პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე "რუსთავი 2"-ის გაყიდვაზე ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურებიან
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე "რუსთავი 2"-ის გაყიდვაზე ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურებიან

"ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მისი წი­ნა­მორ­ბე­დის გზას და­ად­გა. ის ცდი­ლობს გა­და­ყიდ­ვე­ბის გზით კვა­ლის არე­ვას და ჩვენ­თვის სა­მარ­თლებ­ლი­ვი ბრძო­ლის გარ­თუ­ლე­ბას, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან "რუს­თა­ვი 2"-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ჯარ­ჯი აქი­მი­ძე და და­ვით დვა­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, "რუს­თა­ვი 2"-ის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და დას­რულ­დე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, როცა ტე­ლე­არ­ხი და­უბ­რუნ­დე­ბა მის დამ­ფუძ­ნებ­ლებს.

"ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მისი წი­ნა­მორ­ბე­დის გზას და­ად­გა. ის ცდი­ლობს გა­და­ყიდ­ვე­ბის გზით კვა­ლის არე­ვას და ჩვენ­თვის სა­მარ­თლებ­ლი­ვი ბრძო­ლის გარ­თუ­ლე­ბას. და­პი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ნაც­ვლად, მან მიზ­ნად და­ი­სა­ხა "რუს­თა­ვი 2-ის" ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ, მის­თვის უფრო სა­ი­მე­დო მფლო­ბე­ლის­თვის გა­და­ცე­მა. ეს უკვე ნაც­ნო­ბი სცე­ნა­რია, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ტაქ­ტი­კა­ში ორი­გი­ნა­ლუ­რი არ არის.

გვინ­და გა­ვაფრ­თხი­ლოთ „კონ­კურ­სში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი მსურ­ვე­ლე­ბი. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, ისი­ნი ვერ გახ­დე­ბი­ან კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შემ­ძე­ნე­ბი. ეს ტე­ლე­ვი­ზია უკა­ნო­ნოდ წა­არ­თვეს მის დამ­ფუძ­ნებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მის და­საბ­რუ­ნებ­ლად იბ­რძვი­ან. ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, სა­დაც 2012 წლი­დან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და რო­მელ­მაც 2015 წელს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად გვცნო. გა­მო­ძი­ე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა.

რო­გორც ვერ უშ­ვე­ლა გა­და­ყიდ­ვე­ბის გზით სა­მარ­თლებ­ლი­ვი კვა­ლის აბ­ნე­ვის მცდე­ლო­ბამ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ასე­ვე გან­წი­რუ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი, კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ელ­ფე­რი შეს­ძი­ნოს „რუს­თა­ვი 2-ის“ ჯი­ბე­ში ჩა­დე­ბას და გა­არ­თუ­ლოს ჩვე­ნი სა­მარ­თლი­ა­ნი ბრძო­ლა.

ქვეყ­ნის­თვის ტრა­გი­კუ­ლია, რომ ვერც ერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გა­ი­თა­ვი­სა ის მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის არ­სე­ბო­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის­თვის.

"რუს­თა­ვი 2”"-ის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და დას­რულ­დე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, როცა ტე­ლე­არ­ხი და­უბ­რუნ­დე­ბა მის დამ­ფუძ­ნებ­ლებს, რათა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ შე­ას­რუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, კრი­ტი­კუ­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ფუნ­ქცია" , - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე "რუსთავი 2"-ის გაყიდვაზე ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურებიან

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე "რუსთავი 2"-ის გაყიდვაზე ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურებიან

"ოცნების" ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა. ის ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევას და ჩვენთვის სამართლებლივი ბრძოლის გართულებას, - ასე ეხმაურებიან "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი "რუსთავი 2"-ის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, "რუსთავი 2"-ისთვის ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ტელეარხი დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.

"ოცნების ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა. ის ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევას და ჩვენთვის სამართლებლივი ბრძოლის გართულებას. დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან მიზნად დაისახა "რუსთავი 2-ის" ივანიშვილთან დაახლოებულ, მისთვის უფრო საიმედო მფლობელისთვის გადაცემა. ეს უკვე ნაცნობი სცენარია, დღევანდელი ხელისუფლება ამ ტაქტიკაში ორიგინალური არ არის.

გვინდა გავაფრთხილოთ „კონკურსში“ მონაწილეობის პოტენციური მსურველები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ისინი ვერ გახდებიან კეთილსინდისიერი შემძენები. ეს ტელევიზია უკანონოდ წაართვეს მის დამფუძნებლებს, რომლებიც მის დასაბრუნებლად იბრძვიან. ეს დადასტურებულია მთავარი პროკურატურის მიერ, სადაც 2012 წლიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და რომელმაც 2015 წელს დაზარალებულად გვცნო. გამოძიება კვლავ გრძელდება.

როგორც ვერ უშველა გადაყიდვების გზით სამართლებლივი კვალის აბნევის მცდელობამ წინა ხელისუფლებას, ასევე განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა.

ქვეყნისთვის ტრაგიკულია, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოების არსებობისთვის.

"რუსთავი 2”"-ისთვის ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ტელეარხი დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეასრულოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და მიუკერძოებელი მედიასაშუალების ფუნქცია" , - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ