სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 დეტალი, რომელიც ონლაინ მაღაზიის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ
12 დეტალი, რომელიც ონლაინ მაღაზიის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ

დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ ჩნდე­ბა კი­თხვა, უნდა გავ­ხა­დოთ თუ არა ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი ციფ­რუ­ლი, გვჭირ­დე­ბა თუ არა ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია, რად­გან პა­სუ­ხი ცალ­სა­ხაა - ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის არის გან­წი­რუ­ლი.

ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია ფუ­ფუ­ნე­ბა და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვა დიდი ხა­ნია აღარ არის. რთუ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც არ ცდი­ლობს ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით შეს­თა­ვა­ზოს მომ­ხმა­რე­ბელს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტე­ბი და სერ­ვი­სე­ბი. თუმ­ცა ბევ­რი მათ­გა­ნი სწო­რედ ახლა იწყებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას და სწო­რედ მათ გვინ­და გა­ვუ­ზი­ა­როთ ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა.

სტრა­ტა­პი, დამ­წყე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნი, გა­მოც­დი­ლი სა­ვაჭ­რო კომ­პა­ნია, ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­წარ­მო ან უბ­რა­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს იდე­ის მქო­ნე მე­წარ­მე - ყვე­ლას სჭირ­დე­ბა გა­ყიდ­ვე­ბის ზრდა და ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მისი პრო­დუქ­ტე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში, ამი­ტომ პირ­და­პირ კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე გა­და­ვალთ, რას უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა სა­კუ­თა­რი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის შექ­მნი­სას:

1. არ გა­და­დო დო­მე­ნის და­რე­ზერ­ვე­ბა და შე­ძე­ნა - დო­მე­ნი ეს არის თქვე­ნი მი­სა­მარ­თი ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში. იმის გა­სარ­კვე­ვად და­კა­ვე­ბუ­ლია თუ არ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი დო­მე­ნი, გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­ი­ტე­ბი https://nic.ge (ქარ­თუ­ლი, მა­გა­ლი­თად .ge დო­მე­ნე­ბის­თვის) და https://domains.google (სა­ერ­თა­შო­რი­სო, მა­გა­ლი­თად .com დო­მე­ნე­ბის­თვის). გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ რომ ინ­ტერ­ნეტ მი­სა­მარ­თი სა­სურ­ვე­ლია იყოს მოკ­ლე, ად­ვი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და ასაკ­რე­ფი, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იგი წარ­მო­ა­ჩენ­დეს თქვენს ბიზ­ნესს სწო­რად. დო­მე­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა წე­ლი­წად­ში 30 ლარს შე­ად­გენს და ვფიქ­რობ დროა და­ა­რე­ზერ­ვოთ სა­სურ­ვე­ლი მი­სა­მარ­თი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე.

2. შე­არ­ჩიე ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ე­ბის შემ­ქმნე­ლი სა­უ­კე­თე­სო პლატ­ფორ­მა - წარ­მა­ტე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ მსგავ­სი პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი Ecommerce Website Builder-ებით იქ­მნე­ბა. ეს არის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ნე­ბის­მი­ერ მე­წარ­მეს თა­ვად შე­უძ­ლია შექ­მნას სრულ­ყო­ფი­ლი ვებ-გვერ­დი და ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია, პროგ­რა­მი­რე­ბის ცოდ­ნი­სა და რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­რე­შეც. ასე­თი პლატ­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ­სე­ბობს B2C.ge, შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ მას https://www.b2c.ge/ და 2 წუთ­ში შექ­მნათ სა­კუ­თა­რი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია. უფრო დე­ტა­ლუ­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას, მსგავ­სი პლატ­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ, შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ bpn.ge-ის სტა­ტი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სო უცხო­უ­რი და ქარ­თუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ონ­ლა­ინ-მა­ღა­ზი­ას რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შექ­მნით“

3. ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის ეფექ­ტუ­რი და კომ­ფორ­ტუ­ლი დი­ზა­ი­ნი - პირ­ველ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვი­ზი­ტორ­ზე, სწო­რედ ჩვე­ნი ვებ-გვედ­რის ვი­ზუ­ა­ლი მო­ახ­დენს, ამი­ტომ ღირს დავ­ხარ­ჯოთ საკ­მა­რი­სი დრო და შე­საძ­ლოა ფუ­ლა­დი რე­სურ­სიც, სა­კუ­თა­რი ლო­გოს, ფე­რე­ბის შე­ხა­მე­ბის, ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ეფექ­ტუ­რი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ბა­ნე­რე­ბის თუ ვი­დე­ო­ე­ბის შე­საქ­მნე­ლად. ამ პრო­ცეს­ში არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი - ეფექ­ტურ დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას არ უნდა გა­და­ვა­ჭარ­ბოთ და არ უნდა შე­ვუქ­მნათ დის­კომ­ფორ­ტი ვი­ზი­ტორს. მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შერ­ჩე­ვი­თა და მისი ყიდ­ვით, არ უნდა მო­ვა­ბეზ­როთ თავი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ეფექ­ტე­ბით. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტიც ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის ვი­ზუ­ა­ლის შექ­მნი­სას, დღე­ი­სათ­ვის ვებ-გვერ­დებ­ზე ვი­ზი­ტე­ბის 50%-ზე მეტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად ჩვე­ნი ონა­ლინ მა­ღა­ზია და მისი დი­ზა­ი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად თავ­სე­ბა­დი უნდა იყოს მო­ბი­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თან.

4) დახ­ვე­წი­ლი ფო­ტო­გა­ლე­რეა - ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჯერ კი­დევ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში სი­ა­რულს ამ­ჯო­ბი­ნებს ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ით ნივ­თის შე­ძე­ნას არის ის, რომ ფი­ზი­კურ მა­ღა­ზი­ა­ში მას შე­უძ­ლია ხე­ლით შე­ე­ხოს ნივთს და სრუ­ლად აღიქ­ვას მისი ვი­ზუ­ა­ლი. რა თქმა უნდა მსგავს ეფექტს ვებ-გვერ­დზე ვერ მი­ვაღ­წევთ, მაგ­რამ კარ­გად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო მა­სა­ლა ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს პრო­დუქ­ტის სრუ­ლად აღ­ქმა­ში და გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად იღებს სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად ყიდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მა­გა­ლი­თად, სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მლის შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლია სა­იტ­ზე გვე­დოს არა მხო­ლოდ ცალ­კე მდგო­მი გა­სა­ყი­დი ნივ­თის სუ­რა­თი, არა­მედ რო­გორ აც­ვია ის მო­დელს, ასე­ვე რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ის სხვა­დას­ხვა ხე­დე­ბი­დან. შე­იძ­ლე­ბა გი­ღირ­დეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი „ლაით-ბოქ­სის“შე­ძე­ნაც, რათა უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და ად­ვი­ლად და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღოთ თქვენს პრო­დუქ­ცი­ას.

5) ამომ­წუ­რა­ვი და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია პრო­დუქ­ტებ­ზე - უკვე შევ­თან­ხმდით, რომ პრო­დუქ­ტის­თვის ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ფო­ტო­ე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა, არა ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბის არის დე­ტა­ლუ­რი ტექ­სტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის დარ­თვა თი­თო­ე­ულ გა­სა­ყიდ პრო­დუქტზე, იქ­ნე­ბა ეს წარ­მო­ე­ბის ქვე­ყა­ნა, პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა, გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი, ზომა, წონა, თუ სხვა. ვგუ­ლის­ხმობთ ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ინ­ტე­რე­სოს პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას. ძა­ლი­ან ბევ­რია ისე­თი, მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ტის თუნ­დაც ფი­ზი­კურ მა­ღა­ზი­ა­ში ყიდ­ვამ­დე ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ტერ­ნე­ტით აგ­რო­ვებს და იქვე იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც.

6) ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მე­თო­დე­ბის შერ­ჩე­ვა - გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ფაქ­ტი­უ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია სა­ბან­კო ბა­რა­თით გა­დახ­დი­სა ან ფე­ი­ფა­ლით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­რე­შე, მა­გა­ლი­თად ად­გი­ლობ­რი­ვი პლატ­ფორ­მა B2C.ge მსგავს შე­საძ­ლებ­ლო­ბას საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად აძ­ლევს ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლებს. ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­შიც იზ­რდე­ბა ასე­თი მა­ღა­ზი­ე­ბის რი­ცხვი, თუმ­ცა გვაქვს ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრე­ცენ­დენ­ტე­ბიც, როცა ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია ძი­რი­თა­დად იყე­ნებს სა­ბან­კო გან­ვა­დე­ბას, ან ნაღ­დი ფუ­ლით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. თუ რო­მე­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ფორ­მაა თქვენ­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი, და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი კლი­ენ­ტე­ბის სეგ­მენტზე. ამ თე­მა­ზე კი­დევ ერთხელ და­სა­ფიქ­რებ­ლად გირ­ჩევთ გა­ეც­ნოთ შე­სა­ბა­მის ვი­დე­ოს (ვი­დე­ოს ბმუ­ლი) და მას შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეთ, თუ რო­მე­ლი ფორ­მაა თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე უფრო მი­ზან შე­წო­ნი­ლი.

7) იაფი თუ სწრა­ფი მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სი? - ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის ყვე­ლა­ზე დიდი კომ­ფორ­ტი მომ­ხმა­რებ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­დან არის ის, რომ მას არ უწევს ნივ­თის შე­სა­ძე­ნად სა­ვაჭ­რო წერ­ტილ­ში მის­ვლა, ამის მა­გივ­რად თა­ვად პრო­დუქ­ტი მო­აქვთ მომ­ხმა­რე­ბელ­თან მის­თვის სა­სურ­ველ ად­გი­ლას. აქვე შევ­თან­ხმდეთ, რომ ჩვენს ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას კარ­გი მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სი უნდა ქონ­დეს. მაგ­რამ რას ნიშ­ნავს კარ­გი? ის, რო­მე­ლიც ნივთს მი­ა­წო­დებს შეკ­ვე­თი­დან მაქ­სი­მუმ 1 სა­ათ­ში? ის, რო­მე­ლიც ნივთს მი­ა­წო­დებს მომ­ხმა­რე­ბელს მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში? ის, რო­მე­ლიც ყვე­ლა ია­ფად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მი­წო­დე­ბის სერ­ვისს? შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ხე­ლით, ან ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლის მიერ ნივ­თის მი­ტა­ნა სჯობ­დე­სი­მი­სათ­ვის, რომ უკეთ გა­ვიც­ნოთ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი? მოკ­ლედ, საკ­მა­ოდ რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­გი­წევთ. ჩვე­ნი რჩე­ვაა დარ­წმუნ­დეთ იმა­ში, რომ თქვე­ნი შერ­ჩე­უ­ლი პლატ­ფორ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ და­ა­ინ­ტეგ­რი­როთ რამ­დე­ნი­მე მი­წო­დე­ბის პრო­ვა­დე­რი და თა­ვად სა­ბო­ლოო მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტოს, თუ­რომ­ლის სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა ურ­ჩევ­ნია. აქვე გე­ტყვით, რომ თუ თქვენ არ­ჩე­ვა­ნი შე­ა­ჩე­რეთ პლატ­ფორ­მა­ზე B2C.ge, შე­გიძ­ლი­ათ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში და­ა­ინ­ტეგ­რი­როთ სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის, გლო­ვოს ან/და სა­კუ­თა­რი მი­წო­დე­ბის სის­ტე­მა.

8) მომ­ხმა­რე­ბელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არ­ხე­ბი - ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია ეს არ არის მხო­ლოდ ნივ­თის გა­სა­ყი­დი წერ­ტი­ლი ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად ეს არის თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის ვებ-გვერ­დი, რო­მე­ლიც წარ­მო­ა­ჩენს თქვენს ბრენ­დს და რაც მთა­ვა­რია ეს არის მომ­ხმა­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი არხი. ნივ­თის შე­ძე­ნამ­დე და თქვენ­თვის ფუ­ლის ნდო­ბამ­დე, მომ­ხმა­რე­ბე­ლი დიდი ალ­ბა­თო­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის იმი­ჯით და გა­მოც­დი­ლე­ბით. თუ ვი­ზი­ტო­რი პირ­ვე­ლი შე­ნა­ძე­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ მო­ინ­დო­მოს თქვენ­თან პირ­და­პი­რი და­კავ­ში­რე­ბაც. ამი­ტომ სრულ­ყო­ფილ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ქონ­დეს ჩა­შე­ნე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის რამ­დე­ნი­მე არხი: პირ­ველ რიგ­ში უნდა იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, რათა ნე­ბის­მი­ე­რი კი­თხვის შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა თქვენ­თან და­რეკ­ვა; თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­შირს ამ­ჯო­ბი­ნებს ონ­ლა­ინ მი­მო­წე­რას (ჩათს), ამი­ტომ მე­სენ­ჯე­რის ინ­ტეგ­რი­რე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია; ასე­ვე სა­ჭი­როა, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა იცო­დეს თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­სა­ხე­ლე­ბა და მი­სა­მარ­თიც, მი­სა­მარ­თის უფრო ეფექ­ტუ­რად გა­მო­სა­ტა­ნად გირ­ჩევთ სა­იტ­ზე მო­ახ­დი­ნოთ Google Map-ის ინ­ტეგ­რა­ცი­აც.

9) უმარ­ტი­ვე­სი რე­გის­ტრა­ცია და ან­გა­რიშს­წო­რე­ბა - მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში ნივ­თის შე­ძე­ნა ნაც­ვლად მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი­სა, მარ­ტი­ვად მი­სახ­ვედ­რია, რომ კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია. მას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად დავ­კარ­გავთ თუ და­ვა­ძა­ლებთ რე­გის­ტრა­ცი­ას სა­იტ­ზე შეს­ვლის მო­მენ­ტში­ვე, ასე­ვე დიდი ალ­ბა­თო­ბით და­ხუ­რავს ფან­ჯა­რას თუ და­ი­ნა­ხავს გრძელ სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მას ბევ­რი შე­სავ­სე­ბი ვე­ლით მა­გა­ლი­თად ასე­თი კი­თხვე­ბით: „პი­რა­დი ნო­მე­რი“, „ფაქ­ტი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი“, „იუ­რი­დი­უ­ლი­მი­სა­მარ­თი“ და ა, შ,. უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ სა­ი­ტის ვი­ზი­ტორ­მა რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­როს უმარ­ტი­ვე­სად, სულ ორი ან სამი ვე­ლის შევ­სე­ბით, ან შევ­თა­ვა­ზოთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით რე­გის­ტა­ცი­ის გავ­ლა, რაც მხო­ლოდ ერთი ღი­ლა­კის და­ჭე­რას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ნივ­თის შე­ძე­ნის მო­მენ­ტშიც უნდა მო­ვი­თხო­ვოთ მხო­ლოდ ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რაც დაგ­ვჭირ­დე­ბა ნივ­თის ჩა­ბა­რე­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად: სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და მი­სა­მარ­თი.

10) ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა - ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დახ­ვე­წი­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის შექ­მნა, მაგ­რამ ეს საქ­მის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რია. მე­ო­რე არა ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია მისი რეკ­ლა­მი­რე­ბა და ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა. მარ­ტი­ვი მი­სახ­ვედ­რია, რომ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მო­მენ­ტში ინ­ტერ­ნეტ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, რად­გან თუ მათ ყუ­რა­დღე­ბას მი­ვი­პყრობთ მარ­ტი­ვად გად­მოვ­ლენ ჩვენს გვერ­დზე და შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­სურ­ვე­ლი ნივ­თიც შე­ი­ძი­ნონ. მომ­ხმა­რებ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა წარ­მა­ტე­ბულ გვერ­დებ­ზე სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბის გან­თავ­სე­ბაც ან Google-ში ფა­სი­ა­ნი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბაც. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და სა­სურ­ვე­ლია თუ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან გა­ივ­ლით კონ­სულ­ტა­ცი­ას.

11) SEO ანუ რო­გორ მოვ­ხვდეთ Google-ში პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დზე - მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლის ოც­ნე­ბაა, რომ შე­სა­ბა­მი­სი ფრა­ზე­ბით ძებ­ნი­სას Google-მა მისი პრო­დუქ­ტი და ვებ-გვერ­დი შეს­თა­ვა­ზოს მომ­ხმა­რე­ბელს პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დზე. რაც უფრო მაღ­ლა აღ­მოჩ­ნდე­ბით ამ გვერ­დზე თქვე­ნი გა­ყიდ­ვე­ბი კი­დევ რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­იზ­რდე­ბა. რა თქმა უნდა კონ­კუ­რენ­ცია დი­დია, მაგ­რამ ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში სწო­რი პლატ­ფორ­მის შერ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში და სწო­რად გან­თავ­სე­ბუ­ლი კონ­ტენ­ტის (ფო­ტო­ე­ბი, ტექ­სტე­ბი) პი­რო­ბებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5 თვე­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა. და­ი­მახ­სოვ­რეთ, SEO არის სა­სურ­ვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უფ­სოდ მო­ზიდ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა.

12) ანა­ლი­ტი­კა და სტა­ტის­ტი­კა - ჩვე­ნი აზ­რით ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის ყვე­ლა­ზე დიდი უპი­რა­ტე­სო­ბაა დაგ­რო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცია და სტა­ტის­ტი­კა, რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ასე­ვე თი­თო­ე­უ­ლი გან­თავ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ჭრილ­ში. ეს ინ­ფორ­მა­ცია გვაძ­ლევს სხვა­დას­ხვა ანა­ლი­ტი­კუ­რი რე­პორ­ტე­ბის აგე­ბის და დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ჩვენ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია არა მხო­ლოდ ის ციფ­რე­ბი, თუ რამ­დე­ნი პრო­დუქ­ტი გავ­ყი­დეთ, არა­მედ რო­მელ ნივთს რამ­დე­ნი ვი­ზი­ტო­რი ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, რამ­დე­ნი წუთი და წამი გა­ჩერ­და კონ­კრე­ტულ პრო­დუქტზე, რო­მე­ლი ქვეყ­ნის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სტუმ­რო­ბენ ჩვენ სა­იტს, რა ასა­კის და ა. შ. ამ და სხვა უფრო კომ­პლექ­სუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვენს ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში Google Analytic-ის ინ­ტეგ­რი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც გთა­ვა­ზობთ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის შექ­მნას, იძ­ლე­ვა Google Analytic-ის ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რა ფაქ­ტო­რე­ბი გან­სა­ზღვრავს თქვე­ნი ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბას ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვთა­ვა­ზობს ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია. რო­გორც ხე­დავთ, დღეს უკვე ყვე­ლას შე­უძ­ლია, თვი­თონ შექ­მნას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია. მოქ­მე­დე­ბის დროა.

saba beris
0

აუცილებელი კარგი საიტის დამზადება, ვინაიდან ონლაინ მაღაზია ვერ იფუნქციონირებს ან ძალიან გაუჭირდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

12 დეტალი, რომელიც ონლაინ მაღაზიის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ

12 დეტალი, რომელიც ონლაინ მაღაზიის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ

დღეს, ფაქტობრივად, აღარ ჩნდება კითხვა, უნდა გავხადოთ თუ არა ჩვენი ბიზნესი ციფრული, გვჭირდება თუ არა ელექტრონული კომერცია, რადგან პასუხი ცალსახაა - ბიზნესი, რომელიც თანამედროვე ტენდენციებს არ ითვალისწინებს, ლიკვიდაციისთვის არის განწირული.

ონლაინ მაღაზია ფუფუნება და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევა დიდი ხანია აღარ არის. რთულად მოიძებნება განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც არ ცდილობს ინტერნეტის გამოყენებით შესთავაზოს მომხმარებელს საკუთარი პროდუქტები და სერვისები. თუმცა ბევრი მათგანი სწორედ ახლა იწყებს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და სწორედ მათ გვინდა გავუზიაროთ ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილება.

სტრატაპი, დამწყები ბიზნესმენი, გამოცდილი სავაჭრო კომპანია, ტრადიციული საწარმო ან უბრალოდ საინტერესო ბიზნეს იდეის მქონე მეწარმე - ყველას სჭირდება გაყიდვების ზრდა და ყველა აცნობიერებს, რომ მისი პროდუქტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტ სივრცეში, ამიტომ პირდაპირ კონკრეტულ დეტალებზე გადავალთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნისას:

1. არ გადადო დომენის დარეზერვება და შეძენა - დომენი ეს არის თქვენი მისამართი ინტერნეტ სივრცეში. იმის გასარკვევად დაკავებულია თუ არ თქვენთვის სასურველი დომენი, გამოიყენეთ საიტები https://nic.ge (ქართული, მაგალითად .ge დომენებისთვის) და https://domains.google (საერთაშორისო, მაგალითად .com დომენებისთვის). გაითვალისწინეთ რომ ინტერნეტ მისამართი სასურველია იყოს მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელი და ასაკრეფი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ იგი წარმოაჩენდეს თქვენს ბიზნესს სწორად. დომენის ღირებულება წელიწადში 30 ლარს შეადგენს და ვფიქრობ დროა დაარეზერვოთ სასურველი მისამართი რაც შეიძლება მალე.

2. შეარჩიე ონლაინ მაღაზიების შემქმნელი საუკეთესო პლატფორმა - წარმატებული ონლაინ მაღაზიების უდიდესი ნაწილი სწორედ მსგავსი პლატფორმების გამოყენებით, ეგრეთ წოდებული Ecommerce Website Builder-ებით იქმნება. ეს არის ონლაინ პლატფორმები, რომელთა გამოყენებითაც ნებისმიერ მეწარმეს თავად შეუძლია შექმნას სრულყოფილი ვებ-გვერდი და ონლაინ მაღაზია, პროგრამირების ცოდნისა და რამე განსაკუთრებული ტექნიკური უნარ-ჩვევების გარეშეც. ასეთი პლატფორმა საქართველოშიც არსებობს B2C.ge, შეგიძლიათ ეწვიოთ მას https://www.b2c.ge/ და 2 წუთში შექმნათ საკუთარი ონლაინ მაღაზია. უფრო დეტალურად ინფორმაციას, მსგავსი პლატფორმების შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ bpn.ge-ის სტატიაში „საუკეთესო უცხოური და ქართული პლატფორმები, რომელთა მეშვეობითაც ონლაინ-მაღაზიას რამდენიმე წუთში შექმნით“

3. ონლაინ მაღაზიის ეფექტური და კომფორტული დიზაინი - პირველ შთაბეჭდილებას ვიზიტორზე, სწორედ ჩვენი ვებ-გვედრის ვიზუალი მოახდენს, ამიტომ ღირს დავხარჯოთ საკმარისი დრო და შესაძლოა ფულადი რესურსიც, საკუთარი ლოგოს, ფერების შეხამების, ვებ-გვერდზე განთავსებული ეფექტური დიზაინის მქონე ბანერების თუ ვიდეოების შესაქმნელად. ამ პროცესში არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ეფექტურ დიზაინზე მუშაობისას არ უნდა გადავაჭარბოთ და არ უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ვიზიტორს. მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია კონკრეტული პროდუქტის შერჩევითა და მისი ყიდვით, არ უნდა მოვაბეზროთ თავი გამაღიზიანებელი ეფექტებით. არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც ონლაინ მაღაზიის ვიზუალის შექმნისას, დღეისათვის ვებ-გვერდებზე ვიზიტების 50%-ზე მეტი ხორციელდება მობილური ტელეფონების გამოყენებით, შესაბამისად ჩვენი ონალინ მაღაზია და მისი დიზაინი აუცილებლად თავსებადი უნდა იყოს მობილურ მოწყობილობებთან.

4) დახვეწილი ფოტოგალერეა - ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი მომხმარებელი ჯერ კიდევ სავაჭრო ცენტრებში სიარულს ამჯობინებს ონლაინ მაღაზიით ნივთის შეძენას არის ის, რომ ფიზიკურ მაღაზიაში მას შეუძლია ხელით შეეხოს ნივთს და სრულად აღიქვას მისი ვიზუალი. რა თქმა უნდა მსგავს ეფექტს ვებ-გვერდზე ვერ მივაღწევთ, მაგრამ კარგად გადაღებული ფოტო მასალა ძალიან ეხმარება მომხმარებელს პროდუქტის სრულად აღქმაში და გაცილებით მარტივად იღებს სახლიდან გაუსვლელად ყიდვის გადაწყვეტილებას. მაგალითად, სპორტული ფეხსაცმლის შემთხვევაში სასურველია საიტზე გვედოს არა მხოლოდ ცალკე მდგომი გასაყიდი ნივთის სურათი, არამედ როგორ აცვია ის მოდელს, ასევე როგორ გამოიყურება ის სხვადასხვა ხედებიდან. შეიძლება გიღირდეთ სპეციალური „ლაით-ბოქსის“შეძენაც, რათა უფრო მაღალი ხარისხის და ადვილად დასამუშავებელი ფოტოები გადაუღოთ თქვენს პროდუქციას.

5) ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია პროდუქტებზე - უკვე შევთანხმდით, რომ პროდუქტისთვის ონლაინ მაღაზიაში მაღალი ხარისხის ფოტოები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არა ნაკლები მნიშვნელობის არის დეტალური ტექსტური ინფორმაციის დართვა თითოეულ გასაყიდ პროდუქტზე, იქნება ეს წარმოების ქვეყანა, პროდუქტის შემადგენლობა, გამოშვების თარიღი, ზომა, წონა, თუ სხვა. ვგულისხმობთ ნებისმიერ ინფორმაციას, რამაც შეიძლება დააინტერესოს პოტენციური მყიდველი გადაწყვეტილების მიღებისას. ძალიან ბევრია ისეთი, მომხმარებელი, რომელიც პროდუქტის თუნდაც ფიზიკურ მაღაზიაში ყიდვამდე ინფორმაციას ინტერნეტით აგროვებს და იქვე იღებს გადაწყვეტილებასაც.

6) ანგარიშსწორების მეთოდების შერჩევა - განვითარებულ ქვეყნებში ფაქტიურად წარმოუდგენელია ონლაინ მაღაზია საბანკო ბარათით გადახდისა ან ფეიფალით ანგარიშსწორების შესაძლებლობის გარეშე, მაგალითად ადგილობრივი პლატფორმა B2C.ge მსგავს შესაძლებლობას საკმაოდ მარტივად აძლევს ონლაინ მაღაზიის მფლობელებს. ქართულ რეალობაშიც იზრდება ასეთი მაღაზიების რიცხვი, თუმცა გვაქვს ისეთი წარმატებული პრეცენდენტებიც, როცა ონლაინ მაღაზია ძირითადად იყენებს საბანკო განვადებას, ან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შესაძლებლობას. თუ რომელი ანგარიშსწორების ფორმაა თქვენთვის ოპტიმალური, დამოკიდებულია თქვენი პოტენციური კლიენტების სეგმენტზე. ამ თემაზე კიდევ ერთხელ დასაფიქრებლად გირჩევთ გაეცნოთ შესაბამის ვიდეოს (ვიდეოს ბმული) და მას შემდეგ ჩამოყალიბდეთ, თუ რომელი ფორმაა თქვენთვის ყველაზე უფრო მიზან შეწონილი.

7) იაფი თუ სწრაფი მიწოდების სერვისი? - ონლაინ მაღაზიის ყველაზე დიდი კომფორტი მომხმარებლის გადმოსახედიდან არის ის, რომ მას არ უწევს ნივთის შესაძენად სავაჭრო წერტილში მისვლა, ამის მაგივრად თავად პროდუქტი მოაქვთ მომხმარებელთან მისთვის სასურველ ადგილას. აქვე შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ონლაინ მაღაზიას კარგი მიწოდების სერვისი უნდა ქონდეს. მაგრამ რას ნიშნავს კარგი? ის, რომელიც ნივთს მიაწოდებს შეკვეთიდან მაქსიმუმ 1 საათში? ის, რომელიც ნივთს მიაწოდებს მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში? ის, რომელიც ყველა იაფად განახორციელებს მიწოდების სერვისს? შეიძლება საკუთარი ხელით, ან ჩვენი თანამშრომლის მიერ ნივთის მიტანა სჯობდესიმისათვის, რომ უკეთ გავიცნოთ ჩვენი მომხმარებლები? მოკლედ, საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ჩვენი რჩევაა დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი შერჩეული პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ დააინტეგრიროთ რამდენიმე მიწოდების პროვადერი და თავად საბოლოო მომხმარებელმა გადაწყვიტოს, თურომლის სერვისით სარგებლობა ურჩევნია. აქვე გეტყვით, რომ თუ თქვენ არჩევანი შეაჩერეთ პლატფორმაზე B2C.ge, შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიაში დააინტეგრიროთ საქართველოს ფოსტის, გლოვოს ან/და საკუთარი მიწოდების სისტემა.

8) მომხმარებელთან კომუნიკაციის არხები - ონლაინ მაღაზია ეს არ არის მხოლოდ ნივთის გასაყიდი წერტილი ინტერნეტ სივრცეში. პარალელურად ეს არის თქვენი კომპანიის ვებ-გვერდი, რომელიც წარმოაჩენს თქვენს ბრენდს და რაც მთავარია ეს არის მომხმარებელთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი არხი. ნივთის შეძენამდე და თქვენთვის ფულის ნდობამდე, მომხმარებელი დიდი ალბათობით დაინტერესდება თქვენი კომპანიის იმიჯით და გამოცდილებით. თუ ვიზიტორი პირველი შენაძენის განხორციელებას გეგმავს დიდია ალბათობა, რომ მოინდომოს თქვენთან პირდაპირი დაკავშირებაც. ამიტომ სრულყოფილ ონლაინ მაღაზიას აუცილებლად უნდა ქონდეს ჩაშენებული მომხმარებელთან ურთიერთობის რამდენიმე არხი: პირველ რიგში უნდა იყოს მითითებული ტელეფონის ნომერი, რათა ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეძლოს მომხმარებელმა თქვენთან დარეკვა; თანამედროვე რეალობაში სულ უფრო მეტი ადამიანი სატელეფონო კავშირს ამჯობინებს ონლაინ მიმოწერას (ჩათს), ამიტომ მესენჯერის ინტეგრირებაც აუცილებელია; ასევე საჭიროა, რომ მომხმარებელმა იცოდეს თქვენი კომპანიის ოფიციალური დასახელება და მისამართიც, მისამართის უფრო ეფექტურად გამოსატანად გირჩევთ საიტზე მოახდინოთ Google Map-ის ინტეგრაციაც.

9) უმარტივესი რეგისტრაცია და ანგარიშსწორება - მომხმარებელი, რომელმაც გადაწყვიტა ონლაინ მაღაზიაში ნივთის შეძენა ნაცვლად მაღაზიებში სიარულისა, მარტივად მისახვედრია, რომ კომფორტის მოყვარულია. მას ძალიან მარტივად დავკარგავთ თუ დავაძალებთ რეგისტრაციას საიტზე შესვლის მომენტშივე, ასევე დიდი ალბათობით დახურავს ფანჯარას თუ დაინახავს გრძელ სარეგისტრაციო ფორმას ბევრი შესავსები ველით მაგალითად ასეთი კითხვებით: „პირადი ნომერი“, „ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი“, „იურიდიულიმისამართი“ და ა, შ,. უნდა შევეცადოთ, რომ საიტის ვიზიტორმა რეგისტრაცია გაიაროს უმარტივესად, სულ ორი ან სამი ველის შევსებით, ან შევთავაზოთ სოციალური ქსელის მეშვეობით რეგისტაციის გავლა, რაც მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერასთან არის დაკავშირებული. ნივთის შეძენის მომენტშიც უნდა მოვითხოვოთ მხოლოდ ის აუცილებელი ინფორმაცია, რაც დაგვჭირდება ნივთის ჩაბარებისთვის, მაგალითად: საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და მისამართი.

10) ციფრული მარკეტინგი უალტერნატივოა - ძალიან მნიშვნელოვანია დახვეწილი და სრულყოფილი ონლაინ მაღაზიის შექმნა, მაგრამ ეს საქმის მხოლოდ ნახევარია. მეორე არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპია მისი რეკლამირება და ცნობადობის გაზრდა. მარტივი მისახვედრია, რომ ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესოა ის მომხმარებლები, რომლებიც ამ მომენტში ინტერნეტში იმყოფებიან, რადგან თუ მათ ყურადღებას მივიპყრობთ მარტივად გადმოვლენ ჩვენს გვერდზე და შეიძლება რამდენიმე წუთში სასურველი ნივთიც შეიძინონ. მომხმარებლის დაინტერესება შეიძლება მოვახდინოთ სოციალური ქსელების გამოყენებით, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა წარმატებულ გვერდებზე სარეკლამო ბანერების განთავსებაც ან Google-ში ფასიანი რეკლამის განთავსებაც. ეს მიმართულება საკმაოდ მრავალფეროვანია და სასურველია თუ სპეციალისტებთან გაივლით კონსულტაციას.

11) SEO ანუ როგორ მოვხვდეთ Google-ში პირველივე გვერდზე - მსოფლიოს ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის მფლობელის ოცნებაა, რომ შესაბამისი ფრაზებით ძებნისას Google-მა მისი პროდუქტი და ვებ-გვერდი შესთავაზოს მომხმარებელს პირველივე გვერდზე. რაც უფრო მაღლა აღმოჩნდებით ამ გვერდზე თქვენი გაყიდვები კიდევ რამდენიმეჯერ გაიზრდება. რა თქმა უნდა კონკურენცია დიდია, მაგრამ ქართულ ინტერნეტ სივრცეში სწორი პლატფორმის შერჩევის შემთხვევაში და სწორად განთავსებული კონტენტის (ფოტოები, ტექსტები) პირობებში დაახლოებით 5 თვეში შესაძლებელია კონკრეტული შედეგების მიღება. დაიმახსოვრეთ, SEO არის სასურველი მომხმარებლების უფსოდ მოზიდვის საუკეთესო საშუალება.

12) ანალიტიკა და სტატისტიკა - ჩვენი აზრით ონლაინ მაღაზიის ყველაზე დიდი უპირატესობაა დაგროვილი ინფორმაცია და სტატისტიკა, როგორც მომხმარებლების ასევე თითოეული განთავსებული პროდუქტის ჭრილში. ეს ინფორმაცია გვაძლევს სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების აგების და დასკვნების გაკეთების საშუალებას. ჩვენთვის ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ის ციფრები, თუ რამდენი პროდუქტი გავყიდეთ, არამედ რომელ ნივთს რამდენი ვიზიტორი ათვალიერებდა, რამდენი წუთი და წამი გაჩერდა კონკრეტულ პროდუქტზე, რომელი ქვეყნის მომხმარებლები სტუმრობენ ჩვენ საიტს, რა ასაკის და ა. შ. ამ და სხვა უფრო კომპლექსური ინფორმაციების მიღება შესაძლებელია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში Google Analytic-ის ინტეგრირების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი წარმატებული პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ ონლაინ მაღაზიის შექმნას, იძლევა Google Analytic-ის ინტეგრაციის შესაძლებლობას.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს თქვენი ბიზნესის წარმატებას ონლაინ სივრცეში და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ელექტრონული კომერცია. როგორც ხედავთ, დღეს უკვე ყველას შეუძლია, თვითონ შექმნას წარმატებული ონლაინ მაღაზია. მოქმედების დროა.