საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა... ესაა აუხდენელი ოცნება" - თეონა თავართქილაძე ოჯახზე, ახალ საქმესა და იდეალური ფორმის საიდუმლოზე
"მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა... ესაა აუხდენელი ოცნება" - თეონა თავართქილაძე ოჯახზე, ახალ საქმესა და იდეალური ფორმის საიდუმლოზე

თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე ყვე­ლას მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის იყო და არის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, მოვ­ლი­ლი, ლა­მა­ზი ქალი, რო­მე­ლიც მუ­დამ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. დი­ზა­ი­ნე­რი დღეს ზუს­ტად იმ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს, სა­დაც უნდა იყოს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნის კე­თე­ბას თავი და­ა­ნე­ბა, ახლა უფრო მეტს აკე­თებს, რო­დე­საც გო­გო­ნებს უმ­ზა­დებს პა­ტა­რა ყუ­თებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს სი­ლა­მა­ზეს კი­დევ უფრო კაშ­კა­შა­სა და ბრჭყვი­ა­ლას გახ­დის...

მაშ ასე, ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე ჟურ­ნალ OK!-ის სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლოს, ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა და აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბა­საც უმ­ხელს...

"...როცა ამ­ბობ­დნენ, 40 წლის შემ­დეგ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბაო, ყო­ველ­თვის მე­გო­ნა, რომ ეს იყო თა­ვის დამ­შვი­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მარ­თლა ასე ყო­ფი­ლა. ამა­ში ჩემ­მა მა­გა­ლით­მა და­მარ­წმუ­ნა: 40 წლის შემ­დეგ და­ვი­წყე ახა­ლი საქ­მე ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით და ახა­ლი სა­ნაც­ნო­ბო წრით, გავ­ხდი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მაქვს სა­ავ­ტო­რო რუბ­რი­კა სი­ლა­მა­ზე­ზე, ვარ ჟურ­ნალ OK!-ის ბუ­ქის მოწ­ვე­უ­ლი რე­დაქ­ტო­რი.

მთლი­ა­ნად გა­და­ვერ­თე ჩემს ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე - Beauty and the Box. თუმ­ცა, უშუ­ა­ლოდ სფე­რო­ე­ბი არ არის ერ­თმა­ნე­თის­გან შორს. რომ იცო­დე ტენ­დენ­ცი­ე­ბი მა­კი­აჟ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად თვალს უნდა ადევ­ნებ­დე მსოფ­ლიო მო­დის სამ­ყა­როს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­დის, რომ მო­დის სფე­როს არ მოვ­წყვე­ტი­ვარ, სა­მუ­შაო მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვიც­ვა­ლე ვიწ­რო პრო­ფი­ლით - სი­ლა­მა­ზის პრო­დუქ­ტე­ბის ინ­დუსტრია გახ­და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა.

სი­ლა­მა­ზე თქვენ­თვის...

სი­ლა­მა­ზე ჩემ­თვის არის ის ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს ადა­მი­ა­ნი. შექ­სპი­რის სი­ტყვე­ბია, რომ ობი­ექ­ტუ­რი სი­ლა­მა­ზე არ არ­სე­ბობს, რად­გან ყვე­ლა ადა­მი­ანს სი­ლა­მა­ზის შე­ფა­სე­ბის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი, სუ­ბი­ექ­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მი აქვს. მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა და სურ­ვი­ლი, რომ ყვე­ლა­ფერ­ში და­ვი­ნა­ხოთ და­დე­ბი­თი დე­ტა­ლი, და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ძლებთ ბევ­რი კარ­გი და ლა­მა­ზი რა­მის აღ­მო­ჩე­ნას.

ლა­მა­ზი ქალი თქვენ­თვის უფრო ბუ­ნებ­რივ სი­ლა­მა­ზეს­თან ასო­ცირ­დე­ბა თუ მოვ­ლილ ქალ­თან?

გულ­წრფე­ლად მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ქალი ლა­მა­ზია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, ქა­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ვის მოვ­ლა. არ ვამ­ბობ, რომ მთე­ლი დღე გა­დაყ­ვეთ თა­ვის მოვ­ლის სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რას, მაგ­რამ დღეს იმ­დე­ნად ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, სწრა­ფად და სა­შუ­ა­ლო ბი­უ­ჯე­ტით მო­უ­ა­რო თავს, რომ მგო­ნია ეს ნაკ­ლებ დაბ­რკო­ლე­ბას უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს ქა­ლე­ბის­თვის.

პი­რა­დად მე მოვ­ლი­ლი ქალი მირ­ჩევ­ნია ბუ­ნებ­რი­ვად ძა­ლი­ან ლა­მაზს და თუ ეს ორი­ვე ერ­თა­დაა, მა­შინ საქ­მე გვაქვს სრულ­ყო­ფილ სი­ლა­მა­ზეს­თან.

თა­ვის მოვ­ლა­ში ვგუ­ლის­ხმობთ ვარ­ჯიშ­საც და კვე­ბა­საც? თქვენ რამ­დე­ნად დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევთ ამ ორ კომ­პო­ნენტს?

რა თქმა უნდა, ვარ­ჯი­ში და სწო­რი კვე­ბა თა­ვის მოვ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მე რაც შე­მე­ხე­ბა, დი­ე­ტე­ბი არ მიყ­ვარს. ვცდი­ლობ ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბო. ვარ­ჯი­შის სა­ხე­ო­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბას პი­ლა­ტესს ვა­ნი­ჭებ. ჩემ­თვის, ჯან­სა­ღი კვე­ბა, ვარ­ჯი­ში და თა­ვის მოვ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი ერ­თი­ა­ნო­ბა­ში ლა­მაზ ქალს ნიშ­ნავს.

ოჯა­ხი...

შვი­ლე­ბი უკვე გა­ი­ზარ­დნენ და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რო­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ. ერთი ფეხ­ბურთს თა­მა­შობს პო­ლო­ნე­თის უმაღ­ლეს ლი­გა­ში. მე­ო­რეც მუ­შა­ობს. ადრე ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ყა­ვი მათ­თან, მაგ­რამ ახლა იმ­დე­ნად ვერ ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე შვი­ლებ­თან ჩას­ვლას, რომ უკვე თვი­თონ მე­კი­თხე­ბი­ან, რო­დის ჩა­ვალ.

თე­ო­ნა შვი­ლებ­თან - ნიკა და ვატო არ­ვე­ლა­ძე­ებ­თან ერ­თად

ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც ვერ ავიხ­დი­ნე...

ძა­ლი­ან მინ­დო­და ქა­ლიშ­ვი­ლი მყო­ლო­და... ისე გა­მო­ვი­და, რომ არც მე მყავს გო­გო­ნა და ჩემ გარ­შე­მოც ყვე­ლას ბი­ჭე­ბი ჰყავთ. ამი­ტომ ამას უნდა და­ვარ­ქვათ აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა.

თე­ო­ნა მე­უღ­ლეს­თან, რეზი არ­ვე­ლა­ძეს­თან ერ­თად

ბედ­ნი­ე­რე­ბა თქვენ­თვის...

სიყ­ვა­რუ­ლია. სიყ­ვა­რულ­ში ვგუ­ლის­ხმობ ყვე­ლა­ნა­ირ სიყ­ვა­რულს. შვი­ლე­ბის მი­მართ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. როცა გრძნობ, რომ გიყ­ვარს, ამ დროს ხარ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ჟურ­ნალ OK!-ში

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიტა
1

მოვლილი ქალბატონია. კარგი ოჯახით. კარგი ქმრით.

//////
1

გულწფელად რომ გითხრათ შეუხედავი ქალია

ავტორი:

"მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა... ესაა აუხდენელი ოცნება" - თეონა თავართქილაძე ოჯახზე, ახალ საქმესა და იდეალური ფორმის საიდუმლოზე

"მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა... ესაა აუხდენელი ოცნება" - თეონა თავართქილაძე ოჯახზე, ახალ საქმესა და იდეალური ფორმის საიდუმლოზე

თეონა თავართქილაძე ყველას მეხსიერებაში ყოველთვის იყო და არის გემოვნებიანი, მოვლილი, ლამაზი ქალი, რომელიც მუდამ კარგად გამოიყურება. დიზაინერი დღეს ზუსტად იმ სფეროში საქმიანობს, სადაც უნდა იყოს და მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმლის დიზაინის კეთებას თავი დაანება, ახლა უფრო მეტს აკეთებს, როდესაც გოგონებს უმზადებს პატარა ყუთებს, რომლებიც ჩვენს სილამაზეს კიდევ უფრო კაშკაშასა და ბრჭყვიალას გახდის...

მაშ ასე, ყველასთვის კარგად ნაცნობი თეონა თავართქილაძე ჟურნალ OK!-ის სილამაზის საიდუმლოს, ოჯახური იდილიის შესახებ ესაუბრება და აუხდენელ ოცნებასაც უმხელს...

"...როცა ამბობდნენ, 40 წლის შემდეგ ახალი ცხოვრება იწყებაო, ყოველთვის მეგონა, რომ ეს იყო თავის დამშვიდება. სინამდვილეში, მართლა ასე ყოფილა. ამაში ჩემმა მაგალითმა დამარწმუნა: 40 წლის შემდეგ დავიწყე ახალი საქმე ახალი ადამიანებით და ახალი სანაცნობო წრით, გავხდი ტელეწამყვანი, მაქვს საავტორო რუბრიკა სილამაზეზე, ვარ ჟურნალ OK!-ის ბუქის მოწვეული რედაქტორი.

მთლიანად გადავერთე ჩემს ახალ საქმიანობაზე - Beauty and the Box. თუმცა, უშუალოდ სფეროები არ არის ერთმანეთისგან შორს. რომ იცოდე ტენდენციები მაკიაჟში, აუცილებლად თვალს უნდა ადევნებდე მსოფლიო მოდის სამყაროს. შესაბამისად, გამოდის, რომ მოდის სფეროს არ მოვწყვეტივარ, სამუშაო მიმართულება შევიცვალე ვიწრო პროფილით - სილამაზის პროდუქტების ინდუსტრია გახდა ჩემი საქმიანობა.

სილამაზე თქვენთვის...

სილამაზე ჩემთვის არის ის ესთეტიკური სიამოვნება, რომელსაც ყოველდღიურად იღებს ადამიანი. შექსპირის სიტყვებია, რომ ობიექტური სილამაზე არ არსებობს, რადგან ყველა ადამიანს სილამაზის შეფასების სხვადასხვაგვარი, სუბიექტური კრიტერიუმი აქვს. მთავარია მონდომება და სურვილი, რომ ყველაფერში დავინახოთ დადებითი დეტალი, და მთელი დღის განმავლობაში შევძლებთ ბევრი კარგი და ლამაზი რამის აღმოჩენას.

ლამაზი ქალი თქვენთვის უფრო ბუნებრივ სილამაზესთან ასოცირდება თუ მოვლილ ქალთან?

გულწრფელად მიმაჩნია, რომ ყველა ქალი ლამაზია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ქალისთვის აუცილებელია თავის მოვლა. არ ვამბობ, რომ მთელი დღე გადაყვეთ თავის მოვლის სხვადასხვა პროცედურას, მაგრამ დღეს იმდენად ბევრი საშუალება არსებობს, სწრაფად და საშუალო ბიუჯეტით მოუარო თავს, რომ მგონია ეს ნაკლებ დაბრკოლებას უნდა წარმოადგენდეს ქალებისთვის.

პირადად მე მოვლილი ქალი მირჩევნია ბუნებრივად ძალიან ლამაზს და თუ ეს ორივე ერთადაა, მაშინ საქმე გვაქვს სრულყოფილ სილამაზესთან.

თავის მოვლაში ვგულისხმობთ ვარჯიშსაც და კვებასაც? თქვენ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ ამ ორ კომპონენტს?

რა თქმა უნდა, ვარჯიში და სწორი კვება თავის მოვლის განუყოფელი ნაწილია. მე რაც შემეხება, დიეტები არ მიყვარს. ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. ვარჯიშის სახეობიდან უპირატესობას პილატესს ვანიჭებ. ჩემთვის, ჯანსაღი კვება, ვარჯიში და თავის მოვლის პროდუქტები ერთიანობაში ლამაზ ქალს ნიშნავს.

ოჯახი...

შვილები უკვე გაიზარდნენ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ერთი ფეხბურთს თამაშობს პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. მეორეც მუშაობს. ადრე ძალიან ხშირად ვიყავი მათთან, მაგრამ ახლა იმდენად ვერ ვახერხებ ხოლმე შვილებთან ჩასვლას, რომ უკვე თვითონ მეკითხებიან, როდის ჩავალ.

თეონა შვილებთან - ნიკა და ვატო არველაძეებთან ერთად

ოცნება, რომელიც ვერ ავიხდინე...

ძალიან მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა... ისე გამოვიდა, რომ არც მე მყავს გოგონა და ჩემ გარშემოც ყველას ბიჭები ჰყავთ. ამიტომ ამას უნდა დავარქვათ აუხდენელი ოცნება.

თეონა მეუღლესთან, რეზი არველაძესთან ერთად

ბედნიერება თქვენთვის...

სიყვარულია. სიყვარულში ვგულისხმობ ყველანაირ სიყვარულს. შვილების მიმართ უპირობო სიყვარულიდან დაწყებული, ქალისა და მამაკაცის სიყვარულით დამთავრებული. როცა გრძნობ, რომ გიყვარს, ამ დროს ხარ ყველაზე ბედნიერი.

წაიკითხეთ ვრცლად ჟურნალ OK!-ში