საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუგუტიანთკარის მიმდებარედ მავთულხლართების გაბმა შეჩერებულია"
"გუგუტიანთკარის მიმდებარედ მავთულხლართების გაბმა შეჩერებულია"

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­გუ­ტი­ანთკა­რის­მიმ­დე­ბა­რედ მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მა შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

რო­გორც ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ამოქ­მედ­და ცხე­ლი ხაზი ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მეშ­ვე­ო­ბით. ამას­თან, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ამ­ბობს, ეს პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­მე­ბა და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია დღეს, ვი­ნა­ი­დან სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის წლის­თა­ვის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო.

„ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე არ მიმ­დი­ნა­რე­ობს არა­ნა­ი­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, შე­ჩე­რე­ბუ­ლია! უკვე ორ­ჯერ იქნა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ცხე­ლი ხაზი ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მეშ­ვე­ო­ბით, იმ ეპი­ზოდ­ზე, რო­მელ­საც გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­შინ ჰქონ­და ად­გი­ლი. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკა­ნო­ნოა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ახ­ლაც და ნე­ბის­მი­ერ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, თუმ­ცა სწო­რედ ამ დღე­ებ­ში, კი­დევ უფრო პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია და მით უფრო მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­მე­ბა. ჩვე­ნი და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ ამო­წუ­რულ იქ­ნას ასე­თი უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბე­ბი, არ ჰქონ­დეს გაგ­რძე­ლე­ბა და ად­გილ­ზე თუკი რა­ი­მე ტი­პის ზა­რა­ლი აქვს მო­სახ­ლე­ო­ბას ან რა­ი­მე დაბ­რკო­ლე­ბე­ბი შე­ექ­მნა, შე­ვის­წავ­ლოთ და მო­სახ­ლე­ო­ბას გვერ­დში და­ვუდ­გეთ“, - გა­ნა­ცხა­და ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა.

გორ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკა­რის გა­ნა­პი­რას, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც 2008 წლის ომის დროს, არა­ერ­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­იწ­ვა და და­ზი­ან­და, რუ­სუ­ლი სა­ჯა­რი­სო და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გუ­შინ გა­მოჩ­ნდნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. მე­სა­ზღვრე­ებ­მა რკი­ნის ის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი მო­ი­ტა­ნეს, რო­მელ­ზეც შემ­დგომ­ში მავ­თულხლართს ამონ­ტა­ჟე­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შობს, რომ მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა შე­საძ­ლოა, მათი ნაკ­ვე­თე­ბი აღ­მოჩ­ნდეს.

„ჩვე­ნი სოფ­ლის პე­რი­მეტრზე წლე­ბია გავ­ლე­ბუ­ლია მავ­თულხლარ­თე­ბი, თუმ­ცა ახლა გარ­კვე­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი კვლავ მო­ი­ტა­ნეს, რის გა­მოც ვვა­რა­უ­დობთ, რომ აქამ­დე არ­სე­ბულ ე.წ. სა­ზღვარს ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე გად­მოს­წე­ვენ. ერთ-ერთ რუს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, ხელ­ში რუ­კაც ეჭი­რა და სწო­რედ მას და­ვუს­ვით კი­თხვე­ბი, რის გამო გა­მოჩ­ნდნენ და რა სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­დნენ, თუმ­ცა პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის სხვა წევ­რებს, ისი­ნი ეთ­ნი­კუ­რად ოსი ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვნენ. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სახ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­დამ­წვა­რია და შე­სა­ბა­მი­სად, აქ ვე­ღარ ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ვში­შობთ, ახა­ლი პე­რი­მეტ­რე­ბის და ე.წ. სა­ზღვრის დად­გე­ნით, აქ არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზეც არ შეგ­ვე­ზღუ­დოს წვდო­მა“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკა­რის მცხოვ­რებ­მა თი­ნა­თინ ბი­ძი­ნაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"გუგუტიანთკარის მიმდებარედ მავთულხლართების გაბმა შეჩერებულია"

"გუგუტიანთკარის მიმდებარედ მავთულხლართების გაბმა შეჩერებულია"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, გუგუტიანთკარისმიმდებარედ მავთულხლართების გაბმა შეჩერებულია.

როგორც ციხელაშვილმა განმარტა, სამუშაოების დაწყებისთანავე ამოქმედდა ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ამასთან, როგორც სახელმწიფო მინისტრი ამბობს, ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება და პროვოკაციულია დღეს, ვინაიდან სამუშაოები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავის პერიოდში დაიწყო.

„ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაოები, შეჩერებულია! უკვე ორჯერ იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, იმ ეპიზოდზე, რომელსაც გუგუტიანთკარში სავარაუდოდ, გუშინ ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკანონოა და აბსოლუტურად მიუღებელია ახლაც და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუმცა სწორედ ამ დღეებში, კიდევ უფრო პროვოკაციულია და მით უფრო მტკივნეულად აღიქმება. ჩვენი და შესაბამისი უწყებების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ამოწურულ იქნას ასეთი უკანონო მოქმედებები, არ ჰქონდეს გაგრძელება და ადგილზე თუკი რაიმე ტიპის ზარალი აქვს მოსახლეობას ან რაიმე დაბრკოლებები შეექმნა, შევისწავლოთ და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

გორში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 2008 წლის ომის დროს, არაერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა და დაზიანდა, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები გუშინ გამოჩნდნენ.

ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. მესაზღვრეებმა რკინის ის კონსტრუქციები მოიტანეს, რომელზეც შემდგომში მავთულხლართს ამონტაჟებენ. მოსახლეობა შიშობს, რომ მავთულხლართებს მიღმა შესაძლოა, მათი ნაკვეთები აღმოჩნდეს.

„ჩვენი სოფლის პერიმეტრზე წლებია გავლებულია მავთულხლართები, თუმცა ახლა გარკვეული კონსტრუქციები კვლავ მოიტანეს, რის გამოც ვვარაუდობთ, რომ აქამდე არსებულ ე.წ. საზღვარს ამ მონაკვეთზე გადმოსწევენ. ერთ-ერთ რუს სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სავარაუდოდ, ამ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ხელში რუკაც ეჭირა და სწორედ მას დავუსვით კითხვები, რის გამო გამოჩნდნენ და რა სამუშაოებს ასრულებდნენ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. რაც შეეხება აღნიშნული ჯგუფის სხვა წევრებს, ისინი ეთნიკურად ოსი ჯარისკაცები იყვნენ. ამ ტერიტორიაზე სახლების უმრავლესობა გადამწვარია და შესაბამისად, აქ ვეღარ ვცხოვრობთ, მაგრამ ვშიშობთ, ახალი პერიმეტრების და ე.წ. საზღვრის დადგენით, აქ არსებულ მიწის ნაკვეთებზეც არ შეგვეზღუდოს წვდომა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა თინათინ ბიძინაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები