პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, რომ ემოცია გამომეხატა" - ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ტაქსაობენ, მოქალაქემ საკუთარი მანქანა ათხოვა
"სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, რომ ემოცია გამომეხატა" - ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ტაქსაობენ, მოქალაქემ საკუთარი მანქანა ათხოვა

ძმებს, ნიკა და რატი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც ლე­ი­კე­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი დე­დის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ტაქ­სა­ო­ბენ, რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა ათხო­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნიკა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"დიდი ხა­ნია ამ პოს­ტის და­წე­რა მინ­და, მაგ­რამ სი­ტყვებს ვერ ვუყ­რი­დი თავს, რომ ემო­ცია გა­მო­მე­ხა­ტა. შე­იძ­ლე­ბა არ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში მე­ო­რე სი­ცო­ცხლის მან­ქა­ნაც და­დის, მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ერ­თმა სა­ო­ცარ­მა ადა­მი­ან­მა გვა­თხო­ვა მე და ჩემს ძმას, იმის­თვის, რომ უფრო მეტ ადა­მი­ანს მო­ვემ­სა­ხუ­როთ და მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა ჩვე­ნი გან­საც­დე­ლის შე­სა­ხებ. სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ, რო­გო­რი მად­ლი­ე­რი ვარ ამ ადა­მი­ა­ნის. დიდი მად­ლო­ბა შენ ყვე­ლაფ­რის­თვის, ძმე­ბად გვი­გუ­ლე მე და ჩემი ძმა, მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ შენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ", - წერს რატი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი.

#მა­ი­ას­თვის და­ვა­მარ­ცხოთ ლე­ი­კე­მია - ამ წარ­წე­რით თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ტაქ­სი ცოტა ხნის წინ გა­მოჩ­ნდა. რო­გორ გა­ირ­კვა, ეს ორი ახალ­გაზ­რდას წა­მო­წყე­ბაა, რომ­ლე­ბიც დე­დის და­სახ­მა­რებ­ლად ფულს ამ ხერ­ხით აგ­რო­ვე­ბენ.

54 წლის მაია ქარ­თვე­ლიშ­ვილს მწვა­ვე ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და. ის ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში Florence Nightingale Istanbul- ის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ჭი­როა მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ის კურ­სი და ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია, რაც ამ ეტაპ­ზე 150 000$ ჯდე­ბა. თან­ხის შე­საგ­რო­ვებ­ლად ოჯახს არ გა­აჩ­ნია საკ­მა­რი­სი სახ­სრე­ბი.

"ფე­ი­ბუქ­ზე" ასე­ვე შექ­მნი­ლია გვერ­დი, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნის და­სახ­მა­რებ­ლად ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, რომ ემოცია გამომეხატა" - ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ტაქსაობენ, მოქალაქემ საკუთარი მანქანა ათხოვა

"სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, რომ ემოცია გამომეხატა" - ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ტაქსაობენ, მოქალაქემ საკუთარი მანქანა ათხოვა

ძმებს, ნიკა და რატი ქართველიშვილებს, რომლებიც ლეიკემით დაავადებული დედის სიცოცხლის გადასარჩენად ტაქსაობენ, რიგითმა მოქალაქემ საკუთარი მანქანა ათხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, რომ ემოცია გამომეხატა. შეიძლება არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ ქალაქში მეორე სიცოცხლის მანქანაც დადის, მანქანა, რომელიც ერთმა საოცარმა ადამიანმა გვათხოვა მე და ჩემს ძმას, იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მივაწვდინოთ ხმა ჩვენი განსაცდელის შესახებ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი მადლიერი ვარ ამ ადამიანის. დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის, ძმებად გვიგულე მე და ჩემი ძმა, მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ", - წერს რატი ქართველიშვილი.

#მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემია - ამ წარწერით თბილისის ქუჩებში ტაქსი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. როგორ გაირკვა, ეს ორი ახალგაზრდას წამოწყებაა, რომლებიც დედის დასახმარებლად ფულს ამ ხერხით აგროვებენ.

54 წლის მაია ქართველიშვილს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ის ამჟამად თურქეთში Florence Nightingale Istanbul- ის კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რაც ამ ეტაპზე 150 000$ ჯდება. თანხის შესაგროვებლად ოჯახს არ გააჩნია საკმარისი სახსრები.

"ფეიბუქზე" ასევე შექმნილია გვერდი, სადაც ქალბატონის დასახმარებლად ინტერნეტმომხმარებლები არიან გაერთიანებული.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს