პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით იქნება შესაძლებელი
ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით იქნება შესაძლებელი

ტაქ­სით მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და QR კო­დით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს არის „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ პრო­ექ­ტი, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბაც A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ. კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, QR კო­დით გა­დახ­დი­სას, მგზავრს თან­ხა ჩა­მო­ეჭ­რე­ბა სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან და აი­სა­ხე­ბა მძღო­ლის ან­გა­რიშ­ზე.

„ტაქ­სით მგზავ­რო­ბი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა QR კო­დით გა­დახ­და. ეს არის „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ალ­ბათ, იცით, რომ ტაქ­სით მგზავ­რო­ბი­სას არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც იხდი მზგავ­რო­ბის სა­ფა­სურს და შე­საძ­ლოა ხურ­და არ ჰქონ­დეს ტაქ­სის მძღოლს. გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს ეს. გარ­და ამი­სა, ეს QR კოდი, რო­მე­ლიც A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლებს ექ­ნე­ბათ, ტაქ­სის მძღო­ლის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­თან პირ­და­პირ იქ­ნე­ბა მიბ­მუ­ლი და გა­დახ­დი­ლი თან­ხა მძღოლს ჩა­ე­რი­ცხე­ბა ან­გა­რიშ­ზე. ამით ერ­თგვარ ის­ტო­რი­ა­საც შე­იქ­მნის. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რომ ტაქ­სის მძღო­ლებს არ აქვთ სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, არ აქვთ სა­ბან­კო ის­ტო­რია, რაც გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს წარ­მო­ად­გენს მათ­თვის, რად­გან ვერ ყი­დუ­ლო­ბენ ავ­ტო­მო­ბილს.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ აპ­ლი­კა­ცი­ის გად­მო­წე­რა ნე­ბის­მი­ერ სმარ­ტფონ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ერთი ღი­ლა­კის და­ჭე­რით ირ­თვე­ბა კა­მე­რა, რო­მელ­საც და­ა­დებთ ამ QR კოდს და თქვენ­თვი­თონ­ვე მი­უ­თი­თებთ ტაქ­სის მგზავ­რო­ბის­თვის რა სა­ფა­სუ­რია გა­და­სახ­დე­ლი. ეს თან­ხა, რო­მე­ლიც მგზავრს ჩა­მო­ეჭ­რე­ბა სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან, აი­სა­ხე­ბა მძღო­ლის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე. ეს QR კო­დე­ბი უფა­სოდ გა­და­ე­ცე­მათ A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლებს. მათ აღარ დას­ჭირ­დე­ბათ ტერ­მი­ნა­ლე­ბი ბა­რა­თე­ბის­თვის. ეს არის საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა,“ – გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერ­მა „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს“ ამ პრო­ექ­ტის­თვის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

გარ­და ამი­სა, ტაქ­სის რე­ფორ­მა­ზე სა­უბ­რი­სას კახა კა­ლა­ძემ ტაქ­სის მძღო­ლებს შე­ახ­სე­ნა, რომ 10 აგ­ვის­ტოს ქიმ­წმენ­დის, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ზე ფი­რის გა­დაკ­ვრის და/ან შე­ღებ­ვის ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ცე­მა სრულ­დე­ბა. მერ­მა ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე ყვე­ლა ტაქ­სის მძღოლს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით იქნება შესაძლებელი

ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით იქნება შესაძლებელი

ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის „საქართველოს ბანკის“ პროექტი, რომლით სარგებლობაც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ. კალაძის განცხადებით, QR კოდით გადახდისას, მგზავრს თანხა ჩამოეჭრება საბანკო ანგარიშიდან და აისახება მძღოლის ანგარიშზე.

„ტაქსით მგზავრობისას შესაძლებელი ხდება QR კოდით გადახდა. ეს არის „საქართველოს ბანკის“ პროექტი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ალბათ, იცით, რომ ტაქსით მგზავრობისას არის შემთხვევები, როდესაც იხდი მზგავრობის საფასურს და შესაძლოა ხურდა არ ჰქონდეს ტაქსის მძღოლს. გარკვეულ დისკომფორტს იწვევს ეს. გარდა ამისა, ეს QR კოდი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ, ტაქსის მძღოლის საბანკო ანგარიშთან პირდაპირ იქნება მიბმული და გადახდილი თანხა მძღოლს ჩაერიცხება ანგარიშზე. ამით ერთგვარ ისტორიასაც შეიქმნის. ხშირია შემთხვევა, რომ ტაქსის მძღოლებს არ აქვთ საბანკო ანგარიშები, არ აქვთ საბანკო ისტორია, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს მათთვის, რადგან ვერ ყიდულობენ ავტომობილს.

„საქართველოს ბანკის“ აპლიკაციის გადმოწერა ნებისმიერ სმარტფონშია შესაძლებელი. ერთი ღილაკის დაჭერით ირთვება კამერა, რომელსაც დაადებთ ამ QR კოდს და თქვენთვითონვე მიუთითებთ ტაქსის მგზავრობისთვის რა საფასურია გადასახდელი. ეს თანხა, რომელიც მგზავრს ჩამოეჭრება საბანკო ანგარიშიდან, აისახება მძღოლის საბანკო ანგარიშზე. ეს QR კოდები უფასოდ გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. მათ აღარ დასჭირდებათ ტერმინალები ბარათებისთვის. ეს არის საკმაოდ მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტული საშუალება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა „საქართველოს ბანკს“ ამ პროექტისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გარდა ამისა, ტაქსის რეფორმაზე საუბრისას კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებს შეახსენა, რომ 10 აგვისტოს ქიმწმენდის, ასევე ავტომობილზე ფირის გადაკვრის და/ან შეღებვის ვაუჩერების გაცემა სრულდება. მერმა ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო