პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ, "მწვანე ბარათის" მიღების პირობები მკაცრდება
აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ, "მწვანე ბარათის" მიღების პირობები მკაცრდება

აშშ-ში მცხოვ­რე­ბი მიგ­რან­ტე­ბის­თვის ვი­ზის გაგ­რძე­ლე­ბი­სა და მუდ­მი­ვი ცხოვ­რე­ბის სტა­ტუ­სის („მწვა­ნე ბა­რა­თის“) მი­ღე­ბის პი­რო­ბე­ბი მკაცრ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ბი­ბი­სი“ იუ­წყე­ბა.

ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ წა­რად­გი­ნა ახა­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ოქ­ტომ­ბერს შევა და რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, იმ აპ­ლი­კან­ტებს, რომ­ლე­ბიც ერთ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს­გან გარ­კვე­უ­ლი სა­ხის სო­ცი­ა­ლურ შე­ღა­ვა­თებს იღე­ბენ, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თაც საკ­ვე­ბი­თა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით დახ­მა­რე­ბა, ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ შე­საძ­ლოა ვი­ზის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე ან მწვა­ნე ბა­რა­თის მი­ღე­ბა­ზე უარი უთხრას.

ახა­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც Public charge rule-ის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, Federal Register-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. შე­ნიშ­ვნებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ცვლი­ლე­ბა იმიგ­რან­ტებს უფრო „და­მო­უ­კი­დე­ბელს“ გახ­დის, ისი­ნი „სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ რე­სურ­სებ­ზე კი აღარ იქ­ნე­ბი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არა­მედ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლე­ბებს, ოჯა­ხის რე­სურ­სებს, სპონ­სო­რებს და კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და­ეყ­რდნო­ბი­ან.“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ში 22 მი­ლი­ო­ნი ლე­გა­ლუ­რი მიგ­რან­ტი ცხოვ­რობს, რომ­ლებ­საც აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ.

სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კა­ნო­ნის სა­მიზ­ნე და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე იმიგ­რან­ტე­ბი არი­ან. რე­გუ­ლა­ცი­ის ძა­ლა­ში შეს­ვლის აღ­კვე­თის მიზ­ნით, ეროვ­ნუ­ლი იმიგ­რა­ცი­ის კა­ნო­ნის ცენ­ტრი ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას აპი­რებს.

ავტორი:

აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ, "მწვანე ბარათის" მიღების პირობები მკაცრდება

აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ, "მწვანე ბარათის" მიღების პირობები მკაცრდება

აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის ვიზის გაგრძელებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის („მწვანე ბარათის“) მიღების პირობები მკაცრდება, - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი კანონი, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს შევა და რომლის თანახმადაც, იმ აპლიკანტებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფოსგან გარკვეული სახის სოციალურ შეღავათებს იღებენ, როგორიცაა მაგალითაც საკვებითა და საცხოვრებელი ფართით დახმარება, ქვეყნის მთავრობამ შესაძლოა ვიზის გაგრძელებაზე ან მწვანე ბარათის მიღებაზე უარი უთხრას.

ახალი კანონი, რომელიც Public charge rule-ის სახელითაა ცნობილი, Federal Register-ში გამოქვეყნდა. შენიშვნებში აღნიშნულია, რომ ცვლილება იმიგრანტებს უფრო „დამოუკიდებელს“ გახდის, ისინი „საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საზოგადოებრივ რესურსებზე კი აღარ იქნებიან დამოკიდებული, არამედ საკუთარ შესაძლებლებებს, ოჯახის რესურსებს, სპონსორებს და კერძო ორგანიზაციებს დაეყრდნობიან.“

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში 22 მილიონი ლეგალური მიგრანტი ცხოვრობს, რომლებსაც აშშ-ის მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის სამიზნე დაბალი შემოსავლის მქონე იმიგრანტები არიან. რეგულაციის ძალაში შესვლის აღკვეთის მიზნით, ეროვნული იმიგრაციის კანონის ცენტრი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

მეზობლებმა უჩივლეს მამაკაცს, რომელმაც ნახევარმილიონიანი სახლი ცისარტყელის ფერებად შეღება

"მწვანე ბარათის" მიღება რთულდება - აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ახალი პირობების ძალაში შესვლას მხარი დაუჭირა

ჩინეთი ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდის