საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იზრუნე ჯანმრთელ გარემოზე" - კამპანია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ
"იზრუნე ჯანმრთელ გარემოზე" - კამპანია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 90% სუნ­თქავს და­ბინ­ძუ­რე­ბულ ჰა­ერს, ყო­ველ­წლი­უ­რად 7 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნის ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლი კი გა­მოწ­ვე­უ­ლია და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რით. მათი 8.5% კი 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ზე მო­დის.

ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­როა ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებ­ში საწ­ვა­ვის და ნარ­ჩე­ნე­ბის წვა, ქვა­ნახ­შირ­ზე მო­მუ­შა­ვე ელექტრო­სად­გუ­რე­ბი და სამ­რეწ­ვე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი.

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის, იგი ზრდის ფილ­ტვის კი­ბოს, ქვე­და სა­სუნ­თქი გზე­ბის, თა­ვის ტვი­ნი­სა და გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს.

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის დონე მა­ღა­ლია, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ზო­გა­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 15-20%-ით აჭარ­ბებს შე­და­რე­ბით სუფ­თა ჰა­ე­რის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში ფიქ­სი­რე­ბულ ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს.

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში 3 მი­ლი­არდ ადა­მი­ან­ზე მეტი საჭ­მლის მო­სამ­ზა­დებ­ლად, გა­სათ­ბო­ბად და გა­ნა­თე­ბი­სათ­ვის იყე­ნებს საწ­ვავს, რო­გო­რი­ცაა შეშა და ნავ­თი, რაც შე­ნო­ბის შიდა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ წყა­როს წარ­მო­ად­გენს, ამ შემ­თხვე­ვა­თა უმე­ტე­სო­ბა გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა.

ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა შე­ნო­ბის შიდა ჰა­რის და­ბინ­ძუ­რე­ბით!

შე­ნო­ბის შიდა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბის­თვის, გა­სათ­ბო­ბად ან სი­ნათ­ლის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ ელექტრო­ე­ნერ­გია, ბუ­ნებ­რი­ვი აირი, ბი­ო­გა­ზი ან მზის ღუ­მე­ლე­ბი, ხოლო შე­შის ან ნავ­თის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოთა­ხი კარ­გად ნი­ავ­დე­ბო­დეს ან შე­ნო­ბა­ში იყოს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის კვლე­ვის კავ­ში­რის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი „იზ­რუ­ნე ჯან­მრთელ გა­რე­მო­ზე“, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნია facebook-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ხე­ლით „და­ი­ცა­ვი გა­რე­მო • Protect Environment”.

აღ­ნიშ­ნულ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე ქვეყ­ნდე­ბა სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და ტყვი­ით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას­თან ბრძო­ლის ხერ­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე და­გეგ­მი­ლია პირ­და­პი­რი ჩარ­თვე­ბის და ონ­ლა­ინ გა­მო­კი­თხვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე.

პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ხის შეხ­ვედ­რე­ბი სკო­ლებ­თან და სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, მშობ­ლებ­თან და ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ან/და ტყვი­ის შე­საძ­ლო წყა­რო­ე­ბის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტის მწარ­მო­ებ­ლებ­თან და იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"იზრუნე ჯანმრთელ გარემოზე" - კამპანია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

"იზრუნე ჯანმრთელ გარემოზე" - კამპანია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დაბინძურებული ჰაერი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 90% სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს, ყოველწლიურად 7 მილიონამდე ადამიანის ნაადრევი სიკვდილი კი გამოწვეულია დაბინძურებული ჰაერით. მათი 8.5% კი 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროა ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები, საყოფაცხოვრებო პირობებში საწვავის და ნარჩენების წვა, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები და სამრეწველო საქმიანობები.

დაბინძურებული ჰაერი დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმისათვის, იგი ზრდის ფილტვის კიბოს, ქვედა სასუნთქი გზების, თავის ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ქვეყნებში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 15-20%-ით აჭარბებს შედარებით სუფთა ჰაერის მქონე ქვეყნებში ფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 3 მილიარდ ადამიანზე მეტი საჭმლის მოსამზადებლად, გასათბობად და განათებისათვის იყენებს საწვავს, როგორიცაა შეშა და ნავთი, რაც შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს, ამ შემთხვევათა უმეტესობა განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება.

ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი იღუპება შენობის შიდა ჰარის დაბინძურებით!

შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახლის პირობებში საჭმლის მომზადებისთვის, გასათბობად ან სინათლისთვის გამოვიყენოთ ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ბიოგაზი ან მზის ღუმელები, ხოლო შეშის ან ნავთის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ოთახი კარგად ნიავდებოდეს ან შენობაში იყოს დამონტაჟებული ვენტილაციის სისტემა.

საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის მიერ ხორციელდება პროექტი „იზრუნე ჯანმრთელ გარემოზე“, სადაც მიმდინარეობს საგანმანათლებლო კამპანია facebook-ის საშუალებით, სახელით „დაიცავი გარემო • Protect Environment”.

აღნიშნულ ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება სასარგებლო ინფორმაცია ჰაერის დაბინძურებასთან და ტყვიით ინტოქსიკაციასთან ბრძოლის ხერხებთან დაკავშირებით, ასევე დაგეგმილია პირდაპირი ჩართვების და ონლაინ გამოკითხვების განხორციელება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

პროექტის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა სახის საინფორმაციო და საგანმანათლებლო სახის შეხვედრები სკოლებთან და სააღმზრდელო დაწესებულებებთან, მშობლებთან და ჰაერის დაბინძურების ან/და ტყვიის შესაძლო წყაროების შემცველი პროდუქტის მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი