ავტორი:

რატომ მოითხოვა ჯარედ ლეტომ საქართველოს დროშა? - ვარსკვლავის და მისი როკ-ჯგუფის ვიზიტის უცნობი დეტალები

რატომ მოითხოვა ჯარედ ლეტომ საქართველოს დროშა? - ვარსკვლავის და მისი როკ-ჯგუფის ვიზიტის უცნობი დეტალები

13 აგვისტოს „ბლექ სი არენას“ სცენას მსოფლიოში ცნობილი როკ-ჯგუფი 30 Seconds To Mars დაიპყრობს. ჯგუფის კონცერტები ყოველთვის გამორჩეული და არაორდინარულია, რაც მეტწილად, სოლისტის, "ოსკაროსანი" ჯარედ ლეტოს დამსახურებაა.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის დასახვედრად "ბლექ სი არენა" განსაკუთრებულად ემზადება და მსმენელს უამრავი სიურპრიზი ელის.

საკონცერტო დარბაზი ტექნიკურად უკვე სრულიად მზად არის - რადგან მუსიკოსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი მუსიკა, ქართულმა მხარემ მაქსიმალურად გაითვალისწინა მისი მოთხოვნები.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც 30 Seconds To Mars-ის კონცერტზე მისულ ფანებს დახვდებათ, ისაა, რომ სცენის ფართობი უპრეცედენტოდ გაიზარდა და 15 მეტრამდე შევიდა „გოლდენ რიგში“. AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად გაარკვია, რომ ეს უშუალოდ ჯარედ ლეტოს მოთხოვნა იყო, რადგან მას უყვარს მსმენელთან ახლოს ყოფნა და სურს, რომ ქართველ მსმენელსაც მაქსიმალურად მიუახლოვდეს - კონკრეტულ მომენტში, მომღერალი დაახლოებით ას ადამიანს აიყვანს სცენაზე, მათთან ერთად იმღერებს, იცეკვებს და დაუვიწყარ დროს გაატარებინებს.

ამ იღბლიან ფანებს ჯარედ ლეტო თავად აარჩევს შემთხვევითობის პრინციპით.

ამასთან, კიდევ ერთი ექსკლუზიური დეტალი გავარკვიეთ - 30 Seconds To Mars-ის სოლისტმა პირადად მოითხოვა, რომ სცენაზე ჰქონდეს საქართველოს დროშა. კონცერტის ერთ ნაწილში ის საქართველოს დროშას მოიხვევს და ასე შეასრულებს სიმღერებს, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისადმი მისი პატივისცემის ნიშანი იქნება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როკ-ჯგუფის და მისი ცნობილი სოლისტის ფანებს, განსაკუთრებული და ძალიან დასამახსოვრებელი კონცერტი ელოდებათ.

შეგახსენებთ, 30 Seconds To Mars შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ სცენას 13 აგვისტოს დაიკავებს და ქართველ მსმენელს პირველად შეხვდება.

Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია მოუწოდებს მსმენელს, რომ კონცერტზე საქართველოს დროშებით მივიდნენ (დროშა ტარის გარეშე) და ჯარედის მსგავსად მოიხვიონ ისინი, რაც დაუვიწყარი შოუს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება.

ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ საიტებზე: www.tkt.ge, www.biletebi.ge და www.eventer.ge

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს