პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნორვეგიაში უცნობმა მეჩეთში ცეცხლი გახსნა, ბრაზილიაში ღამის კლუბში კი ხუთი ადამიანი მოკლეს - ახალი ამბები მსოფლიოს ქვეყნებიდან
ნორვეგიაში უცნობმა მეჩეთში ცეცხლი გახსნა, ბრაზილიაში ღამის კლუბში კი ხუთი ადამიანი მოკლეს - ახალი ამბები მსოფლიოს ქვეყნებიდან

ნორ­ვე­გი­ის დე­და­ქა­ლაქ ოს­ლოს­თან ახ­ლოს, მე­ჩეთ­ში უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა ცე­ცხლი გახ­სნა. ამის შე­სა­ხებ „დო­ი­ჩე ველე“ იუ­წყე­ბა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ჩეთ­ში შე­სულ თეთრკა­ნი­ან მა­მა­კაცს თან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა ჰქონ­და.

დამ­ნა­შა­ვემ შუ­შის კარი შე­ან­გრია და უმი­სა­მარ­თო სრო­ლა და­ი­წყო. შე­დე­გად, შე­ნო­ბა­ში მყო­ფი 75 წლის მა­მა­კა­ცი და­იჭ­რა. მე­ჩეთ­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა თა­ვად მო­ა­ხერ­ხეს და პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი.

მომ­ხდა­რის მო­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი ნორ­ვე­გი­ის მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ბა­და და მე­ჩე­თის მახ­ლობ­ლად ცხოვ­რობს.

იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ ერა­ყე­ლი მიგ­რან­ტი და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც წმინ­და პეტ­რეს მო­ე­დან­ზე, ვა­ტი­კან­ში თა­ვის დაწ­ვას ცდი­ლობ­და და ან­თე­ბულ სან­თე­ბე­ლას იქ­ნევ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი იტა­ლი­ა­ში თავ­შე­სა­ფარს ითხოვს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მა­მა­კა­ცი აღ­გზნე­ბულ და გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მა­მა­კა­ცის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის ოპე­რა­ცი­ას ტუ­რის­ტებ­სა და მომ­ლოც­ვე­ლებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა არ გა­მო­უწ­ვე­ვია.

ბრა­ზი­ლი­ის სამ­ხრე­თით, ქა­ლაქ მოს­ტარ­დას­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი ღა­მის კლუბ­ში შე­იჭ­რა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი­სა და კლუ­ბის სტუმ­რე­ბის მი­სა­მარ­თით ცე­ცხლი გახ­სნა. შე­დე­გად და­ი­ღუ­პა ხუთი ადა­მი­ა­ნი, ოთხი კი და­იჭ­რა. ამის შე­სა­ხებ „რო­ი­ტე­რი“ იუ­წყე­ბა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პი­რებს სახე და­ფა­რუ­ლი ჰქონ­დათ. მათ თან წა­ი­ღეს გარ­დაც­ვლილ­თა პი­რა­დი ნივ­თე­ბი, მათ შო­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და სა­ფუ­ლე­ე­ბი.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლე­ბი, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან, 220 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ქა­ლაქ პორ­ტუ-ალეგ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვი არ სა­ხელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ნორვეგიაში უცნობმა მეჩეთში ცეცხლი გახსნა, ბრაზილიაში ღამის კლუბში კი ხუთი ადამიანი მოკლეს - ახალი ამბები მსოფლიოს ქვეყნებიდან

ნორვეგიაში უცნობმა მეჩეთში ცეცხლი გახსნა, ბრაზილიაში ღამის კლუბში კი ხუთი ადამიანი მოკლეს - ახალი ამბები მსოფლიოს ქვეყნებიდან

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოსთან ახლოს, მეჩეთში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. თვითმხილველების ინფორმაციით, მეჩეთში შესულ თეთრკანიან მამაკაცს თან ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე სახეობა ჰქონდა.

დამნაშავემ შუშის კარი შეანგრია და უმისამართო სროლა დაიწყო. შედეგად, შენობაში მყოფი 75 წლის მამაკაცი დაიჭრა. მეჩეთში მყოფმა ადამიანებმა შეიარაღებული ადამიანის გაუვნებელყოფა თავად მოახერხეს და პოლიციის მოსვლამდე ჰყავდათ დაკავებული.

მომხდარის მოტივების შესახებ არაფერია ცნობილი. ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელი ნორვეგიის მოქალაქეა, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადა და მეჩეთის მახლობლად ცხოვრობს.

იტალიის პოლიციამ ერაყელი მიგრანტი დააკავა, რომელიც წმინდა პეტრეს მოედანზე, ვატიკანში თავის დაწვას ცდილობდა და ანთებულ სანთებელას იქნევდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი იტალიაში თავშესაფარს ითხოვს.

მათივე ცნობით, მამაკაცი აღგზნებულ და გაუწონასწორებელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მამაკაცის გაუვნებელყოფის ოპერაციას ტურისტებსა და მომლოცველებს შორის დაძაბულობა არ გამოუწვევია.

ბრაზილიის სამხრეთით, ქალაქ მოსტარდასში შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი ღამის კლუბში შეიჭრა და დაწესებულების მომსახურე პერსონალისა და კლუბის სტუმრების მისამართით ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

შეიარაღებულ პირებს სახე დაფარული ჰქონდათ. მათ თან წაიღეს გარდაცვლილთა პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები და საფულეები.

პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილები, შემთხვევის ადგილიდან, 220 კილომეტრში მდებარე ქალაქ პორტუ-ალეგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანაშაულის ჩადენის მოტივი არ სახელდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"