მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი მოზარდი დააკავეს
მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი მოზარდი დააკავეს

10 აგ­ვის­ტოს, მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ათზე მეტი მო­ზარ­დი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ მოს­კოვ­ში ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბულ­მა ევ­გე­ნი ბუ­ნი­მო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და. იუ­წყე­ბა „ინ­ტერ­ფაქ­სი“.

„და­კა­ვე­ბუ­ლია ათზე მეტი არას­რულ­წლო­ვა­ნი, მაგ­რამ ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ უც­ნო­ბია“ - გა­ნა­ცხა­და ბუ­ნი­მო­ვიჩ­მა.

მისი თქმით, და­კა­ვე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­თა­გან უმე­ტე­სო­ბა უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მო­ხა­ლი­სე­თა პრო­ექ­ტის „თეთ­რი მრი­ცხვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კოვ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სან­ქცი­რე­ბულ მი­ტინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 60 ათა­სამ­დე ადა­მი­ან­მა. რუ­სე­თის მას­შტა­ბით, აქ­ცი­ებ­ზე, მთლი­ა­ნო­ბა­ში, 325 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

14 ივ­ლი­სი­დან მოს­კოვ­ში აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ითხო­ვენ, და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტა­ტებს მოს­კო­ვის სა­თათ­ბი­რო­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა დარ­თონ. ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი 27 ივ­ლი­სი­სა და 3 აგ­ვის­ტოს აქ­ცი­ე­ბი იყო, რომ­ლებ­ზეც ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

10 აგ­ვის­ტოს მოს­კოვ­ში, ასე­ვე გა­ი­მარ­თა მი­ტინ­გი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით. მოს­კოვ­სა და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თუ­ლი მი­ტინ­გე­ბის შემ­დეგ, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა აქ­ტი­ვის­ტე­ბის მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბე­ბი და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი მოზარდი დააკავეს

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი მოზარდი დააკავეს

10 აგვისტოს, მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი მოზარდი დააკავეს. ამის შესახებ მოსკოვში ბავშვთა უფლებების საქმეთა რწმუნებულმა ევგენი ბუნიმოვიჩმა განაცხადა. იუწყება „ინტერფაქსი“.

„დაკავებულია ათზე მეტი არასრულწლოვანი, მაგრამ ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია“ - განაცხადა ბუნიმოვიჩმა.

მისი თქმით, დაკავებულ არასრულწლოვანთაგან უმეტესობა უკვე გაათავისუფლეს.

როგორც ცნობილია, მოხალისეთა პროექტის „თეთრი მრიცხველის“ ინფორმაციით, მოსკოვში ხელისუფლების მიერ სანქცირებულ მიტინგში მონაწილეობა მიიღო 60 ათასამდე ადამიანმა. რუსეთის მასშტაბით, აქციებზე, მთლიანობაში, 325 ადამიანი დააკავეს.

14 ივლისიდან მოსკოვში აქციები იმართება, რომლის მონაწილეები ითხოვენ, დამოუკიდებელ დეპუტატებს მოსკოვის სათათბიროში შესვლის უფლება დართონ. ყველაზე მასშტაბური 27 ივლისისა და 3 აგვისტოს აქციები იყო, რომლებზეც ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

10 აგვისტოს მოსკოვში, ასევე გაიმართა მიტინგი თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული მიტინგების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმმა აქტივისტების მასობრივი დაკავებები დაიწყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე