პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გონზე რომ მოვედი, უკვე ფოტოს მიღებდნენ" - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც Jessie J-სთან შეხვედრის ოცნება აუსრულდა
"გონზე რომ მოვედი, უკვე ფოტოს მიღებდნენ" - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც Jessie J-სთან შეხვედრის ოცნება აუსრულდა

"ბლექ­სი არე­ნამ" მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ბრი­ტა­ნელ შემ­სრუ­ლე­ბელს Jessie J-ს უმას­პინ­ძლა. მომ­ღე­რალს, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 3 მი­ლი­ო­ნი ალ­ბო­მი და 20 მი­ლი­ო­ნი სინ­გლი აქვს გა­ყი­დუ­ლი, ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდა და კონ­ცერ­ტმაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ი­ა­რა.

შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც 10 000-მდე მა­ყუ­რე­ბელს იტევს, სავ­სე იყო და ქარ­თველ მსმე­ნე­ლებ­თან ერ­თად ფა­ვორ­ტი მომ­ღერ­ლის მოს­მე­ნით სი­ა­მოვ­ნე­ბა უცხო­ულ­მა სტუმ­რებ­მაც მი­ი­ღეს. თუმ­ცა თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჯე­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო აღ­მოჩ­ნდა ელე­ნე მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ შემ­სრუ­ლე­ბელს პი­რა­დად შეხ­ვდა. იგი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს AMBEBI.GE-ს უზი­ა­რებს:

- ჩემი და ჯე­სის ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან ადრე და­ი­წყო – 2011 ან 2012 წლი­დან. მა­შინ რა­დი­ო­ში ვმუ­შა­ობ­დი და ჯე­სის ყვე­ლა ახალ სიმ­ღე­რას ფეხ­და­ფეხ მივ­ყვე­ბო­დი. სიმ­ღე­რე­ბი იმი­ტომ შე­მიყ­ვარ­და, რომ ტექ­სტე­ბი ჰქონ­და ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი. მა­შინ გა­ვი­გე, რომ ყვე­ლა­ფერს თვი­თონ წერ­და და გა­დავ­წყვი­ტე, უფრო ახ­ლოს გა­მეც­ნო. რაც უფრო კარ­გად ვიც­ნობ­დი, უფრო და უფრო მე­ტად მიყ­ვარ­დე­ბო­და. ახალ-ახალ სიმ­ღე­რებ­საც ყო­ველ­თვის ზუს­ტად ამ­თხვევ­და იმ ემო­ცი­ებს, რა­საც ვგრძნობ­დი. მე­გო­ნა, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო. მოკ­ლედ, უზო­მოდ შე­მიყ­ვარ­და და ჯე­სის კონ­ცერ­ტი ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა გახ­და. ბე­ბი­ა­ჩემ­მა მი­ყი­და პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თი, რო­მე­ლიც სტამ­ბოლ­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ჩა­ი­შა­ლა. მა­შინ ბევ­რი ოც­ნე­ბა ჩა­მო­მენგრა თავ­ზე იმი­ტომ, რომ მარ­ტო ჩემი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნას არ ეხე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი – მე­გო­ნა, სხვებ­საც იმე­დი გა­ვუც­რუე. მერე მე­ო­რე კონ­ცერ­ტი და­ა­ნონსდა. 26 სა­ა­თი ვიმ­გზავ­რე ავ­ტო­ბუ­სით და რომ ჩა­ვე­დი, ისიც ჩა­ი­შა­ლა. მოკ­ლედ, აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად გა­და­იქ­ცა. ვხუმ­რობ­დი, სა­ნამ აქ არ ჩა­მო­მა­კი­თხავს, ჯე­სის კონ­ცერ­ტზე აღარ წა­ვალ-მეთ­ქი. ჩა­მო­მა­კი­თხა და წა­ვე­დი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა აკ­რე­დი­ტა­ცია გა­ვი­ა­რე. ვი­ფიქ­რე, ჯე­სი­ზე სტა­ტი­ას მა­ინც დავ­წერ-მეთ­ქი.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის იმე­დიც მქონ­და, მაგ­რამ არ ჩა­ტარ­და იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბო­და და არც ავ­ტოგ­რა­ფე­ბი და­უ­რი­გე­ბია, არც ისე შეხ­ვედ­რია ვინ­მეს. მე მა­ნამ­დე ეს ჩემი ის­ტო­რია გა­ვუგ­ზავ­ნე ტატო ხარ­ჩი­ლა­ვას და ნინო მურ­ღუ­ლი­ას, ოღონდ არ ვი­ცო­დი, რამე მოხ­დე­ბო­და თუ არა.

წე­რი­ლი წი­ნას­წარ გა­ვამ­ზა­დე იმი­ტომ, რომ ხში­რად კი­თხუ­ლობს ხოლ­მე გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მი­წე­რილს და ვი­მე­დოვ­ნებ­დი, წინა რიგ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი და რო­გორ­მე მი­ვაწ­ვდი­დი. წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რამე მოხ­დე­ბო­და თუ არა. ბოლო წა­მე­ბამ­დე არა­ვინ იცო­და, ეს შეხ­ვედ­რა რომ შედ­გე­ბო­და.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემ­მა ის­ტო­რი­ამ ტა­ტომ­დე და ნი­ნომ­დე მი­აღ­წია. ოც­ნე­ბა ნი­ნომ და ტა­ტომ ამიხ­დი­ნეს, ოღონდ თვი­თო­ნაც არ იცოდ­ნენ, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ არა­ფერს დამ­პირ­დნენ. უცებ, და­უ­გეგ­მა­ვად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მარ­თლა, ბოლო წა­მამ­დე არ ვი­ცო­დი, რა მე­ლო­და. ავ­ტოგ­რა­ფე­ბის გა­ცე­მა, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი აკ­რძა­ლუ­ლი იყო... ისე აღ­მოვ­ჩნდი ჯე­სის­თან ერ­თად ერთ ოთახ­ში, მე თვი­თო­ნაც ვერ მივ­ხვდი. გონ­ზე რომ მო­ვე­დი, უკვე ფო­ტოს მი­ღებ­დნენ. ფო­ტო­ებ­საც ეტყო­ბა, შეშ­ლი­ლი სახე მაქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე იმი­ტომ მი­ხა­რია, რომ დღეს უკვე შე­მიძ­ლია, მთელ სამ­ყა­როს თა­მა­მად, დარ­წმუ­ნე­ბით და გულ­წრფე­ლად ვუ­თხრა, რომ ოც­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც გუ­ლით ვნატ­რობთ, ყო­ველ­თვის სრულ­დე­ბა, თან იმა­ზე ჯა­დოს­ნუ­რად, ვიდ­რე ოდეს­მე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა.

- გაგ­ვი­ზი­ა­რე ემო­ცია, რა გრძნო­ბა და­გე­უფ­ლა, პი­რა­დად რომ შეხ­ვდი?

- ჯერ ვუ­თხა­რი, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა უნდა გი­თხრა-მეთ­ქი. მარ­თლა დავ­კარ­გე ლა­პა­რა­კის უნა­რი. ფოტო რომ გა­დაგ­ვი­ღეს, ვთხო­ვე, შე­იძ­ლე­ბა ჩა­გე­ხუ­ტო-მეთ­ქი? კი, რა თქმა უნ­დაო და ძა­ლი­ან თბი­ლად ჩა­მე­ხუ­ტა. შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლე და წე­რი­ლი რად­გან ხელ­ში მე­ჭი­რა, ბედი ვცა­დე და ვუ­თხა­რი, რომ მო­იც­ლი, იქ­ნებ წა­ი­კი­თხო-მეთ­ქი. მი­თხრა, რა თქმა უნდა, წა­ვი­კი­თხა­ვო და გა­მო­მარ­თვა წე­რი­ლიც, რო­მელ­შიც მთე­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რია მქონ­და აღ­წე­რი­ლი.

ავტორი:

"გონზე რომ მოვედი, უკვე ფოტოს მიღებდნენ" - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც Jessie J-სთან შეხვედრის ოცნება აუსრულდა

"გონზე რომ მოვედი, უკვე ფოტოს მიღებდნენ" - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც Jessie J-სთან შეხვედრის ოცნება აუსრულდა

"ბლექსი არენამ" მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ შემსრულებელს Jessie J-ს უმასპინძლა. მომღერალს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, ქართველი მსმენელი ოვაციებით შეხვდა და კონცერტმაც შესანიშნავად ჩაიარა.

შეკვეთილში მდებარე დარბაზი, რომელიც 10 000-მდე მაყურებელს იტევს, სავსე იყო და ქართველ მსმენელებთან ერთად ფავორტი მომღერლის მოსმენით სიამოვნება უცხოულმა სტუმრებმაც მიიღეს. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯესის საქართველოში ჩამოსვლა განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა ელენე მარგალიტაშვილისთვის, რომელიც მსოფლიოში ცნობილ შემსრულებელს პირადად შეხვდა. იგი შთაბეჭდილებებს AMBEBI.GE-ს უზიარებს:

- ჩემი და ჯესის ამბავი ძალიან ადრე დაიწყო – 2011 ან 2012 წლიდან. მაშინ რადიოში ვმუშაობდი და ჯესის ყველა ახალ სიმღერას ფეხდაფეხ მივყვებოდი. სიმღერები იმიტომ შემიყვარდა, რომ ტექსტები ჰქონდა ძალიან ახლობელი. მაშინ გავიგე, რომ ყველაფერს თვითონ წერდა და გადავწყვიტე, უფრო ახლოს გამეცნო. რაც უფრო კარგად ვიცნობდი, უფრო და უფრო მეტად მიყვარდებოდა. ახალ-ახალ სიმღერებსაც ყოველთვის ზუსტად ამთხვევდა იმ ემოციებს, რასაც ვგრძნობდი. მეგონა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მოკლედ, უზომოდ შემიყვარდა და ჯესის კონცერტი ჩემი ყველაზე დიდი ოცნება გახდა. ბებიაჩემმა მიყიდა პირველი კონცერტის ბილეთი, რომელიც სტამბოლში ჩასვლისთანავე ჩაიშალა. მაშინ ბევრი ოცნება ჩამომენგრა თავზე იმიტომ, რომ მარტო ჩემი ოცნების ახდენას არ ეხებოდა ეს ამბავი – მეგონა, სხვებსაც იმედი გავუცრუე. მერე მეორე კონცერტი დაანონსდა. 26 საათი ვიმგზავრე ავტობუსით და რომ ჩავედი, ისიც ჩაიშალა. მოკლედ, აუხდენელ ოცნებად გადაიქცა. ვხუმრობდი, სანამ აქ არ ჩამომაკითხავს, ჯესის კონცერტზე აღარ წავალ-მეთქი. ჩამომაკითხა და წავედი. როგორც ჟურნალისტმა აკრედიტაცია გავიარე. ვიფიქრე, ჯესიზე სტატიას მაინც დავწერ-მეთქი.

პრესკონფერენციის იმედიც მქონდა, მაგრამ არ ჩატარდა იმიტომ, რომ ყველაფერი მკაცრად კონტროლდებოდა და არც ავტოგრაფები დაურიგებია, არც ისე შეხვედრია ვინმეს. მე მანამდე ეს ჩემი ისტორია გავუგზავნე ტატო ხარჩილავას და ნინო მურღულიას, ოღონდ არ ვიცოდი, რამე მოხდებოდა თუ არა.

წერილი წინასწარ გავამზადე იმიტომ, რომ ხშირად კითხულობს ხოლმე გულშემატკივრების მიწერილს და ვიმედოვნებდი, წინა რიგში მოვხვდებოდი და როგორმე მივაწვდიდი. წარმოდგენა არ მქონდა, რამე მოხდებოდა თუ არა. ბოლო წამებამდე არავინ იცოდა, ეს შეხვედრა რომ შედგებოდა.

აღმოჩნდა, რომ ჩემმა ისტორიამ ტატომდე და ნინომდე მიაღწია. ოცნება ნინომ და ტატომ ამიხდინეს, ოღონდ თვითონაც არ იცოდნენ, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ამიტომ არაფერს დამპირდნენ. უცებ, დაუგეგმავად და მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. მართლა, ბოლო წამამდე არ ვიცოდი, რა მელოდა. ავტოგრაფების გაცემა, ფოტოების გადაღება, ყველაფერი აკრძალული იყო... ისე აღმოვჩნდი ჯესისთან ერთად ერთ ოთახში, მე თვითონაც ვერ მივხვდი. გონზე რომ მოვედი, უკვე ფოტოს მიღებდნენ. ფოტოებსაც ეტყობა, შეშლილი სახე მაქვს. ეს ყველაფერი ასე იმიტომ მიხარია, რომ დღეს უკვე შემიძლია, მთელ სამყაროს თამამად, დარწმუნებით და გულწრფელად ვუთხრა, რომ ოცნებები, რომლებსაც გულით ვნატრობთ, ყოველთვის სრულდება, თან იმაზე ჯადოსნურად, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა.

- გაგვიზიარე ემოცია, რა გრძნობა დაგეუფლა, პირადად რომ შეხვდი?

- ჯერ ვუთხარი, წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გითხრა-მეთქი. მართლა დავკარგე ლაპარაკის უნარი. ფოტო რომ გადაგვიღეს, ვთხოვე, შეიძლება ჩაგეხუტო-მეთქი? კი, რა თქმა უნდაო და ძალიან თბილად ჩამეხუტა. შემთხვევით ვისარგებლე და წერილი რადგან ხელში მეჭირა, ბედი ვცადე და ვუთხარი, რომ მოიცლი, იქნებ წაიკითხო-მეთქი. მითხრა, რა თქმა უნდა, წავიკითხავო და გამომართვა წერილიც, რომელშიც მთელი ჩვენი ისტორია მქონდა აღწერილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ