პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეზოს 9 მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს - „გორგიას“ ფლორისტის რჩევები
ეზოს 9 მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს - „გორგიას“ ფლორისტის რჩევები

თუ ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბი კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ში გვეხ­მა­რე­ბი­ან და ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე და­დე­ბით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ, ეზოს მცე­ნა­რე­ე­ბი გან­ტვირ­თვი­სა და სუფ­თა ჰა­ერ­ზე დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ.

ამის­თვის შეგ­ვიძ­ლია, რო­გორც წიწ­ვო­ვა­ნი, ისე ფოთ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი შე­ვარ­ჩი­ოთ, აგა­რაკ­ზე დავრგოთ და მშვი­დად ვი­ყოთ, რომ ზა­ფხულ­ში, და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლებს ამ­წვა­ნე­ბუ­ლი ეზო დაგ­ვხვდე­ბა.

Ambebi.ge-მ ჰი­პერ­მარ­კეტ „გორ­გი­ას“ ფლო­რის­ტთან ერ­თად შე­არ­ჩია ეზოს 9 მცე­ნა­რე, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა არ სჭირ­დე­ბა. მათი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი რო­გორც მკაცრ კლი­მატს, ისე სი­ცხეს კარ­გად უძ­ლებს, ამავდრო­უ­ლად, აგა­რაკ­ზე ჯან­საღ გა­რე­მოს შეგ­ვიქ­მნის და სიგ­რი­ლე­ში მშვი­დად გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს.

ლა­ვან­და

ლა­ვან­და ბევ­რი ჩვენ­გა­ნის უსაყ­ვარ­ლე­სი მცე­ნა­რეა, თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის, რომ გამ­ძლე და მა­რადმწვა­ნეა.

„გორ­გი­ას“ ფლო­რის­ტი გან­მარ­ტავს, რომ „ლა­ვან­და“ ფხვი­ერ და ნოყი­ერ ნი­ა­დაგ­ში უნდა ჩავრგოთ და არ შეგ­ვე­შინ­დეს, რომ ყინ­ვა­ში ან ძლი­ერ სი­ცხე­ში გაგ­ვი­ფუჭ­დე­ბა, რად­გან ორი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბას იდე­ა­ლუ­რად უძ­ლებს.

„ლა­ვან­და“ყვა­ვი­ლობს ზა­ფხუ­ლი­დან შე­მოდ­გო­მის ბო­ლომ­დე. ზამ­თარ­ში ფოთ­ლე­ბი ვერ­ცხლის­ფერ­დე­ბა, გა­ზა­ფხულ­ზე თა­ვი­დან და­ი­წყებს ახა­ლი ფოთ­ლე­ბის წა­მო­ღე­ბას.

ერ­თა­დერ­თი, რაც „გვე­ვა­ლე­ბა“ გა­დაყ­ვა­ვი­ლე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბის მოჭ­რაა, რომ ახა­ლი კვირ­ტე­ბი ამო­ი­ტა­ნოს. ფლო­ის­ტი გვირ­ჩევს, რომ მცე­ნა­რეს ზა­ფხულ­ში წყა­ლი კვი­რა­ში ორ­ჯერ და­ვუს­ხათ, თუმ­ცა თუ მეტ­ჯერ დას­ხმის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, უფრო უკე­თე­სი.

ლა­ვან­დის ფასი 5,65 ლა­რია.

აი­უ­გა

აი­უ­გა მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რეა, რომ­ლის ჭრე­ლი ფოთ­ლე­ბიც ეზოს გა­გი­ლა­მა­ზებთ. აი­უ­გა ნი­ა­დაგმფა­რა­ვი, მცო­ცა­ვი მცე­ნა­რეა, რო­მე­ლიც იქამ­დე ვრცელ­დე­ბა, სა­ნამ ად­გი­ლი ყოფ­ნის. რაც მთა­ვა­რია, მა­რადმწვა­ნეა და თუ აგა­რაკ­ზე ზამ­თარ­ში წას­ვლას გა­და­წყვეტთ, მისი ჭრე­ლი ყვა­ვი­ლე­ბი დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს გა­გი­ლა­მა­ზებთ.

„გორ­გი­ას“ ფლო­რის­ტის თქმით, აი­უ­გა გა­დაჭ­რას, ფორ­მი­რე­ბას და მსგავ­სი ტი­პის მოვ­ლას არ სა­ჭი­რო­ებს. უყ­ვარს ნორ­მა­ლუ­რი ნი­ა­და­გი, წყალს კი კვი­რა­ში ორ­ჯერ სა­ჭი­რო­ებს.

აი­უ­გას ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი „გორ­გი­ა­შია“ წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მას 5,65 ლა­რი­დან შე­ი­ძენთ.

სალ­ვია

სალ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მრა­ვალ­წლი­ა­ნი მცე­ნა­რეა. ზამ­თარ­ში ქრე­ბა და გა­ზა­ფხულ­ზე ორ­ჯერ უფრო დიდი ბუჩ­ქი ამო­დის.

და­ვით ჩან­გი­ა­ნი გვიხ­სნის, რომ „სალ­ვი­ას“ ზრდა და­ახ­ლო­ე­ბით, 35-დან 40 სან­ტი­მეტ­რამ­დე აღ­წევს. სალ­ვი­ას მრგვა­ლი ფორ­მა აქვს, ამი­ტომ შეკ­რეჭ­ვას არ სა­ჭი­რო­ებს. ყვა­ვი­ლო­ბას იწყებს გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს-ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში და მთე­ლი ცხე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვა­ვი­ლობს.

რაც მთა­ვა­რია, აგა­რა­კის ეზო­ში და­სარ­გა­ვად სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია, რად­გან „უპ­რე­ტენ­ზიო მცე­ნა­რეა“, უყ­ვარს გა­ფხვი­ე­რე­ბუ­ლი, ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი უყ­ვარს, ნა­ხე­ვარჩრდი­ლი­ა­ნი ად­გი­ლი და წყა­ლიც ზო­მი­ე­რად - კვი­რა­ში ორ­ჯერ-სამ­ჯერ.

სალ­ვი­ას ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნიც „გორ­გი­ა­ში“ დაგ­ხვდე­ბა და მისი ფა­სიც 5,65 ლა­რია.

კო­წა­ხუ­რი

„კო­წა­ხუ­რი“ მრა­ვალ­წლი­ა­ნი მცე­ნა­რეა. ის ეზო­ში შთამ­ბეჭ­დავ ეფექტს ქმნის - ზამ­თარ­ში ფოთ­ლე­ბი სცვი­ვა და პა­ტა­რა, წი­თე­ლი ნა­ყო­ფი ტო­ტებ­ზე მძი­ვე­ბი­ვით აქვს ას­ხმუ­ლი.

მცე­ნა­რეს მზის გული უყ­ვარს. ფო­ტო­სინ­თე­ზის შე­დე­გად კი „კო­წა­ხუ­რის“ ფოთ­ლებს ფერი ეც­ვლე­ბა და მწვა­ნე გარ­და­იქ­მნე­ბა ბორ­დოს­ფრად, ოქ­როს­ფრად ან ყვით­ლად.

„გორ­გი­ას“ ფლო­რის­ტის თქმით, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ თუ „კო­წა­ხურს“ მზის სხი­ვე­ბი არ ხვდე­ბა, მა­შინ მისი ფოთ­ლე­ბი ფერს არ იც­ვლის და მწვა­ნე რჩე­ბა.

„ოქ­როს­ფერ­ფოთ­ლი­ა­ნი „კო­წა­ხუ­რი“ ზამ­თარ­ში ფო­თოლს უკეთ ინარ­ჩუ­ნებს. ასე­ვე, მწვა­ნეც. ეს მცე­ნა­რე ყინ­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში იდე­ა­ლუ­რია. უნდა ფხვი­ე­რი და ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი, მორ­წყვას სა­ჭი­რო­ებს კვი­რა­ში ორ­ჯერ-სამ­ჯერ“, - აღ­ნიშ­ნავს და­ვით ჩან­გი­ა­ნი.

„კო­წა­ხუ­რის“ ფა­სე­ბი „გორ­გი­ა­ში“ საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია და 14,10 ლა­რი­დან იწყე­ბა.

კა­ნა­დუ­რი ნაძ­ვი „კო­ნი­კა“

„კო­ნი­კა“მა­რადმწვა­ნე, წიწ­ვო­ვა­ნი მცე­ნა­რეა, იზ­რდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მეტ­რის სი­მაღ­ლის. მისი მუქი მწვა­ნე წიწ­ვე­ბი ეზო­ში სიგ­რი­ლის გა­რან­ტია. ნაძვს ულა­მა­ზე­სი ფორ­მა აქვს და შეკ­რე­ჭას არ სა­ჭი­რო­ებს. იზ­რდე­ბა კო­ნუ­სუ­რი ფორ­მით და ხდე­ბა სწო­რედ ისე­თი ლა­მა­ზი, სა­ა­ხალ­წლოდ ხე­ლოვ­ნურ ნაძ­ვის ხე­ებს რომ ვყი­დუ­ლობთ-ხოლ­მე.

ჩრდი­ლო­ე­თის მცე­ნა­რე კარ­გად ეგუ­ე­ბა სი­ცი­ვეს, იდე­ა­ლუ­რად ყინ­ვა­გამ­ძლეა, დარ­გვი­სას ნა­ხევ­რადჩრდი­ლი­ა­ნი ად­გი­ლი უნდა შე­ვურ­ჩი­ოთ. წყალს ზო­მი­ე­რად სა­ჭი­რო­ებს, და­ახ­ლო­ე­ბით, კვი­რა­ში ორ­ჯერ ან სამ­ჯერ. „კო­ნი­კას“ ფხვი­ე­რი ნი­ა­და­გი უყ­ვარს.

ამ ულა­მა­ზე­სი მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რის ფასი „გორ­გი­ა­ში“ არის 11,10 ლარი.

ტუია

„გორ­გი­ა­ში“ ტუ­ი­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია. მათი ფასი კი 14,10 ლა­რი­დან იწყე­ბა.

შე­გიძ­ლი­ათ, რო­გორც პა­ტა­რა, კომ­პაქ­ტუ­რი ბუჩ­ქის ზო­მის ტუია შე­არ­ჩი­ოთ, ასე­ვე, არის შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი სა­ხე­ო­ბაც, რომ­ლე­ბიც 3-4 მეტ­რის სი­მაღ­ლის იზ­რდე­ბა.

ტუ­იას მორ­წყვა და­ახ­ლო­ე­ბით, კვი­რა­ში ორ­ჯერ-სამ­ჯერ ესა­ჭი­რო­ე­ბა.

ღვია

„გორ­გი­ას“ ფლო­რის­ტის თქმით, ღვია ყინ­ვა­გამ­ძლე მცე­ნა­რეა.

"ჩვენ გვაქვს ნი­ა­დაგმფა­რა­ვი ღვი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი­ად იზ­რდე­ბი­ან, ასე­ვე, გვაქვს ღვი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ­ტი­კა­ლუ­რად იზ­რდე­ბი­ან და 34 მეტ­რის სი­მაღ­ლეს აღ­წე­ვენ“, - აღ­ნიშ­ნავს და­ვით ჩან­გი­ა­ნი.

ღვია მორ­წყვას და­ახ­ლო­ე­ბით, კვი­რა­ში ორ­ჯერ სა­ჭი­რო­ებს. მცე­ნა­რე სი­ცხეს კარ­გად უძ­ლებს და და­ახ­ლო­ე­ბით, კვი­რა­ში ორ­ჯერ მორ­წყვა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ღვი­ე­ბი ყინ­ვა­საც კარ­გად ეგუ­ე­ბი­ან. მცე­ნა­რე ნა­ხევ­რად ჩრდილ­ში ან მზე­ში უნდა ჩავრგოთ.

მისი ფასი „გორ­გი­ა­ში“ იწყე­ბა 14,10 ლა­რი­დან.

მცო­ცა­ვი ყვა­ვი­ლე­ბი

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კე­დელ­ზე მცო­ცა­ვი ყვა­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. თუ გსურთ, თქვე­ნი აგა­რა­კის კე­დე­ლიც „ააყ­ვა­ვოთ“, „გორ­გი­ას“ ფლო­რის­ტის რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ.

ჰი­პერ­მარ­კეტ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის მცო­ცავ ყვა­ვილს ნა­ხავთ, „გორ­გი­ას“ ფლო­რის­ტი კი თქვე­ნი აგა­რა­კის კლი­მა­ტი­სა და ეზოს მი­ხედ­ვით, სა­უ­კე­თე­სოს შე­გარ­ჩე­ვი­ნებთ.

„ჩვენ­თან უსურ­ვა­ზი, ცხრა­ტყა­ვა, ჟას­მი­ნი, სურო, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ­წლი­ა­ნი და გამ­ძლე მცე­ნა­რე­ე­ბია, ყვე­ლა მათ­გა­ნი არის ფო­თოლმცვე­ნი და ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბი აქვთ“, -აღ­ნიშ­ნა ფლო­რის­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ნუ შეგ­ვე­შინ­დე­ბა ეზო­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის, რად­გან მათ არ­ცერ­თი მცე­ნა­რე არ „იზი­დავს. ერ­თა­დერ­თი, „უკუჩ­ვე­ნე­ბა“, რაც სუ­როს აქვს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კედ­ლის ჩა­მოშ­ლის­თვის ხე­ლის შე­წყო­ბაა.

მცო­ცა­ვი ყვა­ვი­ლე­ბის ფასი იწყე­ბა 17,80 თეთ­რი­დან და „გორ­გი­ა­ში“ მათი საკ­მა­ოდ დიდი ნი­მუ­შე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰი­პერ­მარ­კე­ტის ფლო­რის­ტი მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით და შე­სა­ბა­მი­სი ნი­ა­და­გი­სა და სა­სუ­ქე­ბის შერ­ჩე­ვა­შიც და­გეხ­მა­რე­ბათ.

ავტორი:

ეზოს 9 მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს - „გორგიას“ ფლორისტის რჩევები

ეზოს 9 მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს - „გორგიას“ ფლორისტის რჩევები

თუ ოთახის მცენარეები კონცენტრაციაში გვეხმარებიან და ჩვენს მეხსიერებაზე დადებით ზეგავლენას ახდენენ, ეზოს მცენარეები განტვირთვისა და სუფთა ჰაერზე დასვენების საშუალებას გვაძლევენ.

ამისთვის შეგვიძლია, როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი მცენარეები შევარჩიოთ, აგარაკზე დავრგოთ და მშვიდად ვიყოთ, რომ ზაფხულში, დასასვენებლად ჩასულებს ამწვანებული ეზო დაგვხვდება.

Ambebi.ge-მ ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ფლორისტთან ერთად შეარჩია ეზოს 9 მცენარე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. მათი ძირითადი ნაწილი როგორც მკაცრ კლიმატს, ისე სიცხეს კარგად უძლებს, ამავდროულად, აგარაკზე ჯანსაღ გარემოს შეგვიქმნის და სიგრილეში მშვიდად განტვირთვის საშუალებას მოგვცემს.

ლავანდა

ლავანდა ბევრი ჩვენგანის უსაყვარლესი მცენარეა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ გამძლე და მარადმწვანეა.

„გორგიას“ ფლორისტი განმარტავს, რომ „ლავანდა“ ფხვიერ და ნოყიერ ნიადაგში უნდა ჩავრგოთ და არ შეგვეშინდეს, რომ ყინვაში ან ძლიერ სიცხეში გაგვიფუჭდება, რადგან ორივე მდგომარეობას იდეალურად უძლებს.

„ლავანდა“ყვავილობს ზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე. ზამთარში ფოთლები ვერცხლისფერდება, გაზაფხულზე თავიდან დაიწყებს ახალი ფოთლების წამოღებას.

ერთადერთი, რაც „გვევალება“ გადაყვავილებული ყვავილების მოჭრაა, რომ ახალი კვირტები ამოიტანოს. ფლოისტი გვირჩევს, რომ მცენარეს ზაფხულში წყალი კვირაში ორჯერ დავუსხათ, თუმცა თუ მეტჯერ დასხმის საშუალება გვაქვს, უფრო უკეთესი.

ლავანდის ფასი 5,65 ლარია.

აიუგა

აიუგა მარადმწვანე მცენარეა, რომლის ჭრელი ფოთლებიც ეზოს გაგილამაზებთ. აიუგა ნიადაგმფარავი, მცოცავი მცენარეა, რომელიც იქამდე ვრცელდება, სანამ ადგილი ყოფნის. რაც მთავარია, მარადმწვანეა და თუ აგარაკზე ზამთარში წასვლას გადაწყვეტთ, მისი ჭრელი ყვავილები დასვენების დღეებს გაგილამაზებთ.

„გორგიას“ ფლორისტის თქმით, აიუგა გადაჭრას, ფორმირებას და მსგავსი ტიპის მოვლას არ საჭიროებს. უყვარს ნორმალური ნიადაგი, წყალს კი კვირაში ორჯერ საჭიროებს.

აიუგას ფართო არჩევანი „გორგიაშია“ წარმოდგენილი და მას 5,65 ლარიდან შეიძენთ.

სალვია

სალვია საქართველოში საკმაოდ გავრცელებული მრავალწლიანი მცენარეა. ზამთარში ქრება და გაზაფხულზე ორჯერ უფრო დიდი ბუჩქი ამოდის.

დავით ჩანგიანი გვიხსნის, რომ „სალვიას“ ზრდა დაახლოებით, 35-დან 40 სანტიმეტრამდე აღწევს. სალვიას მრგვალი ფორმა აქვს, ამიტომ შეკრეჭვას არ საჭიროებს. ყვავილობას იწყებს გაზაფხულის ბოლოს-ზაფხულის დასაწყისში და მთელი ცხელი სეზონის განმავლობაში ყვავილობს.

რაც მთავარია, აგარაკის ეზოში დასარგავად საუკეთესო არჩევანია, რადგან „უპრეტენზიო მცენარეა“, უყვარს გაფხვიერებული, ნოყიერი ნიადაგი უყვარს, ნახევარჩრდილიანი ადგილი და წყალიც ზომიერად - კვირაში ორჯერ-სამჯერ.

სალვიას ფართო არჩევანიც „გორგიაში“ დაგხვდება და მისი ფასიც 5,65 ლარია.

კოწახური

„კოწახური“ მრავალწლიანი მცენარეა. ის ეზოში შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის - ზამთარში ფოთლები სცვივა და პატარა, წითელი ნაყოფი ტოტებზე მძივებივით აქვს ასხმული.

მცენარეს მზის გული უყვარს. ფოტოსინთეზის შედეგად კი „კოწახურის“ ფოთლებს ფერი ეცვლება და მწვანე გარდაიქმნება ბორდოსფრად, ოქროსფრად ან ყვითლად.

„გორგიას“ ფლორისტის თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ „კოწახურს“ მზის სხივები არ ხვდება, მაშინ მისი ფოთლები ფერს არ იცვლის და მწვანე რჩება.

„ოქროსფერფოთლიანი „კოწახური“ ზამთარში ფოთოლს უკეთ ინარჩუნებს. ასევე, მწვანეც. ეს მცენარე ყინვასთან მიმართებაში იდეალურია. უნდა ფხვიერი და ნოყიერი ნიადაგი, მორწყვას საჭიროებს კვირაში ორჯერ-სამჯერ“, - აღნიშნავს დავით ჩანგიანი.

„კოწახურის“ ფასები „გორგიაში“ საკმაოდ ხელმისაწვდომია და 14,10 ლარიდან იწყება.

კანადური ნაძვი „კონიკა“

„კონიკა“მარადმწვანე, წიწვოვანი მცენარეა, იზრდება დაახლოებით, 2 მეტრის სიმაღლის. მისი მუქი მწვანე წიწვები ეზოში სიგრილის გარანტია. ნაძვს ულამაზესი ფორმა აქვს და შეკრეჭას არ საჭიროებს. იზრდება კონუსური ფორმით და ხდება სწორედ ისეთი ლამაზი, საახალწლოდ ხელოვნურ ნაძვის ხეებს რომ ვყიდულობთ-ხოლმე.

ჩრდილოეთის მცენარე კარგად ეგუება სიცივეს, იდეალურად ყინვაგამძლეა, დარგვისას ნახევრადჩრდილიანი ადგილი უნდა შევურჩიოთ. წყალს ზომიერად საჭიროებს, დაახლოებით, კვირაში ორჯერ ან სამჯერ. „კონიკას“ ფხვიერი ნიადაგი უყვარს.

ამ ულამაზესი მარადმწვანე მცენარის ფასი „გორგიაში“ არის 11,10 ლარი.

ტუია

„გორგიაში“ ტუიების მრავალფეროვანი არჩევანია. მათი ფასი კი 14,10 ლარიდან იწყება.

შეგიძლიათ, როგორც პატარა, კომპაქტური ბუჩქის ზომის ტუია შეარჩიოთ, ასევე, არის შედარებით მაღალი სახეობაც, რომლებიც 3-4 მეტრის სიმაღლის იზრდება.

ტუიას მორწყვა დაახლოებით, კვირაში ორჯერ-სამჯერ ესაჭიროება.

ღვია

„გორგიას“ ფლორისტის თქმით, ღვია ყინვაგამძლე მცენარეა.

"ჩვენ გვაქვს ნიადაგმფარავი ღვიები, რომლებიც ჰორიზონტალურიად იზრდებიან, ასევე, გვაქვს ღვიები, რომლებიც ვერტიკალურად იზრდებიან და 34 მეტრის სიმაღლეს აღწევენ“, - აღნიშნავს დავით ჩანგიანი.

ღვია მორწყვას დაახლოებით, კვირაში ორჯერ საჭიროებს. მცენარე სიცხეს კარგად უძლებს და დაახლოებით, კვირაში ორჯერ მორწყვა ესაჭიროება. ღვიები ყინვასაც კარგად ეგუებიან. მცენარე ნახევრად ჩრდილში ან მზეში უნდა ჩავრგოთ.

მისი ფასი „გორგიაში“ იწყება 14,10 ლარიდან.

მცოცავი ყვავილები

ჩვენს ქვეყანაში კედელზე მცოცავი ყვავილები ძალიან პოპულარულია. თუ გსურთ, თქვენი აგარაკის კედელიც „ააყვავოთ“, „გორგიას“ ფლორისტის რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.

ჰიპერმარკეტში რამდენიმე სახეობის მცოცავ ყვავილს ნახავთ, „გორგიას“ ფლორისტი კი თქვენი აგარაკის კლიმატისა და ეზოს მიხედვით, საუკეთესოს შეგარჩევინებთ.

„ჩვენთან უსურვაზი, ცხრატყავა, ჟასმინი, სურო, რომლებიც მრავალწლიანი და გამძლე მცენარეებია, ყველა მათგანი არის ფოთოლმცვენი და ულამაზესი ყვავილები აქვთ“, -აღნიშნა ფლორისტმა.

მისივე თქმით, ნუ შეგვეშინდება ეზოში ქვეწარმავლების გავრცელების, რადგან მათ არცერთი მცენარე არ „იზიდავს. ერთადერთი, „უკუჩვენება“, რაც სუროს აქვს, წლების განმავლობაში კედლის ჩამოშლისთვის ხელის შეწყობაა.

მცოცავი ყვავილების ფასი იწყება 17,80 თეთრიდან და „გორგიაში“ მათი საკმაოდ დიდი ნიმუშებია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ჰიპერმარკეტის ფლორისტი მცენარეების მოვლის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით და შესაბამისი ნიადაგისა და სასუქების შერჩევაშიც დაგეხმარებათ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის