ავტორი:

"რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

"რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

"რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები არხის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირეებით განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ როგორც ტელეკომპანია "რუსთავის 2-ს" წილების უმრავლესობის მესაკუთრეები ვაცხადებთ, რომ წლების განმავლობაში "რუსთავი 2"-ს წარმატება ნიკა გვარამიასთან იყო დაკავშირებული.

ნიკა გვარამიას საქმიანობის შედეგად გაიზარდა კომპანიის შესაძლებლობები, მრავალფეროვანი გახდა სამაუწყებლო ბადე. „რუსთავი 2“ იქცა მასშტაბურ მაუწყებლად, სადაც ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

ერთადერთი, რამაც ზიანი მიაყენა კომპანიას, ეს არის ივანიშვილის აგრესიული პოლიტიკა და რეჟიმის მიერ მართული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებები, მათ შორის ყადაღა და თანმდევი შეზღუდვები. ამან სერიოზული ფინანსური დანაკარგი გამოიწვია. ამის შედეგად ტელეკომპანიის არაორდინალურ პირობებში უწევდა საქმიანობა. ამ ვითარებაშიც ნიკა გვარამიამ სრულფასოვანი მაუწყებლობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა მოახერხა.

ტელეკომპანია "რუსთავის 2" წლების განმავლობაში იყო თავისუფალი სიტყვის და კრიტიკული აზრის სიმბოლო საქართველოში. სწორედ ამიტომ, ივანიშვილს და მის გარემოცვას ჩვენი კომპანიის და გენერალური დირექტორის მიმართ მიუღებლობა არასოდეს დაუმალავს.

აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას აღვიქვამთ აშკარა პოლიტიკურ დევნად, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და სამართლიანობასთან", - ნათქვამია ყოფილი მფლობელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ