ავტორი:

ნიკა გვარამია პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება: "ასეთ სამარცხვინობას არ ველოდი, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ!"

ნიკა გვარამია პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება: "ასეთ სამარცხვინობას არ ველოდი, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ!"

"მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი" - ასე გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს და საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას მისთვის ბრალის წარდგენის შესახებ.

როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა წითელი ხაზი უკვე მეორედ გადაკვეთა, ვინაიდან მისივე განმარტებით, კორუფცია მისთვის უმძიმესი დანაშაულია.

"მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი. ვალის ხელშეკრულება მაქვს "ინტერმედიასთან" და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე “ინტერმედიას”, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტია "ინტერმედიაში" და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?

ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.

ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ... ხომ გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას. პირადად. გპირდები", - წერს გვარამია.

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი გენერალურ პროკურატურაში 19:00 საათზეა დაბარებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს