პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილი სააკაშვილზე: "რაც ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა დღეს იკადრა, მოლოდინს გადააჭარბა"
ღარიბაშვილი სააკაშვილზე: "რაც ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა დღეს იკადრა, მოლოდინს გადააჭარბა"

"რაც დღეს ბრძო­ლის ვე­ლი­დან ფორ­თხვით გაქ­ცე­ულ­მა სა­მარ­ცხვი­ნო მთა­ვარ­სარ­დალ­მა იკად­რა, ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას შეც­დო­მას უწო­დებს. რო­გორც ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, სა­გა­რეო ფრონტზე გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ჯერ შიდა მტრის სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­ცხე­ბაა სა­ჭი­რო.

„იმან, რაც დღეს ბრძო­ლის ვე­ლი­დან ფორ­თხვით გაქ­ცე­ულ­მა სა­მარ­ცხვი­ნო მთა­ვარ­სარ­დალ­მა იკად­რა, ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

მი­ლი­ონ სა­მა­სი ათას ქარ­თველს, ვინც 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ლი­დე­რო­ბით უარი უთხრა მის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ და მავ­ნებ­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას, მან პუ­ტი­ნის ზრახ­ვე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი უწო­და და ძა­ლა­დო­ბა­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა რუ­სულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ად მო­იხ­სე­ნია. ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცია ამ მტრულ ძა­ლას­თან იყო შეც­დო­მა და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს! დღეს, კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით ამა­ში!

ვიდ­რე ეს მტრუ­ლი და მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ძალა, სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დი­ვით არ ამო­იკ­ვე­თე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კუ­რი სხე­უ­ლი­დან, დე­ო­კუ­პა­ცი­ის გზა­ზე წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წევთ, რად­გან სა­გა­რეო ფრონტზე გა­მარ­ჯვე­ბას ჯერ შიდა მტრის სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­ცხე­ბა სჭირ­დე­ბა!“ - წერს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ 2012 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის დახ­მა­რე­ბით მო­ვი­და.

ანა
0

შენც კარგად გასხია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: "რაც ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა დღეს იკადრა, მოლოდინს გადააჭარბა"

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: "რაც ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა დღეს იკადრა, მოლოდინს გადააჭარბა"

"რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციას შეცდომას უწოდებს. როგორც ყოფილი პრემიერი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, საგარეო ფრონტზე გამარჯვებისთვის ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხებაა საჭირო.

„იმან, რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია. ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს! დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში!

ვიდრე ეს მტრული და მოღალატეობრივი ძალა, სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან, დეოკუპაციის გზაზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხება სჭირდება!“ - წერს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის დახმარებით მოვიდა.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასება "360 გრადუსში"

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - "სამინისტროში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს"