პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი მილიარდერი, რომელიც არასრულწლოვან გოგონებს სექსისთვის ფულს უხდიდა, ციხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს
ამერიკელი მილიარდერი, რომელიც არასრულწლოვან გოგონებს სექსისთვის ფულს უხდიდა, ციხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ამე­რი­კე­ლი ფი­ნან­სის­ტი ჯეფ­რი ეპშ­ტე­ი­ნი სა­კან­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მი­ლი­არ­დერს ბრა­ლად არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებ­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირ­ში ედე­ბო­და. „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ ეპშ­ტე­ი­ნი ცი­ხის დაც­ვას ჩა­მომ­ხრჩვა­ლი დახ­ვდა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გული გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, პა­ტი­მა­რი სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტში მა­ინც გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ეპშ­ტე­ინ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა გა­სულ თვე­საც სცა­და, რის გა­მოც მის სა­კან­ში სხვა პა­ტი­მა­რი შე­იყ­ვა­ნეს და ცი­ხის დაც­ვა ყო­ველ 30 წუთ­ში ამოწ­მებ­და. შა­ბათ დი­ლას ის მარ­ტო დარ­ჩა და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

66 წლის მი­ლი­არ­დერს 45 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. სექს-ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით ეპშ­ტე­ი­ნი 6 ივ­ლისს და­ა­პა­ტიმ­რეს. ბრალ­დე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2002-2005 წლებ­ში არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებს ფულს უხ­დი­და და მათ­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს ამ­ყა­რებ­და. მი­ლი­არ­დე­რი მათ ნიუ-იორკსა და ფლო­რი­და­ში მდე­ბა­რე სახ­ლებ­ში ეპა­ტი­ჟე­ბო­და.

გო­გო­ნებს, რომ­ლებს შო­რი­საც 14 წლის მო­ზარ­დე­ბიც იყ­ვნენ, ეპშ­ტე­ი­ნი სექ­სის­თვის ასო­ბით დო­ლარს უხ­დი­და. მი­ლი­არ­დე­რი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფ­და.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტე­ბის უამ­რა­ვი ფურ­ცე­ლი გა­სა­ჯა­როვ­და. ბევრ სხვა ამ­ბავ­თან ერ­თად ცნო­ბი­ლი გახ­და ერთ-ერთი ქა­ლის ის­ტო­რი­აც, რო­მე­ლიც აი­ძუ­ლეს, სექ­სი ეპშ­ტე­ი­ნის გავ­ლე­ნი­ან მე­გობ­რებ­თან ჰქო­ნო­და.

დო­კუ­მენ­ტებ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებს, მათ შო­რის მისი ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი ქალი, გის­ლე­ინ მაქსვე­ლი.

ეპშ­ტე­ი­ნის ერთ-ერთი სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი ვირ­ჯი­ნია ჯი­უფ­რი ამ­ბობს, რომ 15 წლის იყო, რო­დე­საც მაქსველ­მა ის მა­სა­ჟის­ტად მო­ამ­ზა­და. იმა­ვე დო­კუ­მენ­ტში ჯი­უფ­რი ამ­ტკი­ცებს, რომ მაქსველ­მა მას პრინ­ცი ენ­დრიუ გა­აც­ნო და გო­გო­ნას უბიძ­გა, პრინცთან სექი ჰქო­ნო­და.

ინ­ფორ­მა­ცია სას­ტი­კად უარ­ყო ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლემ, ბრალ­დე­ბას არც მაქსვე­ლი ადას­ტუ­რებს.

ჯეფ­რი ეპშ­ტე­ი­ნი და პრინ­ცი ენ­დრიუ

ვინ იყო ჯეფ­რი ეპშ­ტე­ი­ნი?

ნიუ-იორკში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ეპშ­ტე­ი­ნი 1970-იან წლებ­ში მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფი­ნან­სის­ტო­ბას მიჰ­ყო ხელი და სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია J Epstein and Co და­ა­არ­სა.

კომ­პა­ნია გა­ნა­გებ­და კლი­ენ­ტე­ბის აქ­ტი­ვებს, რომ­ლე­ბის ქო­ნე­ბაც 1 მი­ლი­არდ დო­ლარს აჭარ­ბებ­და. ეპშ­ტე­ინ­მა გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სო­ლი­დუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა, მათ შო­რის - ვილა ფლო­რი­და­ში, რან­ჩო ნიუ-მექ­სი­კო­ში და უზარ­მა­ზა­რი ბინა ნიუ-იორკში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ფი­ნან­სის­ტის ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ არ არ­სე­ბობს. მის გავ­ლე­ნი­ან მე­გობ­რებს შო­რის იყ­ვნენ დო­ნალდ ტრამ­პი, ბილ კლინ­ტო­ნი, პრინ­ცი ენ­დრიუ, მსა­ხი­ო­ბი კე­ვინ სპე­ი­სი.

თავ­და­პირ­ვე­ლად ეპშ­ტე­ი­ნი მისი ერთ-ერთი მსხვერ­პლის, 14 წლის გო­გო­ნას მშობ­ლებ­მა ამ­ხი­ლეს - 2005 წელს მათ პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ არას­რულ­წლო­ვან­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი ფი­ნან­სის­ტმა პალმ ბიჩ­ზე მდე­ბა­რე სახ­ლში და­ამ­ყა­რა. პო­ლი­ცი­ამ სახ­ლი გა­ჩხრი­კა და გო­გო­ნე­ბის ფო­ტო­ებს მი­აკ­ვლია. თუმ­ცა პრო­კუ­რო­რებ­მა 2008 წელს ეპშ­ტე­ინ­თან შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მეს და ფი­ნან­სის­ტმა პა­ტიმ­რო­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა შეძ­ლო. გა­სულ წელს პე­დო­ფი­ლი­ის დე­ტა­ლე­ბი გა­სა­ჯა­როვ­და და ივ­ლის­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეპშ­ტე­ი­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს.

ავტორი:

ამერიკელი მილიარდერი, რომელიც არასრულწლოვან გოგონებს სექსისთვის ფულს უხდიდა, ციხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ამერიკელი მილიარდერი, რომელიც არასრულწლოვან გოგონებს სექსისთვის ფულს უხდიდა, ციხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი საკანში გარდაცვლილი იპოვეს. მილიარდერს ბრალად არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალურ კავშირში ედებოდა. „დეილი მეილი“ წერს, რომ ეპშტეინი ციხის დაცვას ჩამომხრჩვალი დახვდა. იმის მიუხედავად, რომ გული გაჩერებული იყო, პატიმარი სამედიცინო პუნქტში მაინც გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეპშტეინმა თვითმკვლელობა გასულ თვესაც სცადა, რის გამოც მის საკანში სხვა პატიმარი შეიყვანეს და ციხის დაცვა ყოველ 30 წუთში ამოწმებდა. შაბათ დილას ის მარტო დარჩა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

66 წლის მილიარდერს 45 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით ეპშტეინი 6 ივლისს დააპატიმრეს. ბრალდების ინფორმაციით, 2002-2005 წლებში არასრულწლოვან გოგონებს ფულს უხდიდა და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. მილიარდერი მათ ნიუ-იორკსა და ფლორიდაში მდებარე სახლებში ეპატიჟებოდა.

გოგონებს, რომლებს შორისაც 14 წლის მოზარდებიც იყვნენ, ეპშტეინი სექსისთვის ასობით დოლარს უხდიდა. მილიარდერი ბრალდებებს უარყოფდა.

მისი გარდაცვალების წინა დღეს სასამართლო დოკუმენტების უამრავი ფურცელი გასაჯაროვდა. ბევრ სხვა ამბავთან ერთად ცნობილი გახდა ერთ-ერთი ქალის ისტორიაც, რომელიც აიძულეს, სექსი ეპშტეინის გავლენიან მეგობრებთან ჰქონოდა.

დოკუმენტებში ბევრი ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის მისი ყოფილი მეგობარი ქალი, გისლეინ მაქსველი.

ეპშტეინის ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლი ვირჯინია ჯიუფრი ამბობს, რომ 15 წლის იყო, როდესაც მაქსველმა ის მასაჟისტად მოამზადა. იმავე დოკუმენტში ჯიუფრი ამტკიცებს, რომ მაქსველმა მას პრინცი ენდრიუ გააცნო და გოგონას უბიძგა, პრინცთან სექი ჰქონოდა.

ინფორმაცია სასტიკად უარყო ბუკინგემის სასახლემ, ბრალდებას არც მაქსველი ადასტურებს.

ჯეფრი ეპშტეინი და პრინცი ენდრიუ

ვინ იყო ჯეფრი ეპშტეინი?

ნიუ-იორკში დაბადებული და გაზრდილი ეპშტეინი 1970-იან წლებში მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა, მოგვიანებით კი ფინანსისტობას მიჰყო ხელი და საკუთარი კომპანია J Epstein and Co დააარსა.

კომპანია განაგებდა კლიენტების აქტივებს, რომლების ქონებაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ეპშტეინმა გამომუშავებული სოლიდური ანაზღაურებით დიდი ოდენობით უძრავი ქონება შეიძინა, მათ შორის - ვილა ფლორიდაში, რანჩო ნიუ-მექსიკოში და უზარმაზარი ბინა ნიუ-იორკში.

ოფიციალური ინფორმაცია ფინანსისტის ქონების შესახებ არ არსებობს. მის გავლენიან მეგობრებს შორის იყვნენ დონალდ ტრამპი, ბილ კლინტონი, პრინცი ენდრიუ, მსახიობი კევინ სპეისი.

თავდაპირველად ეპშტეინი მისი ერთ-ერთი მსხვერპლის, 14 წლის გოგონას მშობლებმა ამხილეს - 2005 წელს მათ პოლიციას განუცხადეს, რომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი ფინანსისტმა პალმ ბიჩზე მდებარე სახლში დაამყარა. პოლიციამ სახლი გაჩხრიკა და გოგონების ფოტოებს მიაკვლია. თუმცა პროკურორებმა 2008 წელს ეპშტეინთან შეთანხმება გააფორმეს და ფინანსისტმა პატიმრობის თავიდან არიდება შეძლო. გასულ წელს პედოფილიის დეტალები გასაჯაროვდა და ივლისში სამართალდამცველებმა ეპშტეინი დააპატიმრეს.

"არ ვიცი დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური  კომენტარი ოპრასთან

კორონავირუსის გამოსავლენი ანალური ტესტი ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს - იაპონიის მთავრობა ჩინეთს ანალური ტესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

"ვიწვევ ოპოზიციას, მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით" - ნიკოლ ფაშინიანი