პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი ენერჯი" ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს
"თბილისი ენერჯი" ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს

კომ­პა­ნია "თბი­ლი­სი ენერ­ჯის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი დე­და­ქა­ლა­ქის უწყვე­ტი და უსაფრ­თხო გაზ­მო­მა­რა­გე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რი და­გეგ­მი­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის უმე­ტე­სი წილი სწო­რედ გაზ­მო­მა­რა­გე­ბის ქსე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მოხ­მარ­დე­ბა - ამის შე­სა­ხებ "თბი­ლი­სი ენერ­ჯის" სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"თბი­ლი­სი ენერ­ჯი" აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას­თან და მათ მიერ და­გეგ­მი­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ძვე­ლი და ამორ­ტი­ზი­რე­ბუ­ლი ქსე­ლის შეც­ვლის სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებს.

ერთ-ერთი ასე­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. 1962 წელს აშე­ნე­ბულ თბი­ლი­სის მკვე­ბა­ვი სა­შუ­ა­ლო წნე­ვის გაზ­სა­დენ­ზე, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის გაზ­მო­მა­რა­გე­ბის­თვის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მო­ნაკ­ვეთს წარ­მო­ად­გენს, ძლი­ერ ამორ­ტი­ზი­რე­ბუ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად ბოლო 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, 1300 მეტ­რის სიგ­რძის გაზ­სა­დე­ნი მთლი­ა­ნად შე­იც­ვლე­ბა ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის მი­ლით. სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად კი გა­ცი­ლე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო გაზ­მო­მა­რა­გე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის 9 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი­დან გაზ­მო­მა­რა­გე­ბა შე­ე­ზღუ­დე­ბა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­სა და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მო­სახ­ლე­ო­ბას, მიმ­დი­ნა­რე ქუ­ჩებ­სა და იქ არ­სე­ბულ კო­მერ­ცი­ულ ობი­ექ­ტებს.

ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყე­ბა მე­ო­რე დღი­დან და სრუ­ლად აღ­დგე­ბა 11 აგ­ვის­ტოს 20 სა­ა­თამ­დე.

კომ­პა­ნია "თბი­ლი­სი ენერ­ჯი" ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის­თვის. გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია დე­და­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო გაზ­მო­მა­რა­გე­ბის­თვის", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"თბილისი ენერჯი" ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს

"თბილისი ენერჯი" ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს

კომპანია "თბილისი ენერჯის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებაა. სწორედ ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესი წილი სწორედ გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება - ამის შესახებ "თბილისი ენერჯის" სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

"თბილისი ენერჯი" აქტიურად თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და მათ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს.

ერთ-ერთი ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენს, ძლიერ ამორტიზირებული და დაზიანებული იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად, 1300 მეტრის სიგრძის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. სამუშაოების შედეგად კი გაცილებით გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 9 აგვისტოს საღამოს 9 საათიდან გაზმომარაგება შეეზღუდება თბილისის ცენტრალურ უბნებს, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მოსახლეობას, მიმდინარე ქუჩებსა და იქ არსებულ კომერციულ ობიექტებს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება მეორე დღიდან და სრულად აღდგება 11 აგვისტოს 20 საათამდე.

კომპანია "თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი