მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა დედამ გაიგო, აქ მოვდიოდი, მითხრა, წინ გადაგიდგები, არ გაგიშვებო" - რას ჰყვებიან საქართველოზე შეყვარებული რუსი ტურისტები
"როცა დედამ გაიგო, აქ მოვდიოდი, მითხრა, წინ გადაგიდგები, არ გაგიშვებო" - რას ჰყვებიან საქართველოზე შეყვარებული რუსი ტურისტები

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტის მი­უ­ხე­და­ვად, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნი­დან ტუ­რის­ტე­ბი მა­ინც გვსტუმ­რო­ბენ. დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ქარ­თვე­ლო­ში ერევ­ნის გავ­ლით შე­მო­დი­ან. სა­სურ­ველ ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ვედ­რად სწო­რედ ეს გზა აარ­ჩი­ეს დაშა სირ­გუ­კო­ვამ და ელა ჟურ­კი­ნამ. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გო­ბარ­თან, ნა­ხევ­რად ქარ­თველ ლია რა­კი­ნას­თან ერ­თად ჩა­მო­ვიდ­ნენ. რო­გორც AMBEBI.GE-ს რუსი ტუ­რის­ტე­ბი უყ­ვე­ბი­ან, მათ პირ­ვე­ლად მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის ბი­ლე­თი იყი­დეს, თუმ­ცა პირ­და­პი­რი სა­ჰა­ე­რო ფრე­ნის შე­წყვე­ტის შემ­დეგ ბი­ლე­თე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მო­უ­წი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინც ჩა­მო­ვიდ­ნენ და აქ ნა­ნახ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ვართ, მაგ­რამ ბევ­რი მსმე­ნია მის შე­სა­ხებ ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ე­ბი­დან, თუმ­ცა ნა­ნახ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. უკეთ გა­ვე­ცა­ნით ტრა­დი­ცი­ებს, ვნა­ხეთ ბევ­რი ლა­მა­ზი ად­გი­ლი. აქ ჩვე­ნი ნახ­ვა ყვე­ლას უხა­რო­და, ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხია - არა­ფე­რი ცუდი", - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ამ, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში რუ­სუ­ლი მე­დი­ით სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბო­და, დაშა სირ­გუ­კო­ვას ოჯახ­ზეც იმოქ­მე­და. ამ­ბობს, რომ სწო­რედ ამ ან­ტი­პი­ა­რის გამო დე­დას მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთხრა.

"რო­დე­საც გა­ი­გო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ვა­პი­რებ­დი, ყო­ველ დღე მო­დი­ო­და ჩემ­თან და მე­უბ­ნე­ბო­და, წინ გა­და­გიდ­გე­ბი და იქ არ გა­გიშ­ვე­ბო. მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ნერ­ვი­უ­ლო­ბენ შვი­ლებ­ზე და მი­თუ­მე­ტეს, დედა ხში­რად უყუ­რებს სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ებს, სა­დაც ბევრ მცდარ ინ­ფორ­მა­ცი­ას გად­მოს­ცე­მენ. ახლა რო­დე­საც ჩა­ვალ, ვე­ტყვი, რომ ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ არა­ფე­რი ცუდი არ ხდე­ბა", - თქვა მან.

მე­გობ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ათი დღე გა­ა­ტა­რეს, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი თბი­ლისს, ბა­თუმს, მეს­ტი­ას, მარ­ტვილს და ზუგ­დიდს სტუმ­რო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ აქ ჩა­მოს­ვლას მე­გობ­რებს აუ­ცი­ლებ­ლად ურ­ჩე­ვენ.

"რო­დე­საც მე­გობ­რებ­მა გა­ი­გეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­პი­რებ­დით ჩა­მოს­ვლას, გვი­თხრეს, რომ აქ ჩა­მოს­ვლას ისი­ნიც აპი­რებ­დნენ. რო­გორც კი სა­ქარ­თვე­ლოს ვეს­ტუმ­რეთ, მა­შინ­ვე მივ­წე­რეთ, რომ აქ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია", - აღ­ნიშ­ნა ელა ჟურ­კი­ნამ.

რუსი სტუმ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო უფრო იაფი ქვე­ყა­ნაა და არ­ჩე­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ მას აირ­ჩე­ვენ.

"ბუ­ნე­ბა, ხალ­ხი, ად­გი­ლე­ბი, საჭ­მე­ლი კარ­გია. ასე­თი ფა­სე­ბია თურ­ქეთ­შიც. არ­ჩე­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ავირ­ჩევთ", - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

მე­გობ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე არ უნერ­ვი­უ­ლია ლია რა­კი­ნას, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც და­ი­ბა­და, საფრ­თხე არა­ვის ემუქ­რე­ბო­და.

"მე ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, რომ აქ ვინ­მეს პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბო­და და ეს თუ ასე მოხ­დე­ბო­და, იმა­შიც ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც და­ვი­ბა­დე, არა­ვის ერ­ჩი­ან. პი­რი­ქით უყ­ვართ სტუმ­რე­ბი და პა­ტივს სცე­მენ მათ. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ასე თუ ისე ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა­ში არ ვე­რე­ვით. ჩვენ ვართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი და აქ ჩა­მო­ვე­დით ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­თან", - აღ­ნიშ­ნა რა­კი­ნამ.

ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა 21 ივ­ნისს გა­მოს­ცა.

მურმანი
3

 თურქეთთან ხომ გვაქვს უვიზო მიმოსვლა ის ნეტავი ოკუპანტია თუ თქვენი ძმები თქვე ერის გამყიდველო მანქურთებო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"როცა დედამ გაიგო, აქ მოვდიოდი, მითხრა, წინ გადაგიდგები, არ გაგიშვებო" - რას ჰყვებიან საქართველოზე შეყვარებული რუსი ტურისტები

"როცა დედამ გაიგო, აქ მოვდიოდი, მითხრა, წინ გადაგიდგები, არ გაგიშვებო" - რას ჰყვებიან საქართველოზე შეყვარებული რუსი ტურისტები

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტის მიუხედავად, მეზობელი ქვეყნიდან ტურისტები მაინც გვსტუმრობენ. დამსვენებლები ძირითადად საქართველოში ერევნის გავლით შემოდიან. სასურველ ქვეყანაში მოსახვედრად სწორედ ეს გზა აარჩიეს დაშა სირგუკოვამ და ელა ჟურკინამ. ისინი საქართველოში მეგობართან, ნახევრად ქართველ ლია რაკინასთან ერთად ჩამოვიდნენ. როგორც AMBEBI.GE-ს რუსი ტურისტები უყვებიან, მათ პირველად მოსკოვი-თბილისის ბილეთი იყიდეს, თუმცა პირდაპირი საჰაერო ფრენის შეწყვეტის შემდეგ ბილეთების დაბრუნება მოუწიათ. მიუხედავად ამისა, ისინი საქართველოში მაინც ჩამოვიდნენ და აქ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

"საქართველოში პირველად ვართ, მაგრამ ბევრი მსმენია მის შესახებ ლიტერატურიდან და საინფორმაციოებიდან, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. უკეთ გავეცანით ტრადიციებს, ვნახეთ ბევრი ლამაზი ადგილი. აქ ჩვენი ნახვა ყველას უხაროდა, ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია - არაფერი ცუდი", - ამბობენ ისინი.

დეზინფორმაციამ, რომელიც ბოლო პერიოდში რუსული მედიით საქართველოს შესახებ ვრცელდებოდა, დაშა სირგუკოვას ოჯახზეც იმოქმედა. ამბობს, რომ სწორედ ამ ანტიპიარის გამო დედას მისი საქართველოში წამოსვლის შესახებ არაფერი უთხრა.

"როდესაც გაიგო, რომ საქართველოში ჩამოსვლას ვაპირებდი, ყოველ დღე მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, წინ გადაგიდგები და იქ არ გაგიშვებო. მშობლები ყოველთვის ნერვიულობენ შვილებზე და მითუმეტეს, დედა ხშირად უყურებს საინფორმაციოებს, სადაც ბევრ მცდარ ინფორმაციას გადმოსცემენ. ახლა როდესაც ჩავალ, ვეტყვი, რომ ვიყავი საქართველოში და აქ არაფერი ცუდი არ ხდება", - თქვა მან.

მეგობრებმა საქართველოში ათი დღე გაატარეს, ამ დროის განმავლობაში ისინი თბილისს, ბათუმს, მესტიას, მარტვილს და ზუგდიდს სტუმრობენ. ამბობენ, რომ აქ ჩამოსვლას მეგობრებს აუცილებლად ურჩევენ.

"როდესაც მეგობრებმა გაიგეს, რომ საქართველოში ვაპირებდით ჩამოსვლას, გვითხრეს, რომ აქ ჩამოსვლას ისინიც აპირებდნენ. როგორც კი საქართველოს ვესტუმრეთ, მაშინვე მივწერეთ, რომ აქ ყველაფერი კარგია", - აღნიშნა ელა ჟურკინამ.

რუსი სტუმრები ამბობენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უფრო იაფი ქვეყანაა და არჩევანის შემთხვევაში, სწორედ მას აირჩევენ.

"ბუნება, ხალხი, ადგილები, საჭმელი კარგია. ასეთი ფასებია თურქეთშიც. არჩევანის შემთხვევაში, ჩვენ საქართველოს ავირჩევთ", - ამბობენ ისინი.

მეგობრების საქართველოში ჩამოყვანაზე არ უნერვიულია ლია რაკინას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანაში სადაც დაიბადა, საფრთხე არავის ემუქრებოდა.

"მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ აქ ვინმეს პრობლემა შეექმნებოდა და ეს თუ ასე მოხდებოდა, იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ყველა დაგვეხმარებოდა. ქვეყანაში, სადაც დავიბადე, არავის ერჩიან. პირიქით უყვართ სტუმრები და პატივს სცემენ მათ. ბოლოდროინდელი მოვლენები ასე თუ ისე ცნობილია, თუმცა პოლიტიკაში არ ვერევით. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და აქ ჩამოვედით ჩვეულებრივ ადამიანებთან", - აღნიშნა რაკინამ.

ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

"არ მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ შესაძლოა უამრავ ადამიანს მცდარი წარმოდგენა შევუქმნა" - ნუგზარ წიკლაური "მწვანე სკოლის" მის ოჯახთან კავშირზე

"ამ სისტემის დედაც" - წარწერა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ფოტო)

შეხლა-შემოხლა ილიაუნისთან - ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"