მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ემოციური პოსტით ულოცავს:
"ის ყველაზე საოცარი ადამიანია ამ სამყაროში! მან მე ამ პლანეტაზე ყველაზე ბედნიერ ქალად მაქცია და უბრალოდ მინდა მარად ვუყურო, ვეხუტო, ვეფერო და ვკოცნო! დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ცხოვრებავ! ჩემთვის ცხოვრების ყველაზე შეუფასებელი და საოცარი საჩუქარი ხარ! მიყვარხარ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე" - წერს ანიტა.
ანიტა რაჭველიშვილი და ოთო მაისურაძე 2016 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ. ქორწილი მარიამობის დღესასწაულზე, 28 აგვისტოს შედგა. ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა ღია ცის ქვეშ გადაინაცვლა და ულამაზეს გარემოში მოაწერა ხელი. საქორწილო წვეულება ღია ცის ქვეშ გვიანობამდე გაგრძელდა. ქორწილში მიწვეულმა ცნობილმა მომღერლებმა ნამდვილი შოუ მოაწყვეს. ერთ-ერთი სიურპრიზი იყო ნინო ქათამაძისა და პატარძლის არაჩვეულებრივი ექსპრომტი. წვეულება გრანდიოზული ტორტის გაჭრითა და ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.