პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ხელში იყო თბილისი სხვადასხვა საუკუნეში - დედაქალაქის მმართველების ისტორია მოკლედ
ვის ხელში იყო თბილისი სხვადასხვა საუკუნეში - დედაქალაქის მმართველების ისტორია მოკლედ

თბი­ლის­მა ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი ვახ­ტანგ გორ­გას­ლის­გან მი­ი­ღო, ხოლო დე­და­ქა­ლა­ქად მისი მემ­კვიდ­რის - და­ჩის დროს იქცა. თბი­ლისს თა­ვი­დან­ვე ჰყავ­და მმარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლი მე­ფის მო­ხე­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ეთ­ნოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ VI სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში ქა­ლაქს უკვე ირა­ნე­ლი მარ­ზპა­ნი მარ­თავ­და, ხოლო VIII-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში - არა­ბი ამი­რა. მისი თქმით, არაბ­თა მმარ­თვე­ლო­ბის დროს ნელ-ნელა ჩა­მო­ყა­ლიბ­და ვა­ჭარ-ხე­ლო­სან­თა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბა, რომ­ლის სა­თა­ვე­ში თბი­ლი­სე­ლი ბე­რე­ბი - ქა­ლა­ქის უხუ­ცე­სე­ბი იდ­გნენ. როცა 1082 წელს, თბი­ლი­სე­ლებ­მა სა­ბო­ლო­ოდ თავი და­აღ­წი­ეს არა­ბი ამი­რე­ბის ბა­ტო­ნო­ბას, 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქა­ლა­ქი იყო. მას თორ­მეტ­თა საბ­ჭო და მის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ხე­ლე­ნი გა­ნა­გებ­დნენ. თბი­ლი­სის საბ­ჭოს წევ­რე­ბი ქა­ლაქს მო­რი­გე­ო­ბით თვი­თონ მე­თა­უ­რობ­დნენ. ასეთ დრო­ე­ბით გამ­გე­ბელს „ქა­ლა­ქის თა­ვა­დი“ ეწო­დე­ბო­და.

თბი­ლი­სის გამ­გე­ბელს, როცა თბი­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­თა ხელ­ში იყო, „ამი­რა“ ან „ამი­რა­თა­მი­რა“ ეწო­დე­ბო­და (ტერ­მი­ნი არა­ბუ­ლია, რაც არაბ­თა ხან­გრძლი­ვი ბა­ტო­ნო­ბის შე­დე­გი იყო). ამი­რა მე­ფე­თა მიერ დიდ­გვა­რო­ვან­თა წრი­დან ინიშ­ნე­ბო­და - ის ქა­ლა­ქის უზე­ნა­ე­სი გამ­გე­ბე­ლი გახ­ლდათ. ამი­რა­თა­მი­რას „ხელი“ სა­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბის მთელ სფე­როს ეხე­ბო­და. ამი­რე­ბი სხვა ქა­ლა­ქებ­საც ჰყავ­და. ამირ­თა­მი­რა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის, თბი­ლი­სის გამ­გე­ბე­ლი იყო. XII-XV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თბი­ლის­ში მე­ფის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი სხვა მო­ხე­ლე­ე­ბიც იყ­ვნენ. ერთ-ერთი ქა­ლა­ქის ცი­ხის­თა­ვი გახ­ლდათ. მას ქა­ლა­ქი­სა და მისი ცი­ხის დაც­ვა-პატ­რო­ნო­ბა ევა­ლე­ბო­და და ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ „მე­ცი­ხო­ვე­ე­ბი“. წყა­რო­ებ­ში კი­დევ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან „შურ­ტა“ (ევა­ლე­ბო­და წეს­რი­გის დაც­ვა), „მე­კოშ­კე“ (იგი­ვე მე­სას­წო­რე), „მე­ბა­ჟე“.

XVII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან „ამირთ-ამი­რას“ წო­დე­ბა „მო­უ­რა­ვის“ წო­დე­ბად შე­იც­ვა­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად და­სა­ხე­ლე­ბა „ამირთ-ამი­რა“ და „მო­უ­რა­ვი“ ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. მო­უ­რავს მეფე ნიშ­ნავ­და. „ქა­ლა­ქის სა­მო­ქა­ლა­ქო­სი ყო­ვე­ლი­ვე მო­უ­რავს უნდა ეკი­თხოს“-ო, - მი­თი­თე­ბუ­ლია თბი­ლი­სის მო­უ­რა­ვის უფ­ლე­ბა-მვა­ლე­ო­ბის გან­მსაზრვრელ დო­კუ­მენ­ტში. მას გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის უნდა ედევ­ნე­ბი­ნა თვა­ლი. მის პირ­და­პირ მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და ქურ­დე­ბის, ცუდი ზნის ხალ­ხის და სხვა­თა ძებ­ნა-და­პა­ტიმ­რე­ბა, სა­ზომ-სა­წყა­ო­თა სის­წო­რის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა. მო­უ­რავს ქა­ლა­ქის შე­მო­სავ­ლის ცალ­კე­უ­ლი სა­ხე­ე­ბი­დან გა­სამ­რჯე­ლო ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი.

თბი­ლი­სის მო­უ­რა­ვის ყო­ველ­წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი XVIII სა­უ­კუ­ნე­ში 263 თუ­მა­ნი ყო­ფი­ლა

რო­გორც მეც­ნი­ე­რი გვე­უბ­ნე­ბა, თბი­ლის­ში მო­უ­რა­ვი სხვაც იყო, უფრო ზუს­ტად, კა­თა­ლი­კო­სის მო­უ­რა­ვი, რო­მელ­საც კა­თა­ლი­კო­სი ნიშ­ნავ­და. აქ მცხოვ­რე­ბი სა­ეკ­ლე­სიო ყმა-მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ზე­დამ­ხვედ­ვე­ლო­ბა ევა­ლე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ვახ­ტანგ VI-ის წინ გა­ჩე­ნი­ლი ეს „მრა­ვალ­მო­უ­რა­ვი­ა­ნო­ბა“ ერეკ­ლე II-ემ 1784 წელს გა­ა­უქ­მა.

XV-XVI სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან არ­სე­ბობ­და თბი­ლი­სის მა­მა­სახ­ლი­სი­სა და მე­ლი­ქის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბიც. XVIII სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბი­დან ეს ორი თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­უ­ერ­თი­ა­ნე­ბი­ათ. მო­უ­რა­ვის შემ­დეგ თბი­ლი­სი პირ­ვე­ლი ხე­ლი­სუ­ფა­ლი მე­ლიქ-მა­მა­სახ­ლი­სად იწო­დე­ბო­და. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა კი იმ ფაქ­ტმა გა­ნა­პი­რო­ბა, რომ თბი­ლი­სის სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა კულ­ტუ­რუ­ლად და ენობ­რი­ვად ქა­ლა­ქის ქარ­თულ მო­სახ­ლე­ო­ბას და­უ­ახ­ლოვ­და. ისი­ნი თა­ვის შეგ­ნე­ბით, კულ­ტუ­რუ­ლად და ენობ­რი­ვად თით­ქმის არ გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ ქა­ლა­ქის ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან. მე­ლიქ-მა­მა­სახ­ლი­სი მო­უ­რა­ვის ხელ­ქვე­ი­თი მო­ხე­ლე იყო. მე­ლიქ-მა­მა­სახ­ლი­სის ერთ-ერთ მო­ვა­ლე­ო­ბას თბი­ლი­სის მო­ქა­ლა­ქე­თა გაყ­რი­სა და შეყ­რის საქ­მეც შე­ად­გენ­და. ის ამ­ტკი­ცებ­და მა­მუ­ლის, დარ­ბა­ზის, სახ­ლის ნას­ყი­დო­ბის წიგ­ნებ­საც. ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­მე­ფო დუქ­ნე­ბის გა­და­კე­თე­ბა-შკე­თე­ბას, ჯა­რი­სათ­ვის სა­ჭი­რო სურ­სათ-სა­ნო­ვა­გის ჩა­მო­ტა­ნას, ქა­ლა­ქი­დან ურ­მე­ბის გაგ­ზავ­ნას, წე­სი­ე­რე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას, ხან­ძრის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზო­მე­ბის დაც­ვას... მე­ლიქ-მა­მა­სახ­ლი­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა ვახ­ტანგ VI-დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე სა­მე­ფოს გა­უქ­მე­ბამ­დე, მემ­კვიდ­რე­ო­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბად გა­და­იქ­ცა. ის ბე­ბუ­თაშ­ვი­ლე­ბის ხელ­ში იყო. მე­ლიქ-მა­მა­სახ­ლისს თბი­ლი­სის ვა­ჭარ-ხე­ლო­სან­თა ამ­ქრე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ: ყო­ველ დღე­სას­წა­უ­ლის დღეს ამ­ქრე­ბი რო­გორც თბი­ლი­სის მო­უ­რავს, ისე მე­ლიქ-მა­მა­სახ­ლისს ძღვენს მი­არ­თმევ­დნენ...

მო­უ­რავს, მე­ლიქ-მა­სახ­ლი­სის გარ­და, თბი­ლის­ში სხვა ხელ­ქვე­ი­თი მო­ხუ­ცე­ბიც ჰყავ­და. მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა „ქა­ლა­ქის ნაც­ვა­ლი“/„ბა­ტო­ნის ნაც­ვა­ლი“ და „მო­უ­რა­ვის ნაც­ვა­ლი“ და­ვა­სა­ხე­ლოთ. „ქა­ლა­ქის ნაც­ვალს“ მთე­ლი რიგი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ჰქონ­და. ესე­ნია: ბა­ზარ­ში წე­სი­ე­რე­ბის დაც­ვა, სე­ნის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან მო­სუ­ლე­ბის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ბა­ღებ­ზე თვალ­ყუ­რის და­ჭე­რა, ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის ზუს­ტი აღ­წე­რა. ქა­ლა­ქის ნაც­ვლის გან­კარ­გუ­ლე­ბით ხდე­ბო­და უცხო­ე­თი­დან მო­სუ­ლე­ბის, ელ­ჩე­ბის თუ კუ­რი­ე­რე­ბის, და­ბი­ნა­ვე­ბა. ამის­თვის მო­ქა­ლა­ქე­თა შო­რის შე­მო­ღე­ბუ­ლი იყო მო­რი­გე­ო­ბა. უცხო­ე­თი­დან მო­სულ­თა ჩა­სახ­ლე­ბა მათ ბი­ნებ­ში მო­რი­გე­ო­ბით ხდე­ბო­და.

თბი­ლი­სის მო­ხე­ლე­თა შო­რის გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დო­კუ­მენ­ტებ­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან „ქა­ლა­ქის მე­ბა­ჯე­ნი“. მათი რი­ცხვი ექ­ვსზე ნაკ­ლე­ბი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან XVIII სა­უ­კუ­ნის თბი­ლისს ექ­ვსი კარი ჰქონ­და. მათი უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა იყო თბი­ლის­ში სა­ვაჭ­როდ შე­მო­ტა­ნილ სა­ქო­ნელ­ზე ბა­ჟის აკ­რე­ფა.

ქა­ლა­ქის მო­უ­რავს ქა­ლაქ­ში წე­სი­ე­რე­ბი­სა და ქურდ-ავა­ზა­კე­ბი­სა­გან მო­ქა­ლა­ქე­თა და­სა­ცა­ვად ჰყავ­და ასა­სე­ბი. მათ სა­თევ­ში ასას­ბა­ში ედგა. ისი­ნი „მო­უ­რა­ვის ია­სა­უ­ლე­ბი“ იყ­ვნენ. მე­ფის მო­ხე­ლე იყო „ქა­ლა­ქის მწე­რა­ლი“, რო­მელ­საც ქა­ლა­ქის შე­მო­სა­ვალ-გა­სავ­ლის აღ­რიც­ვა და სა­თა­ნა­დო დავ­თარ­ში შე­ტა­ნა ევა­ლე­ბო­და. მას­ვე ევა­ლე­ბო­და თბი­ლი­სის სახ­ლე­ბის, მა­მუ­ლე­ბის, ბა­ღე­ბის და აგ­რეთ­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რა. ქა­ლაქს ჰყავ­და მთა­ვა­რი მე­სას­წო­რეც - ყა­ფან­და­რი. თბი­ლი­სის მო­ხე­ლე­თა შო­რის იყ­ვნენ „ჯარ­ჩე­ბიც“. ჯარ­ჩი იმ სა­გან­გე­ბო მო­ხე­ლეს ეწო­დე­ბო­და, რო­მელ­საც ბაზ­რო­ბის დღეს მე­ფის სხვა­დას­ხვა ბრძა­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ევა­ლე­ბო­და. ჯარ­ჩე­ბის უფ­როსს ჯარ­ჩი­ბა­ში ერ­ქვა. თბი­ლი­სის თით­ქმის ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბა, რაც XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­შიც იყო, ასე­თი გახ­ლდათ, უბ­რა­ლოდ ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წინაპარის მონაყოლი
0

ისტორია კარგია თუ სიმართლეა! კონკრეტულად! ეს მმართველნი რა ეროვნებისანი იყვნენ!!! არ წერენ! როცა მტერი შემოდიოდა არაქართველებს ხელს არ ადებდნენ!!! მიდიოდა ქართველების ხოცვა აწიოკება! პაპაჩემს თავის წინაპარი უყვებოდა აღა ყაჯარ ხანის შემოსევის დროს ტიფლისს ქართველის მისხის-მისხი გაწყვიტესო! თბილისში ქართველი მწირი რაოდენობით ისიც ჩასული სოფლებიდან თითზე ჩამოსათვლელები ცხოვრობდნენ! არც წიგნში არ წერენ! ხოლო კინტოები და კიდევ ბევრი გადამთიელი რასაც სჩადიოდა ქართველებთან არა ღირს ლაპარაკი!

 

qartveli
1

მოდით ხალხო თბილისი კი არა არგეწა, ანისი გამოვიძიოთ ვისი და ვის ხელში იყო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ვის ხელში იყო თბილისი სხვადასხვა საუკუნეში - დედაქალაქის მმართველების ისტორია მოკლედ

ვის ხელში იყო თბილისი სხვადასხვა საუკუნეში - დედაქალაქის მმართველების ისტორია მოკლედ

თბილისმა ქალაქის სტატუსი ვახტანგ გორგასლისგან მიიღო, ხოლო დედაქალაქად მისი მემკვიდრის - დაჩის დროს იქცა. თბილისს თავიდანვე ჰყავდა მმართველები, რომლებიც ქართველი მეფის მოხელეები იყვნენ. ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი გვეუბნება, რომ VI საუკუნის 30-იან წლებში ქალაქს უკვე ირანელი მარზპანი მართავდა, ხოლო VIII-IX საუკუნეებში - არაბი ამირა. მისი თქმით, არაბთა მმართველობის დროს ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ვაჭარ-ხელოსანთა დამოუკიდებელი ხელისუფლება თვითმმართველობა, რომლის სათავეში თბილისელი ბერები - ქალაქის უხუცესები იდგნენ. როცა 1082 წელს, თბილისელებმა საბოლოოდ თავი დააღწიეს არაბი ამირების ბატონობას, 40 წლის განმავლობაში თბილისი დამოუკიდებელი ქალაქი იყო. მას თორმეტთა საბჭო და მის წინაშე პასუხისმგებელი ადგილობრივი მოხელენი განაგებდნენ. თბილისის საბჭოს წევრები ქალაქს მორიგეობით თვითონ მეთაურობდნენ. ასეთ დროებით გამგებელს „ქალაქის თავადი“ ეწოდებოდა.

თბილისის გამგებელს, როცა თბილისი საქართველოს მეფეთა ხელში იყო, „ამირა“ ან „ამირათამირა“ ეწოდებოდა (ტერმინი არაბულია, რაც არაბთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგი იყო). ამირა მეფეთა მიერ დიდგვაროვანთა წრიდან ინიშნებოდა - ის ქალაქის უზენაესი გამგებელი გახლდათ. ამირათამირას „ხელი“ საქალაქო ცხოვრების მთელ სფეროს ეხებოდა. ამირები სხვა ქალაქებსაც ჰყავდა. ამირთამირა მხოლოდ დედაქალაქის, თბილისის გამგებელი იყო. XII-XV საუკუნეების თბილისში მეფის მიერ დანიშნული სხვა მოხელეებიც იყვნენ. ერთ-ერთი ქალაქის ციხისთავი გახლდათ. მას ქალაქისა და მისი ციხის დაცვა-პატრონობა ევალებოდა და ემორჩილებოდნენ „მეციხოვეები“. წყაროებში კიდევ მოხსენიებულები არიან „შურტა“ (ევალებოდა წესრიგის დაცვა), „მეკოშკე“ (იგივე მესასწორე), „მებაჟე“.

XVII საუკუნის დასაწყისიდან „ამირთ-ამირას“ წოდება „მოურავის“ წოდებად შეიცვალა. თავდაპირველად დასახელება „ამირთ-ამირა“ და „მოურავი“ ერთმანეთის პარალელურად გამოიყენებოდა. მოურავს მეფე ნიშნავდა. „ქალაქის სამოქალაქოსი ყოველივე მოურავს უნდა ეკითხოს“-ო, - მითითებულია თბილისის მოურავის უფლება-მვალეობის განმსაზრვრელ დოკუმენტში. მას განსაკუთრებით ქალაქის ეკონომიკური ცხოვრებისთვის უნდა ედევნებინა თვალი. მის პირდაპირ მოვალეობაში შედიოდა ქურდების, ცუდი ზნის ხალხის და სხვათა ძებნა-დაპატიმრება, საზომ-საწყაოთა სისწორისთვის თვალყურის დევნება. მოურავს ქალაქის შემოსავლის ცალკეული სახეებიდან გასამრჯელო ჰქონდა დანიშნული.

თბილისის მოურავის ყოველწლიური შემოსავალი XVIII საუკუნეში 263 თუმანი ყოფილა

როგორც მეცნიერი გვეუბნება, თბილისში მოურავი სხვაც იყო, უფრო ზუსტად, კათალიკოსის მოურავი, რომელსაც კათალიკოსი ნიშნავდა. აქ მცხოვრები საეკლესიო ყმა-მოქალაქეების ზედამხვედველობა ევალებოდა. სავარაუდოდ, ვახტანგ VI-ის წინ გაჩენილი ეს „მრავალმოურავიანობა“ ერეკლე II-ემ 1784 წელს გააუქმა.

XV-XVI საუკუნეებიდან არსებობდა თბილისის მამასახლისისა და მელიქის თანამდებობებიც. XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან ეს ორი თანამდებობა გაუერთიანებიათ. მოურავის შემდეგ თბილისი პირველი ხელისუფალი მელიქ-მამასახლისად იწოდებოდა. ამ თანამდებობის გაერთიანება კი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ თბილისის სომხური მოსახლეობა კულტურულად და ენობრივად ქალაქის ქართულ მოსახლეობას დაუახლოვდა. ისინი თავის შეგნებით, კულტურულად და ენობრივად თითქმის არ განსხვავდებოდნენ ქალაქის ქართული მოსახლეობისგან. მელიქ-მამასახლისი მოურავის ხელქვეითი მოხელე იყო. მელიქ-მამასახლისის ერთ-ერთ მოვალეობას თბილისის მოქალაქეთა გაყრისა და შეყრის საქმეც შეადგენდა. ის ამტკიცებდა მამულის, დარბაზის, სახლის ნასყიდობის წიგნებსაც. ხელმძღვანელობდა სამეფო დუქნების გადაკეთება-შკეთებას, ჯარისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგის ჩამოტანას, ქალაქიდან ურმების გაგზავნას, წესიერების მეთვალყურეობას, ხანძრის საწინააღმდეგო ზომების დაცვას... მელიქ-მამასახლისის თანამდებობა ვახტანგ VI-დან მოყოლებული, ვიდრე სამეფოს გაუქმებამდე, მემკვიდრეობით თანამდებობად გადაიქცა. ის ბებუთაშვილების ხელში იყო. მელიქ-მამასახლისს თბილისის ვაჭარ-ხელოსანთა ამქრებიც ემსახურებოდნენ: ყოველ დღესასწაულის დღეს ამქრები როგორც თბილისის მოურავს, ისე მელიქ-მამასახლისს ძღვენს მიართმევდნენ...

მოურავს, მელიქ-მასახლისის გარდა, თბილისში სხვა ხელქვეითი მოხუცებიც ჰყავდა. მაგალითად შეიძლება „ქალაქის ნაცვალი“/„ბატონის ნაცვალი“ და „მოურავის ნაცვალი“ დავასახელოთ. „ქალაქის ნაცვალს“ მთელი რიგი მოვალეობები ჰქონდა. ესენია: ბაზარში წესიერების დაცვა, სენის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება, საზღვარგარეთიდან მოსულებისთვის თვალყურის დევნება, საზოგადოებრივ ბაღებზე თვალყურის დაჭერა, ქალაქის მოსახლეობის ზუსტი აღწერა. ქალაქის ნაცვლის განკარგულებით ხდებოდა უცხოეთიდან მოსულების, ელჩების თუ კურიერების, დაბინავება. ამისთვის მოქალაქეთა შორის შემოღებული იყო მორიგეობა. უცხოეთიდან მოსულთა ჩასახლება მათ ბინებში მორიგეობით ხდებოდა.

თბილისის მოხელეთა შორის გვიან შუა საუკუნეების დოკუმენტებში მოიხსენიებიან „ქალაქის მებაჯენი“. მათი რიცხვი ექვსზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, რადგან XVIII საუკუნის თბილისს ექვსი კარი ჰქონდა. მათი უპირველესი მოვალეობა იყო თბილისში სავაჭროდ შემოტანილ საქონელზე ბაჟის აკრეფა.

ქალაქის მოურავს ქალაქში წესიერებისა და ქურდ-ავაზაკებისაგან მოქალაქეთა დასაცავად ჰყავდა ასასები. მათ სათევში ასასბაში ედგა. ისინი „მოურავის იასაულები“ იყვნენ. მეფის მოხელე იყო „ქალაქის მწერალი“, რომელსაც ქალაქის შემოსავალ-გასავლის აღრიცვა და სათანადო დავთარში შეტანა ევალებოდა. მასვე ევალებოდა თბილისის სახლების, მამულების, ბაღების და აგრეთვე მოსახლეობის აღწერა. ქალაქს ჰყავდა მთავარი მესასწორეც - ყაფანდარი. თბილისის მოხელეთა შორის იყვნენ „ჯარჩებიც“. ჯარჩი იმ საგანგებო მოხელეს ეწოდებოდა, რომელსაც ბაზრობის დღეს მეფის სხვადასხვა ბრძანების გამოცხადება ევალებოდა. ჯარჩების უფროსს ჯარჩიბაში ერქვა. თბილისის თითქმის ყველა თანამდებობა, რაც XVII-XVIII საუკუნეებშიც იყო, ასეთი გახლდათ, უბრალოდ ზოგიერთმა მათგანმა დროთა განმავლობაში სახელი შეიცვალა.