საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების წარმომადგენლები - Bloomberg-ი უახლეს სიას აქვეყნებს
ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების წარმომადგენლები - Bloomberg-ი უახლეს სიას აქვეყნებს

გა­მო­ცე­მა "ბლუმ­ბერ­გმა" მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ოჯა­ხე­ბის სია შე­ად­გი­ნა. პირ­ველ ად­გილ­ზეა ამე­რი­კელ უოლ­თონ­თა ოჯა­ხი, რო­მე­ლიც Walmart-ის სუ­პერ­მარ­კე­ტებს ფლობს. ამ ოჯა­ხის ქო­ნე­ბა 190.5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­მა 39 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

მე­ო­რე ად­გილ­ზეა მარ­სის ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის კომ­პა­ნი­ას აკონ­ტრო­ლებს. წლის და­სა­წყი­სი­დან მარ­სის ოჯა­ხი 37 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით გამ­დიდ­რდა და მათი ქო­ნე­ბის სა­ერ­თო ჯამ­მა 126.5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

მე­სა­მე ად­გილ­ზე არი­ან ძმე­ბი ჩარლზ და დე­ვიდ კო­ჰე­ბი, რომ­ლე­ბიც ნავ­თობ­ქი­მი­ურ კორ­პო­რა­ცია Koch Industries-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ. გა­სულ წელს მათი ქო­ნე­ბა 26 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და და 124.5 მი­ლი­არ­დი შე­ად­გი­ნა.

მე­ო­თხე პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა ალ-სა­უ­დის სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ამ სა­უ­დის არა­ბე­თი­დან, რო­მე­ლიც ას მი­ლი­არდ დო­ლარს ფლობს.

მე­ხუ­თე ად­გილ­ზე არი­ან ძმე­ბი ალენ და ჟერ­არ ვერ­თჰა­ი­მე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­პარ­ფი­უ­მე­რო სახლ Chanel-ს ფლო­ბენ. მათი ქო­ნე­ბა 57.6 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

მე­ექ­ვსე ად­გილ­ზეა დი­უ­მას ოჯა­ხი, რო­მელ­საც მო­დის სახ­ლი Hermes ეკუთ­ვნის. მათი ქო­ნე­ბა 53.1 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

მეშ­ვი­დე ად­გილ­ზეა სამი ბელ­გი­უ­რი დი­ნას­ტია - ვან დამი, სპულ­ბერ­ხი და დე მე­ვი­უ­სი, რომ­ლე­ბიც ლუდ­სა­ხარშ კომ­პა­ნია Anheuser-Busch InBev-ს აკონ­ტრო­ლე­ბენ. მათი ქო­ნე­ბა 52.9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

მერ­ვე ად­გილ­ზე არი­ან გერ­მა­ნუ­ლი ოჯა­ხე­ბი - ბე­რინ­გე­რი და ფონ ბა­უმ­ბა­ხი, რომ­ლებ­საც ეკუთ­ვნით ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კონ­ცერ­ნი Boehringer Ingelheim. მათი ქო­ნე­ბა 51.9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

მე­ცხრე ად­გილ­ზე ამ­ბა­ნე­ბის ოჯა­ხია, რო­მე­ლიც ინ­დურ სამ­რეწ­ვე­ლო ჯგუფ Reliance Industries-ს აკონ­ტრო­ლებს. მათი ქო­ნე­ბა 50.4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

ათე­უ­ლის ბოლო ად­გილს ამე­რი­კელ კარ­გილ­თა და მა­კკი­ლა­ნე­ბის ოჯა­ხი იკა­ვებს, რომ­ლე­ბიც საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნია Cargill-ს ფლო­ბენ. მათი ქო­ნე­ბა 42.9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების წარმომადგენლები - Bloomberg-ი უახლეს სიას აქვეყნებს

ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების წარმომადგენლები - Bloomberg-ი უახლეს სიას აქვეყნებს

გამოცემა "ბლუმბერგმა" მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების სია შეადგინა. პირველ ადგილზეა ამერიკელ უოლთონთა ოჯახი, რომელიც Walmart-ის სუპერმარკეტებს ფლობს. ამ ოჯახის ქონება 190.5 მილიარდი დოლარია. გასული წლის განმავლობაში ოჯახმა 39 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილზეა მარსის ოჯახი, რომელიც ამავე სახელწოდების კომპანიას აკონტროლებს. წლის დასაწყისიდან მარსის ოჯახი 37 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და მათი ქონების საერთო ჯამმა 126.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მესამე ადგილზე არიან ძმები ჩარლზ და დევიდ კოჰები, რომლებიც ნავთობქიმიურ კორპორაცია Koch Industries-ს ხელმძღვანელობენ. გასულ წელს მათი ქონება 26 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 124.5 მილიარდი შეადგინა.

მეოთხე პოზიცია დაიკავა ალ-საუდის სამეფო დინასტიამ საუდის არაბეთიდან, რომელიც ას მილიარდ დოლარს ფლობს.

მეხუთე ადგილზე არიან ძმები ალენ და ჟერარ ვერთჰაიმერები, რომლებიც საპარფიუმერო სახლ Chanel-ს ფლობენ. მათი ქონება 57.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეექვსე ადგილზეა დიუმას ოჯახი, რომელსაც მოდის სახლი Hermes ეკუთვნის. მათი ქონება 53.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეშვიდე ადგილზეა სამი ბელგიური დინასტია - ვან დამი, სპულბერხი და დე მევიუსი, რომლებიც ლუდსახარშ კომპანია Anheuser-Busch InBev-ს აკონტროლებენ. მათი ქონება 52.9 მილიარდი დოლარია.

მერვე ადგილზე არიან გერმანული ოჯახები - ბერინგერი და ფონ ბაუმბახი, რომლებსაც ეკუთვნით ფარმაცევტული კონცერნი Boehringer Ingelheim. მათი ქონება 51.9 მილიარდი დოლარია.

მეცხრე ადგილზე ამბანების ოჯახია, რომელიც ინდურ სამრეწველო ჯგუფ Reliance Industries-ს აკონტროლებს. მათი ქონება 50.4 მილიარდი დოლარია.

ათეულის ბოლო ადგილს ამერიკელ კარგილთა და მაკკილანების ოჯახი იკავებს, რომლებიც საკვები პროდუქტების კომპანია Cargill-ს ფლობენ. მათი ქონება 42.9 მილიარდი დოლარია.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო