაბადებული 1920 წელს, ასპინძის რაიონის სოფელში. დაიღუპა პოლონეთში. ოჯახის წევრების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში საფლავის ადგილსამყოფელის დაზუსტება შესაძლებელია.

ვასილი ეფრემის ძე ინასარიძე - დაბადებული 1910 წელს, სოფელ გობერეთში. დაიღუპა როსტოვის ოლქში, ხუტორ პავლოვკაში 1942 წლის 1 აპრილს.

სემიონ ივანეს ძე მაზმიშვილი - დაბადებული 1922 წელს, ასპინძის რაიონის სოფელში. 1942 წელს ტყვედ ჩავარდა ქერჩში, სადაც ბოლო მონაცემებით 1944 წლის 27 იანვრამდე იყო.

მიტუშა (მიროშ) შადიმანის ძე ბერიძე - დაიღუპა 1944 წლის 24 თებერვალს ომში მიღებული ჭრილობების შედეგად.

სიმონ სოლომონის ძე მაზმიშვილი - დაბადებული 1907 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ მთისძირში, მეუღლე სარა სტეფანეს ასული. დაიღუპა 1942 წლის იანვარში.

სემიონ მატვეის ძე მაზმიშვილი - დაბადებული სოფელ კარალეთში, მეუღლე ანა თეოდორეს ასული. დაიღუპა ყირიმში.

აჰმედ მუსტაფას ძე ბაკურაძე - დაბადებული 1910 წელს, ხელვაჩაურის რაიონში, ორთაბამთუმის თემის სოფელი აგარაში. მეუღლე მერი ჰასანის ასული. დაიღუპა 1942 წლის მაისში.

ლადო გიორგის ძე ჟივიძე - დაბადებული 1907 წელს ახალგორის რაიონის სოფელ ცხავატში. ორლოვსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებისას, გერმანელების მიერ დადებულ ნაღმზე აფეთქდა.

მიხეილ სამსონის ძე ბერიძე - დაბადებული 1920 წელს სოფელ მუდუჟაიაში (სავარაუდოდ, შეცდომითაა ჩანიშნული). ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, 1944 წლის 28 ნოემბერს გათავისუფლდა, თუმცა, მალევე აღმოჩნდა Штрафбат-ში - საჯარიმო ბატალიონში, სადაც საბჭოთა ოფიცრები და ჯარისკაცები უმცირესი დანაშაულისთვისაც კი იხდიდნენ სასჯელს. ტყვეობიდან გათავისუფლებული მეომრებისთვის იქ უმძიმესი პირობები იყო.

საჯარიმო ბატალიონებში და ასეულებში, 490 000-ზე მეტ საბჭოთა სამხედრო მოსამსახურეს მოუწია ყოფნა. მათი უმეტესობა დაიღუპა. ცოცხალი ძალის დანაკარგი Штрафбат-ში ხუთ-ექვსჯერ სჭარბობდა ჯარის სხვა ნაწილების დანაკარგს... გერმანელთა ტყვეობას გადარჩენილი მიხეილ ბერიძე საბჭოთა Штрафбат-ს გადაურჩა და 1944 წლის 25 ნოემბერს უნგრეთში, ომში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. დაკრძალულია ქალაქ პიუშპეკადანში, გიმნაზიის ეზოში.