პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება მოძღვარი, რომელიც ციხეში მაგდა პაპიძესა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულ ბექა შენგელიას ესაუბრება
რას ჰყვება მოძღვარი, რომელიც ციხეში მაგდა პაპიძესა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულ ბექა შენგელიას ესაუბრება

მისი ცხოვ­რე­ბა ხან ბუ­რუ­სით იყო მო­ცუ­ლი, ხან კი ნათ­ლით. სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბამ, უპა­სუ­ხო სიყ­ვა­რულ­მა და ათე­იზ­მმა აღმა-დაღ­მა ატა­რა. დღეს ის მაგ­და პა­პი­ძი­სა და კა­ნი­ბა­ლიზ­მში ბრალ­დე­ბულ ბექა შე­ნგე­ლი­ას მო­ძღვა­რია და სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბას კვლავ აგ­რძე­ლებს. მამა გუ­რამ ოთხო­ზო­რია თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" უამ­ბობს.

იგი სა­მეგ­რე­ლო­და­ნაა. რო­გორც ამ­ბობს, სი­ღა­რი­ბე­ში გა­ი­ზარ­და ექ­ვსი დედ­მა­მიშ­ვი­ლი იყ­ვნენ. სწავ­ლა უნ­დო­და, მაგ­რამ სი­ღა­რი­ბის გამო, ფან­ქა­რიც კი არ ჰქონ­და, რომ და­ე­წე­რა. სკო­ლა­ში ხუ­თო­სა­ნი იყო. რო­გორც მამა გუ­რამ ოთხო­ზო­რია ყვე­ბა, პირ­ვე­ლად მდი­და­რი მა­მის გოგო შე­უყ­ვარ­და. გო­გოს დე­დას უნა­ხავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი და სახ­ლში მი­უ­კი­თხავს.

"შე უბე­დუ­რო, რა ღა­ტა­კი ხარ, შენ გა­გა­ტან ჩემს შვილ­სო და შე­მო­მა­ყა­რა და­ხე­უ­ლი წე­რი­ლი", - ამ­ბობს მო­ძღვა­რი.

სტუ­დენ­ტო­ბა ვე­რა­ზე გა­ა­ტა­რა. ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლე სიყ­ვა­რუ­ლით არ შე­ურ­თავს. სხვა გოგო უყ­ვარ­და.

"რო­დე­საც ნი­ნოს სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ტან­ჯე­ბო­დი, ერთხელ ჩემი კურ­სე­ლი მე­უბ­ნე­ბა, ად­ვენტ­ის­ტე­ბის შეკ­რე­ბა­ზე წა­ვი­დე­თო. მე ინ­ტრი­გის­თვის წა­ვე­დი, რომ და­მე­ცი­ნა. იქ ერთ ქალს ამე­რიკ­ული ბიბ­ლია ჰქონ­და. უთხრეს, გუ­რა­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­აო და გა­და­შა­ლა სა­ხა­რე­ბა. მა­შინ სიკ­ვდი­ლის ში­შიც დავძლიე, გაქ­რა სი­გა­რე­ტიც, უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბი...

...ყვე­ლას­გან უარ­ყო­ფი­ლი­ ვი­ყა­ვი - დე­დის­გან, მე­უღ­ლის­გან, იმი­ტომ, რომ სექ­ტან­ტი ვი­ყა­ვი... ჩემს რა­ი­ონ­ში მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი­ ჩა­მო­ვი­და და მე­უღ­ლემ მთხო­ვა, შეხ­ვდიო. იმის ნაც­ვლად, ეთ­ქვა, წადი, სექ­ტან­ტი ხარო, მი­თხრა, სა­ხა­რე­ბა რა კარ­გად გცოდ­ნია, მოდი ჩვენ­თან, პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვა­ მაქვს, წა­ვი­დეთ ყვე­ლა რა­ი­ონ­ში და ერ­თად ვი­ქა­და­გოთ მე და შენო. მერე პატ­რი­არ­ქმა გა­ი­გო ჩემ შე­სა­ხებ. იქ ისე­თი სით­ბო და სი­ნათ­ლე დამ­ხვდა, გულ­ში ჩა­მიკ­რა, და­ვუ­ჩო­ქე, შენ­დო­ბა ვთხო­ვე. 1995 წელს დი­აკ­ვნად მა­კურ­თხა...

პატ­რი­არ­ქმა ორ წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ და­მი­ბა­რა მღვდლად კურ­თხე­ვა­ზე, მაგ­რამ ჩემ­ში მა­ინც იყო ბრძო­ლე­ბი. იმ პე­რი­ოდ­ში ინ­დურ რე­ლი­გი­ას ვსწავ­ლობ­დი მა­ლუ­ლად. ერ­თმა მე­უ­ფემ შენ ღა­ლა­ტობ ეკ­ლე­სი­ა­სო, მაგ­რამ პატ­რი­არ­ქთან რომ შე­ვე­დი, ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი და მი­თხრა: წადი, თუ კაბა ხელს გიშ­ლის მსა­ხუ­რე­ბა­ში, გა­ი­ხა­დე და როცა და­ამ­თავ­რებ ძი­ე­ბას, მა­შინ მო­დიო".

ეკ­ლე­სი­ა­ში 13 წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და.

მე ყო­ველ­თვის დავ­დი­ო­დი სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში, კვი­რა­ში ხუთი დღე დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე იქ ვი­ყა­ვი. ყვე­ლა მო­ძღვარს აქვს თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ჩემი არის ცი­ხე­ში ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე სი­ა­რუ­ლი. რო­დე­საც­ მაგ­და პა­პი­ძის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ბექა შენ­გე­ლი­ას ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, მე­ნა­ხა. მაგ­დას რო­გორც კი გა­მო­უ­ტა­ნეს გა­ნა­ჩე­ნი, მას­თან იმ დრო­ი­დან დავ­დი­ვარ. რომ და­მი­ნა­ხა, ჩა­მე­ხუ­ტა, ატირ­და. მე თუ მას­თან შევ­დი­ვარ, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ვა­მარ­თლებ. ჩემი მი­სი­აა რო­გორ­მე ღვთის ნა­თე­ლი შე­ვი­დეს მას­ში, რომ შეძ­ლოს მო­ნა­ნი­ე­ბა და მიხ­ვდეს, რომ ღმერ­თი არ დას­ჯის ამის გამო. მაგ­და ხა­ტავს, თა­ვი­სი სამ­ყა­რო აქვს და ცდი­ლობს თავი არ მო­იკ­ლას...

ბე­ქას­თან სა­ა­თო­ბით ვსა­უბ­რობ. ის ამ­ბობს, რომ ჭი­ან­ჭვე­ლა­საც არ და­ად­გამს ფეხს. სამ­ჯერ ვკი­თხე, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მა­ნი­ფეს­ტი რომ შე­მო­ვი­დეს შენ­თან, რას იზამ-მეთ­ქი და მი­თხრა, რომ უარს იტყვის. ამ­ბობს, რომ ცი­ხე­ში იპო­ვა თავი, უსას­რუ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა აქვს, რომ ღმერ­თი და სა­კუ­თა­რი თავი შე­იც­ნოს. გა­რეთ ყოფ­ნის გამო ვერ დავ­თმობ ამ კომ­ფორ­ტსო ... - ამ­ბობს პა­პი­ძი­სა და შენ­გე­ლი­ას მო­ძღვა­რი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რას ჰყვება მოძღვარი, რომელიც ციხეში მაგდა პაპიძესა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულ ბექა შენგელიას ესაუბრება

რას ჰყვება მოძღვარი, რომელიც ციხეში მაგდა პაპიძესა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულ ბექა შენგელიას ესაუბრება

მისი ცხოვრება ხან ბურუსით იყო მოცული, ხან კი ნათლით. საკუთარი თავის ძიებამ, უპასუხო სიყვარულმა და ათეიზმმა აღმა-დაღმა ატარა. დღეს ის მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმში ბრალდებულ ბექა შენგელიას მოძღვარია და საკუთარი თავის ძიებას კვლავ აგრძელებს. მამა გურამ ოთხოზორია თავისი ცხოვრების გზაზე "კვირის პალიტრას" უამბობს.

იგი სამეგრელოდანაა. როგორც ამბობს, სიღარიბეში გაიზარდა ექვსი დედმამიშვილი იყვნენ. სწავლა უნდოდა, მაგრამ სიღარიბის გამო, ფანქარიც კი არ ჰქონდა, რომ დაეწერა. სკოლაში ხუთოსანი იყო. როგორც მამა გურამ ოთხოზორია ყვება, პირველად მდიდარი მამის გოგო შეუყვარდა. გოგოს დედას უნახავს შეყვარებულისთვის გაგზავნილი წერილი და სახლში მიუკითხავს.

"შე უბედურო, რა ღატაკი ხარ, შენ გაგატან ჩემს შვილსო და შემომაყარა დახეული წერილი", - ამბობს მოძღვარი.

სტუდენტობა ვერაზე გაატარა. ამბობს, რომ მეუღლე სიყვარულით არ შეურთავს. სხვა გოგო უყვარდა.

"როდესაც ნინოს სიყვარულით ვიტანჯებოდი, ერთხელ ჩემი კურსელი მეუბნება, ადვენტისტების შეკრებაზე წავიდეთო. მე ინტრიგისთვის წავედი, რომ დამეცინა. იქ ერთ ქალს ამერიკული ბიბლია ჰქონდა. უთხრეს, გურამი შეყვარებულიაო და გადაშალა სახარება. მაშინ სიკვდილის შიშიც დავძლიე, გაქრა სიგარეტიც, უწმაწური სიტყვები...

...ყველასგან უარყოფილი ვიყავი - დედისგან, მეუღლისგან, იმიტომ, რომ სექტანტი ვიყავი... ჩემს რაიონში მეუფე სპირიდონი ჩამოვიდა და მეუღლემ მთხოვა, შეხვდიო. იმის ნაცვლად, ეთქვა, წადი, სექტანტი ხარო, მითხრა, სახარება რა კარგად გცოდნია, მოდი ჩვენთან, პატრიარქის კურთხევა მაქვს, წავიდეთ ყველა რაიონში და ერთად ვიქადაგოთ მე და შენო. მერე პატრიარქმა გაიგო ჩემ შესახებ. იქ ისეთი სითბო და სინათლე დამხვდა, გულში ჩამიკრა, დავუჩოქე, შენდობა ვთხოვე. 1995 წელს დიაკვნად მაკურთხა...

პატრიარქმა ორ წელიწადში ორჯერ დამიბარა მღვდლად კურთხევაზე, მაგრამ ჩემში მაინც იყო ბრძოლები. იმ პერიოდში ინდურ რელიგიას ვსწავლობდი მალულად. ერთმა მეუფემ შენ ღალატობ ეკლესიასო, მაგრამ პატრიარქთან რომ შევედი, ავუხსენი ყველაფერი და მითხრა: წადი, თუ კაბა ხელს გიშლის მსახურებაში, გაიხადე და როცა დაამთავრებ ძიებას, მაშინ მოდიო".

ეკლესიაში 13 წლის შემდეგ დაბრუნდა.

მე ყოველთვის დავდიოდი საპატიმროებში, კვირაში ხუთი დღე დილიდან საღამომდე იქ ვიყავი. ყველა მოძღვარს აქვს თავისი მიმართულება, ჩემი არის ციხეში ანაზღაურების გარეშე სიარული. როდესაც მაგდა პაპიძის, მოგვიანებით კი ბექა შენგელიას ამბავი გავიგე, გამიჩნდა სურვილი, მენახა. მაგდას როგორც კი გამოუტანეს განაჩენი, მასთან იმ დროიდან დავდივარ. რომ დამინახა, ჩამეხუტა, ატირდა. მე თუ მასთან შევდივარ, სულაც არ ნიშნავს, რომ ვამართლებ. ჩემი მისიაა როგორმე ღვთის ნათელი შევიდეს მასში, რომ შეძლოს მონანიება და მიხვდეს, რომ ღმერთი არ დასჯის ამის გამო. მაგდა ხატავს, თავისი სამყარო აქვს და ცდილობს თავი არ მოიკლას...

ბექასთან საათობით ვსაუბრობ. ის ამბობს, რომ ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. სამჯერ ვკითხე, გათავისუფლების მანიფესტი რომ შემოვიდეს შენთან, რას იზამ-მეთქი და მითხრა, რომ უარს იტყვის. ამბობს, რომ ციხეში იპოვა თავი, უსასრულო პერსპექტივა აქვს, რომ ღმერთი და საკუთარი თავი შეიცნოს. გარეთ ყოფნის გამო ვერ დავთმობ ამ კომფორტსო ... - ამბობს პაპიძისა და შენგელიას მოძღვარი. წაიკითხეთ სრულად

თბილისის აეროპორტში კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს - შსს-ს კომენტარი

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე 13 პირი დააკავეს

არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ქუთაისში 65 წლის მამაკაცი დააკავეს