მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის - "ერთადერთი, ვისთანაც არ ვაპირებ საუბარს, მიხეილ სააკაშვილია"
ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის - "ერთადერთი, ვისთანაც არ ვაპირებ საუბარს, მიხეილ სააკაშვილია"

ქი­ბარ ხა­ლა­ვა­ში „რუს­თა­ვი 2“-ს ყი­დის, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად „რუს­თა­ვი 2“ ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს, რომ შე­სა­ბა­მის სა­კი­თხზე ტე­ლე­ვი­ზი­ის 100 %-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უბ­რობს.

რო­გორც ხალ­ვა­ში გან­მარ­ტავს, „გა­და­წყვი­ტა, რომ გა­ყი­დოს „რუს­თა­ვი 2“ გამჭვირ­ვა­ლე კონ­კურ­სის წე­სით“.

„თით­ქმის ერთი თვე გა­ვი­და, რაც მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბის შე­დე­გად და­ვიბ­რუ­ნე სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი2“.

რა თქმა უნდა, თა­ვი­დან­ვე ვვა­რა­უ­დობ­დი, რომ კომ­პა­ნი­ის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც „რუს­თა­ვი2“ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ინ­სტრუ­მენ­ტად მი­აჩ­ნდა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად არ მარ­თავ­და კომ­პა­ნი­ას. მო­უ­ლო­დე­ნე­ლი მხო­ლოდ ის აღ­მოჩ­ნდა, რომ, რო­გორც უკვე ნა­წი­ლობ­რივ გა­ირ­კვა, ის, პრაქ­ტი­კუ­ლად, ძარ­ცვავ­და მას.

არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ სა­სა­მარ­თლო და­ვის და­წყე­ბის მო­მენ­ტი­დან, „რუს­თა­ვი2“-ის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ყვე­ლა ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნა იმი­სათ­ვის, რომ კომ­პა­ნია და­ე­ზა­რა­ლე­ბი­ნა. ალ­ბათ, ყვე­ლას ახ­სოვს, რომ სწო­რედ ზა­რა­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში ვი­თხოვ­დით კომ­პა­ნი­ის დრო­ე­ბით მარ­თვა­ში გა­და­ცე­მას, თუმ­ცა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბიც ალ­ბათ, ასე­ვე ყვე­ლას გახ­სოვთ. სამ­წუ­ხა­როდ, დად­გა ის შე­დე­გი, რა­საც ვვა­რა­უ­დობ­დი.

დღეს არ­ხის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი უკვე ღიად იმუქ­რე­ბა, რომ მის მიერ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში „ნა­ლო­ლი­ა­ვებ“ კომ­პა­ნი­ას გა­ა­ნად­გუ­რებს. არა­და, ჩემ­თვის ცხა­დია, რომ და­ვის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, იგი სწო­რედ კომ­პა­ნი­ის გა­ნად­გუ­რე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და მუ­ქა­რა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს, - ჩემი სი­ტყვე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

დღეს შე­მიძ­ლია სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“, ნიკა გვა­რა­მი­ას რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ზრუნ­ვი­სა და ლო­ლი­ა­ვის შე­დე­გად, კა­ტას­ტრო­ფის წინა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. მისი კრე­დი­ტო­რუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 70.000.000 ლარს უახ­ლოვ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მი­მართ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 27.000.000 ლარს შე­ად­გენს. „რუს­თა­ვი 2“-ს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლას ვალი აქვს - წყლის მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ვა­ლის დიდი ნა­წი­ლი დაგ­რო­ვი­ლია ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, რაც დავა და­ვი­წყე და ცხა­დია, რომ ყვე­ლა­ფე­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბო­და. აქვე ვი­ტყვი, რომ აბ­სურ­დუ­ლია სა­უბ­რე­ბი, თით­ქოს ჩვენს მიერ მო­თხო­ვილ­მა ყა­და­ღას შე­ეძ­ლო კომ­პა­ნია და­ე­ზა­რა­ლე­ბი­ნა. დღემ­დე ვერ ვნა­ხე რო­მე­ლი­მე ექ­სპერ­ტუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბა ან დას­კვნა, რაც ამ ზა­რალს და­ა­დას­ტუ­რებ­და.

ჩემ­თვის ცხა­დია და ნა­თე­ლია ის სქე­მე­ბიც, რო­გორ მუ­შა­ობ­და კომ­პა­ნია და სად და რო­გორ მი­ე­მარ­თე­ბო­და კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბი, თუმ­ცა ეს სხვა და­ვის სა­გა­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამ და­ვა­შიც გა­ვი­მარ­ჯვებ.

მა­ნამ­დე კი, კომ­პა­ნი­აა გა­და­სარ­ჩე­ნი, რო­მე­ლიც გა­კოტ­რე­ბის პი­რას არის მიყ­ვა­ნი­ლი. დღეს ყვე­ლა ფაქ­ტობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბო­ბის იმი­სათ­ვის, რომ და­ი­წყოს კომ­პა­ნი­ის გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის საქ­მის წარ­მო­ე­ბა. „რუს­თა­ვი2“-ის აქ­ტი­ვე­ბი, რომ­ლი­თაც თურ­მე უსა­ფუძ­ვლოდ გავ­მდიდ­რდი, იმ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მე­სა­მედ­საც კი არ შე­ად­გენს, რაც გვა­რა­მი­ამ და­უ­ტო­ვა კომ­პა­ნი­ას.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კომ­პა­ნი­ის ღრმა კრი­ზი­სი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად არ არის საკ­მა­რი­სი. ამი­ტომ, მსურს ღიად და სა­ჯა­როდ გან­ვა­ცხა­დო, რომ მზად ვარ ვი­სა­უბ­რო ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თან, ვინც იყი­დის „რუს­თა­ვი 2“-ს, და­ეხ­მა­რე­ბა მას გა­მო­ვი­დეს კრი­ზი­სი­დან და გახ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად მე, და­ვიბ­რუ­ნებ იმ ზა­რალს, რო­მე­ლიც მო­მად­გა კომ­პა­ნი­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­კოტ­რე­ბის მცდე­ლო­ბამ.

ერ­თა­დერ­თი, ვის­თა­ნაც არ ვა­პი­რებ სა­უ­ბარს, იქ­ნე­ბა „რუს­თა­ვი2“-ის ყო­ფი­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი და მმარ­თვე­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

გა­დავ­წყვი­ტე, გავ­ყი­დო „რუს­თა­ვი 2“ გამჭვირ­ვა­ლე კონ­კურ­სის წე­სით მას­ზე, ვინც ყვე­ლა­ზე მა­ღალ ფასს გა­და­იხ­დის. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კომ­პა­ნია მწვა­ვე ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგას, კონ­კურ­სი უნდა დას­რულ­დეს ერთი კვი­რის ვა­და­ში.

იმავდრო­უ­ლად, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა ხა­სი­ა­თის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ვი­სა­უბ­რებ მხო­ლოდ იმ პი­რებ­თან, ვინც წარ­მო­ად­გენს სა­კუ­თარ გან­ზრა­ხუ­ლო­ბა­თა სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის დას­ტურს, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ბან­კო გა­რან­ტია ან სპე­ცი­ა­ლურ სა­კონ­კურ­სო ან­გა­რიშ­ზე არა­ნაკ­ლებ 1.000.000 აშშ დო­ლა­რის თან­ხის გან­თავ­სე­ბა.

კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბულს, სა­გა­რან­ტიო თან­ხა ჩა­ეთ­ვლე­ბა გა­და­სახ­დელ ფას­ში, და­მარ­ცხე­ბულს - ფული უკან და­უბ­რუნ­დე­ბა, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დად­გე­ნილ ვა­და­ში სრუ­ლად არ გა­და­იხ­დის კომ­პა­ნი­ის სა­ფა­სურს, სა­გა­რან­ტიო თან­ხას და­კარ­გავს.

ყვე­ლა პირი, ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­როს ჩემს წი­ნა­და­დე­ბას, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ჯა­როდ გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია, რის შემ­დე­გაც მზად ვიქ­ნე­ბი გან­ვი­ხი­ლო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი და სრუ­ლად გა­ვაც­ნო კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

იმე­დი მაქვს, რომ „რუს­თა­ვი2“ კვლავ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია გახ­დე­ბა! მა­ნამ­დე კი ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, რათა დავძლი­ოთ მიმ­დი­ნა­რე პრობლმე­ბი და გა­დავ­წყვი­ტოთ პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნე­ბი“, - ნათ­ქვა­მია ქი­ბარ ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის - "ერთადერთი, ვისთანაც არ ვაპირებ საუბარს, მიხეილ სააკაშვილია"

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის - "ერთადერთი, ვისთანაც არ ვაპირებ საუბარს, მიხეილ სააკაშვილია"

ქიბარ ხალავაში „რუსთავი 2“-ს ყიდის, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად „რუსთავი 2“ ავრცელებს და განმარტავს, რომ შესაბამის საკითხზე ტელევიზიის 100 %-იანი წილის მფლობელი განცხადებაში საუბრობს.

როგორც ხალვაში განმარტავს, „გადაწყვიტა, რომ გაყიდოს „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით“.

„თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“.

რა თქმა უნდა, თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც „რუსთავი2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას. მოულოდენელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ, როგორც უკვე ნაწილობრივ გაირკვა, ის, პრაქტიკულად, ძარცვავდა მას.

არაერთხელ მითქვამს, რომ სასამართლო დავის დაწყების მომენტიდან, „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ყველა ხერხი გამოიყენა იმისათვის, რომ კომპანია დაეზარალებინა. ალბათ, ყველას ახსოვს, რომ სწორედ ზარალის თავიდან აცილების მიზნით, 2015 წლის ნოემბერში ვითხოვდით კომპანიის დროებით მართვაში გადაცემას, თუმცა განვითარებული მოვლენებიც ალბათ, ასევე ყველას გახსოვთ. სამწუხაროდ, დადგა ის შედეგი, რასაც ვვარაუდობდი.

დღეს არხის ყოფილი გენერალური დირექტორი უკვე ღიად იმუქრება, რომ მის მიერ 7 წლის განმავლობაში „ნალოლიავებ“ კომპანიას გაანადგურებს. არადა, ჩემთვის ცხადია, რომ დავის დაწყების პირველივე დღიდან, იგი სწორედ კომპანიის განადგურებით იყო დაკავებული და მუქარა, პრაქტიკულად, შესრულებული აქვს, - ჩემი სიტყვების გადამოწმება, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის, ძალიან მარტივია.

დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფის წინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს. „რუსთავი 2“-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს - წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ აბსურდულია საუბრები, თითქოს ჩვენს მიერ მოთხოვილმა ყადაღას შეეძლო კომპანია დაეზარალებინა. დღემდე ვერ ვნახე რომელიმე ექსპერტული დასაბუთება ან დასკვნა, რაც ამ ზარალს დაადასტურებდა.

ჩემთვის ცხადია და ნათელია ის სქემებიც, როგორ მუშაობდა კომპანია და სად და როგორ მიემართებოდა კომპანიის კუთვნილი თანხები, თუმცა ეს სხვა დავის საგანია და დარწმუნებული ვარ ამ დავაშიც გავიმარჯვებ.

მანამდე კი, კომპანიაა გადასარჩენი, რომელიც გაკოტრების პირას არის მიყვანილი. დღეს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. „რუსთავი2“-ის აქტივები, რომლითაც თურმე უსაფუძვლოდ გავმდიდრდი, იმ დავალიანების მესამედსაც კი არ შეადგენს, რაც გვარამიამ დაუტოვა კომპანიას.

სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის „რუსთავი 2“-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად მე, დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომადგა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობამ.

ერთადერთი, ვისთანაც არ ვაპირებ საუბარს, იქნება „რუსთავი2“-ის ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი.

გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში.

იმავდროულად, პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1.000.000 აშშ დოლარის თანხის განთავსება.

კონკურსში გამარჯვებულს, საგარანტიო თანხა ჩაეთვლება გადასახდელ ფასში, დამარცხებულს - ფული უკან დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის კომპანიის საფასურს, საგარანტიო თანხას დაკარგავს.

ყველა პირი, ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაუროს ჩემს წინადადებას, ვალდებული იქნება საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რის შემდეგაც მზად ვიქნები განვიხილო შემოთავაზებები და სრულად გავაცნო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.

იმედი მაქვს, რომ „რუსთავი2“ კვლავ წარმატებული კომპანია გახდება! მანამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დავძლიოთ მიმდინარე პრობლმები და გადავწყვიტოთ პირველი რიგის ამოცანები“, - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ