ავტორი:

მეტეორების წვიმა, რომელსაც სურვილების ჩასაფიქრებლად, მთელი წელი ელოდებიან - მისი "პიკი" 12 აგვისტოსაა

მეტეორების წვიმა, რომელსაც სურვილების ჩასაფიქრებლად, მთელი წელი ელოდებიან - მისი "პიკი" 12 აგვისტოსაა

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ასტრონომიული მოვლენის შესახებ წერს, რომელიც 11-13 აგვისტოს ყველაზე აქტიურ ფაზაში შევა. აი, რა უნდა გაითვალისწინოთ ამ დღეებთან დაკავშირებით:

"მეტეორების ნაკადი, რომელიც პერსეიდების სახელწოდებითაა ცნობილი აქტიურია ხოლმე 17 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, თუმცა ყველაზე ინტენსიური 11-13 აგვისტოს არის ხოლმე. ეს გახლავთ უწვრილესი ნაწილაკები, რომლებიც ატმოსფეროში შემოჭრისას იწვიან და კაშკაშად ანათებენ.

პირველად ისინი ერთ-ერთ ძველ ჩინურ ტექსტშია ნახსენები, რომელიც ჩვ. წ-აღ-ით 36 წლით თარიღდება.

მათი თვალის მოკვრისას ადამიანები ცდილობენ მოასწრონ სურვილის ჩაფიქრება, ვიდრე ეს მანათობელი წერტილი ჩაქრებოდეს... და მერე? მართლა ხდებიან სურვილები? ვინ იცის...", - წერს ასტროლოგი.

პერსეიდები - მეტეორთა ნაკადი, ყოველწლიურად ჩნდება აგვისტოში, პერსევსის თანავარსკვლავედიდან. წარმოიშვება დედამიწის კომეტა სვიფტ-ტატლის ორბიტის კვეთის დროს. მიკროსკოპიული ნაწილაკები იწვიან ატმოსფეროში და წარმოშობენ ვარსკვლავთა წვიმას. იწყებს დიდი ინტენსივობით, დროთა განმავლობაში - იკლებს.

ნაკადი ავლენს აქტივობას 17 - 24 აგვისტოს, ხოლო მაქსიმუმი 12 აგვისტოს. მეტეორთა რიცხვი აღწევს 60 საათში (წყარო: wikipedia)

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ