ავტორი:

გირაო თუ პატიმრობა? - პროკურატურა სასამართლოს გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

გირაო თუ პატიმრობა? - პროკურატურა სასამართლოს გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს