სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია "ჰექსას" ყოფილი დამფუძნებელი ლაშა ქორიძე განცხადებას ავრცელებს
კომპანია "ჰექსას" ყოფილი დამფუძნებელი ლაშა ქორიძე განცხადებას ავრცელებს

კომ­პა­ნია "ჰექ­სას" ყო­ფი­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლაშა ქო­რი­ძე სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხე­ბის მო­პარ­ვის შე­სა­ხებ „რუს­თა­ვი 2“-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ვფიქ­რობ­დი, სა­ერ­თოდ მე­პა­სუ­ხა თუ არა გა­სულ კვი­რას "რუს­თა­ვი 2"-ის ეთე­რით გა­სულ ცი­ლისმწა­მებ­ლურ, შე­უ­რა­ცხმყო­ფელ, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ სი­უ­ჟეტ­ზე, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი სი­ტყვი­დან ბოლო წერ­ტი­ლამ­დე აბ­სო­ლუ­ტურ ტყუ­ილ­სა და მო­ნა­ჭორ­ზეა აგე­ბუ­ლი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერც მივ­ხვდი, რა უნდა მე­პა­სუ­ხა სრულ ზღა­პარ­ზე, რო­მე­ლიც ფიქ­ცი­უ­რი დღგ-ს ან­გა­რიშფაქ­ტუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბას ეხე­ბო­და.

ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლო­ბა ამ მარ­თლაც­და სა­ში­ნელ­სი­უ­ჟე­ტი­ან ზღა­პარ­ში ის გახ­ლდათ, რომ ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი კომ­პა­ნია „ჰექ­სას“ წი­ლის მფლო­ბე­ლი, 2015 წლის 3 იან­ვრი­დან 2019 წლის 4 თე­ბერ­ვლამ­დე, რომ­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო და დღე­საც არის ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის ვაჟი ან­დრია ფარ­ცხა­ლა­ძე. ამ დრო­ის­თვის ამ კომ­პა­ნი­ას­თან არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ რო­მელ უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და ბი­უ­ჯე­ტის თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი, როცა შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით შპს „ჰექ­სას“ 2016 წლი­დან დღემ­დე ბი­უ­ჯეტ­ში, გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით, 24,5 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი აქვს გა­დახ­დი­ლი და არა­ვი­თა­რი კი­თხვა ამ კომ­პა­ნი­ის მი­მართ არ გა­ჩე­ნი­ლა.

სა­ერ­თოდ, გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ და­ა­კავ­ში­რეს ამ თე­მას ჩემი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი ივა­ნე ბაქ­რა­ძე, რო­მელ­საც კომ­პა­ნია "ჰექ­სას­თან" არა­სო­დეს არ ჰქო­ნია კავ­ში­რი.

30 წე­ლია, ბიზ­ნეს­ში ვარ და, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ვიც­ნობ. სი­უ­ჟეტ­ში ჩემს პარტნი­ო­რე­ბად მოხ­სე­ნი­ე­ბულ პი­რებ­თან: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს­თან, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან და უჩა მა­მა­ცაშ­ვილ­თან, არა­ნა­ი­რი საქ­მი­ა­ნი და ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არ მაქვს. მე­ტიც, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და უჩა მა­მა­ცაშ­ვილს ერთხე­ლაც არ შევ­ხვედ­რი­ვარ. ამ სი­უ­ჟე­ტი­დან კი გა­ვი­გე, რომ თურ­მე მათ­თან ერ­თად კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ და ბი­უ­ჯე­ტის ფულს ვი­პა­რავ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბო­და, რომ არა ის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი, რომ ხალ­ხის ნა­წილს ამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის სჯე­რა.

არც მე და არც კომ­პა­ნია "ჰექ­სას" და­სა­მა­ლი არა­ფე­რი გვაქვს. მზად ვართ, ნე­ბის­მი­ერ კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხოთ და დო­კუ­მენ­ტე­ბით და­ვამ­ტკი­ცოთ ჩვე­ნი სი­მარ­თლე. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მივ­მარ­თავთ სა­მარ­თლებ­რივ გზას და ამ ცი­ლისმწა­მებ­ლურ, ღირ­სე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ველ კამ­პა­ნი­ას უპა­სუ­ხოდ არ დავ­ტო­ვებთ" - ნათ­ქვა­მია ბიზ­ნეს­მე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

კომპანია "ჰექსას" ყოფილი დამფუძნებელი ლაშა ქორიძე განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ჰექსას" ყოფილი დამფუძნებელი ლაშა ქორიძე განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ჰექსას" ყოფილი დამფუძნებელი ლაშა ქორიძე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის შესახებ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"ვფიქრობდი, საერთოდ მეპასუხა თუ არა გასულ კვირას "რუსთავი 2"-ის ეთერით გასულ ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, პატივისა და ღირსების შემლახველ სიუჟეტზე, რომელიც პირველი სიტყვიდან ბოლო წერტილამდე აბსოლუტურ ტყუილსა და მონაჭორზეა აგებული. სიმართლე გითხრათ, ვერც მივხვდი, რა უნდა მეპასუხა სრულ ზღაპარზე, რომელიც ფიქციური დღგ-ს ანგარიშფაქტურების გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას ეხებოდა.

ერთადერთი რეალობა ამ მართლაცდა საშინელსიუჟეტიან ზღაპარში ის გახლდათ, რომ ნამდვილად ვიყავი კომპანია „ჰექსას“ წილის მფლობელი, 2015 წლის 3 იანვრიდან 2019 წლის 4 თებერვლამდე, რომლის თანადამფუძნებელი იყო და დღესაც არის ოთარ ფარცხალაძის ვაჟი ანდრია ფარცხალაძე. ამ დროისთვის ამ კომპანიასთან არავითარი შეხება არ მაქვს, მაგრამ რომელ უკანონო საქმიანობასა და ბიუჯეტის თანხების მითვისებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა შემოსავლების სამსახურში არსებული საჯარო დოკუმენტაციის მიხედვით შპს „ჰექსას“ 2016 წლიდან დღემდე ბიუჯეტში, გადასახადების სახით, 24,5 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი და არავითარი კითხვა ამ კომპანიის მიმართ არ გაჩენილა.

საერთოდ, გაუგებარია, როგორ დააკავშირეს ამ თემას ჩემი ბიზნესპარტნიორი ივანე ბაქრაძე, რომელსაც კომპანია "ჰექსასთან" არასოდეს არ ჰქონია კავშირი.

30 წელია, ბიზნესში ვარ და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ. სიუჟეტში ჩემს პარტნიორებად მოხსენიებულ პირებთან: ბიძინა ივანიშვილთან, მამუკა ბახტაძესთან, ოთარ ფარცხალაძესთან და უჩა მამაცაშვილთან, არანაირი საქმიანი და ნათესაური კავშირი არ მაქვს. მეტიც, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილს ერთხელაც არ შევხვედრივარ. ამ სიუჟეტიდან კი გავიგე, რომ თურმე მათთან ერთად კორუფციულ გარიგებებში ვმონაწილეობ და ბიუჯეტის ფულს ვიპარავ. ეს ყველაფერი მართლაც სასაცილო იქნებოდა, რომ არა ის სამწუხარო ფაქტი, რომ ხალხის ნაწილს ამ მიზანმიმართული დეზინფორმაციის სჯერა.

არც მე და არც კომპანია "ჰექსას" დასამალი არაფერი გვაქვს. მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ და დოკუმენტებით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართლებრივ გზას და ამ ცილისმწამებლურ, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ კამპანიას უპასუხოდ არ დავტოვებთ" - ნათქვამია ბიზნესმენის განცხადებაში.

დაუჯერებელი ფაქტები, რასაც შენი ცხოვრების მანძილზე აკეთებ

საქართველოში პირველი სავაჭრო  ორგანიზაცია, „ლილო მოლი“ უკვე 30 წლისაა

სად შევიძინოთ ტექნიკის პრემიუმ ბრენდები მნიშვნელოვანი დანაზოგით