სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთში რაღაც ახალი დაიწყო" - რას ელიან ექსპერტები ხალხმრავალი აქციების შემდეგ?
"რუსეთში რაღაც ახალი დაიწყო" - რას ელიან ექსპერტები ხალხმრავალი აქციების შემდეგ?

მოს­კოვ­სა და რუ­სე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­ში, სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ზე 500-ზე მეტი აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვეს. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა ცნო­ბით, მოს­კო­ვის ცენ­ტრში სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, 70-დან 90 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და. ტე­ლე­კომ­პა­ნია Дождь-ის ცნო­ბით, გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, რუ­სეთ­ში ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმს გა­და­ა­ჭარ­ბეს.

გა­მო­ცე­მა Медиазонa-ს წარ­მო­მად­გენ­ლის ცნო­ბით, ის თა­ვა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და აქ­ცი­ა­ზე და ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­ში რა­ღაც ახა­ლი და­ი­წყო... პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა მო­თხოვ­ნა უც­ვლე­ლია - ისი­ნი ითხო­ვენ მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო დუ­მის არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ. ისი­ნი ასე­ვე ითხო­ვენ და­კა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, სან­ქცი­რე­ბუ­ლი მი­ტინ­გე­ბი გა­ი­მარ­თა მოს­კოვ­ში, ხა­ბა­როვ­სკში, პე­ტერ­ბურ­გსა და რუ­სე­თის სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში. სო­ლი­და­რო­ბის პი­კე­ტე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ვლა­დი­ვოს­ტოკ­ში, ირ­კუტსკში, ომ­სკში, კე­მე­როვ­სა და ტომ­სკში.

უფრო ადრე, 27 ივ­ლის­სა და 3 აგ­ვის­ტოს, პო­ლი­ცი­ამ აქ­ცია და­არ­ბია და 1400-მდე მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვა.

კრემ­ლის მიერ არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დი­ის ცნო­ბით, მოს­კოვ­ში სა­ხა­რო­ვის მო­ე­დან­ზე, მი­ტინ­გის ჩა­ტა­რე­ბის ზო­ნა­ში, პო­ლი­ცია მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტო­რე­ბით ჩხრეკ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს, გარ­შე­მო რამ­დე­ნი­მე ათა­სი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ­ლებ­მაც დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დე­მონ­სტრან­ტე­ბის მა­სობ­რი­ვად და­ა­კა­ვე­ბა და­ი­წყეს. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია ხელს უშ­ლი­და მუ­შა­ო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც.

ჟურ­ნა­ლის­ტი ლე­ო­ნიდ პარ­ფი­ო­ნო­ვი novayagazeta.ru-სთან იხ­სე­ნებს, რომ უამ­რა­ვი აქ­ცია გა­უ­შუ­ქე­ბია, მაგ­რამ პირ­ვე­ლად ნახა "რო­გორ გარ­ბო­და ერთ-ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, რო­მელ­საც უკან ОМОН-ის ხელ­კე­ტი­ა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი მის­დევ­და".

გა­მო­ცე­მა სა­უბ­რობს პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრი­ლი­რე­ბა­დი მე­დი­ის პო­ზი­ცი­ა­ზეც, რომ­ლე­ბიც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­დნენ, რომ მოს­კო­ვის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე 20 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი. ხალ­ხი მათ (მათ შო­რის ტე­ლე­არხ Россия-ს) სა­მარ­ცვხი­ნოს უწო­დებ­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნია Дождь-მა მო­ზარ­დებ­ში ჩა­ა­ტა­რა გა­მო­კი­თხვა, - აპი­რე­ბენ თუ არა რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას? უამ­რავ­მა მათ­გან­მა უპა­სუ­ხა, რომ თუ ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, ისი­ნი რუ­სე­თი­დან წავ­ლენ.

რას შეც­ვლი­ან აქ­ცი­ე­ბით რუ­სეთ­ში და რისი მო­ლო­დი­ნი აქვთ დე­მონ­სტრან­ტებ­სა და ოპო­ზი­ცი­ას, ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი და ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი მსჯე­ლო­ბენ. Дождь-თან სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ტო­ლო­გი კი­რილ რო­გო­ვი ამ­ბობს, რომ რუ­სე­თი, რო­გორც პო­ლი­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო, ახლა რეპ­რე­სი­ე­ბის ახალ ტალ­ღას და­ი­წყებს და ასო­ბით ადა­მი­ანს და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ ან სუ­ლაც სხვა შე­ზღუდ­ვას და­უ­წე­სე­ბენ, თუმ­ცა, საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა არ უნდა შე­წყდეს. ოპო­ზი­ცო­ნერ იგორ ჟუ­კო­ვის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ევ­გე­ნი ოვ­ჩა­რო­ვი ამ­ბობს, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამ­დე­ნი და­კა­ვე­ბე­ბის ფონ­ზე, მი­ი­ღებს იმას, რაც მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში - მას თა­ვი­სი ნე­ბით მო­უ­წევს წას­ვლა.

"აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ, 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის. ახლა კრემ­ლის მიერ მარ­თუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, მუ­შა­ო­ბენ ტრო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე უამ­რავ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, თით­ქოს ეს არის გა­რე­შე ძა­ლის მიერ მარ­თუ­ლი, თუმ­ცა, უკვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და რა­ღაც ჯან­სა­ღი ძალა, რო­მე­ლიც უკან და­ხე­ვას არ აპი­რებს და მზად არის ბრძო­ლის­თვის, თუნ­დაც იმ სას­ტი­კი მე­თო­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვთა­ვა­ზობს", - ამ­ბობს ოვ­ჩა­რო­ვი.

ჰელ­სინ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის ვლა­დი­მირ გელ­მა­ნი the-village.ru-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ "სწო­რი სტრა­ტე­გი­აა, რომ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო აქ­ცია უფრო და უფრო ხალ­ხმრა­ვა­ლია. მო­ბი­ლი­ზა­ცია თუ გა­იზ­რდე­ბა, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმიჯს კი­დევ უფრო და­ა­ზი­ა­ნებს, რაც 8 სექ­ტემ­ბერს და­ნიშ­ნულ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. მა­ნამ­დე პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­სობ­რივ და­ჭე­რებს, და­ში­ნე­ბა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას და­ი­წყებს.

მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტის გა­რე­შე მი­ვი­ღებთ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­სა და ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის მსგავს ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟიმს, თუმ­ცა იქამ­დე არც არა­ფე­რი გვიკ­ლია. ხან­და­ხან თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას ათე­უ­ლო­ბით წელი სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას ვერ და­ი­ჭე­რენ და არ­სე­ბობს შან­სი, ერთხე­ლაც ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლოს", - ამ­ბობს ის.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ, რომ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი მზად არის სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბაც კი გა­ა­კე­თოს, ოღონდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"რუსეთში რაღაც ახალი დაიწყო" - რას ელიან ექსპერტები ხალხმრავალი აქციების შემდეგ?

"რუსეთში რაღაც ახალი დაიწყო" - რას ელიან ექსპერტები ხალხმრავალი აქციების შემდეგ?

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციებზე 500-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. აქციის ორგანიზატორთა ცნობით, მოსკოვის ცენტრში სხვადასხვა მონაცემებით, 70-დან 90 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. ტელეკომპანია Дождь-ის ცნობით, გუშინდელ აქციაზე გამოსული ადამიანების რაოდენობით, რუსეთში ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბეს.

გამოცემა Медиазонa-ს წარმომადგენლის ცნობით, ის თავადაც იმყოფებოდა აქციაზე და ამბობს, რომ რუსეთში რაღაც ახალი დაიწყო... პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია - ისინი ითხოვენ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატებს მონაწილეობის საშუალება მისცენ. ისინი ასევე ითხოვენ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას.

სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, სანქცირებული მიტინგები გაიმართა მოსკოვში, ხაბაროვსკში, პეტერბურგსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში. სოლიდარობის პიკეტები მიმდინარეობდა ვლადივოსტოკში, ირკუტსკში, ომსკში, კემეროვსა და ტომსკში.

უფრო ადრე, 27 ივლისსა და 3 აგვისტოს, პოლიციამ აქცია დაარბია და 1400-მდე მონაწილე დააკავა.

კრემლის მიერ არაკონტროლირებადი მედიის ცნობით, მოსკოვში სახაროვის მოედანზე, მიტინგის ჩატარების ზონაში, პოლიცია მეტალოდეტექტორებით ჩხრეკდა მოქალაქეებს, გარშემო რამდენიმე ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებმაც დღის მეორე ნახევარში დემონსტრანტების მასობრივად დააკავება დაიწყეს. ადგილობრივი პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში ჟურნალისტებსაც.

ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი novayagazeta.ru-სთან იხსენებს, რომ უამრავი აქცია გაუშუქებია, მაგრამ პირველად ნახა "როგორ გარბოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი, რომელსაც უკან ОМОН-ის ხელკეტიანი თანამშრომელი მისდევდა".

გამოცემა საუბრობს პუტინის ხელისუფლების მიერ კონტრილირებადი მედიის პოზიციაზეც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მოსკოვის მთავარ მოედანზე 20 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. ხალხი მათ (მათ შორის ტელეარხ Россия-ს) სამარცვხინოს უწოდებდა.

ტელეკომპანია Дождь-მა მოზარდებში ჩაატარა გამოკითხვა, - აპირებენ თუ არა რუსეთში ცხოვრების გაგრძელებას? უამრავმა მათგანმა უპასუხა, რომ თუ ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვლება, ისინი რუსეთიდან წავლენ.

რას შეცვლიან აქციებით რუსეთში და რისი მოლოდინი აქვთ დემონსტრანტებსა და ოპოზიციას, ამის შესახებ პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები მსჯელობენ. Дождь-თან საუბარში პოლიტოლოგი კირილ როგოვი ამბობს, რომ რუსეთი, როგორც პოლიციური სახელმწიფო, ახლა რეპრესიების ახალ ტალღას დაიწყებს და ასობით ადამიანს დააპატიმრებენ ან სულაც სხვა შეზღუდვას დაუწესებენ, თუმცა, საპროტესტო ტალღა არ უნდა შეწყდეს. ოპოზიცონერ იგორ ჟუკოვის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, ევგენი ოვჩაროვი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება, ამდენი დაკავებების ფონზე, მიიღებს იმას, რაც მოხდა უკრაინაში - მას თავისი ნებით მოუწევს წასვლა.

"აქციაზე დააკავეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მხოლოდ და მხოლოდ აქტიურობისთვის. ახლა კრემლის მიერ მართული უამრავი ადამიანი დეზინფორმაციას ავრცელებს, მუშაობენ ტროლები, რომლებიც ასევე უამრავ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს ეს არის გარეშე ძალის მიერ მართული, თუმცა, უკვე ჩამოყალიბდა რაღაც ჯანსაღი ძალა, რომელიც უკან დახევას არ აპირებს და მზად არის ბრძოლისთვის, თუნდაც იმ სასტიკი მეთოდების წინააღმდეგ, რომელსაც პუტინის ხელისუფლება გვთავაზობს", - ამბობს ოვჩაროვი.

ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორის ვლადიმირ გელმანი the-village.ru-სთან საუბარში ამბობს, რომ "სწორი სტრატეგიაა, რომ ყოველი მომდევნო აქცია უფრო და უფრო ხალხმრავალია. მობილიზაცია თუ გაიზრდება, ეს ხელისუფლების იმიჯს კიდევ უფრო დააზიანებს, რაც 8 სექტემბერს დანიშნულ არჩევნებში გამოიხატება. მანამდე პუტინის ხელისუფლება მასობრივ დაჭერებს, დაშინებასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას დაიწყებს.

მასობრივი პროტესტის გარეშე მივიღებთ, ჩრდილოეთ კორეასა და ლათინური ამერიკის მსგავს ავტორიტარულ რეჟიმს, თუმცა იქამდე არც არაფერი გვიკლია. ხანდახან თავისუფლებისთვის ბრძოლას ათეულობით წელი სჭირდება, მაგრამ ყველას ვერ დაიჭერენ და არსებობს შანსი, ერთხელაც ყველაფერი შეიცვალოს", - ამბობს ის.

რუსი ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში წერენ, რომ პუტინის რეჟიმი მზად არის სამოქალაქო დაპირისპირების ინსცენირებაც კი გააკეთოს, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნოს.

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში

დიდ ბრიტანეთში შტორმს 2 ადამიანი ემსხვერპლა - უახლოეს დღეებში შტორმის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან

ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი