პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიარდერებმა ბოლო დღეებში ქონების 2,1% დაკარგეს - როგორ შეიცვალა ივანიშვილის ქონება?
მილიარდერებმა ბოლო დღეებში ქონების 2,1% დაკარგეს - როგორ შეიცვალა ივანიშვილის ქონება?

მსოფ­ლი­ოს 500-მა უმ­დიდ­რეს­მა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის 2,1% ერთ დღე­ში და­კარ­გეს. ამის მი­ზე­ზი კი ამე­რი­კუ­ლი სა­ფონ­დო ბირ­ჟე­ბის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ვარ­დნა გახ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Bloomberg Billionaires Index-ში შე­მა­ვა­ლი მი­ლი­არ­დე­რე­ბი­დან 21-მა სულ ცოტა 1 მი­ლი­არ­დის ქო­ნე­ბა და­კარ­გა. ამის მი­ზე­ზი აშშ-ჩი­ნეთს შო­რის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია, რო­მელ­ზეც რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ბა­ზარ­მა.

და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­დეს აზი­ელ­მა მი­ლი­არ­დე­რებ­მაც, ჰონგ-კონ­გის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე მო­ნა­წი­ლე აზი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა 10-მა მი­ლი­არ­დერ­მა 1 დღე­ში 19 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­კარ­გა.

ამ ვარ­დნის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი 500 ადა­მი­ა­ნი მა­ინც ფლობს 5,4 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის კა­პი­ტალს, ეს კი 11%-ით მე­ტია 2019 წლის 1 იან­ვრის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით.

ქო­ნე­ბა შე­უმ­ცირ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია Bloomberg-ის მი­ლი­არ­დერ­თა რე­ი­ტინ­გში. კერ­ძოდ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, რე­ი­ტინ­გში ის 343-ე ად­გილ­ზეა, მა­შინ როცა 19 ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, 349-ე პო­ზი­ცი­ა­ზე იყო.

ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, 5-6 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 20 მი­ლი­ო­ნით; ხოლო ბოლო კვი­რა­ში - 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მილიარდერებმა ბოლო დღეებში ქონების 2,1% დაკარგეს - როგორ შეიცვალა ივანიშვილის ქონება?

მილიარდერებმა ბოლო დღეებში ქონების 2,1% დაკარგეს - როგორ შეიცვალა ივანიშვილის ქონება?

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი ქონების 2,1% ერთ დღეში დაკარგეს. ამის მიზეზი კი ამერიკული საფონდო ბირჟების წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა გახდა.

აღსანიშნავია, რომ Bloomberg Billionaires Index-ში შემავალი მილიარდერებიდან 21-მა სულ ცოტა 1 მილიარდის ქონება დაკარგა. ამის მიზეზი აშშ-ჩინეთს შორის გართულებული სავაჭრო ურთიერთობებია, რომელზეც რეაგირება მოახდინა ბაზარმა.

დანაკარგი განიცადეს აზიელმა მილიარდერებმაც, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე მონაწილე აზიური კომპანიების ყველაზე მდიდარმა 10-მა მილიარდერმა 1 დღეში 19 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ამ ვარდნის მიუხედავად, მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანი მაინც ფლობს 5,4 ტრილიონი დოლარის კაპიტალს, ეს კი 11%-ით მეტია 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებთან შედარებით.

ქონება შეუმცირდა, ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც საქართველოდან ერთადერთი ადამიანია Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, რეიტინგში ის 343-ე ადგილზეა, მაშინ როცა 19 ივლისის მდგომარეობით, 349-ე პოზიციაზე იყო.

ინდექსის მიხედვით, 5-6 აგვისტოს პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ქონება 20 მილიონით; ხოლო ბოლო კვირაში - 100 მილიონი დოლარით არის შემცირებული. წაიკითხეთ სრულად

"ყველას, ვინც გამომწვევად ამბობს, რომ კანონს არ დაემორჩილება, პოლიცია გასცემს პასუხს" - გიორგი გახარია

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!" - გახარიას პასუხი ანდრიუს კუბილიუსის წერილზე

LIVE: "360 გრადუსი" - სერგო რატიანი, ანა დოლიძე, გია გაჩეჩილაძე