საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველები, რომლებიც შვილებს ძიძების გარეშე, მშობლების დახმარებით ზრდიან
ცნობილი ქართველები, რომლებიც შვილებს ძიძების გარეშე, მშობლების დახმარებით ზრდიან

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ბავ­შვე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რად არა მხო­ლოდ მშობ­ლის ნი­შან-თვი­სე­ბებს, არა­მედ ბე­ბია-პა­პის მემ­კვიდ­რე­ო­ბა­საც იღე­ბენ.

ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვის გა­რე­შეც ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა და ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სწო­რედ ისი­ნი უვ­სე­ბენ სამ­სა­ხუ­რით თუ სწავ­ლით და­კა­ვე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას პა­ტა­რებს, ზრუ­ნა­ვენ მათ­ზე და ხში­რად, ზედ­მე­ტა­დაც ანე­ბივ­რე­ბენ.

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში ბე­ბი­ე­ბის როლი ძი­ძებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს, თუმ­ცა არის ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი, სა­დაც ეს ტრა­დი­ცია არ დარ­ღვე­უ­ლა და მათ შო­რის არი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხე­ბიც.

AMBEBI.GE წარ­მო­გიდ­გენთ ცნო­ბი­ლებს, რომ­ლებ­მაც შვი­ლე­ბი ძი­ძე­ბის გა­რე­შე, მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით აღ­ზარ­დეს:

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი და კა­ლათ­ბურ­თე­ლი ირაკ­ლი კე­ი­დია მშობ­ლე­ბი 6 წლის წინ გახ­დნენ. მათ ვა­ჟიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც და­ნი­ე­ლი და­არ­ქვეს.

პა­ტა­რა და­ნი­ელ­ზე მშობ­ლე­ბი თა­ნაბ­რად ზრუ­ნა­ვენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თად კარ­გა ხა­ნია აღარ ცხოვ­რო­ბენ. ამ­ჯე­რად ნან­კას, პა­ტა­რა და­ნის აღ­ზრდა­ში დედა, თა­მარ გო­ჩი­ტაშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბა.

შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ნან­კას ცხოვ­რე­ბის სტი­ლი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, ის სულ ცდი­ლობს და­ნის­თან ერ­თად იყოს, შვილს კი, მხო­ლოდ დე­დას და ყო­ფილ მე­უღ­ლეს ან­დობს.

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძეს და პრო­დუ­სერ ლაშა ბას­ლან­ძეს ერთი შვი­ლი - ალე­სან­დრო ბას­ლან­ძე ჰყავთ. 4 წლის ალე­სან­დრო ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი ბი­ჭუ­ნაა, თუმ­ცა მის აღ­ზრდა­ში ოჯახს ძი­ძის დახ­მა­რე­ბა არ დას­ჭირ­ვე­ბია.

"დე­და­ჩემ­მა რო­გორც კი გა­ი­გო ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, ჩა­მო­ვი­და და იმის შემ­დეგ, ის და ლა­შას დედა, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდა­ში. მუც­ლი­დან მეხ­მა­რე­ბი­ან ალე­სან­დრო­ზე ზრუნ­ვა­ში.

ორი კვი­რის იყო სან­ტი, როცა გას­ვლა და და­ტო­ვე­ბა მო­მი­წია, მას შემ­დეგ გა­ვე­დი და გა­ვე­დი... პა­ტა­რას და­ტო­ვე­ბის პრობ­ლე­მა არა­სო­დეს არ მქო­ნია. ძი­ძე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ ძა­ლი­ან დიდი ფუ­ფუ­ნე­ბა მაქვს ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის სა­ხით და ძიძა არ ავიყ­ვა­ნე" - ამ­ბობს სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე.

ლიკა ევ­გე­ნი­ძე

მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლიკა ევ­გე­ნი­ძე ორი შვი­ლის დე­დაა. მას ნიკა ალა­სა­ნი­ას­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან ალექ­სან­დრე და ანა სო­ფია ჰყავს. ბავ­შვე­ბი ამე­რი­კა­ში და­ი­ბად­ნენ, თუმ­ცა წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ლიკა სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

მშვე­ნი­ე­რი ლიკა აშშ-ში ყოფ­ნის დროს შვი­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ძი­ძე­ბის გა­რე­შე ზრდი­და, რა­შიც პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე და მისი მშობ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

"სხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გი­ჭირს, შვი­ლი უცხო ადა­მი­ანს ანდო, გარ­და ამი­სა, იყო სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რიც, თან ძიძა მუდ­მი­ვად არ მჭირ­დე­ბა" - ამ­ბობ­და ლიკა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნის შვი­ლე­ბი უკვე წა­მო­ი­ზარ­დნენ და ახ­ლაც ძი­ძის გა­რე­შე იზ­რდე­ბი­ან. მათ აღ­ზრდა­ში დიდი წვლი­ლი აქვს ლი­კას დე­დას, ნინა კა­ლან­და­ძეს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ერთ-ერთ ულა­მა­ზეს და დახ­ვე­წილ ქა­ლად ით­ვლე­ბა. ნინა ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბის - კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

ნინა კა­ლან­და­ძე ცნო­ბი­ლი შვი­ლის­გან და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან - დათო ევ­გე­ნი­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, არ უყ­ვარს ხმა­უ­რი­ა­ნი წვე­უ­ლე­ბე­ბი და ძი­რი­თა­დად ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ლი­კას ჩარ­თუ­ლო­ბას ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში, ის ცდი­ლობს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მუდ­მი­ვად შვი­ლებ­თან გა­ა­ტა­როს, თუმ­ცა როცა დრო არ აქვს, სწო­რედ დედა ეხ­მა­რე­ბა მათ აღ­ზრდა­ში.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი დედა ორი წლის წინ გახ­და. მას და მო­რაგ­ბე სან­დრო ნი­ჟა­რა­ძეს 2017 წელს ილია შე­ე­ძი­ნათ. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა ნამ­დვი­ლი ინ­ტერ­ნეტ-ვარ­სკვლა­ვია. ილია დე­დას თით­ქმის ყველ­გან თან დაჰ­ყავს და მას ძი­ძის გა­რე­შე ზრდის.

"ძიძა არ მყავს, ძი­ძე­ბის ფო­ბია მაქვს და ამი­ტომ, მე და ჩემი მე­უღ­ლე ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი დრო გა­ვა­ტა­როთ მას­თან. ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა მინ­და, მაგ­რამ დრო აღარ მრჩე­ბა - ათ­ვლა იწყე­ბა ილი­ა­დან, ჯერ ის არის მთა­ვა­რი. ერთხანს სამ­სა­ხურ­შიც დამ­ყავ­და, მაგ­რამ ახლა უკვე ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რია და შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი სამ­სა­ხურ­ში მოყ­ვა­ნა, არა­ვის არაფ­რის კე­თე­ბას არ და­აც­დის" - ამ­ბობს რუს­კა ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რუს­კას და სან­დროს გა­უ­მარ­თლათ, მათ ახალ­გაზ­რდა მშობ­ლე­ბი ჰყავთ, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რა ილი­ას აღ­ზრდა­ზე ზრუ­ნა­ვენ. პა­ტა­რა ილი­ას­თან ბევრ დროს ატა­რებს რუს­კას დედა, მსა­ხი­ო­ბი თამ­რი­კო მა­ყაშ­ვი­ლიც.

ლელა წურ­წუ­მია და მა­მუ­ლი­ჩა

ლელა წურ­წუ­მია წლე­ბია ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია. სწო­რედ მა­შინ, როცა ლელა პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში იყო, მისი და მე­უღ­ლის, პრო­დი­უ­სერ კახი მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში მა­რი­კო გაჩ­ნდა.

მა­რი­კო ლე­ლამ ძი­ძის გა­რე­შე გა­ზარ­და. პა­ტა­რა გო­გო­ნას აღ­ზრდა­ში მათ მა­მუ­ლი­ჩას დედა ნანა ტრა­პა­ი­ძე ეხ­მა­რე­ბო­დათ, რად­გან ლე­ლას მუდ­მი­ვად ჰქონ­და გას­ტრო­ლე­ბი და დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი კი ხში­რად ბე­ბოს­თან ატა­რებ­და დროს.

მა­რი­კო მა­მუ­ლაშ­ვილს დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს გამ­ზრდელ ბე­ბი­ას­თან.

ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი

პრო­დი­უ­სე­რი ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის წევ­რია. დე­და­მი­სი ციცი ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი მუ­სი­კო­სია, ძმა გიგი კი ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფის - "მგზავ­რე­ბის" სო­ლის­ტი. ნი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე ოჯახ­ში პირ­ვე­ლი და ნა­ნატ­რი შვი­ლიშ­ვი­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მას და­ბა­დე­ბი­დან ძა­ლი­ან ანე­ბივ­რებ­დნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი:

"ელე­ნე ჩვენს ოჯახ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლია, დე­და­ჩე­მი პირ­ვე­ლად გახ­და ბე­ბია, როცა ელე­ნე და­ი­ბა­და, ამი­ტომ დღის წეს­რიგ­ში არას­დროს დამ­დგა­რა ძი­ძის აყ­ვა­ნის სა­კი­თხი.

ჩემი შვი­ლის აღ­ზრდა­ში ერ­თდრო­უ­ლად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი რო­გორც ციცი, ასე­ვე მა­მა­ჩე­მი და ჩემი ძმა გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი. ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­აც გაგ­რძელ­და ამ სა­ხით ჩვენს ოჯახ­ში, რო­გორც ჩვენს აღ­ზრდა­ში და სწავ­ლა­ში იყო ჩარ­თუ­ლი ჩვე­ნი ბე­ბია, ისე გრძელ­დე­ბა ელე­ნეს და ცი­ცის შემ­თხვე­ვა­შიც.

რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი არი­ან მე­გობ­რე­ბი, ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ, ახ­ლაც ერ­თად არი­ან და­სას­ვე­ნებ­ლად. ელე­ნე წელს პირ­ვე­ლად მი­დის სკო­ლა­ში და ცი­ცის წყა­ლო­ბით ძა­ლი­ან კარ­გად არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი" - გვიყ­ვე­ბა ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა Etapa Infanti, რო­მე­ლიც ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს, წერს რომ, ბე­ბია დე­დის ხა­ზით ყვე­ლა­ზე დიდ როლს ას­რუ­ლებს ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში - ის არა მარ­ტო გა­დას­ცემს ბავ­შვს აუ­ცი­ლე­ბელ ცოდ­ნას, უნა­რებს, ჩუქ­ნის სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს, არა­მედ მათი კავ­ში­რი ბევ­რად უფრო ღრმა არის - ეს კავ­ში­რი გე­ნის დო­ნე­ზეა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ცნობილი ქართველები, რომლებიც შვილებს ძიძების გარეშე, მშობლების დახმარებით ზრდიან

ცნობილი ქართველები, რომლებიც შვილებს ძიძების გარეშე, მშობლების დახმარებით ზრდიან

ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები გენეტიკურად არა მხოლოდ მშობლის ნიშან-თვისებებს, არამედ ბებია-პაპის მემკვიდრეობასაც იღებენ.

ბებია-ბაბუები ის ადამიანები არიან, ვის გარეშეც ჩვენი ბავშვობა და ტკბილი მოგონებები წარმოუდგენელია. სწორედ ისინი უვსებენ სამსახურით თუ სწავლით დაკავებული მშობლების ნაკლებობას პატარებს, ზრუნავენ მათზე და ხშირად, ზედმეტადაც ანებივრებენ.

ბოლო დროს საქართველოში შვილიშვილის აღზრდაში ბებიების როლი ძიძებმა ჩაანაცვლეს, თუმცა არის ქართული ოჯახები, სადაც ეს ტრადიცია არ დარღვეულა და მათ შორის არიან ცნობილი ადამიანების ოჯახებიც.

AMBEBI.GE წარმოგიდგენთ ცნობილებს, რომლებმაც შვილები ძიძების გარეშე, მშობლების დახმარებით აღზარდეს:

ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და კალათბურთელი ირაკლი კეიდია მშობლები 6 წლის წინ გახდნენ. მათ ვაჟიშვილი შეეძინათ, რომელსაც დანიელი დაარქვეს.

პატარა დანიელზე მშობლები თანაბრად ზრუნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთად კარგა ხანია აღარ ცხოვრობენ. ამჯერად ნანკას, პატარა დანის აღზრდაში დედა, თამარ გოჩიტაშვილი ეხმარება.

შვილის გაჩენის შემდეგ ნანკას ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა, ის სულ ცდილობს დანისთან ერთად იყოს, შვილს კი, მხოლოდ დედას და ყოფილ მეუღლეს ანდობს.

სალომე ბაკურაძე

სალომე ბაკურაძეს და პროდუსერ ლაშა ბასლანძეს ერთი შვილი - ალესანდრო ბასლანძე ჰყავთ. 4 წლის ალესანდრო ცელქი და მოუსვენარი ბიჭუნაა, თუმცა მის აღზრდაში ოჯახს ძიძის დახმარება არ დასჭირვებია.

"დედაჩემმა როგორც კი გაიგო ორსულად ვიყავი, ჩამოვიდა და იმის შემდეგ, ის და ლაშას დედა, აქტიურად არიან ჩართული ბავშვის აღზრდაში. მუცლიდან მეხმარებიან ალესანდროზე ზრუნვაში.

ორი კვირის იყო სანტი, როცა გასვლა და დატოვება მომიწია, მას შემდეგ გავედი და გავედი... პატარას დატოვების პრობლემა არასოდეს არ მქონია. ძიძების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან დიდი ფუფუნება მაქვს ჩვენი მშობლების სახით და ძიძა არ ავიყვანე" - ამბობს სალომე ბაკურაძე.

ლიკა ევგენიძე

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე ორი შვილის დედაა. მას ნიკა ალასანიასთან ქორწინებიდან ალექსანდრე და ანა სოფია ჰყავს. ბავშვები ამერიკაში დაიბადნენ, თუმცა წყვილის დაშორების შემდეგ, ლიკა საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა.

მშვენიერი ლიკა აშშ-ში ყოფნის დროს შვილებს დამოუკიდებლად ძიძების გარეშე ზრდიდა, რაშიც პირველი მეუღლე და მისი მშობლები ეხმარებოდნენ.

"სხვა ქვეყანაში განსაკუთრებით გიჭირს, შვილი უცხო ადამიანს ანდო, გარდა ამისა, იყო სხვადასხვა ფაქტორიც, თან ძიძა მუდმივად არ მჭირდება" - ამბობდა ლიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ტელეწამყვანის შვილები უკვე წამოიზარდნენ და ახლაც ძიძის გარეშე იზრდებიან. მათ აღზრდაში დიდი წვლილი აქვს ლიკას დედას, ნინა კალანდაძეს, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს და დახვეწილ ქალად ითვლება. ნინა ქართული კინოს მშვენების - კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი გახლავთ.

ნინა კალანდაძე ცნობილი შვილისგან და ყოფილი მეუღლისგან - დათო ევგენიძისგან განსხვავებით, საჯარო ცხოვრებით არ გამოირჩევა, არ უყვარს ხმაურიანი წვეულებები და ძირითადად ოჯახური ცხოვრებით არის დაკავებული. რაც შეეხება ლიკას ჩართულობას ბავშვების აღზრდაში, ის ცდილობს თავისუფალი დრო მუდმივად შვილებთან გაატაროს, თუმცა როცა დრო არ აქვს, სწორედ დედა ეხმარება მათ აღზრდაში.

რუსკა მაყაშვილი

მსახიობი რუსკა მაყაშვილი დედა ორი წლის წინ გახდა. მას და მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს 2017 წელს ილია შეეძინათ. პატარა ბიჭუნა ნამდვილი ინტერნეტ-ვარსკვლავია. ილია დედას თითქმის ყველგან თან დაჰყავს და მას ძიძის გარეშე ზრდის.

"ძიძა არ მყავს, ძიძების ფობია მაქვს და ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი დრო გავატაროთ მასთან. ბევრი რამის კეთება მინდა, მაგრამ დრო აღარ მრჩება - ათვლა იწყება ილიადან, ჯერ ის არის მთავარი. ერთხანს სამსახურშიც დამყავდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან მოუსვენარია და შეუძლებელია მისი სამსახურში მოყვანა, არავის არაფრის კეთებას არ დააცდის" - ამბობს რუსკა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.

რუსკას და სანდროს გაუმართლათ, მათ ახალგაზრდა მშობლები ჰყავთ, რომლებიც პატარა ილიას აღზრდაზე ზრუნავენ. პატარა ილიასთან ბევრ დროს ატარებს რუსკას დედა, მსახიობი თამრიკო მაყაშვილიც.

ლელა წურწუმია და მამულიჩა

ლელა წურწუმია წლებია ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალია. სწორედ მაშინ, როცა ლელა პოპულარობის ზენიტში იყო, მისი და მეუღლის, პროდიუსერ კახი მამულაშვილის ცხოვრებაში მარიკო გაჩნდა.

მარიკო ლელამ ძიძის გარეშე გაზარდა. პატარა გოგონას აღზრდაში მათ მამულიჩას დედა ნანა ტრაპაიძე ეხმარებოდათ, რადგან ლელას მუდმივად ჰქონდა გასტროლები და დატვირთული რეჟიმი, მისი ქალიშვილი კი ხშირად ბებოსთან ატარებდა დროს.

მარიკო მამულაშვილს დღემდე განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს გამზრდელ ბებიასთან.

ნინი დედალამაზიშვილი

პროდიუსერი ნინი დედალამაზიშვილი ცნობილი ოჯახის წევრია. დედამისი ციცი ფალავანდიშვილი მუსიკოსია, ძმა გიგი კი ცნობილი ჯგუფის - "მგზავრების" სოლისტი. ნინის ქალიშვილი ელენე ოჯახში პირველი და ნანატრი შვილიშვილია, შესაბამისად, მას დაბადებიდან ძალიან ანებივრებდნენ ოჯახის წევრები:

"ელენე ჩვენს ოჯახში პირველი შვილიშვილია, დედაჩემი პირველად გახდა ბებია, როცა ელენე დაიბადა, ამიტომ დღის წესრიგში არასდროს დამდგარა ძიძის აყვანის საკითხი.

ჩემი შვილის აღზრდაში ერთდროულად იყვნენ ჩართული როგორც ციცი, ასევე მამაჩემი და ჩემი ძმა გიგი დედალამაზიშვილი. ოჯახური ტრადიციაც გაგრძელდა ამ სახით ჩვენს ოჯახში, როგორც ჩვენს აღზრდაში და სწავლაში იყო ჩართული ჩვენი ბებია, ისე გრძელდება ელენეს და ციცის შემთხვევაშიც.

რაც მთავარია, ისინი არიან მეგობრები, ბევრს ლაპარაკობენ, ახლაც ერთად არიან დასასვენებლად. ელენე წელს პირველად მიდის სკოლაში და ციცის წყალობით ძალიან კარგად არის მომზადებული" - გვიყვება ნინი დედალამაზიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ესპანური გამოცემა Etapa Infanti, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს, წერს რომ, ბებია დედის ხაზით ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში - ის არა მარტო გადასცემს ბავშვს აუცილებელ ცოდნას, უნარებს, ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს, არამედ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმა არის - ეს კავშირი გენის დონეზეა!

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს

62 წლის მადონასა და მისი ქალიშვილის ახალ ფოტოს, სადაც პოპის დედოფალი თინეიჯერს ჰგავს, სკანდალი მოჰყვა - "ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ეს ლამაზია?"