კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ტანსაცმელი არ გავრეცხე: რომ ვერ დაბრუნდეს, ბოლოს ნაცვამი მაინც დამრჩება-მეთქი... ასეც მოხდა" - აგვისტოს ომის გმირი კაპრალის ამბავი
"მისი ტანსაცმელი არ გავრეცხე: რომ ვერ დაბრუნდეს, ბოლოს ნაცვამი მაინც დამრჩება-მეთქი... ასეც მოხდა" - აგვისტოს ომის გმირი კაპრალის ამბავი

თე­მურს და მა­ი­ას ომის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე შე­ე­ძი­ნათ შვი­ლი. ჯა­რის­კაც­მა ბი­ჭუ­ნას ალექ­სი და­არ­ქვა. როცა მე­უღ­ლემ ჰკი­თხა: "რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ალექ­სი?" ჯა­რის­კა­ცი დაჰ­პირ­და, რომ ბავ­შვის ნათ­ლო­ბი­სას გა­უმ­ხელ­და, "რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ალექ­სი"... შვი­ლი 28 აგ­ვის­ტოს უნდა მო­ე­ნათ­ლათ...

8 აგ­ვის­ტოს 25 წლის კაპ­რა­ლი თე­მურ ბო­კუ­ჩა­ვა გმი­რუ­ლად და­ე­ცა ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მებ­თან და ეს სა­ი­დუმ­ლო თან ჩა­ი­ტა­ნა მი­წა­ში, მი­წა­ში, რომ­ლის დაც­ვა­საც შეს­წი­რა თავი...

თე­მურ ბო­კუ­ჩა­ვა სო­ხუ­მე­ლი იყო. 1983 წელს და­ი­ბა­და და ათი წლი­საც არ იყო, მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი რომ და­ა­ტო­ვე­ბი­ნა მტერ­მა. ოჯა­ხი სე­ნაკ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. სწავ­ლობ­და სე­ნა­კის მეშ­ვი­დე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც ახლა მისი სა­ხე­ლო­ბი­საა...

მაია ცე­ცხლა­ძე, თე­მურ ბო­კუ­ჩა­ვას მე­უღ­ლე:

„ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე ყო­ფი­ლა, ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან ცელ­ქი... ბავ­შვო­ბა დევ­ნი­ლო­ბა­სა და ოც­ნე­ბა­ში გა­ი­ლია - სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

თე­მო­ზე შე­მიძ­ლია და­უს­რუ­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რო. ის ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთი დიდი ლა­მა­ზი ნა­წი­ლია. ჩემი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მი და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. თე­მოს ძა­ლი­ან დიდი გული ჰქონ­და, ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­უღ­ლე და მამა იყო. ძა­ლი­ან დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და, უნ­დო­და სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცე­რი გამ­ხდა­რი­ყო. თემო ოჯახს ეძახ­და თა­ვის სამ­სა­ხურს. სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და - სო­ხუმ­ში დრო­შა მე უნდა ავაფ­რი­ა­ლო პირ­ველ­მაო - ამ­ბობ­და ხოლ­მე. მის­თვის ყვე­ლა­ზე წმინ­და სამ­შობ­ლო და ოჯა­ხი იყო.

როცა გა­ი­გო შვილს ვე­ლო­დე­ბო­დით, დღე­ებ­სა და სა­ა­თებს ით­ვლი­და. რო­დე­საც ბიჭი შეგ­ვე­ძი­ნა, მის ბედ­ნი­ე­რე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. სა­ხე­ლიც თვი­თონ შე­ურ­ჩია - ალექ­სი. ალექ­სი ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, თუმ­ცა თემო ბავ­შვის ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც აწყობ­და გეგ­მებს მის გა­ნათ­ლე­ბა­ზე და მო­მა­ვალ­ზე. ოც­ნე­ბობ­და ალექ­სი ქი­რურ­გი გამ­ხდა­რი­ყო, ამა­ყად იძახ­და - სა­მე­დი­ცი­ნო უნდა და­ამ­თავ­რო­სო.

ახლა რომ ვიხ­სე­ნებ ჩვენს ბედ­ნი­ერ დღე­ებს, მაქვს გან­ცდა თით­ქოს თე­მოს თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა ან­დერ­ძი იყო ჩემ­თვის. მის გა­რე­შე ყოფ­ნა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია. თუმ­ცა ზუს­ტად ვიცი, მისი ოც­ნე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბად უნდა ვაქ­ციო!

- თქვენ­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლია იმ ტრა­გი­კუ­ლი დღის გახ­სე­ნე­ბა, თუმ­ცა მა­ინც უნდა გთხო­ვოთ 2008 წლის თქვე­ნი წილი სის­ხლი­ა­ნი აგ­ვის­ტოს შე­სა­ხებ მოგ­ვიყ­ვეთ...

- იცით, ჩემ­თვის დრო 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს გა­ჩერ­და... ჩემი თემო 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს და­ი­ღუ­პა. ცხინ­ვა­ლის შე­სას­ვლელ­ში, მა­შინ, როცა რუ­სე­თის თვითმფრი­ნა­ვებ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს ქარ­თულ შე­ნა­ერ­თებ­ზე.

გა­უ­თა­ვებ­ლად ვუ­რე­კავ­დი, მაგ­რამ ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი... ბო­ლოს 8 აგ­ვის­ტოს პირ­ველ სა­ათ­ზე და­მი­რე­კა, მამ­შვი­დებ­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, შენ ნუ გე­ში­ნი­აო. მთხოვ­და, შენ­ში ვაჟ­კა­ცი გოგო იმა­ლე­ბა და ალექ­სის მი­მი­ხე­დეო... ერ­თსა და იმა­ვეს მი­მე­ო­რებ­და - ალექ­სის მი­მი­ხე­დეო, ამან ამა­ფო­რი­ა­ქა ძა­ლი­ან. მერე გა­ვი­გე, რომ 2 სა­ათ­ზე და­ი­ღუ­პა ცხინ­ვა­ლის შე­სას­ვლელ­თან, და­ბომბვე­ბის დროს...

11 აგ­ვის­ტოს გად­მო­ას­ვე­ნეს, უამ­რა­ვი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და... სულ ვეხ­ვე­წე­ბო­დი, თავს მი­ხე­დე-მეთ­ქი. ერთხელ ისიც კი მივ­წე­რე, და­ყა­რე ია­რა­ღი და გა­მო­ი­ქე­ცი-მეთ­ქი, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვი­ყა­ვი და არ ვი­ცო­დი, რას ვა­კე­თებ­დი... პა­სუ­ხი მომ­წე­რა, ზურ­გში ნას­რო­ლი ტყვი­ით არ დავ­ბრუნ­დე­ბიო...

რაც და­ვო­ჯახ­დით, ავი წი­ნათ­გრძნო­ბა მქონ­და, რომ ბო­ლომ­დე ერ­თად ვერ ვიქ­ნე­ბო­დით... ერთხელ ვუ­თხა­რი კი­დეც... და­მამ­შვი­და, ნუ გე­ში­ნია, ჩვენ სიკ­ვდი­ლიც ვერ დაგ­ვა­შო­რებ­სო...

სახ­ლი­დან რომ გა­ვი­და, აბა­ზა­ნა­ში შე­ვე­დი, სა­რე­ცხი უნდა გა­მე­რე­ცხა. მისი ტან­საც­მე­ლი - შარ­ვა­ლი და მა­ი­სუ­რი არ გავ­რე­ცხე, იქ­ნებ ვერ დაბ­რუნ­დეს და მისი ბოლო ჩა­ნაც­ვა­მი ტან­საც­მე­ლი დამ­რჩე­ბა-მეთ­ქი... ასეც მოხ­და...

და­ღუპ­ვამ­დე 10 დღით ადრე სიზ­მარ­ში აბო­დებ­და: „ტან­კე­ბი, ტან­კე­ბი“, გა­ვაღ­ვი­ძე, არ და­ი­ჯე­რა, რომ ბო­დავ­და, ტან­კებს რა და­მა­სიზ­მრებ­და, მა­შა­ყი­რე­ბო. ხში­რად ამ­ბობ­და, რომ მოვ­კვდე, არ მე­ნა­ნე­ბა, ბიჭი მა­ინც მყავ­სო...

- ალექსზე მოგ­ვი­ყე­ვით. რო­გორც ვი­ცით, ალექ­სი ყო­ველ­თვის იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.

- ალექ­სი მა­მი­კოს ჰგავს. მა­სა­ვით დიდი და კე­თი­ლი გული აქვს. ჩვე­ნი შვი­ლი მივ­სებს და მი­ლა­მა­ზებს თე­მოს გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ჩემს ცხოვ­რე­ბას. ჩემი იმე­დი და ძა­ლაა, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და გო­ნი­ე­რია. აქ­ტი­უ­რო­ბა უყ­ვარს, ცოტა ზარ­მა­ციც არის, მაგ­რამ მა­ინც კარ­გად სწავ­ლობს. ჩვე­ნი შვი­ლი თე­მოს სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლობს.

უფ­რო­სებ­თა­ნაც მე­გობ­რობს, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ბა­ტონ ლე­ვან იზო­რი­ას­თან და სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც ალექსს გე­ნე­რალს ეძა­ხი­ან. ძა­ლი­ან უხა­რია ხოლ­მე მათ­თან შეხ­ვედ­რა, ძა­ლი­ან უყ­ვარს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მუ­დამ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია ჩვენ მი­მართ. ყო­ველ­თვის ვგრძნობ მხარ­და­ჭე­რას უწყე­ბის მხრი­დან. ყო­ველ­თვის ახ­სოვთ გმი­რე­ბი, მათი ოჯა­ხე­ბი, შვი­ლე­ბი... ყო­ველ­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბით, სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბით, აქ­ტი­ვო­ბით. სა­მი­ნის­ტროს იმე­დი ყო­ველ­თვის მაქვს და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის და ჩემი შვი­ლის­თვის...

ალექ­სიც თე­მოს მსგავ­სად ოც­ნე­ბობს სო­ხუმ­ზე. ამ­ბობს - აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ხდე­ბი გე­ნე­რა­ლიო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მისი ტანსაცმელი არ გავრეცხე: რომ ვერ დაბრუნდეს, ბოლოს ნაცვამი მაინც დამრჩება-მეთქი... ასეც მოხდა" - აგვისტოს ომის გმირი კაპრალის ამბავი

"მისი ტანსაცმელი არ გავრეცხე: რომ ვერ დაბრუნდეს, ბოლოს ნაცვამი მაინც დამრჩება-მეთქი... ასეც მოხდა" - აგვისტოს ომის გმირი კაპრალის ამბავი

თემურს და მაიას ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე შეეძინათ შვილი. ჯარისკაცმა ბიჭუნას ალექსი დაარქვა. როცა მეუღლემ ჰკითხა: "რატომ მაინცდამაინც ალექსი?" ჯარისკაცი დაჰპირდა, რომ ბავშვის ნათლობისას გაუმხელდა, "რატომ მაინცდამაინც ალექსი"... შვილი 28 აგვისტოს უნდა მოენათლათ...

8 აგვისტოს 25 წლის კაპრალი თემურ ბოკუჩავა გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან და ეს საიდუმლო თან ჩაიტანა მიწაში, მიწაში, რომლის დაცვასაც შესწირა თავი...

თემურ ბოკუჩავა სოხუმელი იყო. 1983 წელს დაიბადა და ათი წლისაც არ იყო, მშობლიური ქალაქი რომ დაატოვებინა მტერმა. ოჯახი სენაკში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა სენაკის მეშვიდე საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მისი სახელობისაა...

მაია ცეცხლაძე, თემურ ბოკუჩავას მეუღლე:

„ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა, ამასთანავე, ძალიან ცელქი... ბავშვობა დევნილობასა და ოცნებაში გაილია - სოხუმში დაბრუნებულიყო.

თემოზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო. ის ჩემი ცხოვრების ერთი დიდი ლამაზი ნაწილია. ჩემი სტიმულის მომცემი და დიდი სიყვარული. თემოს ძალიან დიდი გული ჰქონდა, ძალიან მოსიყვარულე მეუღლე და მამა იყო. ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა, უნდოდა საქართველოს ოფიცერი გამხდარიყო. თემო ოჯახს ეძახდა თავის სამსახურს. სოხუმში დაბრუნებაზე ოცნებობდა - სოხუმში დროშა მე უნდა ავაფრიალო პირველმაო - ამბობდა ხოლმე. მისთვის ყველაზე წმინდა სამშობლო და ოჯახი იყო.

როცა გაიგო შვილს ველოდებოდით, დღეებსა და საათებს ითვლიდა. როდესაც ბიჭი შეგვეძინა, მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. სახელიც თვითონ შეურჩია - ალექსი. ალექსი ძალიან პატარა იყო, თუმცა თემო ბავშვის ასაკის მიუხედავად, მაინც აწყობდა გეგმებს მის განათლებაზე და მომავალზე. ოცნებობდა ალექსი ქირურგი გამხდარიყო, ამაყად იძახდა - სამედიცინო უნდა დაამთავროსო.

ახლა რომ ვიხსენებ ჩვენს ბედნიერ დღეებს, მაქვს განცდა თითქოს თემოს თითოეული სიტყვა ანდერძი იყო ჩემთვის. მის გარეშე ყოფნა ჩემთვის ძალიან ძნელია. თუმცა ზუსტად ვიცი, მისი ოცნებები რეალობად უნდა ვაქციო!

- თქვენთვის საკმაოდ რთულია იმ ტრაგიკული დღის გახსენება, თუმცა მაინც უნდა გთხოვოთ 2008 წლის თქვენი წილი სისხლიანი აგვისტოს შესახებ მოგვიყვეთ...

- იცით, ჩემთვის დრო 2008 წლის 8 აგვისტოს გაჩერდა... ჩემი თემო 2008 წლის 8 აგვისტოს დაიღუპა. ცხინვალის შესასვლელში, მაშინ, როცა რუსეთის თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ქართულ შენაერთებზე.

გაუთავებლად ვურეკავდი, მაგრამ ვერ ვუკავშირდებოდი... ბოლოს 8 აგვისტოს პირველ საათზე დამირეკა, მამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ნუ გეშინიაო. მთხოვდა, შენში ვაჟკაცი გოგო იმალება და ალექსის მიმიხედეო... ერთსა და იმავეს მიმეორებდა - ალექსის მიმიხედეო, ამან ამაფორიაქა ძალიან. მერე გავიგე, რომ 2 საათზე დაიღუპა ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვების დროს...

11 აგვისტოს გადმოასვენეს, უამრავი ჭრილობა ჰქონდა... სულ ვეხვეწებოდი, თავს მიხედე-მეთქი. ერთხელ ისიც კი მივწერე, დაყარე იარაღი და გამოიქეცი-მეთქი, სასოწარკვეთილი ვიყავი და არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი... პასუხი მომწერა, ზურგში ნასროლი ტყვიით არ დავბრუნდებიო...

რაც დავოჯახდით, ავი წინათგრძნობა მქონდა, რომ ბოლომდე ერთად ვერ ვიქნებოდით... ერთხელ ვუთხარი კიდეც... დამამშვიდა, ნუ გეშინია, ჩვენ სიკვდილიც ვერ დაგვაშორებსო...

სახლიდან რომ გავიდა, აბაზანაში შევედი, სარეცხი უნდა გამერეცხა. მისი ტანსაცმელი - შარვალი და მაისური არ გავრეცხე, იქნებ ვერ დაბრუნდეს და მისი ბოლო ჩანაცვამი ტანსაცმელი დამრჩება-მეთქი... ასეც მოხდა...

დაღუპვამდე 10 დღით ადრე სიზმარში აბოდებდა: „ტანკები, ტანკები“, გავაღვიძე, არ დაიჯერა, რომ ბოდავდა, ტანკებს რა დამასიზმრებდა, მაშაყირებო. ხშირად ამბობდა, რომ მოვკვდე, არ მენანება, ბიჭი მაინც მყავსო...

- ალექსზე მოგვიყევით. როგორც ვიცით, ალექსი ყოველთვის იღებს მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

- ალექსი მამიკოს ჰგავს. მასავით დიდი და კეთილი გული აქვს. ჩვენი შვილი მივსებს და მილამაზებს თემოს გარეშე დარჩენილ ჩემს ცხოვრებას. ჩემი იმედი და ძალაა, ძალიან ჭკვიანი და გონიერია. აქტიურობა უყვარს, ცოტა ზარმაციც არის, მაგრამ მაინც კარგად სწავლობს. ჩვენი შვილი თემოს სახელობის სკოლაში სწავლობს.

უფროსებთანაც მეგობრობს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბატონ ლევან იზორიასთან და სამინისტროს თანამშრომლებთან, რომლებიც ალექსს გენერალს ეძახიან. ძალიან უხარია ხოლმე მათთან შეხვედრა, ძალიან უყვარს თითოეული მათგანი.

თავდაცვის სამინისტრო მუდამ ყურადღებიანია ჩვენ მიმართ. ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას უწყების მხრიდან. ყოველთვის ახსოვთ გმირები, მათი ოჯახები, შვილები... ყოველთვის ინტერესდებიან ბავშვების ჯანმრთელობით, სწავლა-განათლებით, აქტივობით. სამინისტროს იმედი ყოველთვის მაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი შვილისთვის...

ალექსიც თემოს მსგავსად ოცნებობს სოხუმზე. ამბობს - აუცილებლად გავხდები გენერალიო!