პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა იმდენი სიყვარული დატოვე!" - რა წერილები მიიღო "გოგიჩას" ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ
"ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა იმდენი სიყვარული დატოვე!" - რა წერილები მიიღო "გოგიჩას" ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის, ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის - გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­ურ პოს­ტებს წერს და იმ წე­რი­ლებ­სა და სამ­ძიმ­რის ბა­რა­თებს ავ­რცე­ლებს, რომ­ლე­ბიც "გო­გი­ჩას" გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ოჯახ­მა მი­ი­ღო უც­ნო­ბი თუ ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან:

"ვიკ­რი­ბე­ბით... არც ამ დღის სა­ხელს ვამ­ბობ და არც ად­გილს, იმი­ტომ რომ არა­ფერს ვცნობ! არც უშე­ნო­ბას ვცნობ, უბ­რა­ლოდ არ ვიცი სად ხარ და იცი შენ, რომ ასეთ დრო­საც არას­დროს და­მი­რე­კავს შენ­თვის "სად ხარ", ან "რო­დის მოხ­ვალთქო"... ჰოდა ასეა ახ­ლაც... სა­თა­უ­რე­ბი არ ცვლის გა­რე­მო­ე­ბას, არც ერთი არ ვგიჟ­დე­ბო­დით "ხელ­შე­სა­ხებ­ზე", სა­მა­გი­ე­როდ გვქონ­და ყვე­ლა­ზე მეტი და მარ­ტო ჩვე­ნი, ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი, ჩვე­ნი სა­სა­უბ­რო ენა, რო­მე­ლიც მარ­ტო ჩვენ გვეს­მო­და, თა­მა­ში რო­მე­ლიც მარ­ტო ჩვენ ვი­ცო­დით...

ტკი­ვი­ლიც, რო­მე­ლიც მარ­ტო ჩვენ შევ­ძე­ლით დღე­სას­წა­უ­ლად გვექ­ცია, მე შენ­თვის ვცეკ­ვავ­დი, ვმღე­რო­დი, თან არ­ცერ­თი რომ არ გა­მომ­დის, მაგ­რამ შენ გი­ხა­რო­და და მეც მი­ხა­რო­და. ასე ვი­გებ­დით ამ ჩუმ ბრძო­ლა­ში თითო დღეს... და არც მა­შინ ვცნობ­დი, რომ ის მო­გე­ბუ­ლი დღე იმავდრო­უ­ლად წა­გე­ბაც იყო... არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, თუ ისევ გა­ნიც­დიო... ისევ გე­სა­უბ­რე­ბი და ისევ ისე მიყ­ვარ­ხარ.

რო­გორც კი უცებ უშე­ნო­ბის შე­მე­შინ­დე­ბა, მა­შინ­ვე უეც­რად სიყ­ვა­რუ­ლის დიდი ტალ­ღა მო­დის და ვგრძნობ და ზუს­ტად ვიცი, რომ შენ მიგ­ზავ­ნი სხვი­სი გუ­ლით ამ ულევ სით­ბოს...

რო­გო­რი ხარ... ყველ­გან ხარ და აბა რა­ნა­ი­რად და­ვი­ჯე რომ შენ... მიყ­ვარ­ხარ და იცო­დე არ ვცნობ სხვა რე­ა­ლო­ბას... სახ­ლში ახა­ლი სა­თა­მა­შო გაქვს ზუს­ტად ვიცი რომ იცი და გა­გი­ხარ­და...

კი­დევ გა­გა­ხა­რებთ შენ არ მო­ი­წყი­ნო კარ­გიი პრრ­რუ­უუ. ცამ­დე მიყ­ვარ­ხარ, ყვე­ლა­ფე­რი შე­ნით გა­იჟღინ­თა იმ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და­ტო­ვე!

მად­ლობთ თქვენ მე­გობ­რე­ბო, ყვე­ლა თქვენ­თა­განს წა­მის მე­ა­სე­დის­თვი­საც, რო­მე­ლიც ამ სი­კე­თის სი­ცო­ცხლის­თვის გვა­ჩუ­ქეთ. არ მო­ი­წყი­ნოო პრუ­უ­უუ, მან­დაც ხომ ბევ­რი სი­კე­თის ადა­მი­ა­ნი დაგ­ხვდა..." - წერს ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე.

სამ­ძიმ­რის წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯახ­მა "გო­გი­ჩას" გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია - მას­ში უც­ნო­ბი თუ ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტა­ვენ ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ბავ­შვე­ბის საყ­ვა­რე­ლი "გო­გი­ჩას" მი­მართ.

ერთ-ერთი წე­რი­ლი ცნო­ბილ ქარ­თველ პე­და­გოგ­სა და ფსი­ქო­ლოგს შალ­ვა ამო­ნაშ­ვილს ეკუთ­ვნის:

"სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვთა ხა­ლი­სი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა გო­გი­ჩას შე­მოქ­მე­დე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით იყო გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი. მან გუ­ლი­თა­დო­ბის, სი­მა­მა­ცის, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის სა­უ­ცხოო მა­გა­ლი­თი და­უ­ტო­ვა დიდ­საც და პა­ტა­რა­საც. მე ვიც­ნობ­დი გო­გი­ჩას, მიყ­ვარ­და, დი­დად ვა­ფა­სებ­დი და ვა­ფა­სებ მის შე­მოქ­მე­დე­ბას. თავს ვიხ­რი მისი ნა­თე­ლი სუ­ლის წი­ნა­შე" - წერს ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი წე­რილ­ში.

კი­დევ ერთ წე­რილ­ში კი, რო­მელ­საც გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უგ­ზავ­ნის ოჯახს, ვკი­თხუ­ლობთ: "ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გან­ვი­ცა­დეთ, რო­დე­საც შე­ვი­ტყვეთ გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის, და­უ­ვი­წყა­რი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი­სა და ბავ­შვე­ბის კერ­პის ნა­ად­რე­ვი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის სა­ხე­ლით, მსურს გა­მოვ­ხა­ტო გულ­წრფე­ლი თა­ნაგ­რძნო­ბა. ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც მან გა­წია და იმ სი­ხა­რულს, რაც უამ­რავ ქარ­თველ ბავ­შვს მი­ა­ნი­ჭა" - წე­რია UNICEF-ის წარ­მო­მად­გენ­ლის წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა იმდენი სიყვარული დატოვე!" - რა წერილები მიიღო "გოგიჩას" ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ

"ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა იმდენი სიყვარული დატოვე!" - რა წერილები მიიღო "გოგიჩას" ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე გარდაცვლილი მეუღლის, ცნობილი ტელეწამყვანის - გიორგი გოგიჩაიშვილის შესახებ "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტებს წერს და იმ წერილებსა და სამძიმრის ბარათებს ავრცელებს, რომლებიც "გოგიჩას" გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა მიიღო უცნობი თუ ნაცნობი ადამიანებისგან:

"ვიკრიბებით... არც ამ დღის სახელს ვამბობ და არც ადგილს, იმიტომ რომ არაფერს ვცნობ! არც უშენობას ვცნობ, უბრალოდ არ ვიცი სად ხარ და იცი შენ, რომ ასეთ დროსაც არასდროს დამირეკავს შენთვის "სად ხარ", ან "როდის მოხვალთქო"... ჰოდა ასეა ახლაც... სათაურები არ ცვლის გარემოებას, არც ერთი არ ვგიჟდებოდით "ხელშესახებზე", სამაგიეროდ გვქონდა ყველაზე მეტი და მარტო ჩვენი, ერთგული მეგობრები, ჩვენი სასაუბრო ენა, რომელიც მარტო ჩვენ გვესმოდა, თამაში რომელიც მარტო ჩვენ ვიცოდით...

ტკივილიც, რომელიც მარტო ჩვენ შევძელით დღესასწაულად გვექცია, მე შენთვის ვცეკვავდი, ვმღეროდი, თან არცერთი რომ არ გამომდის, მაგრამ შენ გიხაროდა და მეც მიხაროდა. ასე ვიგებდით ამ ჩუმ ბრძოლაში თითო დღეს... და არც მაშინ ვცნობდი, რომ ის მოგებული დღე იმავდროულად წაგებაც იყო... არ დამთავრებულა, თუ ისევ განიცდიო... ისევ გესაუბრები და ისევ ისე მიყვარხარ.

როგორც კი უცებ უშენობის შემეშინდება, მაშინვე უეცრად სიყვარულის დიდი ტალღა მოდის და ვგრძნობ და ზუსტად ვიცი, რომ შენ მიგზავნი სხვისი გულით ამ ულევ სითბოს...

როგორი ხარ... ყველგან ხარ და აბა რანაირად დავიჯე რომ შენ... მიყვარხარ და იცოდე არ ვცნობ სხვა რეალობას... სახლში ახალი სათამაშო გაქვს ზუსტად ვიცი რომ იცი და გაგიხარდა...

კიდევ გაგახარებთ შენ არ მოიწყინო კარგიი პრრრუუუ. ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა იმდენი სიყვარული დატოვე!

მადლობთ თქვენ მეგობრებო, ყველა თქვენთაგანს წამის მეასედისთვისაც, რომელიც ამ სიკეთის სიცოცხლისთვის გვაჩუქეთ. არ მოიწყინოო პრუუუუ, მანდაც ხომ ბევრი სიკეთის ადამიანი დაგხვდა..." - წერს ნათია ბანძელაძე.

სამძიმრის წერილები, რომლებიც ოჯახმა "გოგიჩას" გარდაცვალების შემდეგ მიიღო, ძალიან ემოციურია - მასში უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავენ ცნობილი ტელეწამყვანის, ბავშვების საყვარელი "გოგიჩას" მიმართ.

ერთ-ერთი წერილი ცნობილ ქართველ პედაგოგსა და ფსიქოლოგს შალვა ამონაშვილს ეკუთვნის:

"საქართველოს ბავშვთა ხალისიანი ცხოვრება გოგიჩას შემოქმედებითა და სიყვარულით იყო გასხივოსნებული. მან გულითადობის, სიმამაცის, კეთილშობილების საუცხოო მაგალითი დაუტოვა დიდსაც და პატარასაც. მე ვიცნობდი გოგიჩას, მიყვარდა, დიდად ვაფასებდი და ვაფასებ მის შემოქმედებას. თავს ვიხრი მისი ნათელი სულის წინაშე" - წერს ცნობილი პედაგოგი წერილში.

კიდევ ერთ წერილში კი, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი უგზავნის ოჯახს, ვკითხულობთ: "ღრმა მწუხარება განვიცადეთ, როდესაც შევიტყვეთ გიორგი გოგიჩაიშვილის, დაუვიწყარი ტელეწამყვანისა და ბავშვების კერპის ნაადრევი გარდაცვალების გამო. საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის სახელით, მსურს გამოვხატო გულწრფელი თანაგრძნობა. ძალიან ვაფასებთ გიორგი გოგიჩაიშვილის სამსახურს, რომელიც მან გაწია და იმ სიხარულს, რაც უამრავ ქართველ ბავშვს მიანიჭა" - წერია UNICEF-ის წარმომადგენლის წერილში.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს