ავტორი:

ზურა დოიჯაშვილი ისრაელის მოქალაქე გახდა - რა სამსახური იშოვა ემიგრაციაში გაჭირვებას გაქცეულმა მომღერალმა

ზურა დოიჯაშვილი ისრაელის მოქალაქე გახდა - რა სამსახური იშოვა ემიგრაციაში გაჭირვებას გაქცეულმა მომღერალმა

ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა საქართველო თვეების წინ დატოვა და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მართალია, თავიდან გაუჭირდა უცხო მხარეში ადაპტირება, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს. მეგობრების დახმარებით, სამსახურიც დაიწყო და ბებიის გენეტიკის წყალობით, ისრაელის მოქალაქეობაც მიიღო. ხოლო, როგორ აღმოჩნდა ის დიდი სცენიდან დიდ ავიაციაში, აპირებს თუ არა დაბრუნებას საქართველოში და რა ესიზმრება მას ყოველ ღამით, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ზურა დოიჯაშვილი: უკვე შვიდი თვეა, ისრაელში ვარ. ახლა შევეგუე აქაურობას, მაგრამ თბილისიდან შორს ყოფნა თავიდან ძალიან გამიჭირდა. ჩემს ძველ უბანს, სადაც გავიზარდე და რომლის ქუჩებშიც გავლა მენატრება, ყოველ ღამე სიზმარში ვხედავ. მართალია, შორს ვარ, მაგრამ ჩემი ძველი თბილისის ქუჩებში ყოველ ღამე დავდივარ. მანდ დავიბადე, გავიზარდე, დავბერდი და ახალ გარემოში ადაპტირება, ჩემს ასაკში, რთული აღმოჩნდა. ალბათ, ახალგაზრდობაში რომ ჩამოვსულიყავი ისრაელში, უფრო გამიადვილდებოდა მორგება.

– ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა და შენი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისრაელში მკურნალობაც იყო. ახლა როგორ გრძნობ თავს?

– ახლა – უკეთ, თუმცა, ცოტა შაქარი მაქვს მომატებული და სულ მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. ძალიან ცხელა და ეს ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. ექიმებთან დავდივარ და კონსულტაციებს მათგან ვიღებ.

– ამბობ, მეთვალყურეობის ქვეშ ვარო. არადა, სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად დებ ფოტოებს ჭიქით ხელში. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ისევ „შეეპარე“ სასმელს და ეს არ მოქმედებს შენს ჯანმრთელობაზე?

– აქ რაც ჩამოვედი, იშვიათად ვსვამ, თუმცა, მაინც მიწევს (იცინის). ახლახან სამსახური დავიწყე აეროპორტში და თანამშრომლებმა, როგორც ახალ მისულს, ბანკეტი მომიწყვეს. აი, იქ კი მომიწია დალევა, მშრალად ვერ გამოვძვრებოდი (იცინის).

– ესე იგი, დიდი სცენიდან დიდ ავიაციაში გადაინაცვლე? რას აკეთებ ისრაელის აეროპორტში და ვინ დაგაწყებინა მუშაობა?

– მეგობარმა დამაწყებინა მუშაობა ისრაელის მთავარ აეროპორტში და პირველ სამუშაო დღესვე, ჩავიცვი თუ არა ფორმა, სელფი გადავიღე, დავდე სოციალურ ქსელში და დავაწერე: "მომილოცეთ აეროპორტის დირექტორობა!" რასაკვირველია, ვიხუმრე, თუმცა, იმდენი მილოცვა მივიღე, ჩემი უფროსობა კინაღამ მეც დავიჯერე (იცინის)...წაიკითხეთ სრულად

"მოწესრიგებულია ტუალეტები, დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები..." - სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ვირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში 19 345 ტესტი ჩატარდა - რამდენი ახალი ინფიცირებულია რეგიონების მიხედვით