ავტორი:

"რისკის კონტროლის სტრუქტურა იქნება დამოუკიდებელი ორგანო“ - საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი

"რისკის კონტროლის სტრუქტურა იქნება დამოუკიდებელი ორგანო“ - საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი

საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

"საპენსიო რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებაა, რომელიც ერთის მხრივ ზრდის მომავალ პენსიონერთა კეთილდღეობას, ხოლო მეორეს მხრივ ზრდის შიდა ფინანსური კაპიტალის ფორმირებას,“ - განაცხადა მარუაშვილმა.

მთავარი რისკის ოფიცერმა აღნიშნა, რომ რისკის კონტროლი იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა. მან საზოგადოებას სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

"ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება რომ შემოწმდეს საინვესტიციო პროცესების შეფარდება და შესაბამისობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან. ასევე მინდა მოგახსენოთ რისკის კონტროლის პროცესი. პირველ რიგში, უნდა მოხდეს რისკის პოლიტიკის შემუშავება, სადაც მოხდება როგორც ფინანსური, ასევე საოპერაციო რისკების აღწერა. შემდეგ ამ რისკ-ფაქტორებთან მიმართებაში აუცილებელია შემუშავდეს დათვლის მეთოდოლოგიები. აქედან გამომდინარე, პერიოდულად ჩვენ შევძლებთ რომ პორტფელის რისკის საერთო პროფილი დავთვალოთ და შევადაროთ საინვესტიციო დოკუმენტში არსებულ ილიმიტებს. რისკის რეპორტინგი იქნება აბსოლუტირად გამჭირვალე, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე საპენსიო სქემაში მონაწილე მხარეებისთვის.“ - აღნიშნა ბაქარ მარუაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ